ძებნის რეზულტატი:

NATO: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია

NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ალიანსი აფიქსირებს, რომ NATO საქართველოს გვერდით დგას. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს - საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9763 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. მესამე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება  

გერმანიამ 4 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების რუსული აქტივები დაბლოკა

გერმანიამ სულ 4 მილიარდ ევროზე მეტის მოცულობის რუსული აქტივები დაბლოკა. ამის შეახებ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, დეკემბრის დასაწყისისთვის, დაახლოებით, 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივებია სანქცირებული,“ - განაცხადა პრესსპიკერმა. გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არის „გაყინული ფული, ფიზიკური პირების ეკონომიკური რესურსები, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი ფული.“ იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ბერლინი განმარტავს, რომ სისტემა გაფართოვდება და სანქციების გვერდის ავლის გამოვლენაზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება.  

ლვოვის ადმინისტრაციამ უკრაინელ სამხედროებს 300-ზე მეტი დრონი გადასცა

300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი გადაეცა მებრძოლებს 24-ე მექანიზებულ ბრიგადაში. ამის შესახებ ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაკსიმ კოზიცკიიმ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, საქველმოქმედო აუქციონებზე 3 მილიონზე მეტი UAH შეგროვდა. „ჩვენი დამცველების სამხედრო არსენალს კიდევ 307 დრონი დაემატა. დღეს, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, ეს თვითმფრინავები გადაეცათ ჩვენს მებრძოლებს ლვოვის რეგიონიდან," - განაცხადა კოზიცკიმ. პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 20 აუქციონის გამართვა და ფრონტის ხაზზე 2330 დრონის გაგზავნა.  

აშშ-ის ლიდერობა გადამწყვეტია აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, მსოფლიოში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის მადლობას უხდის. „ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციაში, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტერორისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში არამარტო უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში,” - აღნიშნა ზელენსკიმ. მან უკრაინისთვის F-16-ტიპის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. „ჩვენ ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით ამ მხარდაჭერის, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას არამხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ, შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ყველაზე ძლიერი და მტკიცე პასუხი," - განაცხადა ზელენსკიმ. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი სამხედრო დახმარება  

მზადება 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის - USAID-ის წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მარკ ნორდბერგს შეხვდნენ. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა 2023 წელს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, მათ შორის USAID-თან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტები და USAID-თან თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტისა და შედეგების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც 2024 არჩევნების წარმატებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას უკავშირდება. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი  

აშშ-მ უკრაინას მორიგი დახმარება გადასცა

შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ ამ თვეში უკრაინელ ფერმერებს მარცვლეულის 16 გადამზიდავი გადასცა. აშშ-ის შეფასებით, ეს კიევს მარცვლეულის ტრანსპორტირების გაზრდაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა. მისი თქმით, აშშ უკრაინელი ფერმერების გვერდით დგომას აგრძელებს. აგვისტოში უკრაინამ გახსნა დროებითი დერეფანი პივდენის, ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან სავაჭრო გემების ტრანსპორტირებისთვის. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.  

პოლონეთში საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

პოლონეთში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ინიციატორი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობაა. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მედია რვა წლის განმავლობაში გახდა ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტი. კულტურის სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ ფორმალური ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მედიას საშუალებას მისცემს, რესტრუქტურიზაციის პროცესში მუშაობა გააგრძელოს და შესაძლოა, აღარ გახდეს საჭირო ლიკვიდაცია. პოლონური მედიის ვარაუდით, საზოგადოებრივი მედია არ გაუქმდება, არამედ, ეს არის ახალი პროევროპული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი საიმისოდ, რომ საზოგადოებრივმა ტელეარხმა, რადიომ და საინფორმაციო სააგენტომ თავი დააღწიონ „სამართლისა და სამართლიანობის“ გავლენას. დონალდ ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ შექმნიდა უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედიასაშუალებებს. ცნობისთვის, მედიაში 21 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა.  

ლატვია 1200-ზე მეტი რუსი მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს

ლატვიის მიგრაციის საქმეთა ოფისის ცნობით, ქვეყანა 1200-ზე მეტი რუსი მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს. მათ ბინადრობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტები არ წარადგინეს. „ლატვიიდან რუსეთის სულ მცირე 1213 მოქალაქეს გააძევებენ. მათ არ წარადგინეს დოკუმენტები ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საიმიგრაციო კანონში ცვლილებების შესაბამისად,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მედია: ლატვია 1000-ზე მეტი რუსის დეპორტაციას გეგმავს  

აშშ-ის ოფიციალური პირი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ვაშინგტონი ქართველი ხალხისადმი მთავარ გზავნილში ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური-დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში. „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოსა და ქართველებისთვის შემდეგია: შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. ამასთანავე, შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში. ამდენად, ვფიქრობთ, ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან, ისწრაფვიან რა ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. დიდი ხანია, საქართველო NATO-სკენ ისწრაფვის. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა უზრუნველყოს,“ - განუცხადა Europetime-ს ანონიმურობის პირობით ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ქვეყნის მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშველობას გაუსვა ხაზი. ასევე გაეცანით: შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

USAID: საქართველოს მხარდასაჭერად ამჟამად 40 პროგრამას ვახორციელებთ

1992 წლის შემდეგ, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რომლის „მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ აშშ-ის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ეს პროგრამები ასევე ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან.“ „USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „USAID-ი ასევე მხარს უჭერს პროგრამებს საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა.  

საფრანგეთის საგარეო უწყება: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO: საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია „საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სასტუმრო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთთან შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება მოახდინა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი,“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

"მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები" - გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში 28 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ბლოგერის შეკითხვაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და „ხედავენ როგორც აძლირებენ ისენი თავის არმიას დასავლეთის დახმარებით“. „მინდა ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს,“- განაცხდა ალან გაგლოევმა. მისივე თქმით, 2015 წელს ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება. როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავაკაზა წერს, გარდა ამისა, გაგლოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი პარტნიორების დახმარებით, „სამხრეთი ოსეთი“ სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის განკუთვნილი დრონების საწარმოს შექმნას აპირებს. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება დრონებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ განაცხადა გაგლოევმა.  

რუსეთი კურსკის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ “რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონი გაანადგურეს.“ უწყების განცხადებით კიევმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე „ტერორისტული თავდასხმა“ სცადა. "კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს,“ - ნათქვამიაგანცხადებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ლატვიამ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დაბლოკა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსულ ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-თან დაკავშირებულ ყველა რესურსზე წვდომა დახურა. ამის შესახებ Delfi იუწყება. როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარს აბოლინსმა განაცხადა, მომავალში დაიხურება წვდომა Yandex Music-ზე, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული პირების მიერ შექმნილ პოდკასტებსა და მსგავს კონტენტზე. 2022 წლის 7 აპრილს NEPLP-მა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს ლატვიაში yandex.ru-სა და მის ვებგვერდებზე წვდომა შეღუდოს. Yandex არ დაეთანხმა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას და მიმართა ადმინისტრაციულ რაიონულ სასამართლოს, რომელიც განაცხადს წერილობით 2024 წლის 29 თებერვალს განიხილავს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთი მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში წვლილი შეიტანეს. კერძოდ, ალექსეი კუდრინზე, რუსული კომპანია Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ვლადიმერ პუტინთან.  

კოლორადოს შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერისში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის, არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია. 34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. „რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ,“ - აცხადებს შენნა ბელოუსი. 20 დეკემბერს სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა.  

რომის პაპმა და ზელენსკიმ მშვიდობის ფორმულაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე - 80-ზე მეტი სახელმწიფო პროცესში უკვე წარმომადგენლების დონეზეა ჩართული, იქნება კიდევ მეტი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი „მადლიერია ვატიკანის მხარდაჭერის, რომელსაც ის უკრაინული მხარის მუშაობის მიმართ იჩენს.“ ამასთან, უკრაინის ლიდერმა X-ზე განთავსებულ პოსტში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა უკვე ჩართულია „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების პროცესში. „ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი სამუშაო „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად,“ – განაცხადა ზელენსკიმ.  

ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუველი მოქალაქე „ვაგნერის“ ლოგოს გამო დააჯარიმეს

ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ზურგჩანთაზე რუსული ცნობილი „ვაგნერ“ ჯგუფის ლოგო ჰქონდა გამოსახული, დააჯარიმეს. როგორც მედია წერს, მას რეისზე ასვლის უფლრბაც არ მისცეს.  ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად  სოციალურ მედიაში გავრცელდა. ლიეტუვის აეროპორტების ოპერატორის სპიკერმა, ტადას ვასილიაუსკასმა განაცხადა, რომ პირი და მისი ბარგი საფუძვლიანად შეისწავლეს და საჰაერო მოგზაურობისთვის საშიში ნივთები ვერ იპოვეს. თუმცა აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა პოლიცია და მესაზღვრეები „ვაგნერ“ ჯგუფის სიმბოლოს აღმოჩენის შემდეგ გამოიძახეს. სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერმა, გიდრიუს მიშუტისმა განმარტა, რომ კაცი ლონდონში გაფრენას აპირებდა. „იდენტიფიცირების შემოწმების დროს მესაზღვრეებმა შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 524-ე მუხლით. (ნაცისტური, კომუნისტური და სხვა აკრძალული სიმბოლოების ჩვენება) აღნიშნა მიშუტისმა.  

ლანდსბერგისი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის „გადაცემაზე“: გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ გაბრიეულიუს ლანდსბერგისის კომენტარს ავრცელებს, რომლითაც ვილნიუსი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას გმობს. „კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე, გაეროს წესდების და ზოგადად, საერთაშორისო სამართლის დარღვევა,“ - აღნიშნავს ლანდსბერგისი. ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

„სამუშაო უხარისხოდ შესრულდა“ - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზა ჩატარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.  „ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში. ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით. სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.