ძებნის რეზულტატი:
დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ - კალასი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ. Politico-ს ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, მათ შორის, ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა, როგორიცაა: გერმანია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გუშინ განაცხადა, რომ მაკრონის მიერ ინიცირებული დებატების მადლიერია და რომ განხილვიდან არცერთი საკითხის მოხსნა და არცერთი ვარიანტის უგულებელყოფა არ შეიძლება. „ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან ყველა ქვეყანამ გაიგო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი,“ - ციტირებს გამოცემა კაია კალასს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.
"იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა" – პოლიციის დეტექტივს ბრალი წარუდგინეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცველმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა. დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში განაცხადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამ ეტაპისთვის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოკლე დროში ჩაატარა. დადგენილი იქნა დამნაშავე სამართალდამცავის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. უწყების განმარტებით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც LGBT+ თემის წევრად იდენტიფიცირებას კრძალავს
განის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველას, ვინც თავს LGBT+ თემის წევრად მიიჩნევს, სამწლიან პატიმრობას მიუსჯიან. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანონი ასევე აწესებს მაქსიმუმ ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას LGBTQ+ ჯგუფების შექმნის ან დაფინანსებისთვის. კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა განის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია, ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო მას ხელს მოაწერს. განაში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირი 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ყაზახეთს სურს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების ფლოტი გაზარდოს
ყაზახეთს სურს, რომ Aframax-ის ტანკერების ფლოტი რამდენიმე წლის განმავლობაში 12-მდე გაზარდოს. KMG-მ, რომელიც ფლობს Kazmortransflot-ს, და Abu Dhabi Ports-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელს, რათა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო მომსახურებას ნავთობისა და გაზის პროექტებისთვის კასპიის ზღვაში. „რამდენიმე წელიწადში ჩვენ ველოდებით ჩვენი ფლოტის გაზრდას 12 Aframax-მდე, რაც მოგვცემს თენგიზის საბადოდან ნავთობის სულ მცირე ნახევარს ტრანსპორტირების საშუალებას,“ - განაცხადა KMG-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკების ზონაში მოხვედრის შიშის გამო. ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების მზარდ რაოდენობას ყიდულობს „ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტის მოცულობის გაზრდა. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ Caspian Pipeline Consortium-ის ნავთობსადენის ალტერნატივას. CPC რჩება საიმედო, სტაბილური და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი მარშრუტი ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე მიტანისთვის,“ - განაცხადა მირზაგალიევმა. CPC-მ 2023 წელს ნავთობის გადაზიდვა 2022 წელთან შედარებით 8%-ით, 63,474 მილიონ ტონამდე გაზარდა და 2024 წელს 70 მილიონ ტონაზე მეტი ნედლეულის გადატუმბვას გეგმავს.
რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?
რატომ სჭირდება უკრაინას ასე ალიანსის გაფართოება, ამ თემით უკრაინული მედია დაინტერესდა. შვედეთი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ აიძულა, რომ 2022 წლის 18 მაისს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა, NATO-ს 7 მარტს ოფიციალურად შეუერთდა. თავდაპირველად, სტოქჰოლმის მისწრაფება თურქეთმა დაბლოკა. წელიწადნახევრის შემდეგ ანკარამ საბოლოოდ, საჯაროდ განაცხადა, რომ განბლოკავდა შვედეთის გაწევრიანებას, თუ იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოიხსნებოდა არამხოლოდ შვედების, არამედ, შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ. დეტალების შეთანხმებას კიდევ ერთი თვე დასჭირდა და იანვარში შეთანხმება შედგა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მწვანე შუქი აუნთო შვედეთის გაწევრიანებას, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა განბლოკა F-16-ების მიწოდება თურქებისთვის და კანადელებმა ასევე გააუქმეს ექსპორტის აკრძალვა. რაც შეეხება უნგრეთს, ის იყო ბოლო ქვეყანა, რომელმაც შვედეთის გაწევრიანების პროცედურა 5 მარტს დაასრულა. "რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ალიანსის უკვე მეორედ გაფართოება უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაუხსნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალიანსის გაფართოება შეზღუდავს რუსეთს. შვედეთის შეერთებით ბალტიის ზღვა „NATO-ს შიდა ტბად“ გადაიქცევა," წერს უკრაინული მედია. კერძოდ, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძული გოტლანდი, რომელიც შვედეთს ეკუთვნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ასევე განსაკუთრებით ელოდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან F-16-ის გარდა, უკრაინა ასევე იმედოვნებს შვედური მრავალფუნქციურ Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების მიღებას, რომელიც ვარგისია მის ასაფრენ ბილიკებზე გამოსაყენებლად. "ახლა, ალიანსის გაფართოებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საფუძველი, შვედეთის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი ტალღის იმედი ჰქონდეს," წერს უკრაინული მედია. შეგახსენებთ, რომ ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 2023 წლის 4 აპრილს გახდა.
ავსტრიის კანცლერი: მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე
ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე. მისი შეფასებით, უკრაინაში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს. Der Standart-ის ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები.“ ავსტრიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.
რუსეთის მოქალაქე პოლონეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობაში ეჭვმიტანილი რუსი დააკავეს. ამის შესახებ RMF FM იუწყება. გამომძიებლების თქმით, პოლონეთში ჩასვლამდე მან მონაწილეობა მიიღო სირიაში საომარ მოქმედებებში. პროკურატურა განმარტავს, რომ ის ჯერ ორგანიზაცია „ჯაბჰათ ალ-ნუსრაში“ მუშაობდა, შემდეგ „ალ-ქაიდაში“ და ახლახან შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. დაკავებულს უკვე წაუყენეს ბრალი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ ქმედებებში. მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ლუბლინის სასამართლომ რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის 14 მოქალაქე დამნაშავედ ცნო მოსკოვის სასარგებლოდ დივერსიის მომზადებაში.
რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებაზე, სენატში იმსჯელეს: რა ითქვა საქართველოზე
27 თებერვალს აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხზე იმსჯელა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ოთხ ამერიკულ კომპანიას ეხება. საუბარია კომპანიებზე, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება. სენატორმა რონ ჯონსონმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. სენატორი რონ ჯონსონი: დღევანდელი მოსმენა ხაზს გაუსვამს აშშ-ს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების კიდევ ერთ წაუმატებლობას. ექსპორტზე დაწესებული ფართო კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. 14 რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო. სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევარგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები, კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აშშ-დან კომპონენტების იმპორტირებას ლეგალურად ახდენენ, შემდეგ, პირდაპირ, ან ირიბად, რუსეთში ნახევარგამტარები საბოლოო მომხმარებლამდე ექსპორტად გააქვთ. რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს ამ და სხვა ექსპორტის კონტროლს, ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების არაეფექტიანობას. ჯეიმს ო'ბრაიენი: ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად
ანკარამ F-16-ების შესყიდვის თაობაზე, აშშ-სგან შეთანხმების პროექტი მიიღო - მედია
F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის გარიგების შესახებ წინადადების პროექტი და შესაბამისი წერილები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სგან მიიიღო. იუწყება ტელეკომპანია TRT Haber-ი წყაროებზე დაყრდნობით. თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ტრანზაქციის საბოლოო ღირებულება პროექტის საბოლოო ეტაპზე გაირკვევა. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა
არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს
არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს. Financial Times-ის ცნობით მილეიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზებას აპირებს. არგენტინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან ალიანსებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, მათ შორის, აშშ, ისრაელი და უკრაინა.
უკრაინა კიდევ ერთი Su-34-ის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი Su-34-ის თავდასხმის თვითმფრინავი, განაცხადა ალექსანდრე სირსკიმ 29 თებერვალს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთი Su-34 -ის განადგურების შესახებ განაცხადეს. საჰაერო ძალების ცნობით, პირველი სუ-34 ადგილობრივი დროით, პირველ საათზე (EET) აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. კიდევ ერთი Su-34-ის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე ჩამოაგდეს ავდიივაკასა და მარიუპოლის მიმართულებით. 27 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი SU-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. 21 თებერვალს გავრცელებული ცნობით, უკრაინამ ერთი კვირის განმავლობაში მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამავე დღეს გავრცელებული ცნობით, უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს. უკრაინელებმა 17 და 19 თებერვალს ასევე ჩამოაგდეს Su-35. ამასთან, გაანადგურეს ორი A 50. ბუდანოვი: რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა
ტრამპი ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს - Bloomberg
დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს. Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, სავარაუდოდ, 8 მარტს შედგება. ვაშინგტონში უნგრეთის საელჩომ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
რუსეთის მოქალაქეობა კიდევ ორმა მილიარდერმა დათმო
ამერიკული IT კომპანია Veeam Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს. Forbes-ის რეიტინგით, ორივე ბიზნესმენი 2017 წლიდან 2021 წლამდე "რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენთა" სიაში შედიოდა. გამოცემის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კვიპროსის მოქალაქეობას, მაგრამ დიდი ხანია, ბარონოვი შვეიცარიაში, ტიმაშევი კი, აშშ-ში ცხოვრობს. „მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც იტაცებენ ბავშვებს, აუპატიურებენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას და თითქმის განურჩევლად, ყოველდღიურად ისვრიან ათასობით რაკეტას, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს," - წერდა ბარონოვი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მილიონობით დოლარი შესწირა ავტორიტეტულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და ამ საქმეს კვლავაც გააგრძელებს. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდემა განაცხადა
მაკრონის განცხადებას პუტინის მუქარა მოჰყვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას, საფრანგეთის ლიდერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა. „NATO-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინი, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი დაიწყო და რომლის არმიასაც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ომის დანაშაულში სდებს ბრალს, ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი: „მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი „მულტფილმია.“ „მათ დაიწყეს საუბარი NATO-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება,“ - აღნიშნა პუტინმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.
ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა
ვლადიმერ პუტინს ნამდვილად არ სურს ომი NATO-სთან, რადგან "რუსეთი სწრაფად დამარცხდება - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ტონი რადაკინმა, Business Insider-ის ცნობით. „ნებისმიერი რუსული თავდასხმა ან შეჭრა NATO-ს წინააღმდეგ, გამოიწვევს აბსოლუტური პასუხის პროვოცირებას,” - განაცხადა რადაკინმა. მანვე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს ესმის: „ძირითადი მიზეზი, რის გამოც პუტინს არ სურს კონფლიქტი NATO-სთან, არის ის, რომ რუსეთი წააგებს.“ მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება, თუ ალიანსის სამხედროები უკრაინაში გამოჩნდებიან. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. იენს სტოლტენბერგის თქმით კი, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ. დასავლური ქვეყნების ლიდერების დისკუსიის ფონზე, აშშ უკრაინაში ჯარის გაგზავნას გამორიცხავს.
რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება, შეიძლება, უკრაინის შეირაღებას მოხმარდეს - ფინელი მინისტრი
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის შეიარაღებას უნდა მოხმარდეს. ვალტონენის თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ. თუმცა მინისტრმა გაიხსენა, რომ საუბარია საკმაოდ რთულ სამართლებრივ საკითხზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.
"ცალკეული მეთაურების მოქმედებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა" - გენერალი სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, „ვითარების ფლობისა და მოწინააღმდეგის შეფასების“ მხრივ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ცალკეული მეთაურების მოქმედებაში, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა რიგ მიმართულებაზე. „ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად მივიღე ყველა ზომა როგორც საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით, ისე საჭირო რეზერვებით უზრუნველყოფის მხრივ," - განაცხადა სირსკიმ ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის, „დონეცკის“ იმ დანაყოფების შემოწმების შემდეგ, რომლებიც ავდიივკის მიმართულებით თავდაცვაში იმყოფებიან. უკრაინის სარდლობის თანახმად, სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც რუსეთის მოიერიშე ნაწილები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინის ჯარების თავდაცვა და ხელთ იგდონ დასახლებული პუნქტები ტონენკოე, ორლოვკა, სემენოვკა, ბერდიჩი და კრასნოგოროვკა. „სასტიკი ბრძოლა გრძელდება ვერბოვოესა და რობოტინოს რაიონებში, რომლებზეც მტერი ცდილობს კონტროლის აღდგენას," - აღნიშნა სირსკიმ. უკრაინელებმა დაამარცხეს მტერი, რომელიც ორლივკის შემოგარენში შეიჭრა - სირსკი
პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს
დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა. ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად,“ წერს პაპუაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და ამბობს, რომ „სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.“ მისივე შეფასებით, „ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება.“ „გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით. დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ,“ -წერს პაპუაშვილი.
პოგბა ფეხბურთს ოთხი წლით ჩამოაშორეს
იუვენტუსის ნახევარმცველ პოლ პოგბას დოპინგის სკანდალის გამო ოთხი წლით ფეხბურთის თამაში აეკრძალა. საფრანგეთის ნაკრების 30 წლის წევრმა, 20 აგვისტოს, იუვენტუსის სეზონის პირველი მატჩის შემდეგ შემთხვევითი ტესტირება გაიარა. მას აკრძალვა იტალიის ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა გადასცა.
ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას აანონსებს
KazMunayGas JSC (KMG, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია) აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ KMG-ის საბჭოს თავმჯდომარის მაგზუმ მირზაგალიევის განცხადებაშია ნათქვამი. „სახელმწიფოს მეთაურმა (ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი) ამოცანად დასახა ე.წ. შუა დერეფნის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის გავლით. ამ მარშრუტის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მიმართულებით და შემდგომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის გასწვრივ. ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა მირზაგალიევმა.როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობსადენის ალტერნატივას ეძებს. „CPC რჩება საიმედო, სტაბილურ და, რაც მთავარია, უსწრაფეს მარშრუტად ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე. გასულ წელს ჩვენ ასევე დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება გერმანიაში. 2023 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში გადავიტანეთ თითქმის 1 მილიონი ტონა ნავთობი. და ჩვენ ველით, რომ წელს ამ მოცულობას გადავაჭარბებთ,“ - აღნიშნა მირზაგალიევმა.