ძებნის რეზულტატი:

„თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების შეფასებით, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ კობახიძის თქმით, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება აღნიშნულ პროცესში საჭირო, მან შეიძლება ამ მიმართულებით მონაწილეობა მიიღოს. როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია. „მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება, ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის,“ - განაცხადა კობახიძემ. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს  

უკრაინა: გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული ოთხივე დრონი განადგურებულია

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის თავზე გაშვებული 4 Shahed-ის ტიპის დრონი გაანადგურეს. ოკუპანტები უკრაინას რაკეტებითაც უტევდნენ. „2024 წლის პირველი მარტის ღამეს მტერი თავს დაესხა უკრაინას 5 S-300 საჰაერო მართვადი რაკეტებით ოკუპირებული დონეცკისა და ბელგოროდის ოლქიდან. ასევე, 4 თავდასხმითი უპილოტო საფრენი აპარატით ("შაჰიდის" ტიპის) პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან," - ნათქვამია განცხადებაში. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.  

ალიევი: ევროპისგან დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანულ გაზზე, ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა

აზერბაიჯანის გაზი სტრატეგიულ როლს ასრულებს იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის უზრუნველსაყოფად, განაცხადა იტალიის გარემოსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გილბერტო პიჩეტო ფრატინმა პირველ მარტს, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მე-10 მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე. იტყობინება იტალიის საელჩო აზერბაიჯანში. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან აზერბაიჯანის 26 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიეწოდება იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), საიდანაც 10 მილიარდი 2023 წელს იყო მიწოდებული. „სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პროექტი ისე უნდა დაფინანსდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არ შეილახოს. იყო და არის ევროპისგან დიდი მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე,“ აღნიშნა თავის მხრივ, ალიევმა. „ჩვენ ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა. როგორც ვთქვი, ჩვენს ბუნებრივ აირს უკვე ექვსი ქვეყანა იღებს. არის კიდევ რამდენიმე, სადაც გვაქვს მოლაპარაკებები. გაზი საჭიროა და გვაქვს რესურსი, გვაქვს ინფრასტრუქტურა. მე ვფიქრობ, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, ამ პროექტის, რეალისტური მიდგომით უნდა მოხდეს და არ უნდა დაიჩრდილოს ზოგადი წიაღისეული საწვავის საწინააღმდეგო ტენდენციებით. ყველამ ვიცით, რაც ხდება. აზერბაიჯანი, როგორც ვთქვი, მწვანე ენერგიაზე გადასვლის აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ამავდროულად, ვერავინ უგულებელყოფს იმას, რომ წიაღისეული საწვავის გარეშე მსოფლიო ვერ განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში,“ - აზერბაიჯანის დასძინა პრეზიდენტმა. სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში ქართული მხარეც მონაწილეობდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან). „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი) ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში. „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფინეთი F-35-ის ტიპის გამანადგურებლებსთვის საჭირო ბომბებს აშშ-სგან შეისყიდის

ფინეთი F-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავისთვის საბრძოლო მასალას აშშ-დან, 96 მილიონ დოლარად შეიძენს. მიწოდება 2024 წლიდან 2030 წლამდე იგეგმება. „თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა უფლება მისცა თავდაცვის ძალებს, გააფორმონ კონტრაქტი აშშ-სთან JDAM და SDB I საბრძოლო მასალის მიწოდებაზე F-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. JDAM და SDB I ბომბების გარდა, შესყიდვა მოიცავს სათადარიგო ნაწილებს, სატრანსპორტო მომსახურებას, სასწავლო/დამხმარე მომსახურებას და ა.შ.  

Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36. Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. „ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბოლში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება,“ - აცხადებს მამალაძე. დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია  

როგორი ამინდია მოსალოდნელი ხუთ მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დედაქალაქში - თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ზოგან შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ყაზახეთმა აზიაში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, რუსეთში კი, მიწოდება შეამცირა

ყაზახეთმა აზიის ქვეყნებში ქვანახშირის ექსპორტი გაზარდა, ხოლო მიწოდება ევროკავშირსა და რუსეთში შეამცირა. ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ყაზახეთის ნახშირის ექსპორტი აზიაში გასულ წელს გაიზარდა 2,5-ჯერ და 5,8 მილიონ ტონამდე, მათ შორის ჩინეთში 52-ჯერ 0,762 მილიონ ტონამდე, ინდოეთში - ხუთჯერ 0,442 მილიონ ტონამდე, უზბეკეთში - სამჯერ 3,1 მილიონ ტონამდე. ინდონეზიაში 0,12 მილიონ ტონაზე მეტი გაიგზავნა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი გადაზიდვები არ ყოფილა. ჩინეთი გასულ წელს გახდა ქვანახშირის მთავარი მყიდველი მსოფლიოში, გაზარდა იმპორტი რეკორდულ 474,42 მილიონ ტონამდე, რადგან მოთხოვნილება Covid-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. ჩინეთის წილი მსოფლიო იმპორტიორებს შორის 2023 წელს 32% იყო, ინდოეთი - 17%, იაპონია - 11%. ქვანახშირის მიწოდება რუსეთის ფედერაციაში ყაზახეთიდან 2023 წელს 12%-ით შემცირდა წლიურ 17,7 მილიონ ტონასთან შედარებით, 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ შიდა ბაზარზე რუსული ნახშირის მიწოდების ზრდის გამო. ყაზახეთმა 2023 წელს ნახშირის მიწოდება ევროკავშირში 3%-ით შეამცირა. რუსულ ნახშირზე ევროპული ემბარგოს შემოღების შემდეგ, ყაზახეთი გახდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული მარაგი ევროკავშირის ბაზარზე შეცვალა.  

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე განცხადებები, გააზრებული იყო - მაკრონი

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო. საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გამოზომილი, გააზრებული და გამოზომილი,” - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, მაკრონის სიტყვებმა რეზონანსი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამორიცხეს უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა.  

კალაძე: ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია - კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ასე შეაფასა მან მმართველი გუნდის ინიციატივა, მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ „აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. „თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე  

ილჰამ ალიევი: სამხრეთის გაზის დერეფანი ნამდვილად წარმატების ისტორიაა

„სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ევრაზიაში,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში.  „ეს პროექტი არის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თანამშრომლობის პროექტი, რადგან სამხრეთის გაზის დერეფნის მარშრუტზე მდებარე ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა ილაჰმ ალიევმა. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.  

ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე, რუსულ თვითმფრინავებს გზა ჩაუჭრეს

ორმა ფრანგულმა მოერიშე თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის თავზე, ორ რუსულ Su-30-ს გზა ჩაუჭრა. შესაბამის ვიდეოს და ფოტომასალას NATO-ს საჰაერო ძალების სარდლობამ Twitter (X) გამოაქვეყნა. ინციდენტები პოლონეთის ჩრდილოეთით საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 29 თებერვალს მოხდა. საფრანგეთის მებრძოლებმა ხელახლა აიღეს ახალი მისია, რომლის დროსაც გზა ჩაუჭრეს რუსულ AN-72-ს, რომელიც დაფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, პოლონეთის ჩრდილოეთით დაფრინავდა.  

ისტორიაში პირველად, უკრაინამ ზამთარი ქვეყნის შიგნით წარმოებული გაზის ხარჯზე გადალახა - Naftogaz

ისტორიაში პირველად, უკრაინამ ზამთარი ქვეყნის შიგნით წარმოებული გაზის ხარჯზე გაიარა. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა. „ათი წლის წინ ამას არავინ დაიჯერებდა. ორი წლის წინ, როდესაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ასევე რთული იყო ამის დაჯერება. მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ახლა ვგეგმავთ, მომავალშიც შევინარჩუნოთ უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ტენდენცია,“ - განაცხადა ჩერნიშოვმა. უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის გიგანტმა “ნაფტოგაზმა„ 2023 წლის ზაფხულის ბოლომდე, გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად, 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგი დააგროვა. ჩერნიშოვმა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ეს რიცხვი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც ქმნიდა შანსს, რომ მომავალი ზამთარი იმპორტირებული გაზის გარეშე გაევლოთ. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა, რომელმაც მილიონობით ზიანი მიაყენა კომპანიის ობიექტებს, გაზის შიდა წარმოების გაზრდა დიდი ხანია, ნაფტოგაზის მიზანია. Naftogaz-ის წარმოების ფილიალმა, Ukrgasvydobuvannya-მ, 2023 წელს შიდა ბუნებრივი აირის ყოველდღიური წარმოების მაჩვენებელი 11%-ით გაზარდა. ეს მაჩვენებელი ყველაზე დიდია 2019 წლის აპრილის შემდეგ. Ukrgasvydobuvannya-მა პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე დაამყარა რეკორდი გაზის ყოველდღიური მოპოვებით. კომპანიამ დღეში 38,54 მლნ კუბურ მეტრი კომერციული გაზის წარმოებას მიაღწია. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 31 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინის ენერგეტიკული სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, რადგან ქვეყანა ზამთრის სეზონზე საკუთარ გაზზეა დამოკიდებული. უკრაინა გათბობის სეზონისთვის მხოლოდ საკუთარ გაზს პირველად გამოიყენებს  

ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ნავალნი მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო რესურსი Meduza იტყობინება. ნავალნის გუნდის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენებს, რომ სამგლოვიარო პროცესიას სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, ისინი სკანდირებდნენ ნავალნის მხარდასაჭერად და ვლადიმერ პუტინს მკვლელს უწოდებდნენ. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია.“ Meduza-ს ცნობით, ნავალნის პატივსაცემად, ბევრი ადამიანი მივიდა და ეკლესიისკენ მიმავალი რიგი, დაახლოებით ორ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. როგორც მედიასაშუალება წერს, ხელისუფლებამ არეალში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. პოლიცია დაკრძალვაზე მისულთა საბუთებსა და პირად ნივთებს ამოწმებდა. ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ტელეგრამ-არხით ალექსეი ნავალნის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა ანა ახმატოვას ლექსი - "რეკვიემი.“ შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.  

კანადა მზადაა, უკრაინული ჯარისკაცების გასაწვრთნელად, ქვეყანაში სამხედროები გაგზავნოს

კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი განთავსდება ფრონტის ხაზის მოშორებით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა. მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. მინისტრის თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში - ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა. რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 1938 წლის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას „აგრესორის დაშოშმინების“ სცენარის გამეორება, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე იყო და რამაც საბოლოოდ ვერ შეძლო კიდევ უფრო უარესი ომის თავიდან აცილება. ამის შესახებ მან France Inter-ის სტუდიაში ისაუბრა, როდესაც პარიზის პოლიტიკური პოზიცია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებები განმარტავდა. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ისეთი პერიოდის გამეორება, როგორიც 1938 წლის სექტემბერი იყო, როდესაც ჩეხოსლოვაკია „ჩაბარდა“ ეფემერული მშვიდობისთვის... ახლა ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი რუსეთთან ბრძოლის გარეშე წააგებს. და ამ ფარგლებში, არცერთი ნაბიჯი არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა სტეფან სეჟურნემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ესკალაციისთვის“ დასავლური დედაქალაქების დადანაშაულება შეუსაბამოა. „ის, ვინც ახლა ესკალაციას უწყობს ხელს, არის რუსეთი. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას," - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს პარიზში შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა სამომავლოდ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით საფრანგეთმა განმარტა, რომ საომარ მოქმედებებში უცხო სამხედროების მონაწილეობაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, NATO-მ და აშშ-მ აღნიშნეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6599 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8839 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

Zara უკრაინაში ბრუნდება

ესპანური მოდის გიგანტი Zara უკრაინაში ორწლიანი დახურვის შემდეგ მაღაზიების გახსნისთვის ემზადება. „ესპანური კომპანია Inditex-ი, Zara-ს, Bershka-ს, Pull & Bear0-ის Stradivarius-ის, Uterque-ს, Oysho-ს და Massimo Dutti-ის ბრენდების მფლობელი, აპრილის დასაწყისში გახსნის რამდენიმე მაღაზიას კიევში, იტყობინება FT. 2023 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი მუშაობდა გლობალური ბრენდების დაბრუნებაზე, როგორიცაა H&M, IKEA და Zara, რომლებმაც უკრაინაში მუშაობა ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტეს. H&M-მა უკრაინაში მაღაიები ხელახლა 2023 წლის ნოემბერში გახსნა.  

ოკუპირებულ ყირიმში სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი სოციალური მედიის პლატფორმებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე აღნიშნავენ, რომ ყირიმის ხიდი და სევასტოპოლში ჟანკოის საგუშაგო გადაკეტილია მოძრაობისთვის. ATESH-ის პარტიზანული მოძრაობის ცნობით, აფეთქებები ასევე ისმოდა ევპატორიასა და სიმფეროპოლში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 2024 წლისთვის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები გააანალიზა

რუსეთის თავდაცვის მრეწველობამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება გასულ წელს, მაგრამ სრულად ვერ აკმაყოფილებს უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ საჭიროებებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. „რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პროდუქციის წარმოება 2023 წელს, რასაც სამუშაო ძალის დაახლოებით 3,5 მილიონ ადამიანამდე, ცვლის სქემების გაზრდითა და არსებული წარმოების ხაზების გაფართოებით მიაღწიეს, უმოქმედო წარმოების შესაძლებლობების აღდგენასთან ერთად,“ ნათქვამია მოხსენებაში. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამ გაზრდილი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის არსებული მარაგების განახლებასა და მოდერნიზებაზე და არა ახალ წარმოებაზე. მაგალითად, 2023 წელს წარმოებული ძირითადი საბრძოლო ტანკების აბსოლუტური უმრავლესობა შედგებოდა განახლებული მანქანებისგან. საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება მკვეთრად გაიზარდა 2023 წელს და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება 2024 წელს. თუმცა, საბრძოლო მასალის წარმოება სავარაუდოდ, პიკს მიაღწევს მომდევნო 12 თვეში, სიმძლავრის შეზღუდვის გამო. „მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ინდუსტრიას არ შეუძლია, სრულად დააკმაყოფილოს უკრაინის წინააღმდეგ რუსული ოპერაციების მოთხოვნები, მას თითქმის უდავოდ შეუძლია მატერიალური უპირატესობის მოპოვება უკრაინასთან, 2024 წლის განმავლობაში“, ნათქვამია მოხსენებაში.