ძებნის რეზულტატი:
ბელარუსი ლიეტუვის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს
ბელარუსში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად, ქვეყნის არმია ლიეტუვის საზღვართან მდებარე ჰროდნოს ოლქში სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, წვრთნები 17-დან 20 აგვისტომდე შეარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის 2 სატელეფონო ზარი გაიმართა. როგორც გუშნ კრემპლმა განაცხადა, რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა: "თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს". 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „ნატო-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს წარმოდგენიილობა თავდაცვითია და კონფლიქტის აღკვეთისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი", - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკომ. მისივე თქმით, ნატო ბელარუსში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა: "თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს". 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ფრენები არ შეუწყვიტავს, აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
საქართველოს არ შეუწყვიტავს რუსეთის ფედერაციასთან ფრენები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. გიორგი გახარიას თქმით, ფრენების აღდგენის საკითხი რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვიტავს, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, - განცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება. ამასთან, განაცხადა რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.
ალექსეი ნავალნი ბერლინში ჩაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი ბერლინში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბორტი ომსკიდან დღეს, დილით გაფრინდა და ბერლინის ტეგელის აეროპორტში დაეშვა. თავდაპირველად, ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ექიმებმა მისი გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია. მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, სოფლებთან – დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი – დამაკავშირებრლ გზებზე სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მიმოსვლის აღდგენა. ხუთივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. „ორ ოჯახს დასჭრიდა დახმარება მედიკამენტების კუთხით. მათთვის საჭირო წამლები უკვე შევიძინეთ და მოქალაქეებს სამაშველო ჯგუფების დახმარებით მივაწვდით, რომლებსაც დროებითი საბაგიროები აქვთ გაჭიმული. ასევე, გზაშია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბადრი ლიპარტელიანმა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 232 082 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდით გაიზარდა და 9 267 გახდა.
"პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა
პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა. Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს სხვადასხვა პოლიტიკოსების ბრაზი და აღშფოთება მოყვა. ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ პატრიოტთა ალიანსის, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა. "გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე. გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარიაც: "აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით". არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე მიიჩნევს, რომ ბანერი შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, რასაც კანონით აკრძალულია. "ზოგადად, "პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში ანტითურქული რიტორიკით გამოირჩევა. წარსულში არჩევნებზეც ჰქონდათ აქციები, სადაც საუბრობდნენ, რომ საფრთხეები თურქეთიდან მომდინარეობს და ა.შ. ეს ბანერი დავინახე შემთხვევით, ბათუმი-სარფის გზაზე, საზღვართან ძალიან ახლოს. რეალურად, ბანერის შინაარსი "სამართლიანი არჩევნების" აზრით, პროვოკაციულია და შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, ანუ თანაბრად წარმოაჩენდე არაოკუპირებულ ტერიტორიებს ოკუპირებულ რეჟიმში მყოფ საქართველოს ტერიტორიებთან. საარჩევნო კოდექსით, აგიტაცია, რომელიც აღვივებს შუღლს, აკრძალულია", - აცხადებს რიჟამაძე და დასძენს, რომ ბანერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს. რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება. განახლება ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. როგორც ბათუმის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ოქმები ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით გადაიგზავნა. "ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო ბანერი, პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული. როგორც ინაშვილი განმარტავს ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით "sos" "ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!... მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო!",-წერს ინაშვილი Facebook გვერდზე. ინაშვილი ბანერს მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, "100%-ით სანდო და საწრმუნო წყარომ", მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ იმ პირებს, ვინც პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ, 50 000-დან 1 000 000 ლარის ზემოთ თანხა შესთავაზეს. "ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!",-წერს ინაშვილი.
სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღძრულია საქმე სისხლის სამართლი
აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს შავ ზღვაზე სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს. ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურობამ შავ ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ რუსული გამანადგურებლები „სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ მოქმედებდნენ, როცა სცადეს ხელი შეეშალათ ამერიკული ბომბდამშენის მანევრირებისთვის. ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შემთხვევა შავ ზღვაზე 28 აგვისტოს მოხდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელიც გეგმიურ საპატრულო ფრენას ახორციელებდა.
ლუკაშენკო კვლავ იარაღით გამოჩნდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, საკუთარ რეზიდენციასთან კვლავ იარაღით ხელში გამოჩნდა,– იუწყება RIA. მათი ცნობით, ლუკაშენკოს პრესსამსახურს ჰკითხეს, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, პასუხად კი აღნიშნული ფოტო მიიღეს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლუკაშენკო საჯაროდ შეიარაღებული ჩნდება. რამდენიმე დღის წინ ის საკუთარ რეზიდენციაში იარაღით ხელში შევიდა. ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.
ბაქო: "შეტაკებების შემდეგ მოსკოვი ერევანს ინტენსიურად აწვდის იარაღს"
აზერბაიჯანმა რუსეთი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა გააკეთა. მისი თქმით, ივლისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, მოსკოვი ერევანს ინტენსიურად აწვდის იარაღს და 17 ივლისის შემდეგ რუსეთიდან სომხეთში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები „ილ-76“-ები ინტენსიურად დაფრინავენ. მრჩეველი ამბობს, რომ როგორც აზერბაიჯანის მთავრობას განუმარტეს, ამ თვითმფრინავებით სამშენებლო მასალები გადააქვთ, თუმცა ბაქოს ეს პასუხი არ აკმაყოფილებს. „სამშენებლო მასალები, როგორც წესი, თვითმფრინავებით არ გადააქვთ, ამისთვის სხვა ხელსაწყოები არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, ასევე რუსეთს იარაღი სომხეთის გავლით სირიაშიც გადააქვს“, – განაცხადა ჰაჯიევმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტალებებს მსხვერპლი მოჰყვა.
გერმანიის ხელისუფლება ბელარუსის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას გეგმავს
გერმანიის ხელისუფლება ბელარუსის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებას აპირებს. ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციების გასაშუქებლად უცხოელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას უკავშირდება. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა 20-მდე უცხოელი ჟურნალისტის აკრედიტაცია, მათ შორის გერმანულ ტელეარხ „ეიარდის“, „დოიჩე ველეს“, ასევე – „ბიბისის“, „ესოშიეტიდ პრესის“, „როიტერის, „ფრანს პრესის“ , ასევე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტების აკრედიტაცია.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს
სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. იგი თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მიდის. აზავედო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველად ოთხ წლიანი ვადით 2013 წელს აირჩიეს. 2017 წელს კი თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა, შესაბამისად პოზიციაზე ყოფნის პერიოდი მას 2021 წლის 31 აგვისტოს ეწურებოდა. მიმდინარე წლის 14 მაისს აზევედომ დააანონსა, რომ ორგანიზაციიდან აგვისტოს ბოლოს წავიდოდა. აზავდეოს განმარტებით, თანამდებობას „პირადი გადაწყვეტილების“ შედეგად ტოვებს. როგორც „როიტერი“ განმარტავს, ამჟამად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია ცალმხრივი მიდგომებითა და პროტექციონიზმით. ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო.
საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფრანგი ოფიცერი დააკავა, რომელსაც რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად
ფრანგ სამხედრო ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის არმიის უფროსი ოფიცრის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავარაუდო გაცემის თაობაზე გამოძიება ტარდება. აქვე, პარლიმ აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ საქმის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია გადასცა, დამატებით დეტალებზე კი არ უსაუბრია. რადიო „Europe 1“-ის ინფორმაციით, ფრანგი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იტალიაში, ნატო-ს ბაზაზე მსახურობდა, ეჭვმიტანილია რუსეთის საიდუმლო სამსახურებისთვის დელიკატური დოკუმენტაციის გადაცემაში. „Europe 1“-ის ინფორმაციით, ოფიცერი საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა, როცა საზაფხულო შვებულებიდან კვლავ იტალიაში დაბრუნებას აპირებდა. ის ამჟამად პარიზის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
აშშ–მა ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს ფატუ ბენსუდას და იურისდიქციების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს ფასიკო მოჩოჩოკოს სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, სასამართლო ცდილობს, ამერიკელები თავის იურისდიქციას არალეგიტიმურად დაუქვემდებაროს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ავღანეთში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებს. როგორც „ბიბისი“ წერს, შეერთებული შტატები საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბების დღიდან აკრიტიკებს.
ბენ ჰოჯესი: "საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს!"
საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი წერს. „საქართველო ნატო–ს წევრი ახლა უნდა გახდეს. შავი ზღვა ნატოსთვის რეგიონში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებს“, - წერს ბენ ჰოჯესი.
ნატო–მ რუსეთს "ნოვიჩოკის" წარმოების პროგრამის გახსნა მოსთხოვა
ნატო რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას, ხოლო რუსეთისგან „ნოვიჩოკის“ წარმოების პროგრამის გახსნას მოითხოვს. განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, 4 სექტემბერს გამართული საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაში ნატოს 30-ვე წევრი ქვეყნის ელჩი მონაწილეობდა. „რუსეთის მთავრობამ სრულად უნდა ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, რათა მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მთავრობის კრიტიკოსებს მსგავსი მეთოდით ესხმიან თავს: „ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ უფლებებზე! ეს ასევე არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რომელსაც საერთაშორისო პასუხი სჭირდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 31 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის სპეცლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “რუსეთში მოწამლეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც თავისი შემადგენლობით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემუშავებული საბრძოლო აგენტის – “ნოვიჩოკის” მსგავსია და რომელიც 2018 წელს სკრიპალებზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება “ფაქტებით არაა გამყარებული”. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა ბერლინს “რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძვლების წინასწარ შექმნის მცდელობასა” და “ნავალნისთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების არსურვილში” დასდო ბრალი. თავის მხრივ, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ “ამ დროისთვის კრემლი ვერ მოახდენს კვალიფიციურ რეაგირებას” გერმანიის მთავრობის განცხადებაზე, რადგან “ადრე ბერლინში გაგზავნილი ოფიციალური განაცხადები უპასუხოდ დარჩა”. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი მზადაა და დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთქმედებითა და სრული მონაცემების გაცვლით”. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის განცხადების ფონზე აქციათა რუსული ბაზარი ერთი თვის წინანდელ ზღვრამდე დაეცა, რუბლმა კი მკვეთრი ვარდნა განიცადა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში.
ტრამპმა კოსოვოსა და სერბეთის “ისტორული შეთანხმების” შესახებ განაცხადა
სერბეთმა და ნაწილობრივ აღიარებულმა (მაგრამ არა ბელგრადის მიერ) კოსოვოს რესპუბლიკამ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არ მიდის, ისევე, როგორც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ შეთანხმებაზე. გამოცხადდა ასევე, რომ კოსოვოს ისრაელი აღიარებს და მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა
უკრაინის საპატიო პატრიარქს ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ჰოსპიტალიზებულია. კიევის ყოფილი მიტროპოლიტის დაინფიცირება დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა. "მის უწმინდესობას გეგმიურმა ტესტირებამ Covid-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. მისი უწმინდესობა ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. პატრიარქი ფილარეტი 91 წლისაა.
ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას "ანტიჰუმანურ აქტად" და საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებს. "ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს. ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. [...] ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო. უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს. ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. ამ თავდასხმის უკან გამოძიებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის კვალი გამოკვეთა.