ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში მას მერე განაცხადეს, რაც ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის 11 დღიანი შეტაკებები ზავით დასრულდა. „ენტონი ბლინკენი მის ისრაელელ კოლეგა გაბი აშქენაზს ესაუბრა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტს მიესალმა. ბლინკენი მომდევნო დღეებში ისრაელელ, პალესტინელ და რამდენიმე ახლო აღმოსავლელ კოლეგასთან გამართავს დისკუსიებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და იორდანიას ეწვევა. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას თავად ბლინკენიც ადასტურებს მიკრობლოგ Tweeter-ზე და წერს, რომ ელის რეგიონის ლიდერებთან შეხვედრას. ,,უახლოეს დღეებში ვიმოგზაურებ რეგიონში და ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ისრაელის, პალესტინისა და რეგიონის სხვა ლიდერებს", - წერს ენტონი ბლინკენი.

კელი დეგნანი: ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით საქართველოს წინსვლას ეფუძნება

„ძალიან გვახარებს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის თქმით, საგრანტო შეთანხმება გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. „მე ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაოადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას შესაძლებელს გახდის. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის იმ რესურსს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. და ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახან გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხედავთ და აშკარად ხვდებით, რომ ძალიან გვახარებს ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით ევროატლანტიკურ სივრცეში. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პიტერ ვიბლერი: საქართველოსთვის გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი

საქართველოსთვის აშშ-ისგან გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი, ვამაყობთ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობით, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო მყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა. „მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები USAID-ის სახელით. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ელჩ კელი დეგნანთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად. ეს არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი. თქვენ იცით, რომ ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო ვამყარებთ ამ ურთიერთობას. ეს არის ორმხრივი შეთანხმება განვითარების მიზნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. შეთანხმება ჩვენი სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მოდის ამავე დროს ამერიკელი გადახმდელებისგანაც. ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ერთი არის მავნე ზეგავლენის წინააღდეგ ბრძოლას, რომელიც მოიცავს ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ისე გაძლიერებას, რომ თვითონ ქვეყანამ თავად შეძლოს თავისი განვითარების გამოწვევების გადაჭრა და ჰქონდეს ამის უნარი. ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასაც და ანგარიშვალდებულებას მოქალაქეებისადმი. მესამე, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც განაპირობებს რეალურად ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს სწორედ ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც ეს თანხები გამოიყოფა. ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან. თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ USAID-ი გადადის საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტრს და ელჩ კელი დეგნანს“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა. საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

შარლ მიშელი: მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა. „მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ბოლოს მოუღებს თერთმეტდღიან კონფლიქტს. ახლა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაჩენილი ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს“, – წერს შარლ მიშელი Tweeter-ზე. ცნობისთვის, ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს განაცხადეს. შეთანხმების ინიციატორი ეგვიპტე იყო.

აშშ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის $330 მილიონს გამოყოფს

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა. ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გახსნეს. კელი დეგნანი: ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით საქართველოს წინსვლას ეფუძნება მთავრობის ადმინისტრაციაში ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მლნ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. მისი თქმით მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით“. „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაოადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას შესაძლებელს გახდის. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო“, - აღნიშნა ელჩმა. ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სთან საგრანტო შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს, დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას

კარლ ჰარცელი: შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია

,,შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას განაცხადა. ელჩი შეხვდა როგორც აკადემიის რექტორს, ასევე სტუდენტებს. ევროკავშირის დახმარებით სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. „ევროკავშირი წლებია, თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კელი დეგნანი: აშშ-ის ახალი დახმარება მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამადასტურებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აშშ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის 330 მილიონს გამოყოფს. „ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ეს შესძლებელს გახდის, რომ საქართველოს მოსახლეობას ხარჯები შეუმცირდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორის ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიღმა მყოფ საზოგადოებას“, - აღნიშნა ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ განაგრძობს ინვესტიციებს სასკოლო განათლებაში, იმ 7 მილიონის მიღმა, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს საშუალებით ხორციელდება და რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. USAID-ი დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვლობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ USAID-მა ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარება/გაფართოებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ეფუძნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

Deutsche Welle - აშშ-ის სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების აღდგენას ითხოვენ

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების აღდგენას ითხოვენ. როგორც გამოცემა წერს, რესპუბლიკელმა სენატორმა, კევინ კრამერმა, სოციალურ გვერდ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ არის მიმართული. სენატორის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გეოპოლიტიკური გამარჯვების საშუალებას აძლევს. კრამერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიის მცდარ სტრატეგიას იზიარებს, რაც პუტინს ევროპაზე კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს. კევინ კრამერის გარდა, სანქციების აღდგენის დოკუმენტზე 13-მა კანონმდებელმა მოაწერა ხელი. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ერთი დღის წინ შეაჩერა სანქციები გაზსადენის პროექტის ოპერატორი კომპანიის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2 AG“-ის და დირექტორის, მატიას ვარნიგის მიმართ.

პაატა იმნაძე: პირველი დოზით აცრის შემდეგ კოვიდინფიცირებულებმა დაავადება მარტივად გადაიტანეს

„საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან, ზოგიერთი, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა. მისივე განცხადებით, კორონავირუსის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა. „მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან ადვილად წავიდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია. „გაიდლაინის“ მიხედვით, ვირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება პირველი დოზა. ამასთან, თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, ასევე, 120 დღის შემდეგ ეკუთვნის მეორე დოზა. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ერთი დოზა იყოს საკმარისი, მაგრამ ჯერ არაა ისეთი მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გაიდლაინებში“ შევიდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეუძლია თუ არა ერთი კოვიდვაქცინით აცრილს, სხვა ვაქცინა გაიკეთოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდება პუბლიკაციები მეცნიერული დასკვნებით, რომლის თანახმად, კორონავაქცინის ურთიერთჩანაცვლება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ მან მედიავებინარზე განაცხადა. "ყველა მწარმოებელ კომპანიას უნდა, რომ მეორედაც მისი ვაქცინით აიცრა და ეს ნაწილობრივ ბიზნესის პოზიციაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ გრიპზე ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს - მეორე ვაქცინით და ა.შ. ერთადერთი ვაქცინა, რაზეც მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ აიცრა იგივე დოზით, არის ცოფის ვაქცინა. იქ არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ დაწყებული ვაქცინით დაამთავრო ცოფის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. რაც შეეხება კორონავირუსსს, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება მეცნიერული პუბლიკაციები, რომ ვაქცინის მონაცვლეობა შესაძლებელია", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე: თუ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე ფიქრობთ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს

რატომ ელოდებიან „ფაიზერს“ მიკვირს, თუ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე ფიქრობთ, გეტყვით - ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა. „გასაგებია, რომ ბევრს აინტერესებს რამდენად აღიარებულია სხვადასხვა ვაქცინა კოვიდ პასპორტთან მიმართებაში. შეიძლება ზოგი ბრენდის სახელის გამო ელოდება, მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და იმაზე, რომ ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს ამ საკითხებზე. მე არ ვურჩევდი დალოდებას, მე ვურჩევდი დღეს დავიცავთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახები, ახლობლები და ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი აგერ არის „ასტრაზენეკა“. „ფაიზერი“ შემოვა, ზუსტად თარიღს ვერ ვიტყვი სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულია „ფაიზერის“ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ ზაფხულის პერიოდში აუცილებლად იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე ს.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. "სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ს.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროურატურის განცხადებაში.

Sinovac-ით ვაქცინაციისთვის ორ საათში 5 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

რეგისტრაციის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. რაც შეეხება დაჯავშნის საიტის ხარვეზებს, იმნაძის თქმით, სისტემამ „ილონ მასკსაც გაუჭედა“ და ტექნიკური ხარვეზები ბევრ სხვა ქვეყანაშიცაა. მისივე თქმით, ინდონეზიაში ჩატარებულმა კვლევამ ამ ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, რომელიც „ფაიზერს“ არ ჩამოუვარდება, თუმცა ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ უფრო ნაკლები, – 50,7 პროცენტიანი ეფექტიანობა გამოავლინა. შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია, რომლის 100 ათასი დოზა საქართველოს ჩინურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა, დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. "ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად და წარმატებით შესრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ მშვიდობისმყოფელებს გამორჩეული სამსახურისა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა. ჰუბერტ ქნირშმა ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სამხედრო მოკავშირეების მხარდამხარ მათი ღირსეული სამსახური და მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ღონისძიება მშვიდობისმყოფელების დაჯილდოებით გაგრძელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. "უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე სამხედრო განათლებისა და დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ალექსანდრ ჰურაკი დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

"ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა. "ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს. ჩვენ ვაფასებთ ეგვიპტის, კატარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეერთებულ შტატების და სხვების ღვაწლს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამ საქმეს. ევროკავშირი მუდმივად იმეორებდა, ღაზას სექტორში სიტუაცია დიდი ხანია არამდგრადია. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დასრულდება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი. ახლა ორი ქვეყნის პოლიტიკური ჰორიზონტის აღდგენა კვლავ ძალზედ მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში. ამ მიზნით, ევროკავშირი განაახლებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის სხვა პარტნიორებთან.", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია. BBC წერს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა დღეს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-დღიანი ბრძოლები დასრულდება. ი

ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია

ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია. BBC წერს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა დღეს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-დღიანი ბრძოლები დასრულდება. იერიშებმა 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ღაზაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ პროგრესის მირწევის „ნამდვილი შესაძლებლობა“ შექმნა. ზავის ამოქმედება (ადგილობრივი დროით 02:00 საათზე) მალევე პალესტინელების ნაწილმა ქუჩაში გასვლით და მანქანების კოლონებით აღნიშნა. ისრაელმა განაცხადა, რომ ხსნის გადაადგილების თითქმის ყველა საგანგებო შეზღუდვას ქვეყნის მასშტაბით. ისრაელი აცხადებს, რომ 4300-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს მისი ტერიტორიისკენ. როგორ გამოცხადდა ზავი? ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ისრაელის პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ერთხმად დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტაზე რეკომენდაციას. „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Associated Press- ს განუცხადა, რომ ისრაელის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტით პალესტინელმა ხალხმა „გამარჯვებას“ მიაღწია. ეს მოსაზრება გაიზიარა ღაზის ქუჩებში გასულმა ხალხმა. BBC ერთ-ერთ ასეთ კომენტარს ავრცელებს: ”ეს არის გამარჯვების დღე, თავისუფლების დღე და ეს არის ყველაზე ლამაზი დღე, რომელიც ჩვენ განვიცადეთ”. თუმცა „ჰამასის“ წარმომადგენელი ბაზემ ნაიმი BBC- სთან, საუბარში სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, „გაგრძელდება თუ არა ზავი ისრაელის აგრესიის გარეშე“. „მართალია, ბრძოლა დღეს მთავრდება, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდნენ, რომ თითი იარაღის სასხლეტზე გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაზრდას,” - აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ, გვიან ღამით დაადასტურა, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დაამტკიცა. „მინისტრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. მსოფლიო ლიდერების შეფასებები აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას მიესალმა. მისი თქმით, აშშსრულად უჭერს მხარს ქვეყნის „უფლებას დაიცვას თავი სარაკეტო შეტევებისგან“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა გაეროსთან სამუშაოდ, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისა და მის ანკლავში რეკონსტრუქციის ძალისხმევისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ეს გაკეთდება პალესტინის ხელისუფლებასთან "სრული პარტნიორობით". ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის სატელეფონო ზარით კმაყოფილია და აღნიშნა, რომ მათ გაცვალეს ხედვები ისეთ ფორმულაზე, რომელიც ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე კონფლიქტს დაამშვიდებს“. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონიც მიესალმა ცეცხლის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ახლა კონფლიქტის "მდგრადი გადაწყვეტის“ გზები უნდა მოძებნოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მზადაა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს. „მივესალმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაასრულებს თერთმეტდღიან კონფლიქტს. ახლა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე. ევროკავშირი განცხადებით მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას. „მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დაასრულებს ყველა კონფლიქტს. ევროკავშირი მზადაა, სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალური ცნობებით, „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 243 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 100 ქალი, ასევე ბავშვებიც არიან.

Pfizer-BioNTech-ი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინების 2 მილიარდ დოზას გაუგზავნიან

Pfizer-BioNTech-ი გეგმავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნოს. ამის შესახებ Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ რომში, ჯანდაცვის სამიტზე განაცხადა, Pfizer-ი და BioNTech-ი აპირებენ, მომდევნო 18 თვის განმავლობაში ვაქცინის 2 მილიარდი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნონ“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

პაატა იმნაძე: ჩემი პროგნოზით, ივნისის ბოლოს "მწვანე ქვეყნების" რიცხვში მოვხვდებით

"ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის "მწვანე ქვეყნების" რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხანი იყო "მწვანე ქვეყნების" რიცხვში და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებლები. "იმედი მაქვს და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ივნისის მეორე ნახევრისთვის "მწვანე ქვეყნების" რიცხვში ნამდვილად მოვხვდებით, თუმცა ევროპაში მოგზაურობისსას პრობლემა ისედაც არ არის, PCR-ის ტესტით უშვებენ. ქვეყნებს და მათ წესებს შორისაც არის განსხვავება. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით Sinopharm-ით აცრას ჩვეულებრივად ცნობს; უნგრეთს რაც შეეხება, იქ თითქმის ყველა Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ევროკავშირში აცრილ მოქალაქეს აეკრძალოს ევროკავშირში მოგზაურობა, რადგან Sinopharm-ით არის აცრილი. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები ძალიან მალე გადაწყდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, „კორონავირუსის სამფეროვანი შუქნიშნის“ პრინციპი ასეთია: არსებობს მწვანე, ყვითელი (ან ნარინჯისფერი) და წითელი ზონები, რაც ინციდენტობის მაჩვენებლებს ებმის. „მწვანე ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს; „ყვითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს; „წითელი ზონა“ გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს; ქვეყანა „წითელ ზონად“ ითვლება, თუ: ჩატარებული ტესტების 4%-ზე, ან უფრო მეტზე, პასუხი დადებითი იქნება;100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს გადააჭარბებს; ან 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 150-ს გადააჭარბებს; "მწვანე ზონად" - 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს; ჩატარებული ტესტების 4%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება. "ყვითელ ზონად": 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს არ აჭარბებს; თუ ჩატარებული ტესტების 4%-ს ან უფრო მეტს ვირუსი დაუდასტურდება.

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა

2021 წლის 21 მაისს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინსტრაციის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. "შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159,61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316,60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებენ ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას. პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.