ძებნის რეზულტატი:
„ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ
ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ჟიური, რეზო თაბუკაშვილის შემდეგ, მეორე წევრმა, კრიტიკოსმა და მწერალმა ლელა კოდალაშვილმა დატოვა. ამის მიზეზი მან Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტში ახსნა. „თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა… ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად...“, - წერს ლელა კოდალაშვილი. „აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს - ნატას (ლომოური) და ლელას (შუბითიზე), რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ”, - აღნიშნავს ლელა კოდალაშვილი. „ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.... პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი“, - წერს რეზო თაბუკაშვილი. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური დატოვა ოქტაი ქაზუმოვმაც. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ის Facebook-ზე წერს: „მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს, პროტესტის ყველა მონაწილე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი „მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის“. მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერას“ პროტესტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. პროტესტის მონაწილეებს პრეტენზია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ „იოსებ ჭუმბურიძე ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ“. მწერლებმა კულტურის მინისტრს მისი გავწვევის თხოვნითაც მიმართეს. ცნობისათვის, რიგმა ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებებიც მოხსნეს. ნაწილმა მოტივად კულტურის მინისტრის მიერ „მთავარი არხისთვის“ მიკროფონის წართმევა დაასახელა. მათი ჩამონათვალი, ვინც ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნა ასეთია: ნინო სამყურაშვილი - ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;რატი მუჯირი - მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი” ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი).და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 04:16 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. დაფიქსირდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს. ქართველმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს დაუპისისპირდებ ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა შტატების, ადგილობრივ და აშშ-ის ტერიტორიულ მთავრობებს კორონავირუსის ვაქცინით ყოველი ახლად აცრილი ამერიკელისთვის 100 დოლარის გადახდისკენ მოუწოდა. ხაზინის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის წახალისებისკენ არის მიმართული. შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იგეგმება.
ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად
,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ,,რეპუბლიკელი" ადამ კიზინგერი და ,,დემოკრატი" ჯერი კონოლი ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დღევანდელი სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად, პოლიტიკურ პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად. მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება, გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. ისინი, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, თამამდებიან, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და კონსპირაციებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, როგორც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, – ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში. ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიანი დისტანციიდან პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა და 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. დღეს, 30 ივლისს, სწრაფ სროლაში შეჯიბრი გაიმართა, სადაც მან 287 ქულა დააგროვა, 25-ე ადგილი დაიკავა და 578 ჯამური ქულით ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, მეორე და მესამე სერიაში კი თავისი შედეგი გააუმჯობესა და 96-97 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ამ ოლიმპიადის შემდეგ სალუქვაძე კარიერას ასრულებს. ლეგენდარული სპორტსმენისთვის ეს მე-9 ოლიმპიადა იყო, რაც ქალებში რეკორდია. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ნინო სალუქვაძე კარიერას დაასრულებს
ალბერტ ბურლა: Pfizer-ის კოვიდვაქცინის ეფექტიანობა ექვს თვეში 84%-ზე ჩამოდის
Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, Pfizer-ის კოვიდვაქცინის ეფექტიანობა დროთა განმავლობაში მცირდება და მეორე დოზის გაკეთებიდან 4-6 თვის შემდეგ დაახლოებით 84%-ზე ჩამოდის. როგორც CNBC-სთან საუბარში ბურლა აცხადებს, კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა ყველაზე მაღალი - 96.5% მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ერთი კვირიდან ორ თვემდე პერიოდშია. ყოველ ორ თვეში კი მისი ეფექტიანობა საშუალოდ 6%-ით მცირდება. Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევაში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 44 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილება. მისივე თქმით, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს. ბურლა ასევე აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტისგან დასაცავად ვაქცინირებულ ადამიანებში საჭირო იმუნურ დონეს შექმნის. ”კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან დარწმუნებულნი ვართ, რომ მესამე დოზა, გამაძლიერებელი, შექმნის ისეთ იმუნურ დონეს, რაც საკმარისი იქნება დელტას ვარიანტისგან დასაცავად”, - ამბობს ბურლა. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმითვე, იშვიათი არაა ვაქცინების დროთა განმავლობაში ეფექტურობის დაქვეითება. Pfizer-ი: ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის
ნატა საბანაძე გიორგი გახარიამ თავის საერთაშორისო მრჩევლად დანიშნა
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირში ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან ნატა საბანაძესთან ერთად შეხვდა. „ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს - მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.
საქართველოში კორონავირუსი 2 712 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 712 ადამიანს დაუდასტურდა, 1 561 გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 416 338-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.59% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.09 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 561 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა - 419, იმერეთი - 273, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 102, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 880, აჭარაში - 557, იმერეთში - 773. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 მოქალაქე, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 4, იმერეთში - 18 1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში. 21 763 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523,აჭარაში - 3 833, იმერეთში - 2 205
უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებისა“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება. ზელენსკის განცხადებით, „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ კანონის ძირითადი მიზნები ტერიტორიული თავდაცვის განვითარება და ეროვნული წინააღმდეგობისთვის მოსახლეობის მომზადების სისტემის დანერგვაა. მისივე თქმით, დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მთელი მოსახლეობა ჩართოს ქვეყნის დაცვის საქმეში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა ძლიერი სიგნალი იქნება ყველასთვის, რომ უკრაინა არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების გამეორებას. კანონი „შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ“ კი, უკრაინის არმიის 250 000-დან 261 000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.
CDC-ი: „დელტა“ ვარიანტს მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია და ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შიდა დოკუმენტის თანახმად, არსებული ვაქცინები ძალიან ეფექტურია ვაქცინირებულ ადამიანებში სერიოზული დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. CDC-ის დირექტორის განცხადებით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული პირების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია. „დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე ვირუსები, რომლებიც იწვევენ შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს, მწვავე რესპირატორული სინდრომს, ებოლას, გაციებას, სეზონურ გრიპს და ჩუტყვავილას. 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი. აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ
ღარიბაშვილი: ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს. „აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახელობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალშის საგზური მოიპოვა. ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. შეგახსენებთ,რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგე დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.მეოთხედფინალში კი ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.ფინალური ორთაბრძოლა უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
საქართველო ხვალ Pfizer-ის ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს
ხვალ, ქვეყანაში Pfizer-ის სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.
გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ჩეხ მეტოქესთან ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ,რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგე დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.მეოთხედფინალში კი ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.ფინალური ორთაბრძოლა უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
Pfizer-ით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი
აქამდე Pfizer-ით ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. „მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური,Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა Pfizer-ით ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე ასევე ისაუბრეს სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. გაბუნიას ინფორმაციით, რაიონული ცენტრის დაწესებულებებს ასევე დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია სოფლებში Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრების გაფართობაზე. „საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლოებას სპეციალზებული სერვისებისთვის. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. საუბარია Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრების გაფართობაზე სოფლის დონეზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქსტატი: იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5.5 პროცენტით მეტი, ანუ 4 400 ნებართვა 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტითაა გაზრდილი. საქსტატის ცნობით, ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი თბილისზე, 9,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. ამასთან, როგორც საქსტატში განმარტავენ, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 7.9 პროცენტით მეტი, 818,6 ათასი კვ.მ ფართობის 1128 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტია.
ამირან გამყრელიძე: იდეალური იქნება, თუკი თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კულტურის წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერადად აცრილი ადამიანი და არ მივიდეს, თუკი ის აცრილი არ არის ან მივიდეს ისე, რომ ორჯერადად გაიტესტოს. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გაბუნიას თქმით, თუ გვინდა პანდემია დავამარცხოთ, მომდევნო სამი თვე არის გადამწყვეტი. „დღეისთვის სულ ჩატარებულია 450 ათასი აცრა, აქედან 149 ათასი არის ორჯერადად აცრილი. ერთხელ აცრილია 300 ათასზე მეტი. ბოლო დღეებში აცრების საშუალო, დღიური მაჩვენებელი გვაქვს 15 ათასამდე, რაც კარგია ანუ ივნისში დაგეგმილზე 4-ჯერ მეტია, მაგრამ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა ანუ საშუალოდ, აგვისტოში დღიურად უნდა ჩატარდეს 20-25 ათასი აცრა. ყველა უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი. იდეალური იქნება, თუკი თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს. შემდეგი სამიზნე არის 800 ათასი აცრა ყოველთვე, რაც ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში დღეში უნდა აიცრას 26 ათასი ადამიანი და მესამე არის მოკრძალებული მაჩვენებლები ან ეს არის 600 ათასი აცრა ყოველთვიურად ამ სამი აქტიური თვის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ისრაელის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა
Time of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი და მისი მეუღლე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრნენ. ისრაელში, 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მეასამე დოზას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, 5 თვის წინ გაიკეთეს. 28 ივლისს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა. ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს
ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და შარლ მიშელის დოკუმენტი იყო. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულები არიან. "ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნებოდა რელსებს და ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რა თქმა უნდა, არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში ფაქტიურად აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა დოკუმენტის შესრულებაზე. თუმცა, ჩვენ რაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორისგან, იყო ის, რომ ეს არ უნდა გახდეს ამომრჩევლისთვის იმედგაცრუების საგანი და პირიქით, ისინი უნდა მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი მოსაზრება, რომელი პარტია წაიყვანს ამ ქვეყანას უკეთესი განვითარებისკენ,“ - განაცხადა ნინო დოლიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი შეხვედრის დროს განხილული მთავარი საკითხების შესახებ საუბრობს. განხილვის თემებს შორის იყო საარჩევნო სისტემის რეფორმა, ასევე 5 ივლისს განვითარებული მოვლენები. "ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ გააკეთოს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ვისაუბრეთ ასევე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და ასევე, იმ სიტუაციაზე, რაც მედიას უკავშირდება ბოლო პერიოდში,“ - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე სასაუბროდ გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია