ძებნის რეზულტატი:

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა

Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს. ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

დღეს იტალიაში, ქალაქ მესინაში ევროპის პირველი მოქალაქე ინექციის გარეშე აიცრა

ანა ავენი ევროპის პირველი მოქალაქეა, რომელიც ინექციის გარეშე აიცრა დღეს იტალიაში, ქალაქ მესინაში. მესინა არის პირველი ქალაქი ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ინოვაციური მეთოდი დანერგა. იტალიის ამ ქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ინექციის გარეშე მაღალტექნოლოგიური აპარატის საშუალებით დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ტექნოლოგია უკვე გამოიყენება აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდოეთში, შედგება მაღალსიჩქარიანი აპარატისგან, რომელიც მთლიანად ანაცვლებს ნემსს და უზრუნველყოფს ვაქცინის შეყვანას შიდაკუნთოვანი გზით. ინიციატივა დამატებითი საშუალებაა და არ ანაცვლებს ვაქცინების კლასიკურ, ნემსით გაკეთების მეთოდს. მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ვაქცინის (Pfizer, Moderna, Janssen, Astrazeneca) გაკეთების დროს შეიძლება.

ევროპარლამენტარი კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე: ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამაშა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში უნდა ეწვიოს, 19 აპრილის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, მხარეების "ცუდ პოლიტიკურ" თამაშებზე მიუთითებს. ამის შესახებ ევროპარლანტარი Twitter-ზე ორ პოსტს აქვეყნებს. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს აზიარებს, რომელსაც შემდეგ ტექსტს ურთავს: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული შიდა პროცესების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილო ჩანს. "ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ გააუქმა ხელმოწერა ევროკავშირთან, 19 აპრილს შეთანხმებაზე", - წერს ევროპარლამენტარი. რაც შეეხება თავად დავით ზალკალიანის ინტერვიუს შინაარს, მინისტრი ამბობს: "ჩვენ გვჭირდება 2020 წლის შემდგომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა". კრამონი Twitter-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი აღნიშნავს: "სამართლიანობისთვის: უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამა საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს არავის არაფერში წაადგება", - წერს ევროპარლამენტარი. დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

სენატორი რიში: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა

სენატორი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად აფასებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტია მხოლოდ მის მომავალზე ზრუნავს და არა მთლიანად ქვეყანაზე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

აშშ-მა საქართველოს ენერგოსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად 5 წლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც $17,5 მლნ-ია

აშშ-მა საქართველოში ახალი ხუთწლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. მისი ბიუჯეტი 17,5 მილიონი დოლარია. “მოხარული ვართ განვაცხადოთ ახალი 5 წლიანი პროგრამის შესხებ ქართველი ხალხის ენერგოუსაფრთხოების გასამტკიცებლად. როგორც ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა დაეხმარება ქართულ ოჯახებს, ბიზნესებსა და თემებს სტაბილური, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის მიღებაში. ამ პროგრამით ხელს შევუწყობთ საქართველოს, გააძლიეროს მედეგობა მავნე გავლენების წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულებისა და ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიმართული კიბერშეტევების წინააღმდეგ. ამასთანავე, USAID-ის აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს, გააღრმავოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და გახადოს ქვეყნის ენერგოსექტორი უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი", - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც დაესწრო. მან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის დახმარებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, 5 წლიანი პროგრამა იწყება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეწოდება. „აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარებიან “, - განაცხადა ნათია თურნავამ. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის. „ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. USAID-ის ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზარის ჩამოყალიბებას.

შარლ მიშელის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს

კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სტრატეგიული მრჩეველი ​იურეკ კუჩიევიჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და ჩართულ პარტიებთან. "პრეზიდენტი მიშელი ამ ეტაპზე ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს“, – წერს შარლ მიშელის მრჩეველი.

ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მან უკომენტაროდ დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ჯერ უცნობია, ვის შეხვდება ევროდეპუტატი. მანამდე მან განცხადება ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე გაავრცელა. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ გააზიარა, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული შიდა პროცესების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილო ჩანს. "ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ გააუქმა ხელმოწერა ევროკავშირთან, 19 აპრილს შეთანხმებაზე", - წერს ევროპარლამენტარი. რაც შეეხება თავად დავით ზალკალიანის ინტერვიუს შინაარს, მინისტრი ამბობს: "ჩვენ გვჭირდება 2020 წლის შემდგომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა". კრამონი Twitter-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი აღნიშნავს: "სამართლიანობისთვის: უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამა საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს არავის არაფერში წაადგება", - წერს ევროპარლამენტარი. დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა. ცნობისათვის, შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობდა. ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგა სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად მუშაობა იყო. კრამონი აცხადებდა, რომ ივლისში საქართველოში ჩამოვიდოდა და ევროპარლამენტის სახელით მოლაპარაკებებს გამართავდა. ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტი, ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. ეს ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს კონსენსუსის მისაღწევად, ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ცნობისათვის, 24 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია იყო აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. სპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას ეხება, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეზეც არის საუბარი. “პარტია „ქართული ოცნების“ გამოსვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის, საჭირო რეფორმების გატარებით, ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთად მუშაობისკენ, რათა წინ წავიდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს

„ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე, სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრ ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან, რობ პორტმანთან, კრის ვან ჰოლენთან და ჯონ ბარასოსთან ერთად ერთლობლივ განცხადებას ავრცელებენ. ”ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, რაც ძირს უთხრის რეფორმის მცდელობებს, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელიც გზას გაუხსნის კრიტიკულ მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა თავისი განზრახვა, ცალმხრივად დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება. მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს. როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირივ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს", - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის

შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თავად ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრა საფრანგეთში შედგა და მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო თეთრ სახლში სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრა. შეერთებული შტატები ბელარუსი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ადამიანის უნივერსალური უფლებებისადმი მისწრაფებებში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. თეთრი სახლის ლიდერს შეხვედრისთვის მადლობას უხდის სვეტლანა ტიხანოვსკაიაც. ​„მადლობა პრეზიდენტო სოლიდარობის ძლიერი ნიშნისთვის მილიონობით უშიშარი ბელარუსელისადმი, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან თავისუფლებისთვის. დღეს, ბელარუსი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლის წინა ხაზზეა. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება“, – აღნიშნავს სვეტლანა ტიხანოვსკაია. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს უკვე გვაქვს მოწვევა - ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

კარპენტერი „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების ანულირებაზე: ეს ძალიან სამწუხაროა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და ამ პროცესს სამწუხაროს უწოდებს. ,,ეს მართლაც სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ხელს უწყობდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თანაბარი თამაშის წესების უზრუნველყოფას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია დაშორდა ამ ყველაფერს", - წერს კარპენტერი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დააზიანებს აშშ-სთან ურთიერთობას. ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს

Pfizer-ი: ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის​

კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის. კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ, 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა 5-ჯერ იზრდება, ხოლო 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში – 11-ჯერ. აშშ-ში, რომელიც ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ინფიცირების ახალი შემთხვევების 83 პროცენტი დელტა ვარიანტზე მოდის.​

საქართველოში კორონავირუსი 2 796 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 796 ადამიანს დაუდასტურდა, 2 088 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.73 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.0 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 - თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.

გიორგი კვირკაშვილი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი უკუსვლაა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე

ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,მნიშვნელოვანი უკუსვლაა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“. ,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას; თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა. მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა", - წერს კვირიკაშვილი Facebook გვერდზე. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელიმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ევროპარლამენტარის თქმით, ის თბილისში პოლიტიკოსებთან 19 აპრილის შეთანხმების საკითხს განიხილავს. „განსხვავებული მისიით ჩამოვედი. ჩვენი კონსულტაციები ეფუძნება 19 აპრილის შეთანხმებას. ეს იქნება ინფორმაციული შეხვედრა. ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც ამ შეთანხმების ინიციატორია. ყველა პარტიას აქვს მოწერილი ხელი ამ დოკუმენტზე, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს და ყველა მათგანთან ვისაუბრებ, ხვალ კი პრესკონფერენციას გავმართავთ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა „იმედთან“ საუბრისას. ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე: ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამაშა ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია

ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ პერივილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 91 კილომეტრში მოხდა. ცუნამის საფრთხეს ალასკის ნახევარკუნძულთან ერთად სამხრეთ ალასკასაზეც გამოცხადდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერ მიწისძვრას 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა

დავით ზალკალიანი: ეს არ არის არანაირი რუსული სცენარი და არც დასავლურ მომავალზე უარის თქმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი პარტია საერთაშორისო პარტიორებს განუმარტოს თუ რატომ გავიდა შეთანხმებიდან, ზალკალიანი პასუხობს: ,,ყველაფერი კარგად იქნება ახსნილი. არანაირი რუსული სცენარი არ არის. ეს ჩვენი საქმეა", - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, შეთანხმების ანულირება დასავლურ მომავალზე უარის თქმას არ ნიშნავს. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით

სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩო ,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ,,ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ,,ქართული ოცნების" მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის. საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავლპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას. ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს

IRI-ის პრეზიდენტი: ქართული დემოკრატია უკან იხევს

IRI-ის პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი გულგატეხილია, რომ საქართველოში, მმართველი პარტია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოვიდა. მისი შეფასებით, ეს იყო დოკუმენტი, რამაც მხარეები გააერთიანა, ჩართულიყვნენ დემოკრატიულ პროცესებში საკანონმდებლო არხებით. „დასანანია იმის ნახვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია გამოვიდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რამაც მხარეები გააერთიანა, ჩართულიყვნენ დემოკრატიულ პროცესებში საკანონმდებლო არხებით. ქართული დემოკრატია უკან იხევს - რისკის ქვეშ აყენებს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნავს დენიელ ტვინინგი. ამერიკის საელჩო: აშშ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით