ძებნის რეზულტატი:
საგარეო უწყება: აშშ-ის 2022 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული. კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. „წარმომადგენელთა პალატის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან“ არანაკლებ 305 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას. 2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის აპროპრიაციის კომიტეტის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული ჩართულობა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ზემოაღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემდგომი ეტაპია, სენატის ვერსიის დამტკიცება, რის შემდეგაც ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და დამტკიცების შემთხვევაში გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
Pfizer-ის დამატებითი დოზები საქართველოშია
Pfizer-ის დამატებითი, 160 ათასზე მეტი დოზა საქართველოშია. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთათვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით. ამ ვაქცინით აცრა 37 ამცრელ პუნქტში, საქართველოში 26 ივლისს დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი ამცრელი ბრიგადები. Pfizer-ით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი.
აშშ-ის სენატის ორპარტიული გზავნილი საქართველოს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებებით იმედგაცრუებულია. შესაბამისი ტექსტი მან Twitter-ზე განათავსა. სენატორი შაჰინი, რომელიც კოლეგასთან ერთად, ივნისში სტუმრობდა საქართველოს, წერს, რომ აშშ-ის სენატი მკაფიოა თავის ორპარტიულ გზავნილში საქართველოს მიმართ: „ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული მოვლენების ახალი განვითარებებით, რაც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი აზარალებს ქართველ ხალხს“, - წერს ჯინ შაჰინი. სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. როგორც ცნობილია, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი დაიკარგა. ის ავსტრალიის მოქალაქეა. ახლობლები ამბობენ, რომ ის მთაწმინდაზე სასეირნოდ იყო წასული. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ შანაი ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. მეგობრები დაკარგულს ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. შანაი ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. ის ინგლისური ენის პედაგოგია.
აშშ თავისი დიპლომატიური მისიებიდან რუსეთში 182 ადგილობრივ მოქალაქეს გაათავისუფლებს
აშშ თავისი დიპლომატიური მისიებიდან რუსეთში 182 ადგილობრივ მოქალაქეს გაათავისუფლებს. სახელწმიფო მდივან ენტონი ბლინკენის შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „რუსეთის მთავრობა კრძალავს ადგილობრივი მოქალაქეების აყვანას სამსახურში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ქმედება გვაიძულებს, გავათავისუფლოთ 182 ადგილობრივი თანამშრომელი და ათობით კონტრაქტორი ჩვენს დიპლომატიურ დაწესებულებებში მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ დიპლომატიურ მისიებში ამ უცხო ქვეყნების მოქალაქეობის არმქონე, აშშ-ის არცერთი თანამშრომლის აყვანა არ შეეძლება.
სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა
სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა. აქ Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ცენტრი დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი. ცენტრში Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ, სპეციალურ პორტალზე ან ცხელი ხაზის, 1522-ის დახმარებით შეუძლიათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში Pfizer-ის დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა და იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ www.booking.moh.gov.ge -ს ან ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით შეუძლიათ. რეგისტრირებულები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია. Pfizer-ის დამატებითი, 160 ათასზე მეტი დოზა საქართველოშია. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთათვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით. ამ ვაქცინით აცრა 37 ამცრელ პუნქტში, საქართველოში 26 ივლისს დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი ამცრელი ბრიგადები. Pfizer-ით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი.
პატრიარქი: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა
მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს. „გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, - მოქვისა და ბედიის ეკლესიების გასხსნისთვის გაწეული შრომისათვის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დააპატიმრა და შეურაცხადად გამოაცხადა. გაუძლო ამ განსაცდელს და სხვაც მრავალი გადაიტანა. აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - წერია წერილში. ცნობისათვის, 29 ივლისს, არქიმანდრიტი იოაკიმე კორონავირუსით გარდაიცვალა.
ტოკიოში ძალოსანთა შორის საქართველოს ანგარიშზე პირველი ოლიმპიური მედალია
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანთა შორის ანტონ პლესნოიმ ატაცში 177 კგ. დაძლია და მე-3 ადგილზე გავიდა. ეს ძალოსნების პირველი მედალია ტოკიოდან. ანტონ პლესნოიმ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ტოკიოში უკვე ხუთი მედალი აქვს: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუკი თბილისში 30 ივლისს დაიკარგა. ამავე თემაზე: შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს
რუსთავის ციხეში პატიმრებს შორის ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა
რუსთავის ციხეში პატიმრის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით: „2021 წლის 26 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, პატიმრის მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მხრიდან სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა (ამ ეტაპზე დასკვნა მიღებული არ არის), მიმდინარეობს მოწმეთა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა და პატიმართა გამოკითხვა, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და სხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში ვაქცინის ერთი დოზით ნახევარ მილიონამდე ადამიანი აიცრა
საქართველოში ვაქცინის ერთი დოზით ნახევარ მილიონამდე ადამიანი აიცრა 31 ივლისის მონაცემებით ჯამში კოვიდვაქცინით 481 591 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი. ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მოიმატა. გუშინ მათი რიცხვი 17 000-ზე მეტი იყო. კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა ისევ 3000-ზე მეტია. Pfizer-ის დამატებითი დოზები საქართველოშია სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა
საქართველოს მთავრობა თურქეთს დახმარებას სთავაზობს
საქართველოს მთავრობა მზადაა, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძართან დაკშვირებით ავრცელებს და პრემიერის კომენტარს ურთავს, რომლის თანახმად რაკლი ღარიბაშვილი თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები. თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.
უკრაინაში Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წელს გადაცილებულებში დაუშვეს
უკრაინაში, აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომლებიც მძიმე დაავადების გამო მაღალი რისკის ქვეშ არიან; მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. ბავშვები იმუნიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ოჯახის ექიმს მიმართავენ ან პედიატრისგან ექნებათ შესაბამისი დოკუმენტი. უკრაინაში Pfizer-ის გარდა, Sinovac-ის, Moderna-ს, Astrazeneca-ს და „Johnson & Johnson“-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი.
პრემია "ლიტერადან" თავისი ნაწარმოები გელა ჩარკვიანმაც მოხსნა
პრემია "ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა "არტანუჯი" Facebook-ზე ავრცელებს. "გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით მათ წიგნებს პრემია „ლიტერადან“ ხსნის გამომცემლობა „ინტელექტიც". ამავე თემაზე: ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ.
ისრაელი ირანს ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ადანაშაულებს
ისრაელი ირანს ომანის მახლობლად ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაღუპულია 2 ადამიანი, რომლებიც რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანელ კოლეგებს ესაუბრა უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე. „ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის ტერორიზმის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის ექსპორტიორია, რაც ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს", - განაცხადა მინისტრმა. თეირანს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. აშშ-მა განაცხადა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისი ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა.
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. მან მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ მოჭიდავეს შეხვდება. ქაჯაია პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ხანძრის გამო, პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო
თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს. მიზეზი ხანძარია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამსვენებლების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, თურქეთის სანაპირო დაცვის კერძო კატარღები და იახტებია მობილიზებული. ცნობისთვის, სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები. თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.
საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა. როგორც ცნობილია, ამ თვეში უკვე მესამე შაბათია, საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებენ, რომელთა ტარება საზოგადო ადგილებში სავალდებულო გახდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კოვიდპასპორტების შემოღება ორასი ათასზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა, მათ შორის 15 ათასამდე დემონსტრანტი პარიზში შეიკრიბა. პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია სამი პოლიციელი. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 19 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მუზეუმებში, კინოთეატრებსა და საცურაო აუზებში მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა, შესვლაზე უარს ეუბნებიან. გასულ კვირაში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ხოლო კოვიდპასპორტების ტარება ბარებში, რესტორნებში, მატარებლებში, ჰოსპიტლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც სავალდებულო იქნება.
დღეიდან საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს
პირველი აგვისტოდან საუდის არაბეთში შესვლას მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები შეძლებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული. საუდის არაბეთმა ტურისტული ვიზების გაცემა 2019 წლის სექტემბრიდან პირველად დაიწყო.