ძებნის რეზულტატი:
ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი საბრძოლო ოპერაციას ახორციელებდა ბაღდადიან 170 კილომეტრის დაშორებით, ამირლის დასახლებასთან. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი თუ ტექნიკური გაუმართაობა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა აიცრა. კერძოდ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად აცრილია - 17 133 ადამიანი, ხოლო სულ აცრილია 450 026 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 796 ადამიანს დაუდასტურდა, 2 088 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა, თუმცა ის ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ქართველის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი: შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ
,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ეხმაურება და აცხადებს, რომ განვითარებული პოლიტიკური პროცესი ,,ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის". ამის შესახებ მან ,,ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა. "შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახლა ამერიკაშია და ცდილობს, მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს. ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის", – განაცხადა იალოვიცმა. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე სასაუბროდ გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ,,საქართველოსთვის" წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ,,ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია
შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაწყებულია კონსულტაციები პოლიტიკურ აქტორებთან, ამის მაგალითად მან პრეზიდენტთან გუშინ გამართული შეხვედრა მოიყვანა. შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება კვლავ გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. „ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება კვლავ გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. თანაბრად მივიღე ცნობად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობასა და სამუშაო ადგილების ზრდას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. სიღრმისეულ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი რუს მეტოქესთან, ილიასოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა. იქამდე, ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ქართველის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
კარლ ბილდტი: სერიოზული და ღრმად დამაბნეველი მოვლენები ვითარდება საქართველოში - იანუკოვიჩს ბაძავენ?
,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას შვედეთის ყოფილი პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეხმაურება. „სერიოზული და ღრმად დამაბნეველი მოვლენები ვითარდება საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?“, – წერს Twitter-ზე ბილდტი. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს
"ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეფერენდუმის შემდეგ არსებული პარლამენტი დაიშლება, თუმცა მანამდე, მისი პარტიის სხვა წევრები პარლამენტში დარჩებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოში "ცალკეული ტექნიკური საკითხი ბოლომდე მიიყვანონ". "ორ თვეში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს რეფერნდუმში და ეს რეჟიმი დათმობს ძალაუფლებას" - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". მმართველი პარტიის განცხადების გამო, პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. დღეს ეს კრამონის პირველი შეხვედრა არ არის ოპოზიციასთან. ის დღის პირველ ნახევარ ნახევარში პარტია ,,ლელოს" ფრაქციის წარმომადგენლებსა და ასევე გიორგი გახარიას პარტიის წევრებს შეხვდა. ევროპარლამენტარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მრავალპარტიული შეთანხმებიდან უკან დაეხია. მისი თქმით, მრავალპარტიული შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, რომ ,,დოკუმენტი ამოწურულია". ,,მე მქონდა გეგმები, ვიდრე გუშინ აღმოვაჩენდი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაწყვიტა, შეთანხმებიდან უკან დაეხია, რომელიც მრავალპარტიულია და მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, ის დაასრულოს და თქვას, რომ დოკუმენტი ამოუწურულია. არანაირი მისია არ მაქვს, გარდა ჟან-მონეს დიალოგისა, თუმცა ამ ახალ სიტუაციაში, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომაც ვცდილობ, ადგილზევე გავარკვიო სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ძალიან ნათელია, რას განვიხილავთ, კერძოდ, რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის, ეს მართლაც რუსეთის გზაა, თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა, თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება, ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს და სამწუხაროა, მართლაც ღრმად ვარ შეშფოთებული", - განაცხადა კრამონმა. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისათვის, შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობდა. ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგა სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად მუშაობა იყო. 24 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. როგორც განცხადებაშია იყო აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. კრამონი სწორედ ამ მანდატის ფარგლებში აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე სასაუბროდ გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია
ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
რას მოუტანს ქვეყანას მმართელი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა და როგორ აისახება ის ევროინტეგრაციის პროცესზე. გამომდინარე იქედანაც, რომ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. ექსკლუზივი: NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბრობს შეთანხმების ანულირებაზე ჯეიმს აპატურაის განცხადებით: 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme), რომელიც ეხმარება საქართველოს, მოემზადოს NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. „ცხადია, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, რადგან ეს არ არის რიგითი ფარატინა ქაღალდი, ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომლის უკან ევროკავშირი და პირადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დგანან. ამიტომ, ასეთი დოკუმენტის იგნორება არაფრით არ შეიძლება. მის მნიშვნელობაზე ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, ეს არის დოკუმენტი, რომლის შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში. ასე რომ, ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან საუბრისას. პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა და ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზაჯვარედინზე ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ეს კონფრონტაციის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, საერთაშორისო იზოლაციისკენ გზაა და პირველი გამოხმაურებებიც ამაზე მიუთითებს. მთალიანობაში ეს ხელს უშლის როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე სტაბილურობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო შარლ მიშელის შეთანხმების. ამას შეიძლება, მოჰყვეს ძალიან სერიოზული გართულებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ევროკავშირი პირდაპირ სანქციებზე არ გადავიდეს, მაგრამ პირობითობის პრინციპი, რომელზეც იყო საუბარი, შესაძლოა, აუცილებლად გამოიყენოს და მათ შორის შეაჩეროს ფინანსური და სხვა ტიპის დახმარებები, რომლებსაც საქართველოს წლების განმავლობაში უწევს. ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს თუ ასე მოხდა (როგორც ერთ დროს მოლდოვის შემთხვევავში), ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ამას ემატება კოვიდპანდემია, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება. არჩევნებში დამარცხების და როგორც ხშირად ხდება ქართულ პოლიტიკაში, ქართული ვენდეტის შიში, იმდენად დიდია, რომ არც ევროკავშირს უწევენ ანგარიშს და აშშ-ს. თუ გავითვალისწინებთ ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებებს, არ არის გამორიცხული, პერსონალურ სანქციებზე იყოს ლაპარაკი, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტ პოზიციებზე უარი არ თქვა. მცდელობა, როგორღაც, ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ მრავალპარტიული მმართველობა, მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან კოალიციური მმართველობა არა საფრთხე, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში სტაბილურობის და მედეგობის გარანტია. ბუნებრივია, მარტივი არ არის ოპოზიციის რადიკალურ ინსტიქტებთან გამკლავება, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა, მიაღწიონ ამ სტაბილურობას. ბოლო წლების განმავლობაში გადაწვეს ხიდები როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე ოპოზიციასთან და ახლა უკვე მედიასთან. ამის ფონზე ჩანს, რომ ხელისუფლებაში დარჩენას ყველანაირად ცდილობენ, მათი თვითგადარჩენის ინსტიქტი უფრო ძლიერია, ვიდრე ევროკავშირის ან აშშ-ის სავარაუდო სანქციები“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში. ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი Europetime-თან აღნიშნავს, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის. „ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვით, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი ქვეყნის პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის. თუ დააკვირდით, შარლ მიშელის რეაქცია იყო კვლავ შემრიგებლური და არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულებისკენ (აშშ-სგან განსხვავებით). მგონია, რომ ბრიუსელს კარგად აქვს გააზრებული, რომ ტანგოს ცეკვავს ორი, რომ თუკი შეთანხმებაა, ის უნდა შესრულდეს ყველა მხარის მხრიდან, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან“, - აცხადებს ანალიტიკოსი. რა გავლენა ექნება მომხდარს პროდასავლურ კურსზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის დასკვნით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის და თუ ქვეყანა ამას არ გაითვალისწინებს, ვერ იქნება საუბარი ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, რომლებიც დასავლურ სტანდარტებს განსაზღვრავენ. გაერთიანებული სამეფო: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს, ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე თენგიზ ფხალაძე: მოდით, განვსაზღვროთ, რა არის პროდასავლური კურსი. ეს არის ქვეყნის მშენებლობა დასავლური სტანდარტებით და რაც ახლა ჩვენთან ხდება, ეს არ არის დასავლური სტანდარტი. ეს დოკუმენტი ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, რომელ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზეა ლაპარაკი. თუ ჩვენ არ გვექნება ამ სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო და ზოგადად, ასეთი სტანდარტების პოლიტიკური ურთიერთობები, ვერანაირად ვერ ვილაპარაკებთ ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, სადაც ეს ყველაფერი არის არამხოლოდ აუცილებელი, არამედ განსაზღვრული. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია გადის შიდა რეფორმებსა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც პირველ რიგში ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა პარტიულ კონიენქტურას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებთან მორიგ კონსულტაციებს აანონსებს. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები კონსულტაციების განახლებაზე განცხადება ექსპერტებისთვის ცხადს ხდის, რომ შარლ მიშელს თავისი მისია დასრულებულად არ გამოუცხადებია. თეონა ლავრელაშვილი: ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს კვლავ იმედი, რომ მოლაპარაკებებები იქნება შესაძლებელი და ამიტომ გადაწყდა კონსულტაციების გაგრძელება. როგორც ჩანს, შარლ მიშელს თავისი მისია არ გამოუცხადებია დასრულებულად. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სანქციების დაწესებას ან რაიმე მსგავს ქმედებაზე იფიქრებს. ევროკაშირი შეეცდება, მისი „რბილი ძალა“ გამოიყენოს და მოლაპარაკებების და დარწმუნების გზით დაეხმაროს საქართველოს ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოძიებაში. თუმცა ცხადია, რომ `Сonditionality` (პირობითობის) პრინციპი უფრო გაძლიერდება ევროკავშირთან ურთიერთობაში“, - განუცხადა თეონა ლავრელაშვილმა Europetime-ს. თენგიზ ფხალაძე: ჩვენი პარტნიორებისა და შარლ მიშელის მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს პროცესი დასრულდეს კონსტრუქციულ ფარგლებში და არ გადაიზარდოს რადიკალიზმსა და იმ დაპირისპირებაში, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს. რამდენად გავიგებთ ამას, გავითავისებთ და მივხვდებით, რომ არასწორი გზით მივდივართ და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას მისცემს ნორმალური, დემოკრატიული ფუნქციონირების საშუალებას, ეს უკვე მეორე საკითხია. რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, უკეთესი იქნება. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შეთანხმების ჩაშლაზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია. თენგიზ ფხალაძე: ამაზე ნათლად იყო მინიშნებული ყველა განცხადებაში. შეიძლება, ყველას პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ათმაგი და ასმაგია. ასე რომ, არაფრით არ შეიძლება თანაბარ პინაზე დაყენება ხელისუფლების და სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. კორნელი კაკაჩია: ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ხელისუფლება აგებს ქვეყნის სტაბილურობაზე პასუხს. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციის ის წევრები არიან ანგელოზები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა, რამაც მეტ-ნაკლებად შეანელა დაპირისპირება. თან, 5 ივლისის მოვლენების ფონზე, ხელისუფლებას დაკარგული ჰქონდა საერთაშორისო პრესტიჟი და ახლა ამ განცხადების გაკეთება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ 43%-ის მიღებას შეძლებენ არჩევნებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია აჰყვეს რადიკალურ ქმედებებში. პირიქით, მან უნდა გააკეთოს საპირისპირო და დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ისინი არიან კეთილგონივრული აქტორები და შეიძლება, ამ ხალხს არჩევნების მოგების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს დასავლეთმა. ხელისუფლება რომ დისკრედიტებულია, არ ნიშნავს, რომ რადიკალურ თამაშში უნდა აჰყვე. თუ სურთ, რომ სიმპათია დაიმსახურონ საერთაშორისო საზოგადოების და ასევე, საზოგადოების ქვეყნის შიგნით, უფრო სოლიდურები უნდა იყვნენ და ნაკლებად ემოციური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც ქვეყნის და არა ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო აქტორების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, ევროპარლამენტარებმა „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდეს. მმართველი პარტიის გადაწყვეტილების საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ განაცხადეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თავად შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა
კომპანია Netflix-მა აშშ-ში სტუდიის გადაღებებში მონაწილე მსახიობებისა და სხვა თანამშრომლებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ აშშ-ში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო მიიღო. დაშვებულია გამონაკლისებიც - თანამშრომლებს შეუძლიათ არ გაიკეთონ აცრა სამედიცინო მაჩვენებლების, რელიგიური მიზეზებისა და ასაკის გათვალისწინებით. ახალი წესები არ შეეხება იმ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. Netflix-ი ჰოლივუდის პირველი მსხვილი სტუდიაა, რომელმაც თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახადა.
ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კამდეშის ოლქში მსხვერპლი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სოფელ მირდდეშს მიაყენა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ძლიერმა წვიმამ სოფელი მთლიანად გაანადგურა და ტერიტორიას ამჟამად „თალიბანი“ აკონტროლებს. სტიქიის შედეგად 50-ზე მეტი სახლი დაინგრა.
ჯეიმს აპატურაი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა
Europetime-მა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. უსაფრთხოების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვაში; ამიტომაც შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას, მომემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-ს. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით
იან კელი „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლაზე: არასოდეს არის გვიან ამ პრინციპებზე დაბრუნება
,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ეხმაურება, ,,ამ ხელშეკრულების და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს. არასოდეს არის გვიან ამ პრინციპებზე დაბრუნება", - წერს კელი Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ. ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ქართული ოცნების" გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან, პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის სენატორები: დემოკრატიის მარცხი საფრთხეში ჩააგდებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
საფრანგეთის ელჩი: სასამართლო რეფორმა, პრესის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა - 5 ივლისის შემდეგ, ეს საკითხები ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას
Europetime-მა საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ექსკლუზიურად ჩაწერა. დიპლომატმა 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შეაფასა. დიეგო კოლასის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. „დიდად არ ვარ დაინტერესებული, მომდევნო ადგილობრივი არჩევნების შედეგების სპეკულირებით, ან იმის განხილვით, თუ რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ შედეგს ამ არჩევნებზე. ვეთანხმები შარლ მიშელს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის, განსაკუთრებით სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. 5 ივლისის შემდეგ, საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს არის პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება, უმცირესობების დაცვა ძალადობისგან და დაშინებისგან; ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესრიგს; სასამართლო რეფორმა. ეს ის საკითხებია, სადაც იმედი მაქვს, რომ დაწყებული ხელისუფლებიდან, ყველასგან დავინახავ ევროპული, დასავლურ ფასეულობებისადმი ერთგულების ძლიერ ნიშნებს“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები
პირველი აგვისტოდან ისრაელში 60 წლიდან მოქალაქეების Pfizer-ის მესამე დოზით ვაქცინაცია დაიწყება
ისრაელში, 1-ლი აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მეასამე დოზას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, 5 თვის წინ მიიღეს. ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს. 28 ივლისს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით
ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ქართველი პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა 19 აპრილის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მან Twitter-ზე გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო. „სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ შეცვალოს სიტუაცია. ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას“, - წერს რასა რასა იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებას ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ავრცელებენ. „გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვართ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას უხსნის გზას. ეს შეთანხმება მიემართება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ან ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები და ამიტომ ამოწურა თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც განსახორციელებელი და განსამტკიცებელია წლების განმავლობაში და არამხოლოდ ეპიზოდურად. არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, ასევე აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ უკანდახევაზე, ასევე ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია თბილისი პრაიდის ღონისძიების გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა დავინახოთ, რომშეთანხმება სრულყოფილად სრულდება, როგორც სიტყვით, ასევე არსობრივად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, დემოკრატიის მხარდაჭერის ნიშნად, მათ შორის ჟან მონეს დიალოგით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩო: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად
გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება. ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. "ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად. ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს, ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.