ძებნის რეზულტატი:
სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან
ევროპული უსაფრთხოების საფუძველში ჩადებული ნაღმი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. მისი შეფასებით, ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც NATO-ს პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. „ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ NATO-ს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია, ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია, ეს არ გააცნობიერონ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მეზობელი ქვეყნების გარდაქმნა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ასევე, NATO-ს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან.
მარინა კალიურანდი: პოლარიზაცია ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული განვითარების საშუალება. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია. ყველა მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ და ვერ მოვაგვარებთ თქვენს პრობლემებს, მაგრამ მზად ვართ, დაგეხმაროთ არსებული გამოწვევების მოგვარებაში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მარინა კალიურანდმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს შესახებ გამართულ სესაიზე, სადაც მომხსენებლად იყო მიწვეული. სესიის მთავარ თემა იყო: „პოლარიზაცია, როგორც ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე“. „პოლარიზაცია არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და აფერხებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ახლა არის დრო, რომ ყველა ორიენტირდეს რეფორმებსა და გამოწვევებზე. ახლა არის დრო კითხვების დასმისა და პასუხების მიღების“. განაცხადა ევროპარლამენტარმა. თავის გამოსვლაში ის ყურადღებას ამახვილებს იმ ვითარებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონშია შექმნილი და განმარტავს, რომ „ასეთ რთულ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი არასდროს ყოფილა“. „მე ხშირად ვსტუმრობ საქართველოს და რაც მთავარია, ვხვდები უამრავ ადამიანს. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ სურთ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, ეს მათი გამოხატული ნებაა“. ევროპარლამენტარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა და 5 ივლისის საქმეები. „იმის მიუხედავად, რომ 5 თვე გავიდა 5 ივლისის მოვლენებიდან, ამდრომდე არ მიგვიღია პასუხები არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებიდან“. საქართველოს შესახებ გამართულ სესიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში და დოროთა დლუჩი-სულიგა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. წყარო - საქართველოს ეროვნული პლატფორმა
ეკატერინე ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტზე: სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ
ჯანდაცვის მინისტრი არ გამოვრიცხავს, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. „რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზაობა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. „მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს. ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ სანქციები პასუხია „ბელარუსში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფასა და განმეორებით რეპრესიებზე“. ლუკაშენკოს რეჟიმს მიგრანტების გამოყენებით ხელოვნური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები ბელარუსის სუვერენულ ვალსა და 20 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციას დაუწესდება, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილს, დიმიტრი ლუკაშენკოს. ევროკავშირის სასანქციო სიაში 17 ფიზიკური პირი და 11 ორგანიზაცია შევიდა, მათ შორის ავიაკომპანია „ბელავია“. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.
რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენრტის ცნობით, ამ აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებში. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი ყველაზე ნაკლებად აცრილია და სოციალურად მეტად აქტიური. 2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვემოთ, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვემოთ ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი. ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმოს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში. ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის. ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშნული შტამით გარდაცვალების შემთხვევა. სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა: გადადების მომატებული უნარი; დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა; მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები დაწესდა. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. ეს ქვეყნებია: ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი. 14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.
Novavax-მა „ომიკრონის“ ვაქცინის წარმოება შესაძლოა, იანვარში დაიწყოს
Novavax Inc-მა (NVAX.O) განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალი წლის იანვარში Omicron-ის ვარიანტზე მორგებული ვაქცინის კომერციული წარმოება დაიწყოს, ამასთან, შეამოწმებს მუშაობს თუ არა მისი ამჟამინდელი ვაქცინა ამ ვარიანტის წინააღმდეგ. უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ლაბორატორიული მონაცემები აჩვენებს, შეუძლიათ თუ არა არსებული ვაქცინის გაკეთების შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს გაანეიტრალონ ახალი ვარიანტი. ვაქცინის სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის Moderna (MRNA.O) და Pfizer (PFE.N) ასევე დაიწყეს მუშაობა კორონავირუსის ახალ შტამზე მორგებულ ვაქცინებზე.
აშშ-ში შემსვლელმა ყველა მოგზაურმა ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კოვიდტესტი უნდა ჩაიტაროს
აშშ-ში შემსვლელმა ყველა მოგზაურმა ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კოვიდტესტი უნდა ჩაიტაროს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი შეფასებით, ეს უფრო მკაცრი ტესტირების ვადები უზრუნველყოფს დაცვის დამატებით ხარისხს, რადგან მეცნიერები აგრძელებენ ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ შესწავლას განაგრძობენ. თვითმფრინავებზე, მატარებლებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტში ნიღბის ტარების მოთხოვნა 18 მარტამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან
გერმანიაში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები მკაცრდება
გერმანიაში, რესტორნებში, კინოთეატრებში, დასასვენებელ ობიექტებსა და ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მათ შეუშვებენ, ვინც აცრილია ან ახლახან გამოჯანმრთელდა. 2022 წლის თებერვლიდან გერმანიაში ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს სავალდებულო ვაქცინაციის გეგმას და განაცხადეს, რომ პარლამენტის ქვედა პალატა მას მალე კენჭს უყრის. შოლცი ელის, რომ ეს ღონისძიება განხორციელდება. თავის მხრივ, მერკელმა, რომელიც ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას, აღნიშნა, რომ ხმას მისცემდა ასეთ ინიციატივას ბუნდესტაგში.
ბერლინში ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია გაიმართა
ჩირაღდნის შუქზე გამართული ცერემონიის დროს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კანცლერ ანგელა მერკელს დაემშვიდობა. ხუთშაბათს საღამოს მოკლე სიტყვაში, მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს, მოუწოდა ცხოვრებას მსუბუქად მიუდგნენ და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი თავიანთი ქვეყნის მომავლის მიმართ. „გერმანიის კანცლერობის თექვსმეტი წელი ხშირად ძალიან რთული მოვლენებით იყო სავსე - პოლიტიკურად და ადამიანურად”, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, მრავალრიცხოვანმა კრიზისმა აჩვენა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისას. კანცლერმა დაამატა, რომ „განსაკუთრებით პანდემიის ბოლო ორმა წელმა აჩვენა „რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერებისა და საჯარო დისკურსის მიმართ“. „მინდა მოგიწოდოთ, რომ სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდანაც შეხედოთ“, - განაცხადა მერკელმა. ცერემონიისთვის მერკელმა თავდაცვის სამინისტროს (Bendler Block) კომპლექსი აირჩია. ეს არის ადგილი, რომელიც ბევრ ისტორიას ინახავს. ის 1914 წელს აშენდა, როგორც გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის ოფისი. ცნობისთვის, 8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას უყრის კენჭს.
ხავიერ კოლომინა: NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება
NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რითაც რიგის სამიტი შეაჯამა. „რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება“, - აღნიშნულია ხავიერ კოლომინას Twitter-ზე. ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას
ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო ახალი შეზღუდვები დაწესდება
ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო ახალი შეზღუდვები დაწესდება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საშობაო წვეულებაზე 120 ადამიანი დაინფიცირდა. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მათი უმრავლესობა „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, ორშაბათიდან ოსლოსა და მის შემოგარენში მოქალაქეებს კვლავ დისტანციურად მოუწევთ მუშაობა. დახურულ შენობებში წვეულებებზე დასწრება მხოლოდ 100 სტუმარს შეეძლება. რესტორნებსა და ბარებს მომხმარებელთა რეგისტრაცია მოუწევთ. ამასთან, ნორვეგიის მთავრობამ ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეები ატარონ.
თენგიზ ცერცვაძე: უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია
"ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო", – ასე უპასუხა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევა მაქსიმალურად გადავადდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინო ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც „ომიკრონი“ ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა. იმიტომ, რომ თუ ეს შტამი ევროპის ყველა ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელდა, საკარანტინო ღონისძიებების ყველას მიმართ განხორციელება შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუ ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. დაცვის უნივერსალური საშუალება, პირველ რიგში, არის პირბადე, რაც 100%-ში იცავს, როგორც „დელტა“, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან “, – განაცხადა ცერცვაძემ. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიის დაძლევა-დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება. „ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მარტო ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ, კომბინირებულად უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები. ამ ახალი ანტივირუსული მედიკამენტებიდან, დღემდე, გვქონდა მხოლოდ „რემდესივირი“, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია “, – განაცხადა ცერცვაძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას, რომ საქართველოში გვიან ხდება კონკრეტული მედიკამენტების და მათ შორის, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს დიდი ტყუილია. მსგავსი: #კოვიდ19 გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება -...„ამ აზრს ძირითადად, ავითარებს უცხოეთში მცხოვრები ორი ექიმი და მათ მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე. ეს არის დიდი ტყუილი. ჩემ საპასუხო პოსტებში მათ ძალიან არგუმენტირებულად გავეცი პასუხი. მათგან საპასუხო რეპლიკა არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგვეთანხმნენ. უსასრულოდ შეიძლება იმაზე მსჯელობა, ისინი არიან მართალი, თუ ჩვენ. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს გამოიყენება ყველაზე თანამედროვე მედიკამენტები. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის დამსახურებით, საქართველოს დღეს აქვს მედიკამენტების არსენალი, რომელიც ყველაზე განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებს აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველოში ავადმყოფების მკურნალობა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების პროტოკოლებით. „ეს არის რკინის არგუმენტი, რომ საქართველო, რომელიც არის შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების, ჯანდაცვის საკმაოდ სუსტი სისტემის მქონე და ამასთან, არავაქცინირებული ქვეყანა, ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლით სჯობნის მსოფლიოში უძლიერეს და უმდიდრეს, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, აშშ-ს. ამის მერე როგორ და რა სინდისით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენთან პროტოკოლები, ან მკურნალობა არ არის სათანადო დონეზე?!“, – განაცხადა ცერცვაძემ. შეკითხვაზე, რამდენად სრულდება ეს პროტოკოლები ყველა კლინიკაში, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ყველა კლინიკაში ალბათ, არ არის ერთნაირად დაცული, მაგრამ მან საშუალო მაჩვენებლები მოიყვანა. „ყველა კლინიკაში რომ დაცული იყოს, კიდევ უკეთესი მაჩვენებელი გვექნება, უფრო დაბალი სიკვდილობა. ყველა დადასტურებული ავადმყოფიდან, ჩვენთან კვდება 1,43%, ხოლო 98,6% გადარჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში მუშაობას იწყებენ ოქტომბერში არჩეული საკრებულოები
დღეიდან, 3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 ნოემბერს გამოცემული განკარგულებით, ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 526 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის - 8.75% ხოლო 7 დღის - 8.39%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401 გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 550, იმერეთში - 1 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 636 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 126, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 43, იმერეთში - 34. 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 - თბილისში, 256 - აჭარაში. 38 122 პირი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 155 ადამიანი.
პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ. მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია „აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის – თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა” და „ბ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნოემბერში ფასები 12.5%-ით არის გაზრდილი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი), სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი); -0:03 ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.4 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.0 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.3 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.0 პროცენტი).
ეკატერინე ტიკარაძე: გავაანალიზეთ და ვნახეთ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ლეტალობა მეტია
"გავაანალიზეთ და ვნახეთ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ლეტალობა მეტია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში გარდაცვლილი ადამიანების 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. ჟურნალისტის შეკითხვა, როგორ წარიმართა საკომუნიკაციო კამპანია და უფრო მეტი უნდა ემუშავა თუ არა სამინისტროს ამ სეგმენტთან, აცრაზე გამყოლობის გასაზრდელად, ტიკარაძემ უპასუხა, რომ „მარტში, როცა დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენი ვერტიკალი უნდა ყოფილიყო მყარი, რომ, მიუხედავად მაღალი რეზისტენტობისა, ინტენსიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.“ „ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, სწორად იყო თუ არა წარმართული საინფორმაციო კამპანია. ჩვენ გატარებული ღონისძიებები გავაანალიზეთ და უნდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო სხვადასხვა უწყების მიერ, იყო მასშტაბური. თუმცა იკვეთებოდა ნეგატიური გზავნილები, რომელიც ვაქცინაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ გავიაზროთ, რომ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ იყოს ის მხარდაჭერილი და არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა. ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა. 21 იანვარს დავამტკიცეთ აცრის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ასაკობრივი ჯგუფისა და მეტი რისკის მქონე პირების აცრას, როცა წლის ბოლოს ეს გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ სხვა ქვეყანაში ნაკლებია ლეტალობა და საქართველოში მეტია ლეტალობა. რატომ არის ყოველივე ეს ასე, მოსახლეობას აინტერესებს. პანდემიის დაწყებიდან ვიცით, რომ 60 წლის ზემოთ მოსახლეობა გაცილებით მეტად ზიანდება კოვიდინფექციის შედეგად და ხდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია, რაც იწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას. უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში. გარდაცვლილებიდან 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. იმ ქვეყნებში, სადაც 60 წლის ზევით მოსახლეობის 90% აცრილია, ლეტალობა დაბალია. ქვეყნები, სადაც ამ სეგმენტში აცრილთა რაოდენობა 75%-ის ქვევით არის იქ მათი მაჩვენებელი ისეთივე ცუდია, როგორც საქართველოში.“ – განაცხადა ტიკარაძემ.
სოხუმში სროლის შემდეგ დაკავებულია ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია დააკავეს, სოხუმში მომხდარი სროლის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ. ამასთან,ინციდენტი 2 დეკემბერს, ღამით მოხდა სოხუმის ახალ მიკრორაიონში. აგრბას თანახმად, სროლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰისპიტალიზაცია არ დასჭირდა. გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი სამართალდამცავები სოხუმელი ანჟელა ბრანძიას სახლში მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.
პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და მოადგილეებს მხარს არ დაუჭერენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია გეგმავს მათ არჩევაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს. "არ გამკვირვებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ოცნება" აპირებს ყველა თანამდებობა თავად დაიკავოს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია არის მიდრეკილი ერთპიროვნული მმართველობისკენ. მთელი ჩვენი სტრატეგია და დღის წესრიგი გახლავთ ის, რომ წერტილი დავუსვათ ერთპიროვნულ მმართველობას, ვიმუშაოთ ბალანსზე და იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთად მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, დღეს თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კონკრეტულად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, არც მოადგილეებს და სავარაუდოდ, თუ ამის ტექნიკური საშუალება მოგვეცემა საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში", - განაცხადა შარაშიძემ.
ბათუმში, COVID19-ით 25 წლის, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა
ბათუმში COVID19-ით 25 წლის, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულ ორსულს ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდნენ, შემდეგ ის ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალშობილი გადარჩა.