თეგი: ბაქო
ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
ბაქოს პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება, აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის - თალეჰ ზიადოვი
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა თურქულ Albayrak Holdnig-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაქოს პორტით მინერალური სასუქების ტრანზიტის ზრდის უზრუნველყოფას. „ახალი პორტის ტერმინალის სრული დატვირთვით გაშვება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბაქოს პორტში მინერალური სასუქების გადაზიდვა ხორციელდება მთავარ სატვირთო ტერმინალში და ახალი ტერმინალის ამოქმედებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პროდუქტის გადაზიდვის ზრდა. ასევე მოსალოდნელია ზრდა, პორტის ტვირთების საერთო ნაკადში“, - განაცხადა ზიადოვმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Albayrak-ის ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და ბაქოს პორტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი ტერმინალის მართვა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება, Albayrak-ი განახორციელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს 18 ივლისს ეწვევა, რათა ევროკავშირმა აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსულ ენერგიაზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად ქცევის ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია“, - აღნიშნავს ევროკომისია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ანკარამ და ბაქომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, ამჟამინდელ მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ანკარა და ბაქო გამარტივებულ საბაჟო დერეფანს ქმნიან
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მეჰმედ მუშის განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესაქმნელად, დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ. „ჩვენ ვქმნით ტექნიკურ ბაზას, რათა აზერბაიჯანთან ამ პროექტის საპილოტე რეჟიმში რეალიზაცია დავიწყოთ. თურქეთი ასევე მზადაა, ასეთივე საბაჟო დერეფანი შექმნას უზბეკეთთან“, - ამის შესახებ მეჰმედ მუშმა ტაშკენტში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ვაჭრობის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვა $1 ტრილიონს გაუტოლდა, ხოლო სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 130 მილიონს აღწევს, რაც უფრო დიდი პოტენციალის მაჩვენებელია. მუშმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან გაფორმებული შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი ამ პოტენციალის რეალიზებას. „აზერბაიჯანი და უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თურქეთის ვაჭრობაში ცენტრალურ აზიასთან, თურქეთი კი, თავის მხრივ, ხიდის როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და უზბეკეთისთვის ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან ვაჭრობაში“, - განაცხადა მან.
ბაქო ერევანს მოუწოდებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი არ გააჭიანუროს
სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაჭიანურებისა და ზიანის მიყენების მცდელობა სხვადასხვა საბაბით, სარგებელს პირველ რიგში, თავად სომხეთს არ მოუტანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანკარაში თურქეთის ელჩების მე-13 კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ამას საბოლოოდ გაიგებს“, - განაცხადა ბაირამოვმა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად, აზერბაიჯანის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხეთის საზღვრამდე როგორც სახმელეთო, ასევე სარკინიგზო კომუნიკაციები შენდება. ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი დასრულებულია. „2023 წელს აზერბაიჯანი დაასრულებს ამ სამუშაოებს თავის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების აღდგენის პროცესს სომხეთი აფერხებს, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარზე მდინარე არაზზე პირველი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ამრიგად, აზერბაიჯანს ექნება ალტერნატივა - სომხეთის გვერდის ავლით, ირანის ტერიტორიით, ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე მიაღწიოს. ანუ პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, უნდა თუ არა ეს სომხეთს. ნახჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი აუცილებლად შეიქმნება. რაც შეეხება ერევანს, ამ პროექტებიდან თავის შეზღუდვით, სომხეთი რეგიონული განვითარებისგან კვლავ შორს დარჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხური მხარე, ეს მათი საქმეა, მაგრამ თუ ისინი უარს იტყვიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე, ყველაზე მეტად თავად სომხეთი დაზარალდება“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო ბაირამოვმა ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამმხრივი შეთანხმების დებულებების უმეტესობა უკვე შესრულებულია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის სრულ შესრულებას. „არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომა. ყველაზე სერიოზულ საკითხად რჩება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული და უპირობო გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან. (სამმხრივი) განცხადების მე-4 პუნქტის მიხედვით, სომხური ძალებს ტერიტორია იქ რუსი სამხედროების შემოსვლის პარალელურად უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ეს არ მომხდარა. აზერბაიჯანი სომხეთიდან ჯარების გაყვანას ითხოვს და ეს საკითხი გადაწყვეტილია. ზანგეზურის დერეფანი ასევე სომხეთის ერთ-ერთი ვალდებულებაა. სომხეთი სიტყვიერად ყველაფერს იღებს, მაგრამ პრაქტიკაში პროცესი ნელდება“, - განაცხადა მან. „ბაქომ ღიად განაცხადა, რომ იგი გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მომხრეა“,- განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება.
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა
ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შახინ ბაგიროვის მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული შეთანხმება, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობაზე და გაზრდილი ტვირთნაკადის მართვის პროცესში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს. ,,ჩვენი მიზანი უნდა იყოს სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციების ავტომატური შევსება და მომხმარებელთა მიერ, ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაციის წახალისება. ამასთან, უწყებაში აქტიურად იწყება ხელოვნური ინტელექტის პროექტის დანერგვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვდგებით“, - აღნიშნა ლევან კაკავამ. სამმხრივი კომიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. აღნიშნულ შეხვედრებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ.
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
დღეს ყარსიდან ბაქოში საქონლის რკინიგზით მიტანის დრო 70 საათია. აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთის მიწოდების დროის შემცირება. ამის შესახებ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა ტურაგაიმ განაცხადა. ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა „ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობა არ არის მაღალი, თუმცა ეს ვაჭრობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის შესაძლებლობებს. მსოფლიო ვაჭრობა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც სატრანზიტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს“, - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია. "საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყირგიზეთის პრეზიდენტი: ბიშკეკი მზადაა, ბაქოსთან ურთიერთობა გააღრმაოს
ყირგიზეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანს შორის, პირველ სახელმწიფოთაშორისი საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ბიშკეკში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ყირგიზეთი მზადაა, შეინარჩუნოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე, გააძლიეროს ყველა კონტაქტი“, - განაცხადა ჟაპაროვმა. ჟაპაროვმა აღნიშნა, რომ ალიევთან მოლაპარაკების დროს განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ განვიხილეთ ყირგიზეთ-აზერბაიჯანის განვითარების ფონდის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც უნდა გახდეს კატალიზატორი და ქმედითი მექანიზმი ყირგიზეთში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოზიდვისა, ორმხრივად მომგებიანი ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბიზნესსაზოგადოებას ყირგიზეთის ბაზარზე და მზად ვართ შემდგომი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი, ბიშკეკში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.
ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ
ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ. ეს საკითხი მხარეებმა ბაქოში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 შეხვედრაზე განიხილეს. „ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-სიადარიაკ-ნახჩევანი-ჯულფა სარკინიგზო პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეების პროგნოზით, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და ნახიჩევანამდე რკინიგზის მშენებლობის შედეგად აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაფართოვდება“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ჯამური მოცულობა 60,2%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა - 96,3%-ითაა გაზრდილი.
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი აღინიშნა
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ კვირას საიუბილეო თარიღი აღნიშნეს, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საგანგებოდ გამართულ მიღებაზე. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებაში გამართული საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხალაფ ხალაფოვთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ისტორია თანამედროვე ეპოქაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ყველა სფეროში. საიუბილეო ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდია იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომლის განმავლობაშიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელმაც ასახა საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია. სასტუმრო „Four Seasons Baku"-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და დასახულ მიზნებზე, ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში. აღსანიშნავია, რომ პატარაძემ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზეც". გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის", გალა-კონცერტი, რომელსაც 1700-მდე მაყურებელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია და დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ მედიაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქომ ერევანს 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა
ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს. „სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.
გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება
ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ფაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. „პირველი ფაზის სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა. წინასწარი შეფასებით, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მოსალოდნელია წელიწადში 500 000 კონტეინერის გადაზიდვა“, - განაცხადა ტალეჰ ზიადოვმა ბაქოს პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა და პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონ ტონამდე და 100 000 TEU კონტეინერამდე გაიზარდა. „ამჟამად პორტს შეუძლია დააკმაყოფილოს შემომავალი ტვირთის მოცულობა, მაგრამ უახლოეს მომავალში გადაზიდვის მოცულობის გაზრდის პროგნოზები მოითხოვს მშენებლობის მეორე ფაზის ადრეულ დაწყებას“, - აცხადებს ბაქოს პორტის დირექტორი.
შუა დერეფნის „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება - ბაქოს პორტის დირექტორი
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს. მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური იქნება. „2019 წელს ბაქოს პორტმა მიიღო ეკო-პორტის სტატუსი, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებმაც დაიწყეს მსგავსი სტატუსის მიღების პროცესი. აქტაუს პორტი მეორეა კასპიის რეგიონში, რომელმაც სტატუსი „მწვანე" მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ სხვა ნავსადგურები მიიღებენ მსგავს სერტიფიკატს "ეს მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მწვანე, მდგრად სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება", - თქვა ზიადოვმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.
ბერდიმუჰამედოვი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ
თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. ბერდიმუჰამედოვის თქმით, სამი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს რეგიონულ საკითხებზეც. თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „გასული წლის იანვარში, ბაქოსა და აშხაბადს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში დოსტლუგის ნავთობისა და გაზის საბადოს ერთობლივი გამოკვლევის და განვითარების შესახებ. ეს არის ბაქოსა და აშხაბადს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი, ურთიერთპატივისცემისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა. მისივე თქმით, თურქეთი ასევე არის თურქმენეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. „თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მუშაობენ მსოფლიო ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების ჰარმონიული, უნივერსალური სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს სისტემა მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული. „სისტემა უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ უნდა შევაფასოთ ერთობლივი ინიციატივები თანამშრომლობისთვის ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
ბაქოს აეროპორტში განგაში გამოცხადდა
Qantas Airways-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო, დღეს დილით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში განგაში გამოცხადდა. APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი. ავიაკომპანია Qantas Airways-ის Airbus A380-მა, რომელიც სინგაპური-ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ტვირთის სათავსოში კვამლის გამო, ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავი ბაქოს დროით 07:08 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა. ბაქოს აეროპორტში გამოცხადებულ განგაშთან დაკავშირებით, სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი. ამ წუთებში მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება და ინციდენტის ყველა გარემოებისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭირო ღონისძიებების ორგანიზება.
მედია: კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში ტვირთების გადაზიდვას საფრთხეს უქმნის
კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევის პროცესის დაჩქარებამ, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში საზღვაო ტვირთების გადაზიდვას საფრთხე შეუქმნა. ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში გემები, რომლებსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე აქტაუსა და კურიკის პორტებში ტვირთები გადააქვთ, მოცულობას ამცირებენ, რადგან მეჩეჩზე დაჯდომის რისკი მაღალია. აქტაუსა და ატირაუს პორტები განლაგებულია შუა დერეფანში (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი), რომლის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით (რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ) გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის მონაწილეები ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხზე სხვადასხვა დონეზე დისკუსიებს მართავენ. თუმცა, კასპიის ზღვაში წყლის დონე კვლავ კლებულობს, რამაც შესაძლოა, მომავალში სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას ტვირთების გადაზიდვას. ყაზახური მედიის ცნობით, მშრალი ტვირთების გადამზიდავი გემები და ტანკერები სრულად არ არის დატვირთული. კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება არა მხოლოდ გემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს საზღვაო ეკოსისტემასაც. ამ დროისთვის, აქტაუს პორტი კასპიის ზღვის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კერაა, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა TRACECA, ჩრდილოეთ-სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის. აქტაუს საზღვაო პორტის გარდა, რეგიონში კურიკის პორტი სარკინიგზო და საავტომობილო ნავსადგურებით ფუნქციონირებს, რომლებიც ერთდროულად ოთხ ბორანს ემსახურება. ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ლითონები, სამომხმარებლო საქონელი და მრავალი სხვა გადაიზიდება კურიკის გავლით. იმპორტს შეადგენს საკვები, სამრეწველო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვა საქონელი. პორტში სატრანზიტოა ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი, ლითონის ნაწარმი. გარდა ამისა, აქტაუს საზღვაო ტერმინალი (AMST) კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განუყოფელი ნაწილია. ჩრდილოეთ ტერმინალიდან ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის პორტების მიმართულებით ხდება. საზღვაო ტრანსპორტის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის კუანიშ ესეტოვის თქმით, „კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გადამზიდავ კომპანიებთან ჯერ კიდევ 2006 წელს შეექმნათ. ეს პირველებმა იგრძნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც ქაშაგანის პროექტის ფარგლებში ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობაში ჩაერთნენ. სამშენებლო მასალების მიწოდებისას ბარჟები წყლის დაბალი დონის გამო გადატვირთვის ადგილზე ვერ მოდიოდნენ. ეს იყო პირველი ნიშნები იმისა, რომ კასპიის ზღვამ შესაძლოა, სიღრმე დაკარგოს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ შემდეგ ქაშაგანის ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობა დასრულდა და ყველა დამშვიდდა“. ის, რომ კასპიის ზღვაში წყლის ამჟამინდელი დონე უარყოფითად მოქმედებს ნაოსნობაზე, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. აქტაუს საზღვაო პორტის თანახმად, ნავთობის ტანკერებს, რომელთა ტევადობა დღეს 12000 ტონაა, შეუძლიათ ბორტზე მაქსიმუმ 9000 ტონა დატვირთონ. მსგავსი ვითარებაა მშრალი სატვირთო გემების შემთხვევაშიც. თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 კონტეინერის გადატანა 20 ფუტის ეკვივალენტში, ახლა მხოლოდ მაქსიმუმ 280 კონტეინერის გადატანაა შესაძლებელი. „ახლა კასპიის ზღვაში მდებარე ყაზახეთის საზღვაო ნავსადგურებს გაწმენდა სჭირდება. წელს იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება, შემდეგ კი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. თავად სამუშაოები 2025 წელს განხორციელდება. პორტები სამართლიანად შიშობენ, რომ ზღვის დონის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს, შემდეგ კი ტვირთების სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებზე გადაადგილება“, - წერს მედია.
ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობისბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შევსების მიზნით წარადგინეს. ყაზახეთი ახლა მილსადენის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს. ჟუმანგარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოსა და ასტანას შორის განიხილება საგზაო რუკა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული მარშრუტის განხორციელებას. ყაზახეთმა ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, აპრილში კი, 125 000 ტონა ნავთობის მიწოდება იგეგმება. ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან მთლიანობაში, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანიები SOCAR და KazMunayGas შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება. 7 აპრილს, Reuters-ი წერდა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.
უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვების, 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება - მინისტრის მოადგილე
უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საკუთარი ტერმინალი გახსნას აპირებს. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა Trend-ს განუცხადა. უზბეკეთს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნა სურს მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ტერმინალი იმუშავებს როგორც უზბეკეთში შაქრის ტრანსპორტირებისთვის, ასევე, ჩვენი ექსპორტისთვის. „ჩვენი სურვილია, რომ გამოვიყენოთ საჯარო და კერძო პარტნიორობა ამისთვის, რათა უზბეკმა მეწარმეებმა ალატის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მუმინოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის წინადადებით, უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით, მიწოდების 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება. „მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ალტერნატიული მიწოდების გზების მოძიება გახდა საჭირო. ახლა უზბეკეთი ტვირთების გადაადგილებას აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებს, რითაც [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] შუა დერეფნის პოტენციალს ავითარებს. ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, კერძოდ, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის შესაძლებლობებს. კერძოდ, ჩვენი შაქრის იმპორტისთვის. წელს ვგეგმავთ შაქრის მიწოდების გაორმაგებას - 300 000 ტონამდე“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ. მუმინოვმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნედლი შაქრის მიწოდებამ 130 000 ტონა შეადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
ბაქოს პორტში საერთაშორისო გადაზიდვების ცენტრი შეიქმნება
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საერთაშორისო გადაზიდვის ცენტრისა და მისი საწყობის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არაერთ კომპანიებთან მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.“ ჰასანლიმ აღნიშნა, რომ რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება რეგიონული კონტეინერებით მესამე ქვეყნებში არ შეიძლება. „ისინი უნდა გადმოიტვირთონ და შემდეგ ხელახლა ჩაიტვირთონ გადაზიდვის ხაზის კონტეინერებში. ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო ხაზის ცენტრს, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაზიდვა შეუფერხებლად უზრუნველვყოთ. Shipping Line-ს ცენტრები და დეპოები მთელ მსოფლიოში აქვს და კონტეინერების შენახვა ამ საცავებში შეუძლია,“ - განაცხადა ჰასანლიმ. Shipping Line არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კონტეინერების ლოგისტიკაში და ტვირთის 95%-ის ტრანსპორტირებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.
ალიევი: აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რომელიც ალიევის ოფისის ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ, 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. ამასთან, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. ალიევი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. „ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების საპასუხო ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთანხმა,“ - წერს დღეს, 28 ნოემბერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა კონგრესში საკომიტეტო განხილვისას ასევე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ბაქოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
15 იანვარს ბაქოში ავეჯის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთობლივ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დაშავებულებიდან 6 პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. გენერალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის მიზეზები უნდა დაადგინოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. „15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე .. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში.
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინსტრო ადასტურებს. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში. 15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი, საქართველოს მოქალაქეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება
ბაქოს პორტი ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას იწყებს
ბაქოს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ სს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის (BISTP) სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ საქართველოში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალისხმევა დაკავშირებულია შუა დერეფნის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაფართოებასთან. „შუა დერეფნის გასავითარებლად, ინფრასტრუქტურული საშუალებები უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენი კონტეინერის გადაზიდვის შესაძლებლობები გაიზრდება, რადგან თუ ინფრასტრუქტურა არასაკმარისია, მაშინ დიგიტალიზაცია და სხვა მიღწევები ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას არ შეუწყობს ხელს,“ - დასძინა ჰასანლიმ. ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება.