თეგი: უბედური შემთხვევა
გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა
გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ში ინფორმაციიით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა გლდანში
გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები. გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“.
ილია მეორე: დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა
საპატრიარქო გლდანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი, - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს ირაკლის, რუსუდანის, დავითის, მარიამისა და დარეჯანისთვის, რათა უფალმან სავანესა მართლათასა დააწესოს მათი უკვდავი სული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ხულოში 25 წლის კაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა
ხულოში 25 წლის კაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. როგორც ცნობილია, 25 წლის ბიჭს მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული და ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული კაცი, თავდაპირველად ხულოს კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ახმეტაში, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მოზარდი დარბაზაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ქუთაისში, კაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. ამასთან, ადგილობრივებმა ამ ეტაპზე ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და გამოძიება მიმდინარეობს.
ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა
ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა მძიმეა.
როგორია ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა
ნიუ-ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად, კლინიკაში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა. „პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართილებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ხლოვნურ სუნთქვაზე, გონება და დაბინდულია“, - აცხადებს ექიმი დავით ცაბაძე. ექიმის ინფორმაციით, გართულებებისთვის კრიტიკული 72 საათია. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
პრეზიდენტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს“, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხევვას Facebook-ზე გამოეხმაურა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
მიხეილ ჩხენკელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - ნათქვამია ჩხენკელის განცახდებაში. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი მედიასთან, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. „ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ინფორმაცია საელოს Facebook-ზე გავრცელდა. „ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
სამივე ბავშვი უგონოდ იყო, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა - ვაკის პარკის მებაღე
მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მომხდარს იხსენებს. „სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში და ორის გამოყვანა შევძელი გუშინ, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მათ დახმარებას. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპაო მერე გავიგე... მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი"- ამბობს მეზურნიშვილი. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
BBC: რუსეთის დადასტურებული დანაკარგი უკრაინაში 7,5 ათასს აჭარბებს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუს ოფიცერი და ჯარისკაცი. ამის შესახებ BBC გამოცემა Mediazona-სთან ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „14 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით მიგვეღო დადასტურებული ინფორმაცია 7502 დაღუპული რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ დადასტურებულ გარდაცვალების ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს“- წერს BBC. სამხერო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტის მაიკლ კოფმანის თქმით, უკრაინის ომის დროს ყოველ დაღუპულ რუს ჯარისკაცზე დაახლოებით 3,5 დაჭრილია. „ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ, დაშავებულთა, გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მოქმედების გარეშე) შესაძლოა, სულ მცირე 53 000 ადამიანი იყოს“, - აცხადებს მაიკლ კოფმანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ექიმი: სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ სადმე გადავიყვანოთ
სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა დავით ციბაძემ განუცხადა. ექიმი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული მოზარდი კონტაქტურია, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს. „გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე რჩება
13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვის სუნთქვაზე რჩება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა გააკეთა. „იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ახლა ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე თავის ტვინზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. მკურნალობა გრძელდება“, - აცხადებს ექიმი. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ამასთან, ადგილზე მისულ ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა
ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა. ამასთან, მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენეს. ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა კვირას, დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრა. ოფიციალური პირების თქმით, ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას საღამოს ჩამონგრევის დროს, საფეხმავლო ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება მშობლიურ შტატ გუჯარატში, თქვა, რომ მან დაავალა შტატის მთავარ მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს ჯგუფები სამაშველო ოპერაციისთვის. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 საზღვაო და საჰაერო ძალების პერსონალი გამოიძახეს, რათა მაშველებს დაკარგული ადამიანების ძებნაში დაეხმარონ.
რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოიშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაშავდნენ სხვა მუშებიც. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალგაზრდა კაცი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან გადახტა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან, 29 წლის კაცი გადახტა. როგორც ცნობილია, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე კაცს შენობიდან გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბორჯომის ტყეში, შუა ხნის კაცი გარდაიცვალა
ბორჯომის ტყეში დაახლოებით 55 წლამდე კაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ხის მოსაჭრელად იყო წასული, რა დროსაც თავის არეში ხე მოხვდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და კაცი, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებენ, რომ ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ისნის გამგებელი: ლიფტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას არ მოუმართავს
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც 14 იანვარს, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, კორპუსის „ამხანაგობისგან“ გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს შევიდა, სადაც ლიფტის პრობლემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი: პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ. რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება. ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვაში, სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელია იყო ავარიულ მდგომარეობაში“, - ამბობს ნიკა ელისაშვილi რადიო თავისუფლების ცნობით. ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.
ბათუმში, კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა
კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ბათუმის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ცნობით, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად, ზუგდიდში 45 წლამდე კაცი დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 45 წლამდე ასაკის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ახმეტაში, ანძის შეკეთებისას კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
35 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებთან ამბობენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, კომპანია “მაგთიკომში” დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა - მედია
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოხდა.
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. გამოცემა "ბორჯომი ტვ" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთზე: აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ასურეთთან მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილ იქნა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში. აეროსტატზე, იმყოფებოდა 3 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV). აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი, გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს,“ წერს სააგენტო. ასურეთში, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთაგან, ერთი ოპერატორი, ორი კი, მფრინავია
ასურეთთან, აეროსტატის ჩამოვარდნის შედეგად, „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი დაიღუპა
წინასწარი ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა. სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ. დაღუპულთა შორის არიან ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი. უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი, ხმელეთზე დარჩა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო