თეგი: წყალდიდობა
ბრაზილიაში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.
CNN: ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.
საგურამოში უხვი ნალექის გამო თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საგურამოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. დაიტბორა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. კომპანიის განცხადებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება 08/06-ის 12:00 საათიდან აღდგება. საგურამოში ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები დაიტბორა. გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია. რომელ უბნებს არ მიეწოდება წყალი, სრული სია იხილეთ ბმულზე.
წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა. უცხოური მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
თურქეთის პროვინციებში სტიქიის გამო განგაშის „წითელი კოდი“ გამოცხადდა
თურქეთში, კასტამონუს პროვინციაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ღამის საათებში წყალმა სახლები დატბორა. დააზიანა ინფრასტრუქტურა. გაანადგურა პარკები და ბაზარი. განხორციელდა სამი სოფლის ევაკუაცია. უხვი ნალექის გამო თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში განგაშის „წითელი კოდია“ გამოცხადებული.
ავსტრალიაში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ BBC წერს. სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგგორც ცნობილია, წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პაკისტანში წყალდიდობას 67 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის სხვადასხვა პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდოდობამ 76 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ, რომელიც 5 ივლისს პაკისტანის რეგიონების უმეტესობას დაატყდა თავს, ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა. ყარაჩის ბევრ უბანში დაიტბორა გზები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ბალუჯისტანის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად, დაზიანდა 670 შენობა და 12 კაშხალი. ძლიერი წვიმა იყო პაკისტანის დედაქალაქსა და ქალაქ რავალპინდიში. საცხოვრებელი კორპუსები H-13 რაიონში, ისლამაბადში, წყალქვეშ მოექცა. ქალაქ რავალპინდიში დაიტბორა რამდენიმე გზატკეცილი. ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღესასწაულის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.
აშშ ვირჯინიის შტატში, წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ უაითვუდში წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე უხვმა ნალექმა 100-ზე მეტი სახლი დააზიანა. ამასთან, მეწყრულმა პროცესებმა რამდენიმე საავტომობილო გზა და ხიდი წალეკა. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟების 18 ერთეული მუშაობს. ცნობისთვის, სტიქია რეგიონს ოთხშაბათს დაატყდა თავს.
ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ირანის სამხრეთ ნაწილში, ფარსის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.
ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.
პაკისტანში წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ძლიერი წვიმა ივნისის შუა რიცხვებიდან არ წყდება. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში 9 ათასზე მეტი სახლი, ხიდები და გზები დაზიანდა. მედიის ცნობით, სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმები ყოველწლიურად მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა და ავარიებს იწვევს.
აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, კენტუკიში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. 23 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა.
აშშ, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
აშშ, კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშირის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია. ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა. აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა
ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 46 200 სახლი. ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
ავღანეთში, წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება. ამ ეტაოზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 300 ბავშვი დაიღუპა
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. ამასთან, სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.
პაკისტანის ხელისუფლება: ქვეყანაში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა
"პაკისტანში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა", - ამის შესახებ პაკისტანის მინისტრმა დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალიმ განაცხადა. პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა „ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 300 ბავშვი დაიღუპა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო, დატბორილია რაიონის ქუჩები, მოსახლეობას არ მიწოდება ელექტროენერგია. ამასთან, სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.
ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაკარგულად ითვლება. როგორც რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წყალდიდობამ ქვეყნის 10 რეგიონში 583,4 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. 67 ქალაქსა და 71 მუნიციპალიტეტში სასწავლო დაწესებულებებში მუშაობა შეწყდა. 22 დასახლებაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მთავრობამ უკვე გამოყო 48,2 მილიონი პესო (865,800 აშშ დოლარი) დახმარებისთვის.
რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მედია წერს, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები წალეკა და გზები დატბორა. დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის, ფრანსუა ჰაბიტეგეკოს თქმით, სტიქიამ მათ რეგიონში 95 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 14 პირი ჩრდილოეთ რეგიონში დაიღუპა.
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, გაზრდილია დაკარგულთა რაოდენობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ გარდაცვლილთა ცხედრებს. ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 8 მაისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.
იტალიაში წყალდიდობის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ემილია-რომანიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით, 20 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. CNN წერს, რომ 20-ზე მეტი მდინარე ადიდდა მთელ რეგიონში, რამაც 280 მეწყერი გამოიწვია. 27 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ჰაიტიზე წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ჰაიტიზე წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაკარგულად ითვლება. ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 13 400 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. სტიქიის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სახლი დაიტბორა, დაზარალდა 7 400-ზე მეტი ოჯახი, თუმცა ოფიციალური პირები ზუსტი ზარალის აღრიცხვაზე ამ დრომდე მუშაობენ.
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე განახლდა მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მდინარის ადიდების გამო იყო შეწყვეტილი
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. დეპარტამენტის თანახმად, ხსენებულ მონაკვეთზე, დღეს დილას, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდ. წყალწითელა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.
ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა
ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად 5300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობოთ წერს, ეს რიცხვი შეიძლება, გაორმაგდეს. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.
ლიბიის წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა
ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი დაზიანდა. დერნას მერმა, აბდელ-მონეიმ ალ-ღაითიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება, 20 000-მდე ავიდეს, იმ უბნების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც სტიქიამ და კაშხლების გარღვევამ დააზარალა.
ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. იტყობინება BBC. დაიტბორა ქალაქის მეტროს მრავალი სისტემა, ქუჩები და მაგისტრალები, დახურულია სულ მცირე ერთი ტერმინალი LaGuardia-ს აეროპორტში. გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და არ იმოგზაურონ დატბორილ გზებზე. დაშავებულების შესახბ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია
სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, მიზეზი სომხეთის ლორეს ოქლში მდინარე დებედას ადიდებაა. სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უწყება მძღოლებს საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევს. ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე დატბორილი და დაზიანებული დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი „შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებს, ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და საპირისპირო მიმართულებით „გოგავანისა“ და „ბავრის“ სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით აწარმოონ.“ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის თანახმად, სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის გამო შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა. მდინარე დებედას კალაპოტიდან გადმოსვლას მსხვერპლიც მოჰყვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ხიდები და გზები.