CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინაში საშინელი „მომავალი რამდენიმე კვირის“ შესახებ საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა გლობალური საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ მოსმენაზე განაცხადა, რომ რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-4000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
„პუტინს გადაწყვეტილი აქვს დომინირება და კონტროლი უკრაინაში, რათა ჩამოაყალიბოს თავისი კურსი. ის ამას აკეთებს წყენისა და ამბიციების აალებადი კომბინაციით მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბერნსმა.
ბერნსის თქმით, პუტინი „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას აპირებს.
- „ვფიქრობ, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ის, სავარაუდოდ, გაორმაგებული ძალებით შეეცდება, გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები. პუტინი თავის ომს ოთხ ცრუ ვარაუდზე აყალიბებდა: მას სჯეროდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, სჯეროდა, რომ ევროპა განადგურდა და არ მოახდენდა ძლიერ რეაგირებას, ფიქრობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მზად იყო, გაეძლო სანქციებისთვის და თვლიდა, რომ რუსეთის არმია მოდერნიზებული იყო და ეფექტიანად იბრძოდა“.
„პუტინი ყველა ამ მიმართულებით შეცდა”, - განაცხადა ბერნსმა, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში.
CIA-ს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა მოელის პუტინის „სამხედრო ოპერაციების“ ესკალაციას, ხოლო უკრაინელები გააგრძელებენ სასტიკ წინააღმდეგობას. სავარაუდო შედეგი, მისი თქმით, არის უკრაინის ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის, კიევის კონტროლისთვის ბრძოლის „საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა".
იმავდროულად, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ პუტინის გრძელვადიანი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„ამ ეტაპზე გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა რუსეთი გეგმის განხორციელებას უკრაინის მთელი ან უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდების მიზნით, რაც, ჩვენი შეფასებით, მეტ რესურსს მოითხოვს“, - განაცხადა ჰეინსმა.
„თუ ისინი გეგმის მაქსიმუმს განახორციელებენ, „ჩვენი შეფასებით, რუსებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება უკრაინის ტერიტორიის დაკავება, კონტროლი და კიევში „მდგრადი პრორუსული რეჟიმის დასმა“, - დაამატა ჰეინსმა.
ბერნსი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პუტინს არ აქვს განსაზღვრული გეგმა, თუ რას გააკეთებს, თუ რუსული ძალები უკრაინას გააკონტროლებენ.
„გამოწვევა, რომელსაც ის აწყდება, და ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, მას არ აქვს საბოლოო, მყარი ფინალური ფაზა უკრაინელების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე“,- განაცხადა უილიამ ბერნსმა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
26 თებერვალი
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.
27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:
- ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
- ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
- ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
- ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.
27 თებერვალი
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
28 თებერვალი
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:
ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა
ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
3 მარტი
7 მარტი
კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა
8 მარტი
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
9 მარტი
ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა