ძებნის რეზულტატი:
ნატო ჩხეიძე: ჩამერიცხა საპარლამენტო ხელასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“
„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია. ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე Facebook-ის გვერდზე. „ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, ოცნებისგანაც ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც – არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით. გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას? ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ“, – წერს ნატო ჩხეიძე.
ბენ ჰოჯესი: საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება
„საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში. „რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით? ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე. მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება. რაც შეეხებაე.წ. „კასპიის პლატფორმას“, რომელსაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს - ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, და კრემლს, ირანთან ერთად, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ზეგავლენის ბერკეტებს სთავაზობს. რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყოველივე ამან საქართველოს? ამავე დროს, ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან მდგრადი, სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირების წარუმატებლობასაც - გამოდის, ჩვენ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა აღმოვჩნდით“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ბენ ჰოჯესი: საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა
„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით“, განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში. „რა საკვირველია, არა! საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა უდავოდ ღირებული აქტივი საქართველოსთვის, რაც მისცემდა მას შესაძლებლობას საბოლოოდ გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის. ამგვარად, საქართველო გახდებოდა ევროპის ნაწილი და ლოგისტიკის ცენტრი, რომელშიც ევროპაც და ამერიკაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კრემლი და კრემლის მომხრეები ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს. ანაკლიის და მსგავსი საერთაშორისო პროექტების გარეშე საქართველო, სამწუხაროდ, მოიაზრება მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება, და არა როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული გავლენის მქონე ევროპული ქვეყანა. ერთადერთი, ვინც რეალურად სარგებელს იღებს ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის კრემლი და არა ქართველი ახალგაზრდობა“, - განაცხადა ჰოჯსემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება. „ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.
ბაია პატარაიას თქმით, ელენე ნიჟარაძემ შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა
„სამართლიანი არჩევნების" გამგეობის თავმჯდომარმა თამარ სართანიამ და გამგეობის წევრმა ბაია პატარაიამ საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორის ელენე ნიჟარაძის გათავისუფლება დაადასტურეს. ISFED-ის გამგეობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ნიჟარაძემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა. ბაია პატარაიას თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა. როგორც თამარა სართანიამ განმარტა, PVT-ზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-იც, რომელსაც ორგანიზაციამ დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა. ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს. სწორედ ამ მიზეზით იყო ორგანიზაციის მიერ გამოწვეულ პარალელურ დათვლებში ცდომილება. „ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა გამგეობა, თავად ელენე ნიჟარაძე და ორგანიზაციის დიდი ნაწილი", - თქვა ბაია პატარაიამ. პატარაიას თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "ადამიანური შეცდომა" იქნა დაშვებული, თუმცა მათთვის არ აღმოჩნდა ელენე ნიჟარაძის დასაბუთება დამაჯერებელი. მას სურდა შეცდომის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით, ანგარიშის წარდგენის დროს მიეწოდებინათ. "გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროულმა არგაჟღერებამ გამოიწვია ბევრი ეჭვი და შეთქმულების განვითარება, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციას და აღმასრულებელი დირექტორის მიმართ, ხო არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და PVT-იც დააყენა ეჭვქვეშ", - თქვა პატარაიამ. შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განმარტაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
ბენ ჰოჯესი: მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს
„მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება“, - განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით? ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
ელენე ნიჟარაძე: ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ გარკვეულწილად ეს დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას
„ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ ეს გარკვეულწილად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა დავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ ორგანიზაციის მიერ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. „რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, მიმაჩნია, რომ რადგან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო, და ამისთვის მზად ვიყავით, რომ ეს საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას... რადგან გამოიწვია ასეთი აზრთა სხვადასხობა, აჟიოტაჟი შეიქმნა გაჩნდა კითხვები ორგანიზაციის რეპუტაციის მიმართ, ჩავთვალე, რომ ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელი ვმუშაობდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ გარკველწილად ეს დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას“, - აცხადებს ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნების ყოფილი თავმჯდომარე. ISFED-ის გამგეობის წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ნიჟარაძემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა.
კახა კალაძის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მაქსიმალურად დააფინანსებენ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მაქსიმალურად დაფინანსდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, გადაწყვეტილება, რაც შარშან მივიღეთ, რომ მომლოდინეთა რიგები რაც იყო, გავანულეთ, იგივე იქნება ახლაც. არცერთი ბავშვი, არცერთი ოჯახი არ დარჩება ამ პრობლემის პირისპირ, ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ყველას მაქსიმალურად დავაფინანსებთ“, - განაცხადა კალაძემ.
პარლამენტის აპარატი ოპოზიციის ნაწილისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
პარლამენტის აპარატი ოპოზიიციის ნაწილისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელფასი, კანონის დაცვით, მხოლოდ მათ ჩაერიცხათ, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო. „გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია. რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა. ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს,“-აღნიშულია პარლამენტის აბარატის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხელფასის ჩარიცხვის შესახებ, სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა ნატო ჩხეიძემ დაწერეს.
აშშ-ში ატომურ ავიამზიდს პირველად ქალი ოფიცერი უხელმძღვანელებს
აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს ქალი ოფიცერი, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ემი ბაუერშმიდტი უხელმძღვანელებს. საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“. „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ამირჩიეს. მომწონს მატროსების ხელმძღვნელობა და ამას აღვიქვამ, როგორც ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ემი ბაუერშმიდტმა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. მან 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია. იმ წლის კურსდამთავრებული ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებზე. დღეისათვის ემი ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვულმფრენებზე 3000 საათი აქვს ნაფრენი. მანამდე კაპიტანი ქალი ავიამზიდზე აღმასრულებელ ოფიცრად მსახურობდა. ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5000 სამხედრო მსახურობს.
აშშ-ის ქალაქ ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა
აშშ-ის ქალაქ ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული. უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ამ წუთისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კახა კალაძე ISFED-ზე: ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ISFED-თან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. კალაძის თქმით, თავიდანვე მარტივად დასანახი იყო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არასწორ მონაცემებზე საუბრობდნენ. „არ ვიცი საერთოდ, სერბეთი რა შუაშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება და პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ არასწორად იყო დათვლილი და მოწოდებული მონაცემები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისათვის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის დათვლასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანია განმარტავს, რომ PVT დაფუძნება მოხდა სერბეთის PVT „სოფთზე“, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სადაც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიან.
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა და საფინანსო დოკუმენტის ძირითად პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. „ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქე 19 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნდა. მათი თქმით, ინფიცირებული ასიმპტომური იყო და ამჟამად თვით იზოლირებულია სახლში. მამაკაცს ვირუსი დაუდასტურდა 21 დეკემბერს, როცა საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გარცელების გამო, რომელიც უფრო გადამდებია, ინგლისთან მიმოსვლა რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა. მათ შორის საფრანგეთმა. თუმცა, ევროკავშირის განცხადებისა და რეკომენდაციების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა ინგლისთან მიმოსვლის აღდგენას, საფრანგეთმა მიმოსვლის შეზღუდვა მოხსა.
იაპონიაში Covid-19-ის ახალი შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები. ინფორმაციას channelnewsasia ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე, სანამ იაპონია გააძლიერებდა ბრიტანეთთან სასაზღვრო კონტროლს, ლონდონიდან ხუთი ადამიანი ჩავიდა იაპონიაში, რომლებსაც ვირუსის ახალი სახეობა დაუდასტურდათ. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის ნორიჰისა თამურას თქმით, ხუთივე მათგანი აეროპორტებიდან პირდაპირ კარანტინში გაგზავნეს. შიგერუ ომი, სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელი, ახალი ვარიანტების თავიდან ასაცილებლად იაპონიას საზღვრის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
კახეთში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.-ა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ჰანს კლუგე: covid-19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა
"covid-19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ Twitter-ში განაცხადა. „კორონავირუსის ახალი ვარიანტი - VOC-202012/01 - ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – წერს ჰანს კლუგე კლუგეს თქმით, აუცილებელია არსებული დამცავი ზომების გაძლიერება: დისტანცირება , ნიღბები და ძირითადი საყრდენ ბუშტებში დარჩენა.
კორონავირუსი კიდევ 1784 ადამიანს დაუდასტურდა, 4119 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.
ბოლო 24 საათში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოიდინფიცირებული.
379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 784 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 17 791 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 701 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 013 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379.
უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა
უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ საინფორმაციოზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. უბედური შემთხვევა ალბერტის ტბაზე, უგანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, მოხდა. ძლიერი ქარის შედეგად გემი, რომელზეც ხალხი იმყოფებოდა, ტბაში ჩაიძირა. აშრაფ ორომოს თქმით, ბორტზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 21 ადამიანი გადარჩენა მოხერხდა. საზღვაო ოფიცრის თქმით, ტბაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დართვევა და ამინდის სწრაფი ცვლილება გახდა.