ძებნის რეზულტატი:

ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია

უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი, თუ მას ექნება შესაბამისი აღჭურვილობა, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს კიევში მოგზაურობიდან დაბრუნებისას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ.„გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯია გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ, მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ, თუ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტთა ჯგუფს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად ვიზიტის შემდეგ.„ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა...რუსეთმა უკვე დაკარგა ბევრი სამხედრო შესაძლებლობები, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ამ  შესაძლებლობების კვლა წარმოება ვერ შეძლონ  ძალიან სწრაფად", - განაცხადა ოსტინმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა

ურთიერთობა, რაც ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ლოიდ ოსტინი: აშშ-ს სურს, რუსეთი იმდენად დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა

25 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვდრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანია, რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა. ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით და აშშ ყველაფერს გააკეთებს, განაგრძოს თავისი მხარდაჭერა კიევისადმი. „ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო

"უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ. "ოკუპანტები 5 000 ევრო ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დედას შვილის სიკვდილით დასჯით ემუქრებიან. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ,“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს  

ენტონი ბლინკენი: რუსეთი ომის მიზნებს ვერ აღწევს

„რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან.  „რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა. ჩვენს სტრატეგიას, უკრაინის მხარდაჭერსა და რუსეთზე ერთობლივ ზეწოლას, 30-ზე მეტი ქვეყნის სოლიდარობასა და ძალისხმევას რეალური შედეგები მოჰყვა“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება. "აზოვსტალის" ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებზე რუსეთს რუსეთს უარი არ უთქვამს. საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს. "მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ენტონი ბლინკენი: სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი

აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთთან დაპირისპირებაში კიევის საბოლოო წარმატებამდე გაგრძელდება. რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ომის დანარჩენი პერიოდი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმა გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც იერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ არის შემუშავებული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების უპრეცედენტო დახმარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს პირადად და მთელი უკრაინელი ხალხის სახელით, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გამოჩენილი ლიდერობისთვის, მისი პირადი მკაფიო პოზიციისთვის. მადლობა გადავუხადო მთელ ამერიკელ ხალხს, ისევე როგორც კონგრესს ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ამას ვგრძნობთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 3,4 მილიარდი აშშ დოლარის თავდაცვითი მხარდაჭერა უკვე უზრუნველყოფილია შეერთებული შტატების მიერ და ეს არის უდიდესი წვლილი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პრეზიდენტის თქმით, ამ დახმარებამ უკვე შეუწყო ხელი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იცავენ სამშობლოს. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანქციების პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და აგრესორზე გავლენის მნიშვნელოვან ელემენტად იქცეს. „ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ამ გზაზე და იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის გზების განხილვისას, როგორც ეკონომიკის ხელშეწყობის, ასევე, ქვეყნის შემდგომი აღდგენის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინული საქონლის ამერიკულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს სამშვიდობო პროცესი და ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერების პერსპექტივები. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ლიდერად ხედავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში 24 აპრილს ჩავიდნენ. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა

ევროკავშირმა რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ  

მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს - მედია

საფრანგეთი გაზრდის სანქციებით ზეწოლას რუსეთზე, მაგრამ მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე ფრანგ ხალხთან და აუხსნას, რა გავლენას ახდენს ეს ზომები მათ ცხოვრებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი კლემან ბონი CNN-ს ესაუბრა. კითხვას, შეძლებს თუ არა ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შეინარჩუნოს საზოგადოების მხარდაჭერა, თუ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს გავლენას ახდენდა ხალხის კეთილდღეობაზე, ბონმა უპასუხა, რომ სიტუაცია არ იყო მარტივად გამოსასწორებელი. მან აღნიშნა, რომ სანქციებმა არ შეიძლება, გავლენა არ იქონიოს საფრანგეთის მოქალაქეების ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც, რუსეთის სანქციები უნდა გამკაცრდეს. „რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სანქციების გაზრდა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ღარიბი ხალხი ამ გაზრდილი სურსათის ფასებისგან, ენერგიის ფასებისგან. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მკაფიო: ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ არ არის მართალი, რომ შეიძლება ჰქონდეთ მარტივი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე და თითქოს, ეს არ მოახდენს გავლენას მათზე“, - განაცხადა ბონმა. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს

ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მოუწოდა გერმანიას, რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ევროპარლამენტის 50 წევრმა მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ევროკავშირის მცდელობებს ხელი შეუწყოს. „გერმანიამ და ევროკავშირმა არ უნდა დაამტკიცონ, რომ დაუცველნი არიან პუტინის შანტაჟის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ გერმანიის მთავრობას, დაიკავოს პოზიცია ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადეს ხელმომწერებმა, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროპარლამენტში. მათი განცხადებით, ბლოკი ყოველდღიურად ავსებს 800 მილიონ ევროთი (857 მილიონ დოლარზე მეტი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ჯიბეებს და ეხმარება მას ომის მანქანის დაფინანსებაში“. აქვე აღნიშნავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირს წლის ბოლომდე 200 მილიარდ ევროზე მეტი ექნება გადახდილი. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გერმანიას შეუძლია, უხელმძღვანელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაძლიონ არსებული პოლიტიკური ჩიხი და დაუყონებლივ განახორციელონ რუსული ენერგეტიკული ემბარგო“, - წერენ წერილში დეპუტატები. ნედიის ცნობით, ბლოკი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მიიღებს, თუმცა ის არ შეეხება ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის და 24 თებერვალს ომის დაწყებიდან სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო. პაკეტები მოიცავს შემაკავებელ ზომებს, რომელთა სამიზნე სხვა პირებთან ერთად არიან პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ოლიგარქები და სამხედრო ოფიცრები. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ქვანახშირის იმპორტი და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში. ასევე გარიცხა რუსული და ბელორუსული ბანკები საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 აპრილს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი, იგივე შეეხება გაზსაც. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

თურქეთის პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს მასპინძლობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს ანკარაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართული შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თურქეთში ვიზიტის შემდეგ, გუტერეში სამშაბათს გაემგზავრება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმeრ პუტინთან შესახვედრად, შემდეგ კი კიევში, სადაც ხუთშაბათს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, დაახლოებით 21 900 სამხედროს აღწევს

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 900 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. "კრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 900-მდე სამხედრო, 884 ტანკი, 2258 ჯავშანმანქანა, 411 საარტილერიო სისტემა, 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 181 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1543 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 201 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 28 სპეცტექნიკა", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში ლიზზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს  

ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკელი ვეტერანი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკი წარდგენის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. ბრიჯიტ ბრინკი, საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, ამჟამად მსახურობს აშშ-ის ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში, საქართველოში. ბრინკმა თავისი ოცდახუთწლიანი კარიერა საგარეო სამსახურში გაატარა, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს პოლიტიკის წინსვლაზე ევროპასა და ევრაზიაში. არიერა სერბეთში, ბელგრადში დაიწყო. წარმოშობით მიჩიგანიდან, ბრიჯიტ ბრინკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ თეორიაში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში კენიონის კოლეჯიდან. ფლობს რუსულ ენას და სწავლობს სლოვაკურს, სერბულს, ქართულსა და ფრანგულს. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.

ბერლინი მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

14-15 მაისს, გერმანიაში, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

გუტერეშმა და ერდოღანმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „საერთო მიზანი“, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე, ანტონიო გუტერეში რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდა. „ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა და დაზარალებული თემებისთვის საჭირო დახმარების მიწოდების საჭიროება“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ უფლებადამცველ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება მაშინ პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. ამავე თემაზე თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

რუსული „აეროფლოტის“ მგზავრთნაკადი 20%-ით დაეცა

რუსულ ავიაგადმზიდავ „აეროფლოტს“ მგზავრთნაკადი მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.4% -ით შეუმცირდა. ავიაკომპანიის შემადგენლობაშია კომპანია „პობედა“ და „რაკეტა“. ინფორმაცია ჯგუფის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. შიდა ხაზებით, მარტში კომპანიამ 2 მილიონი ადამიანი გადაიყვანა, რაც გასულ წელთან შედარებით 15,7%-ით ნაკლებია. საერთაშორისო ხაზებით მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი 50%-ით დაეცა და 189 ათასი შეადგინა. ყველაზე მეტად მგზავრთნაკადი (32,1%) შეუმცირდა „აეროფლოტს“, ყველაზე ნაკლებად სანქციებისგან დაზარალდა „პობედა“, რომლის მგზავრთნაკადი 7,3%-ით დაეცა. 11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ. ამ  სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები  „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ  მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე. ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია. ასევე წაიკითხეთ „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა