ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს
კარლ ჰარცელი: მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, თუმცა მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია
„ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლარიზებულ გარემოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ვფიქრობ, ამაზე უკანასკნელი სამ ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ. ვიტყოდი, რომ როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართულებით სვლის სურვილსა და ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან დგომას, ეს ერთ-ერთი ის საკითხებია, სადაც მე ვხედავ ძალიან ძლიერ საერთო ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობაში, რასაც ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე, ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით გარღვევა მოხდეს. თუმცა ვშიშობ, ეს უფრო მეტად იმედია, ვიდრე პროგნოზი ჩემი მხრიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.
„გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა
პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. „PGNiG-მა მიიღო წერილი „გაზპრომისგან“ იამალის კონტრაქტით გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე. PGNiG-მა უარი თქვა რუსული გაზის მიწოდების საფასურის გადახდაზე რუბლებში სავალდებულო კონვერტაციით, წერს „ინტერფაქსი“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. „გაზპრომ ექსპორტი“ მიწოდებას 27 აპრილს მოსკოვის დროით 9:00 საათზე შეწყვეტს. რუსული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება შეჩერდება დროზდოვიჩის, ვისოკოეს, ტეტეროვკასა და კონდრატკის მიწოდებისა და მიღების პუნქტებით, ანუ რუსული გაზის პოლონეთში შესვლის ყველა პუნქტით. PGNiG-ის თქმით, მიწოდების შეჩერება არღვევს ხელშეკრულებას და კომპანია „გადადგამს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად“. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში PGNiG-ის მიერ იმპორტირებული გაზის 53% „გაზპრომმა“ მიაწოდა. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება სანქციების დარღვევა იქნებოდა. 2019 წლის ნოემბერში PGNiG-მა აცნობა „გაზპრომს“ და „გაზპრომ ექსპორტს“, რომ არ აპირებდა გაზის შესყიდვის ხელშეკრულების განახლებას, რომელიც სრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებით. ვარშავა ელოდება, რომ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდებას, ჩაანაცვლებს Baltic Pipe გაზსადენით, რომელიც ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან პოლონეთში გადაიტანს. მისი ექსპლუატაცია 2022 წლის პირველ ოქტომბერს იგეგმება. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ასევე წაიკითხეთ პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე: ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე
„როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე. „როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა. „კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ 21 აპრილს განაცხადა, რომ სააკაშვილი გაურკვეველი ტოქსიკებით იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო. ექსპრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ამავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ადვოკატების თქმით, მისი საზღვარგარეთ გადააყვანა აუცილებელია. 22 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულეს. გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი შევიდნენ. „ზოგადად, პირველი შთაბეჭდილებაა, რომ დამძიმებულია - გამწვავებულია ძველი ჩივილები და გადასულია შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს", - განაცხადა გრიგოლიამ სატელევიზიო მედიასთან. მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ექიმის დახმარება ითხოვა.
მსოფლიო ბანკი: 2022 წელს ენერგორესურსები 50%-ით, საკვები პროდუქტები 23%-ით გაძვირდება
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის მიზეზია წარმოებასა და ვაჭრობაში შექმნილი შეფერხება, წერს Bloomberg-ი. მოსალოდნელია, რომ ენერგორესურსებზე ფასები 2022 წელს 50% -ით გაიზრდება, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მეტალებზე ფასი 20%-ით გაიზრდება 2022 წელს. „მთლიანად, ეს ყველაზე დიდი სასაქონლო შოკია, რომელიც ბოლოს 1970 წელს გამოვცადეთ“, - აცახდებს „მსოფლიო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ინდერმიტ გილი. ანგარიშის თანახმად, ომმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ინფლაცია და სუფთა ენერგიაზე გადასვლის შეფერხება, რადგან ქვეყნები ეძებენ ალტერნატიულ სავაჭრო გზებს და ზრდიან საქონლის წარმოებას. ენერგეტიკული ფასების ზრდამ და შედეგად სასუქების გაძვირებამ, შეიძლება გამოიწვიოს საკვების დეფიციტი და შეანელოს სიღარიბის შემცირების პროგრესი. ასევე წაიკითხეთ გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
გაეროს ცნობით, პუტინი აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“
გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება უკრაინა: მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს
გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა უკრაინის ომის საკითხები განიხილეს. გუტერეშმა პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ გაერო მოსკოვის ქმედებებს „უკრაინაში შეჭრად აფასებს“. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლოდროინდელი ძალადობის გამომწვევ მიზეზს იკვლევს
შეერთებული შტატები იკვლევს ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. გავრცელებული ცნობებით, 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა. 26 აპრილს, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა
დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა
რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის გაზის კომპანია Bulgargaz-ს აცნობა, რომ მიწოდებას 27 აპრილიდან შეუწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფისთვის ხდება ზომების მიღება და გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება არ დადგება. „ბულგარეთმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და გაზის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხადა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. „თუმცა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ახალი ორეტაპიანი გადახდის პროცედურა (გადახდა სპეციალური ანგარიშებით Rosbanks - ES) არ შეესაბამება მოქმედ კონტრაქტს და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ბულგარეთს,“- დასკვნა სამინისტრომ. მანამდე, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს NATO-კენ. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო „ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო რომელიმე ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდით საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ასევე არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნებას ადასტურებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საელჩოს გუნდის წევრები სამშაბათს ლვოვში გაემგზავრნენ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს.
აშშ-ის გენშტაბის უფროსმა ბირთვული ომის საფრთხეზე ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა
აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ ბირთვული ომის საფრთხეზე სერგეი ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა. „ყოველთვის, როცა ქვეყნის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს", - განაცხადა მილმა CNN-თან. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.
მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოგზაურობის შემდეგ, გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართა შეხვედრა. Reuters-ის ცნობით, 40-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა ღონისძიებას, მათ შორის ძირითადად ევროპიდან, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისრაელი, კენია და ავსტრალია. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან. „მთელ მსოფლიოში ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გადაწყვეტილების ირგვლივ, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ოსტინმა. შეხვედრის შემდეგ, ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფორუმი გაგრძელდება, როგორც ყოველთვიური „საკონტაქტო ჯგუფი“, რომელიც განიხილავს უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს. გერმანიამ პირველად გამოაცხადა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ. „გუშინ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია ხელს შეუწყობს თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდებას უკრაინაში“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ენტონი ბლიკენი: თუ უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს
"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე მეტი უკრაინელები ვიყოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს
განათლების სამინისტრო: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა, რომელსაც უკრაინულ სექტორში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლა, ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა. როგორც ხალილმა მედიისთვის კომენტარში განაცხადა, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უმოკლეს დროში უზრუნველყო. სწორედ ამ ძალისხმევის დამსახურებაა, რომ დღეს უკრაინელი ბავშვები ზოგად განათლებას იმავე კურიკულუმის მიხედვით იღებენ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. უკრაინულ სექტორში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მიხეილ ჩხენკელმა ასევე პირადად გააცნო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის. მინისტრისგან მან პირადად მიიღო ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში უკრაინელი ბავშვების ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. "UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობა ტვიტერის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა პროცესს: „ახლა უკრაინელ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა. UNHCR ულოცავს სამინისტროს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორის დაფუძნებას.“ უკრაინელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრისას კემლინ ფურლიმ აღნიშნა, რომ ნამდვილად შთამბეჭდავია ასეთ მცირე დროში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება და უკრაინელი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრისას უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის შესახებ ისაუბრა და სტუმარს პირადად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. თავის მხრივ, კაირატ აბდრახმანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ხალხის თანადგომისთვის და მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული შეხვედრისა და უკრაინელი ბავშვებისთვის შეთავაზებულ საგანმანათლებლო გარემოს შესახებ ორგანიზაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ზუსტად 2 კვირაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე 211 მოზარდი სწავლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ აქვს უფლება, გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო მისი გამოყენებით
"რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით. მსოფლიოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს კატასტროფისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ხავიერ კოლომინა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას მოუსმენენ.
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, საბძოლო მასალების საცავი იწვის
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბძოლო მასალების საცავი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის. საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის", - განაცხადა ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვიმ. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, 24 თებერვლიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი უკრაინის მხრიდან. ასევე წაიკითხეთ: რუსეთში, საბავშვო ბაღში სროლისას ბავშვები დაიღუპნენ ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო
აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ. ომის ზონაში იშვიათი ვიზიტის დროს, ამერიკის მინისტრთა კაბინეტის ორმა წამყვანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება. მათ შორის არის საქართველოც. „საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „NATO-ს მოკავშირეების დაეხმარება შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა NATO-მ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“. უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება ინვესტიციას, რომელიც გააძლიერებს „შესაძლებლობების ფართო სპექტრს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამაში შედის „არა-NATO-ს სტანდარტის იარაღის სისტემები; უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება გადავიდნენ NATO-ს გრძელი რადიუსის სისტემებზე, როგორიცაა საარტილერიო ცეცხლი; და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები“. დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრეინინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა. რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან ორი თვის თავზე, კიევში ერთდროულად ჩასულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთთან ომის მოგებაში დაეხმარება. „ის (პრეზიდენტი ზელენსკი) ფიქრობს, რომ მათ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ კი გვსურს, დავეხმაროთ მათ გამარჯვებაში“, განაცხადა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, „გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის ის რომ გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. „ჩვენ გვჯერა, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ გაიმარჯვონ თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.