ძებნის რეზულტატი:
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს
რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა გამოიწვია. ახლა შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ რუსეთთან ურთიერთობების იმ ნიშნულამდე დაბრუნება, როგორც ეს იყო აგრესიამდე. პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ ახორციელებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ორშაბათს კატოვიცეში ევროპის მე-14 ეკონომიკური კონგრესის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა არის „განსაკუთრებული დრო“, როდესაც ერები ჩარჩოებს უნდა გასცდნენ და იფიქრონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აქამდე აზრადაც არ მოსვლიათ. „გთავაზობთ უკრაინის აღდგენის გეგმას, იმედის გეგმას უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მთელი ევროკავშირისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ გეოპოლიტიკურ საფუძვლებზე“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. „დღეს მე მეშინია არა მცირე რუსეთთან სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტის, ალბათ, მალე გამოჩნდებიან ისეთები, ვინც რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების ასეთი ჯაჭვის აღდგენას მოინდომებენ“, - დაამატა მატეუშ მორეცავიმ. ამიტომ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიისთვის მტკიცე წინააღმდეგობის აუცილებლობას და ამის გაკეთებას „აქ და ახლა“. მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პუტინი თავს დაესხა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებას და შექმნა ინფლაცია, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „პუტინის ინფლაცია“ უწოდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
უკრაინის თავდაცვა: რუსეთს შავ ზღვაში 58 ფრთოსანი რაკეტა აქვს კონცენტრირებული
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა დაზვერვის მონაცემზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შავ ზღვაში 8 სარაკეტო ხომალდი იმყოფება. მისი თქმით, მტრის ხომალდები შავი და აზოვის ზღვების წყლებში განაგრძობენ საბრძოლო ტერიტორიის იზოლირებას, დაზვერვის განხორციელებასა და თავისი ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენას. „ჩვენი დაზვერვის მიხედვით, შავ ზღვაში არის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 8 გადამზიდი, საერთო ჯამში 58 ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის
რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს
მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსული მედია იუწყება, რომ ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარი აფეთქება, ან აფეთქებები, შესაძლოა უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შედეგია. თუმცა, ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით ამ დრომდე არ დასტურდება. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცავში ხანძარი მოსკოვის დროით 2:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის მასშტაბის მიუხედავად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საკითხზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
ერდოღანმა ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება. „ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ. გუშინ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. 2021 წლის 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
$43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას განიხილავს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებს. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია. სუს-ის ცნობით, უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. „ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკა 19 აპრილს გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.
SOCAR: აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას მოპოვება და აზერბაიჯანის მოთხოვნა განსაზღვრავს. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ბრიტანეთის შეფასებებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა. „ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ მცირე რაოდენობით ჯავშანტექნიკას, რომელიც აღჭურვილია საჰაერო რაკეტებისთვის გამშვები მოწყობილობებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის უშიშროება: სოლოვიოვის მკვლელობას არ ვგეგმავთ, შესაძლოა, თავისით დაიხრჩოს
უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას გამოეხმაურა. ბრალდების თანახმად, უკრაინის უშიშროების სამსახური ნეონაცისტურ დაჯგუფებას რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლის ბრძანებას აძლევდა. „პირველი - უკრაინის უშიშროება სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომელთაც რუსული აუდიტორიისთვის იგონებენ. მეორე - ვ. სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ ის არის რიგითი პროპაგანდისტი, გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებზე. მესამე - უკრაინის უშიშროების სამსახური ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, ის, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტში", – ამბობენ СБУ-ში. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური 25 აპრილს განაცხადა, რომ მათ დააკავეს ნეონაცისტური ორგანიზაციის, ნაციონალური სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები, რომლებიც სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ. მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაკავებული ნეონაცისტები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, აღიარებენ, რომ განიხილავდნენ პროპაგანდისტული მედიის, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის, დმიტრი კისილიოვისა და ამავე მედიის ინგლისურენოვანი ოფისის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მკვლელობებსაც. რუსული მედიის მტკიცებით, ნეონაცისტებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ დავალებებს СБУ-სგან იღებდნენ. ასევე წაიკითხეთ რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა ჩამოართვეს
უკრაინა: მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს
უკრაინაში, ქალაქ სტარი-კრიმთან ახლოს, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „ეს არის მესამე მასობრივი სამარხი მარიუპოლის მახლობლად", - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა
Twitter-ის მმართველი საბჭო სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა. პოტენციური გარიგება $Twitter-ის 44 მილიარდად გაყიდვას გულისხმობს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა მაშინ უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებდა. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა. „მე მინდა, Twitter-ი გავხადო უკეთესი, პროდუქტის ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია კოდის გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით. „ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ილონ მასკი. მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას.
Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა
რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, - აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად 6,5 მილიონი ტონა Urals, Siberian Light, Sokol და ESPO Blend-ის ნავთობი გამოიტანა და პოტენციურ შემსყიდველებს თანხის რუბლში გადახდის შესახებ აცნობა, თუმცა ნედლეულის რეალიზება ვერ შეძლო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ფინეთი NATO-სთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
პოლონეთმა უკრაინაში ტანკები გაგზავნა, განაცხადა ორშაბათს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, სასწრაფოდ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე ტექნიკა, რადგან რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ. „არ არსებობს ასეთი აუცილებლობა, არ არსებობს ასეთი მოთხოვნები“, - უპასუხა მორავეცკიმ კითხვას, განიხილება თუ არა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მელიამ განაცხადა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს, იცი პუტინის ტყვე არის მიხეილ სააკაშვილი და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს. ოპოზიციონერი ლიდერი თვლის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, საქართველოს ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით უზრუნველყოს. ნიკა მელიამ ბრიფინგი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვიილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართა. ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, დღეს არავის აქვს გარანტია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. შესაბამისად, „ახლა ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის“. „ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ; ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა თქვენთან შესაძლებლობა ერთხელ შეხვედრის. ძალიან კონტრვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. როდესაც მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იგი პირველივე დღიდან ჩააგდეს, როდესაც ციხეებთან უწყობდნენ აქციებს, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მასზე, ეს ყველაფერი, ქალბატონო სალომე, ხომ იცით?! თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით, თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ. არ იქნება ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, თუ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ასე შორიდან დავაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არსებობს წინაღობები, რასაც ვუმკლავდებით ამ თვეების განმავლობაში, პუტინის ტყვის მოკლე ვადაში გათავისუფლება არ აღმოჩნდა მარტივი, მაგრამ ეს გრძელდება. ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცი პუტინის ტყვე არის ის ადამიანი, ვისზეც ვსაუბრობთ და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს. იმედი მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, მხოლოდ იმედს არ ეფუძნება ჩემი მოსაზრებები, საერთაშორისო მეგობრები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დრო არ ითმენს. არავის აქვს დღეს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სავალალო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს, ან თრომბს. ახლა არის ერთობის დრო, არ არის ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო, რომ არ გავხდეთ ისტორიული უსამართლობის თანამონაწილენი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“, მისი დაუშვებლობა რუსეთის პრინციპული პოზიციაა. ამის შესახებ მან პირველ არხზე გადაცემა Big Game-ში განაცხადა. „ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ. რისკები მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები ხელოვნურადაა გაბერილი და ძალიან ბევრია ამის მსურველი, საშიშროება სერიოზულია, რეალურია, არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა
Reuters-ი: ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ
ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო
"მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა განცხადა. „უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს
ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეგახსენებთ, გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.