ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის - 1.13% ხოლო 7 დღის - 1.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 192, აჭარაში - 11, იმერეთში - 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 108 ადამიანი სახლში მკურნალობს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამასთან, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.  

პრემიერის ბრძანება ძალაშია, სპორტსმენები ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლესში ჩაირიცხებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები განისაზღვრა. ტიტულოვან სპორტსმენებს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მათ განათლების მინისტრს გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ. ამასთან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ აღნიშნულ პირს, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება. "ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი; გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია; დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედალს მოიპოვებენ

შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე

უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო. რაც შეეხება სანქციებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლიდან რიტორიკაში არის ასეთი მიდგომა, რომ თითქოს ქართველი ხალხი მხარს უჭერს, ხოლო ხელისუფლება გარკვეულწილად შეკავებულია. ამ გამიჯვნას, ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს და იყენებს უკრაინის მიმართებაში, როდესაც ხალხს მიჯნავს მისი არჩეული ხელისუფლებისგან. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და წარმოადგენს ამ ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი გამიჯვნა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, მიუღებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა

ნიკა მელია: გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ამასთან, პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერაა დაწერილი. "გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის... ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.  

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები. საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება

"თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი აცხადებს. „თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ჰიპიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის ლიზ ტრასი: არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს  

ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO

NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს Europetime-თან აჯამებს. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია და რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მტკიცეა და ურყევია. „ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული პარტნიორობა ეფუძნება ძალიან მყარ გზას და NATO დიდად აფასებს საქართველოს მრავალწლიან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ იმ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე არიან, მათ შორის არის საქართველო, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინა. საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე შეგვიძლია, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა ელჩებსაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საკითხებში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ​იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოს და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ყაზახეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად, არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე, ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდაათი წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ყაზახეთის მხრიდან ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის Kazakhstan Railways-ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

დონალდ ტრამპი: ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს

"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად. ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.  22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია  

ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.  "მოსკოვმა მყისიერად უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივას რიგ საკითხებზე მორიგი კონტაქტის დამყარების შესახებ, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი პრობლემის კატალიზატორი გახდა", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სერგეი ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება  

რუსეთში, საბავშვო ბაღში სროლისას ბავშვები დაიღუპნენ

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის საბავშვო ბაღში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მოროზოვმა განაცხადა. „საშინელი დანაშაული მოხდა. მე ვესაუბრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატთა კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ძიძა და 2016 და 2017 წლებში დაბადებული ორი ბავშვი", - წერს პოლიტიკოსი. ასევე წაიკითხეთ: ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო  

ჩინეთი ლავროვის განცხადებაზე: მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს

"მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს", - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალური და სერიოზულია. როგორც CNN  წერს, ვანგ ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს. "მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს. იმედია, მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდესა და თავშეკავებას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.      ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია  

გიორგი მარგველშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე შეთავაზება მიიღო. „100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია“, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას. კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს რომ მისი დამოკიდებულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, ის არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა. თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, რუსთავი 2-მა 26 აპრილს გაავრცელა.   

ანტონიო გუტერეში: გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის

გაერო მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.  „გაერო მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ამ მიზნით, მე გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევა გაერო, წითელი ჯვარი, რუსული და უკრაინული მხარე“, – განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება  

სერგეი ლავროვი: უკრაინაში არსებული ვითარება NATO-ს უსასრულო გაფართოების შედეგია

ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ და ამაზე ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ NATO-ს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად“,- განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება  

NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან საუბრობს. NATO-ს ოფიციალური წამომადგენელი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან. „ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამბობს NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 27 აპრილს მოუსმენენ. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მანამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ამავე თემაზე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO ექსკლუზივი: კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები  

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვილებს მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა. კანონში აღნიშნულ ცვლილებაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა. ცვლილებების თანახმად აღნიშნულ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ასევე სავალდებულო გახდა.  

პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს. „სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ოლიგარქები და რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“. სანქცირებულია ასევე ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი, რომელიც კომპანია „აზოტის“ 20%-ს ფლობს. შეზღუდვები შეეხოთ, ძირითადად ლუკაშენკოს რეჟიმთან კავშირში მყოფ პირებს. ასევე სანქცირებული იქნება ყველა პირი, ვინც „დონბასიდან პოლონეთში ქვანახშირის იმპორტს ახორციელებდა“. „ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე ტიპის სანქციებს, მათ შორისაა ქონების გაყინვა, ტენდერებში მონაწილეობა. ოლიგარქებს კი აეკრძალებათ პოლონეთში შესვლა. ეს პირველი სიაა და კიდევ გაფართოვდება“, - განაცხადა მინისტრმა. კერძოდ, პოლონეთს შეუძლია გამოიყენოს 4 სახის ღონისძიება: 4 სუბიექტისთვის დაწესებული თანხების გაყინვა, პოლონეთის ტერიტორიაზე ოლიგარქების შესვლის აკრძალვა, ასევე 25 სუბიექტისთვის დაწესებული საჯარო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ტენდერებში მონაწილეობის ჯარიმა, მიუხედავად აკრძალვისა, 20 მილიონ ზლოტამდეა. „პირველი სია უკვე გამოქვეყნდა პოლონურ ბიულეტენში. სამომავლოდ, შესაბამისი სამსახურების მიმართვები უკრაინაში რუსული აგრესიის დამფინანსებელი პირების მიმართ განიხილება უწყვეტ რეჟიმში. სანქციების სია, რა თქმა უნდა, გაფართოვდება“, - ირწმუნება კამინსკი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

მაია სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ

დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მოლდოვას ამ  ქმედებებში ჩათრევის მცდელობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", – თქვა მაია სანდუმ. მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას. მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში, ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა. ცნობისათვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო დნესტრისპირეთის ომი. დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება. ასევე წაიკითხეთ მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო

რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას. ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, - თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ ნავთობს გერმანიაში იმპორტის თითქმის მესამედი ეკავა. 1 თვის წინ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წილი 25%-მდე შეამცირეს. დღეს კი აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის წილი 12%-მდეა შემცირებული.  ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს