ძებნის რეზულტატი:
კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის ზღვაზე იმ ადგილებში არ იბანაონ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული
თბილისის მერის კალაძის თქმით, თბილისის ზღვის გარკვეულ მონაკვეთზე ამკრძალავი ბანერები უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, იმ ადგილებში არ იბანაონ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული. „ეს პროექტი დედაქალაქის მერიამ განახორციელა, რადგან სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ ადგილებში არასდროს არ იყო დაშვებული ბანაობა. შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას მაქსიმალურად მოვუწოდოთ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული, იქ არ იბანაონ“, -განაცხადა კალაძემ.
ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას
გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.
ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.
ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია. „ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.
ბერდია სიჭინავა: ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული ორი წევრი პარტიიდან გაირიცხა
პარტია “საქართველოსთვის” გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას. „დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა: ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“, რომელთაგან ერთს - ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მეორეს - მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც "ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, მმართველი პარტია მიზანმიმართულ ბრძოლას აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის" წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით. “მაშინ, როდესაც „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის - ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები, როგორიცაა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია! ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის! ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი! ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ! „ოცნების“ ეს ქმედებები ვერ გახდება ჩვენთვის დაბრკოლება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ტაივანმა ჩინეთის შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ უარყო
ტაივანის ხელისუფლებამ უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს. ნენსი პელოსი: აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლაციის უფლებას ვერ მისცემს „ტაივანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ იდეას. მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ განაცხადა. ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ საფუძველზე, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებული „თეთრი წიგნი“ შეიცავდა. სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანისა და ჩინეთის შეერთება „გარდაუვალია“ და პეკინი საკითხის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრას არ გამორიცხავს. ტაივანის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კუნძულს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი ეწვია. შედეგად, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო და სანქციები დააანონსა. მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ ჰონგკონგში მოქმედებს, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში 1997 წელს შევიდა.
თურქეთსა და სომხეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს - მედია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაძლოა, სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი გადაწყდეს. ამის შესახებ თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა Anadolu-ს განუცხადა, რომ სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული მისი თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში $230 მილიონს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, საქართველოს გავლით წელიწადში პროდუქციით დატვირთული 15 ათასი სატვირთო გადაადგილდება. „თურქეთის შეფასებით, სომხეთთან ვაჭრობის ამჟამინდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, მაგრამ სინამდვილეში საუბარია მრავალმილიონიანი ქვეყნის (სომხეთის) ბაზარზე. თუ მხარეები შეძლებენ საკმარისი მოქნილობის უზრუნველყოფას და ურთიერთობების პოზიტიურ წერტილამდე მიყვანას, მაშინ ვითარება როგორც თურქეთის, ასევე სომხეთის ინტერესების მიხედვით შეიცვლება“, - დარწმუნებულია წყარო. თურქული მედიის წყარომ ხაზი გაუსვა, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ნდობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ეტაპობრივი წინსვლისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. „დღევანდელი ვითარება არ ამართლებს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში არსებულ მოლოდინს. უფრო პოზიტიური სურათის ფორმირებისთვის საჭიროა ნაბიჯები“.
დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან
26 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინას $1,55 მილიარდზე მეტი ოდენობით დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენში მოკავშირე ქვეყნების მინისტრებს უმასპინძლა. „გაერთიანებული სამეფო იარაღის გაზრდილი წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდს აყალიბებს - განაცხადა დანიელმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, როელიც თავის ბრიტანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართა. „მიხარია, რომ ყველას გვაქვს საერთო აზრი, რომ დაღლილობის დრო არ არის, ეს მარათონია. მარათონისთვის ენერგიაა საჭირო და გულწრფელად რომ გითხრათ, მთავარი ენერგია ამ შემთხვევაში ფულია. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენ გვჭირდება დაფინანსება და გამოთქვეს მზადყოფნა ფინანსურად დაგვეხმარონ“, - განაცხადა თავის მხრივ, ოლექსი რეზნიკოვმა.
უკრაინა ბელორუსის სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს
ბელორუსის სამხედრო აეროდრომზე, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ზიაბროვკაში მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უკრაინა არ ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა. „მართლაც იყო აფეთქებები ზიაბროვკას აეროდრომზე. წინა დღეს, მსგავსი აფეთქებები მოხდა საკის აეროდრომზე. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, თითოეულ ქვედანაყოფს ექნებოდა მიზანი, დაემატებინა ერთი ვარსკვლავი ჩამოგდებისთვის, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ფაქტები, რომლებზეც კომენტარს აკეთებენ ბელორუსის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები“, - განაცხადა ჰრომოვმა. ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ჰომიელის რეგიონში, პრიბიტკის (ზიაბროვკა) სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უარყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ბაზაზე სატესტო გაშვებისას ტექნიკის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. სამშაბათს, ჰომიელის აეროპორტში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-76 თვითმფრინავი დაეშვა. აღინიშნა, რომ თვითმფრინავმა აეროპორტი საათნახევრის შემდეგ დატოვა.ამასთან, მედია არ გამორიცხავს, რომ რაკეტების ტრანსპორტირება ხდება ზიაბროვკას აეროპორტში, სადაც კონცენტრირებულნი არია რუსეთის ფედერაციის ძალები. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი ზიაბროვკა ჩრდილოეთ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში (18 მილი) მდებარეობს. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში უკვე აგვისტოში, უკრაიინა იუწყება, რომ ბელორუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი, ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამასთან, ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა. ერთობლივი ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების პირველი ეტაპი 11 აგვისტოსთვის დაიგეგმა. „ამ ქვეყნის [ბელორუსის] ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა.
შოლცის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა
ოქტომბერში გერმანია უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თანახმად, კანცლერი შოლცი გეგმავს, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უმასპინძლოს ღონისძიებას, რათა განსაზღვროს გზა უკრაინის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის აღსადგენად. თავის მხრივ, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმას გადააჭარბებს. გერმანიის ლიდერმა განმარტა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარა. დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან „ზარალი დრამატულია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს იქნება დიდი ამოცანა, რომელსაც მცირე კავშირი აქვს მარშალის გეგმასთან“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, შოლცი დაჰპირდა შემდგომ ფინანსურ დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, რადგან გერმანია ცდილობს, გაუმკლავდეს ენერგორესურსების მზარდ ფასებს, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
„მაკდონალდსი“ უკრაინაში ხელახლა გაიხსნება
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომი გრძელდება, „მაკდონალდსმა“ (MCD.N) განაცხადა, რომ უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რესტორნებს გახსნის. მსოფლიოს უდიდესმა ქსელმა თავისი რესტორნები მარტში დახურა. „მაკდონალდსს“ უკრაინაში 109 რესტორანი ჰქონდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რამდენის გახსნას აპირებს. გადაწყვეტილება უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ვრცელი კონსულტაციებისა და დისკუსიის შემდეგ მივიღეთ, - განაცხადა პოლ პომროიმ, მაკდონალდსის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელმა.
ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახვისთვის ყაზახეთში კაცი დააკავეს
ყაზახეთის ყარაგანდის ოლქის ქალაქ სარანში სასამართლომ შვიდი დღით დააკავა ადგილობრივი მცხოვრები, რადგან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ობელისკთან მდებარე ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახა. სასამართლოს ცნობით, 54 წლის კაცს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილით („წვრილმანი ხულიგნობა“) წაუყენეს. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში Z სიმბოლოთი ტანკის ფოტო გამოჩნდა, მომხმარებლებმა დამრღვევის პოვნა და დასჯა მოითხოვეს. იმავე დღეს სარანში მცხოვრები დააკავეს. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, Z სიმბოლოს დემონსტრირება ოფიციალურად არ არის აკრძალული ყაზახეთში, თუმცა, რიგ ქალაქებში ასეთი სტიკერებით მანქანების მფლობელები ადმინისტრაციული წესით, მანქანების მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს
ხუთშაბათს, 11 აგვისიტოს, ნაშუადღევს, რუსმა მესაზღვრეებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს Zaporizhka AES-ს და ატომური ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას. ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია Energoatom-ი Telegram-ზე იტყობინება. წერს უკრაინული Unian-ი „მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „ენერგოატომის“ ელექტოსადგურის რადიაციის დონე ნორმაშია. ამასთან, უარყოფენ ინფორმაციას თანამშრომელთა ევაკუაციის შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები დაარღვია. გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
სუს-ი განცხადებას ავრცელებს
ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თ.ქ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებზე იუწყება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე მიუთითებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ი.ლ. რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა. აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის, ბ. გ.-ის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ი.ლ-მ იმავე დღეს გადასცა თ.ქ.-ს, 200 ლარი - ბ.გ.-ს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა. თ.ქ.-ს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე“, - აცხადებს სუს-ი.
ვარკეთილში კორპუსიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის განმარტებით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო. ამასთან, აცხადებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ მცხოვრებლები გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილიც ჩამოინგრა. განახლება 23:00:00 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, ვიდრე შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.
აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს
აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ატომური სადგურის სიახლოვეს ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლობაა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს. გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შენიშნეს - CNN
რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ორ დღეში ორჯერ შევიდა ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა. რუსეთის დუმის სპიკერი: აშშ-მ სჯობს, ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს CNN-ის ცნობით, მსგავსი ფაქტი მიმდინარე კვირაში სამჯერ დაფიქსირდა. „ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ რეაგირების რამდენიმე ვარიანტი ჩრდილოეთ ამერიკისა და არქტიკის სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნულია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა (ADIZ) არის სივრცე ქვეყნის ტერიტორიისა და ეროვნული საჰაერო სივრცის მიღმა, სადაც უცხო ქვეყნის თვითმფრინავების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კონტროლი ხდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ
უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბჰმა კაიროში არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიისას მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვა მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას შეუძლებელს გახდის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუბჰი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად 12 ივლისს დანიშნა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომზე: იწყება რუსეთის დამარცხება ბევრი მიმართულებით
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ოპერაცია ბევრი მიმართულებით ჩაუვარდება. მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს უკრაინაში, ხოლო დასავლეთი აგრძელებს კიევის მხარდაჭერას. „იწყება რუსეთის დამარცხება ბევრი მიმართულებით. მათ აქამდე ვერ მოახერხეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ოკუპაციის მიზანს მიაღწევენ“, - აღნიშნა უოლესმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გააორმაგებს მაღალი სიზუსტის M270 MLR სისტემების რაოდენობას და მიაწვდის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, რომელსაც სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე შეუძლია. უოლესმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ შექმნილ ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს თანხის მოძიებას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ, დანიამ და სხვა ქვეყნებმა უკვე შეიტანეს წვლილი ამაში. უკვე მოზიდული თანხა კი, დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 350 მილიონი ევრო ფონდში ბრიტანეთიდან შევიდა. დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან