ძებნის რეზულტატი:

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, 62 ადამიანი იმყოფებოდა

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის გაუჩინარებული ბოინგის ბორტზე სავარაუდოდ 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 62 მგზავრს შორის 10 ბავშვი იყო. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა ბუდი კარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 ეკიპაჟი. კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბორტზე 56 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟი იყო. ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.

კამერუნში ტერორისტულ თავდასხმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ კამერუნში, ერთ დღეში მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ Anadolu ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. თავდასხმები მოხდა მაიო-სანაგას განყოფილებაში, ჩრდილოეთით და დასავლეთ კამერუნში. მთავრობამ "მკაცრად" დაგმო თავდასხმები და გამოძიება უკვე დაიწყო. კამერუნის კომუნიკაციების მინისტრის განცხადებით, ამ თავდასხმაში ოთხი ჯარისკაცი და ჟურნალისტი მოკლეს.

მედია: აშშ–ში დეკემბერში 140 000 სამუშო ადგილი გაუქმდა, ყველა გათავისუფლებული ქალია

აშშ–ში დეკემბერში 140 000 სამუშო ადგილი გაუქმდა, ყველა გათავისუფლებული ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ისტორიაში პირველად, 3 თვის განმავლობაში აშშ–ში მცხოვრები უფრო მეტი ქალი იყო დასაქმებული ვიდრე კაცი – მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ 2009–2010 წლებში მოკლე პერიოდის განმვლობაში დაფიქსირდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გენდერული კუთხით კიდევ ბევრი სხვა პრობლემა იყო.ნახავერგანაკვეთზე უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე მამაკაცი, რადაგანაც ქალები პასუხისმგებლები არიან სახლის საქმეებზეც. ამასთან ქალები 81 ცენტს გამოიმუშავებენ საშუალოდ, როცა მამაკაცები მსგავსი სამუშაოსთვის 1 დოლარს იღებენ. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა სტატისტიკამ, რომლის მიხედვითაც დეკემბერში დამსაქმებლებმა აშშ–ში 140 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აღდგენა, რომელიც პანდემიითაა გამოწვეული, ჯერ ისევ შორსაა და უკან უკან მიდის. გამოცემა წერს, რომ ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად, გაირკვა, რომ პრაქტიკულად ყველა სამუშაო ადგილი – 156 ათასი – ქალებმა დაკარგეს, როცა მამაკაცებმა 16 ათასი სამუშაო ადგილი იშოვეს. ზოგად სტატსიტიკასაც თუ ჩავხედავთ, 2020–ში უფრო მეტმა ქალმა დაკარგა სამსახური – 5.4 მილიონი– ვიდრე მამაკაცმა – 4.4 მილიონი სამუშაო ადგილი.

საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო.

საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას Trend.az ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში დაიწყო ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი მილსადენებით გაატარა ევროპულ ბაზარზე . თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტრანს-ადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის 6 კერაა

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის 6 კერაა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტირინგს. ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ქვეყნის მასშტაბით ამდროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალმა ელისაბედ მეორემ და ედინბურგის ჰერცოგმა ფილიპმა Covid-19 ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამეფო წყაროს თქმით, ვაქცინაცია ჩატარდა შაბათს, უინძორების სასახლეში. მისივე თქმით, სამომავლოდ სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, დედოფალმა გადაწყვიტა, მისთვის ვაქცინის გაკეთების შესახებ, ყველამ გაოგოს. 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით იმ 1.5 მილიონ ადამიანს შორის არიან, რომლებსაც ამ დროისთვის კოვიდის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული. დიდ ბრიტანეთში 80 წელს გადაცილებული ადამიანები იმ პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის არიან, რომლებსაც პირველად უტარდებათ ვაქცინა.

მეხიკოს მეტროს შტაბბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის დედალქალაქის მეტროს შტაბბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ოფიციალურმა წარმომადგენლება განაცხადეს, ხანძარი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა. მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან კვამლი გამოდიოდა. ძლიერმა დაკვამლიანებამ მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე მსუბუქად დაშავდა. დედაქალაქის მეტროს ექვსი ხაზი, ხანძრის გამო, გათიშული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ხაზების გაუმართაობის შედედაგ გაჩნდა. დედაქალაქის მერმა კლაუდია შეინბაუმმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ცეცლი გამთენიისას" პრაქტიკულად ჩააქერეს". მისი თქმით, პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ, ცეცხლში ჩავარდა, გარდაიცვალა. 30 ადამიანი კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ძირითადად, კვამლის ინჰალაციის გამო.

შსს-მ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოვლინდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 565 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარსელში კომენდანტის საათი გამკაცრდა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, Covid-19-ის შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, კომენდანტის საათი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. მარსელი შეუერთდება საფრანგეთის ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სტრასბურგი და დიჟონი, და კომენდატის საათი 20:00 საათის მაგივრად 18:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის პარიზში კომენდანტის საათები არ შეცვლილა, ის 20:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება. თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უფრო მკაცრი წესების შემოღებას, თუ COVID-19 სიტუაცია საფრანგეთში გაუარესდება.

რომის პაპი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს

რომის პაპი Covi-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რომის პაპმა ფრენცისკემ განაცხადა, რომ უკვე დადგეგმილია და Covid-19-ის საწონააღმდეგო ვაქცინას ის მომდევნო კვირაში გაიკეთებს. როგორც პაპმა აღნიშნა, ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია. მან ყველას მოუწოდა გაიკთეონ ვაქცინა დაეცვან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების სიცოცხლეც. „მომავალ კვირას ვატიკანში ვაქცინაციას დავიწყებთ. ვაქცინას მეც გავიკეთებ, რადგანაც ასეა საჭირო,“-განაცხადა პაპმა.

საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია

დღეს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს. გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 143 ადამიანს დაუდასტურდა, 617 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 143 ადამიანს დაუდასტურდა, 617 გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ტესტი 11 155 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6758, PCR ტესტით - 4397. საქართველოში, სულ კორონავირუსის 239 229 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 225 335.

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 239 229 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 225 335-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 773 მოქალაქე. ბოლო 24 საათში ტესტი 11 155 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6758, PCR ტესტით - 4397. გამოჯანმრთელდა 617 კოვიდინფიცირებული.

ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 773 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 877 ფაქტი. 773 მოქალაქე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს. 104 —21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ეს არ არის პირველი ტესტირება. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში ერთხელ და „პისიარ“ ტესტი პერიოდულად კეთდება, პირველი არ არის. ინტერესი ალბათ იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის კოვიდინფიცირება. ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესი და უნეტარესის პასუხიც არის უარყოფითი. ასე რომ, ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში არის მხოლოდ ქალბატონი შორენა. ზოგადად, ვინც საპატრიარქოში ცხოვრობს, თუ მუშაობს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. .

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ჰააგის მოსამართლე აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა

აშშ-ს მთავრობამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორ ფატუ ბენსუდას და კიდევ ერთ უფროს პროკურორს. ფატუ ბენსუდაზე სანქციების დაწესების განკარგულება, ამერიკის მთავრობამ, დონალდ ტრამპის მეთაურობით გადაწყვიტა, მოსამართლეს კორუფციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ. ბენსუდაზე სანქციების დაწესებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი- მაიკ პომეო, Twitter-ზე გამოეხმაურა, მან საერთაშორისო სასამართლო კორუფციასა და უკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300ზე მეტი, სხვა და სხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშვები. ხანძარის კერები,დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლი დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას. ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის.

საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს

საქართველოში იმ 500 პაციენტს გამოიკვლევენ, რომლებსაც კოვიდინფექცია გაუხანგრძლივდათ, ან Covid19-მა სიმპტომები დაუტოვა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის გადატანის შემდგომ დარჩენილ, ან განვითარებულ სიმპტომებზე, Europetime-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ინფექციონისტის განმარტებით, ამ კვლევის შედეგად შეძლებენ ზუსტი რეკომენდაციებს გამოქვეყნებას, თუ რა სიმპტომებია მოსალოდნელი პოსკოვიდურებში, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები და რა სახის მკურნალობა უნდა დანიშნონ ექიმებმა. „კვლევის ჩატარების შესახებ პირველად ვამბობ თქვენთან ინტერვიუში. ჩვენი ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, პირველივე დღიდან წამყავნი დაწესებულებაა კოვიდთან ბრძოლაში და ამ მიმართულებით მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ამიტომ სპეციალური კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ. რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ახლა შეგვიძლია მსგავსი კვლევის ჩატარება. რაში გამოიხატება ეს კვლევა. ჯერ ბოლომდე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ჩვენ გამოვიკვლევთ დაახლოებით ხუთას პაციენტს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და იყვნენ ჰოსპიტალიზებულები. იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფია შესასწავლი, რადგან ეს დაავადება, მათ უფრო რთულად ჰქონდათ ვირუსი და პოსტკოვიდური სინდრომის განვითარება მათში მეტად არის მოსალოდნელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმებით გადატანის შედეგად უსიმპტომოებსაც დროდადრო რჩებათ შემდგომი სიმპტომები. 500 პაციენტი სპეციალური პროტოკოლით იქნება შესწავლილი. ჯერ დადგინდება, ამ ხუთასიდან რამდენს განუვითარდა ე.წ გახანგრძლივებული კოვიდი ან პოსტკოვიდური სინდრომი და რა ჩივილები დარჩათ მათ. ზუსტად დავთვლით, რა ჩივილი დარჩათ", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-ს. მისივე თქმით, კვლევისთვის შერჩეულ პაციენტებს, სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ მთელი რიგი გამოკვლევა. სისიხლის ანალიზი შემდედებელი სისტემის ანალიზი, კუაგულოგრამა, D დიმერი, ელექტრო კარდიოგრაფია, ეხოკარდიოგრაფია , კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ საჭირო გახდა, თავის ტვინის რადიოლოგიური გამოკვლევა. „ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა. კოვიდის მთავარი სამიზნე მაინც ფილტვებია, რათა დადგინდეს ფილტვების დაზიანება დარჩა თუ არა. ასევე - თუ დარჩა, რა სახის პრობლემას უქმნის ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ ამ გამოკვლევას ჩავატარებთ და დავდებთ ზუსტ რეკომენდაციებს, თუ რა არის მოსალოდნელი პოსკოვიდურებში და როგორ უნდა მოიქცნენ ეს პაციენტები. ამის შემდეგ უკვე მკაფიოდ ეცოდინებათ ექიმსაც და პაციენტსაც რა შემთხვევაში, როგორ მოიქცნენ”, - აღნიშნავს ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ტერმინები გახანგრძლივებული კოვიდი, ან პოსტკოვიდური სინდრომი., ჯერ ოფიციალურად არ არის დამკვიდრებული, როგორც სამეცნიერო ტერმინოლოგია. „გახანგრძლივებულ კოვიდზე ვლაპარაკობთ მაშინ, როდესაც კოვიდის დამთავრების შემდეგ მაშინვე უგრძელდება პაციენტს სიმპტომები და ზოგჯერ კარგა ხანს უხანგრძლივდება. ხოლო, თუ კოვიდის გადატანის შემდეგ იყო გარკვეული ნათელი პერიოდი, არაფერი აწუხებდა და სამი კვირის შემდეგ განუვითარდა სიმპტომები, მაშინ ვარქმევთ პოსტკოვიდურ სინდრომს. ეს სახელწოდებები ვიმეორებ ჯერ ოფიციალურად მინიჭებული არ არის. ძალიან ხშირად კოვიდგადატანილი პაციენტები აღნიშნავენ ამა თუ იმ სიმპტომებს, ნიშნებს და ზოგჯერ ნაკლებად სერიოზულს, ზოგჯერ სერიოზულს. ეს არ ეხებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებმაც სახლში გადაიტანეს ეს ინფექცია. შემდეგ რაღაც ნიშნები აწუხებთ. ეს თანაბრად ეხებათ მათ, ვინც სახლში გადაიტანა და ასევე მათ, ვინც ჰოსპიტალში მკურნალობდა. ყველა პაციენტს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს გარკვეული ჩივილები და სიმპტომატიკა”, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. (ინტერვიუს სრული ვერსია Europetime.eu-ზე მოგვიანებით გამოქვეყნდება) რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს და ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება, მწარმოებელ ქვეყნებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, Twitter-ის აქციების ფასმა რამდენიმე საათში თითქმის 4%-ით იკლო

Twitter– ის აქციები პარასკევს, ღამით სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ, თითქმის 4% –ით დაეცა მას შემდეგ, რაც პლატფორმამ სამუდამოდ დაბლოკა დონალდ ტრამპის ანგარიში- „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო “, ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. კომპანიის აქციებზე ფასის დავარდნის შემდეგ, საქმიანი ქაღალდები 49,54 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, მას შემდეგ, რაც მისმა ფასმა 3.77%-ით მოიკლო. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში ოთხშაბათს დაიბლოკა, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მოვლენების დასტაბილურების შემდეგ, Twitter-მა ხელახლა გააქტიურა ტრამპის პირადი ანგარიში,ბლოკის მოხსნის შემდეგ,პრეზიდენტმა რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა პლატფორმაზე, სადაც წერდა, რომ მისი მხარდამჭერების „ხმას მკაფიოდ მოისმენდა ყველა, მომავალში“ და ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას. გააუქტიურებიდან მალევე, პრეზიდენტის ანგარიში ისევ დაიბლოკა, ამჟამად სამუდამოდ. კომპანიიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის „ პუბლიკაციები არღვევს ძალადობის პოლიტიკის წესებს,ამიტომ @realDonaldTrump-ის ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა დაიბლოკოს სამუდამოდ“. პრეზიდენტს Twitter- ზე 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.