ძებნის რეზულტატი:

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი

"ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი". ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. მდინარაძის თქით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. „ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის მასზე, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ დემოკრატიის და მისი ხარისხის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, და ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალების დროს, ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიზინა ივანიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკაც ხელოვნური იყო, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. მისი თქმით, ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი,პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. „გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, – გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა.. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი“,- აღნიშნულია გამოქვეყნებულ წერილში. ბიძინა ივანიშვილი: დღეს ბიზნესი თავისუფალია და მისი წარმომადგენლები აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ანრი ოხანაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს

"ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი - იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე და უარს ამბობ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც ეკავა მას", -ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიისა და თავმჯდომარეობის დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც ანრი ოხანაშვილის აცხადებს, ყველა კითხვას პასუხი ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში გასცა. „ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელიც ისმება, თუ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში და ასევე ის, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის მიზანი. არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული ლიდერის მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს ჰქონდათ. ყველა კითხვაზე პასუხი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არის გაცემული. ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს საზოგადოება ეტაპობრივად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა", - განაცხადა ოხანაშვილმა. ოხანაშვილის თქმით, იყო თუ არა სწორი დრო შერჩეული ივანიშვილის მიერ პარტიის დასატოვებლად, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. „წერილში დასმული საკითხები და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები მიუთითებს იმაზე თუ რა დროს ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება, როდის იყო საჭირო. საკითხი არის პერსონალური და ისეთი საკითხი, რომელსაც ყველა იღებს თვითონ. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და საზრუნავი იყო ხალხისა და ქვეყნის მსახურება, რასაც ის დიდი ძალისხმევით ეწეოდა და ახორციელებდა. ყველა მომსწრე ხართ მისი უპრეცედენტო საქველმოქმედო საქმეების. მან შექმნა დემოკრატიის განვითარების ძალიან მყარი ფუნდამენტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და შექმნის. ეს არის წარმოუდგენელი რამ როცა ხარ ხელისუფლებაში და გაქვს მორალური სტანდარტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დატოვო კონკრეტული თანამდებობა. არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. ეს არის მორალურობის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი"- განაცხადა ოხანაშვილმა. ჟურნალისტების კითხვას ვინ იქნება პარტიის მომდევნო თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს და შესაბამისად, საზოგადოებაც გაიგებს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

პროკურატურა: ექსპერტიზის დასკვნით,  გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ". - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. "კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებული ჯებირზე შეჯახებით მიიღო.სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა,რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს. კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ." - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან მიმდიანრე აქციაზე, პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის კანონპროექტის გაფართოებას ითხოვენ

პარლამენტის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე მყოფო პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციის წარმოამდგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, ამნისტია შედარებით მძიმე დანაშაულსაც შეეხოს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სრულიად შესაძლებელი იყო ამნისტიის კანინპროექტი უფრო ფართოდ განევრცოთ და კანონპროექტში შედარებით მძიმე დანაშაულების ამნისტიაც გაეთვალისწინებინათ. „საუბარია პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზეც. ეს იყო არასამთავრობო სექტორის და მათ შორის, სასულიერო პირების მოთხოვნაც, თუმცა საბოლოო პროექტში არ აისახა. ეს არ არის ამნისტია, ამნისტია იქნება თუ გააფართოებენ, ჩაანაცვლებენ, მოხსნიან ნასამართლეობას, თუ მისცემენ ყველა პატიმარს ¼-ს, რადგან ძალიან დავიღალეთ, მაისიდან მოყოლებული სულ ასე ვართ და ასე გვტანჯავენ," – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ქეთევან მისაბაშვილი. აქციაზე მყოფი პარტია "ლელოს" წევრის ლანა გალდავას განცხადებით, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი არა მთლიანად მსჯავრდებულებზე, არამედ კონკრეტულ პირებზეა მორგებული. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა.

ჩინეთმა ახალი კანონი წარადგინა, ტრამპის სანქციებთან დასაპირისპირებლად

ჩინეთი უპირისპირდება აშშ-ის სანქციების მოზღვავებას, ახალი წესების შემოღებით, რომლებიც იცავს მის ფირმებს უცხოური ”უსაფუძვლო” კანონებისგან. წერს BBC. ცვლილებები ჩინეთის სასამართლოს საშუალებას აძლევს დაისაჯოს კომპანიები, რომლებიც დაემორჩილება ასეთ შეზღუდვებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სანქციები უპირისპირდება იმ კომპანიებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. შაბათს, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ შემოიღო კანონი, რომელის უპირისპირდება უცხოური კანონების „უსამართლო ექსტერიტორიულ განცხადებებს“. „იურიდიულ პირებს, რომლებსაც ზიანი მიაყენეს უცხოური კანონმდებლობის გამოყენებამ, შეუძლიათ სასამართლოში დაიწყოს სამართლებრივი ჩივილი და მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება“- ნათქვამია განცხადებაში. BBC- ს ნიკოლას ტერნერმა,Steptoe & Johnson- ის იურისტმა,განუცხადა: „ დასაზუსტებელია ერთი რამ: ეს ბრძანება უპირისპირდება ჩინეთის წინააღმდეგ თუ მესამე ქვეყნის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს, როგორიცაა ირანი ან რუსეთი, რომელიც მავნე გავლენას ახდენს ჩინურ კომპანიებზე.“ სამი ძირითადი ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციები, რომლებიც წარმოდგენილია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE), სავარაუდოდ, დაეცემა მათი სამხედრო ძალების სავარაუდო კავშირების საფუძველზე. NYSE მოხსნის China Mobile- ს, China Telecom- ს და China Unicom- ს ჰონკონგს, ტრამპის მიერ ნოემბერში ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გრძელდება

"გამომდინარე იქიდან რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ შეზღუდვების დღევანდელ რეჟიმს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე. "გამომდინარე იქიდან, რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, როგორც ამას ვხედავთ ევროპაშიც, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ შეზღუდვების დღევანდე რეჟიმს. რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს. თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ იგივე არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს არის ორი ძალიან სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ ჩვენ ახლა გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და შევძლოთ თებერვლიდან შემსუბუქება რეალისტური იყოს. პირველი თებრვლიდან რა რეჟიმიც ამუშავდება, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ დარჩენილ ორ-სამ კვირაში. ვაჭრობის სფერომ დაამტკიცა, რომ მათ კარგად შეუძლიათ დაიცვან წესები, თუმცა კიდევ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, მეტი კონკრეტიკა ამ დღეებში გამოიკვეთება."- განაცხადა ნათია თურნავამ.

აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა ოჩამჩირის რაიონში გაჩნდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალია და ვითარება მართვადი და კონტროლირებადია. ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელების არეალი ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერები გასული წლის დეკემბრის შემდეგ გავრცელდა და განსაკუთრებით გალისა და გაგრის რაიონები დააზარალა. აფხაზეთში რამდენიმე მუციპალიეტის ტყეების ხანძარი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. კვირების განმავლობაში რესპუბლიკის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ხანძარს ებრძოდა თითქმის ყველა რეგიონში. მათი თქმით ხანძრის ჩასაქრობად ხანძარსაწინააღდეგო ტექნიკა არ ჰყოფნიდათ ამიტომ წვიმის მოსვლას ელოდნენ. ქართულმა მხარემ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება რამდენჯერმე ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი განცხადა. ცეცხლთან რამდენიმე კვირიან ბრძოლაში, ხანძრის ზოგიერთ კერაზე დაიწვა საცხოვრებელი სახლებიც.

გოჩა ლორთქიფანიძე: ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა

"მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა" , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცით, რომ პენიტენციურ სისტემაში კოროანვირუსის გავრცელების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შრის გეგუთთან დაკავშირებით. „გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და რამაც შესაძლებელია განსაკუთრებით პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირება პენიტენციურ სისტემაში ამ წუთებშიც გრძლედება. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

ომბუდსმენი: მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს ნებისმიერი ანტისემიტური განცხადება

ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ. აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ამავე ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურ. ნინო ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს. „ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს თავდაპირველად მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაშისახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული. ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღეა, რომელსაც, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად აღნიშნავს 2013 წლიდან“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა. „ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის. „აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი. ისრაელის ელჩი: დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ანტისემიტიზმის აღმოცენებას დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში

BBC: დემოკრატებმა ულტიმატუმი წაუყენეს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, რომ ტრამპი  თეთრ სახლს ჩამოაშორონ

აშშ-ს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააძლიერა ზეწოლა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, რათა დონალდ ტრამპი ჩამოაშორონ თეთრი სახლს, ტრამპის როლის გამო, რომელიც მან ითამაში კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების შტურმის დროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანონმდებლობისგან ელიან დადგენილების მიღებას, რომლის მიხედვითაც პენსი მოითხოვს 25-ე შესწორების გამოყენებას,რომლის საფუძველზეც ჩაითვლება, რომ დონალდ ტრამპს "არ შეუძლია" მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. როგორც ცნობილია,ვიცე-პრზიდენტი პენსი, ამ იდეის წინააღმდეგია. იმ შემთხვევაში, თუ მაიკ პენსი უარს იტყვის შესწორების გამოყენებაზე, მაშინ დემოკრატი ლიდერები მიიღებენ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას. რესპუბლიკელი პრეზიდენტი, დემოკრატებმა და რესპუბლიკელების მზარდმა რაოდენობამ დაადანაშაულეს არეულობაში მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა მხარდამჭერებს კაპიტოლიუმში შეჭრისკენ, მოწოდების ფონზე მან, გაიმეორა დაუსაბუთებელი ბრალდებები ხმების გაყალბების შესახებ. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კაპიტოლის პოლიციის თანამშრომელი. ტრამპს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო განცხადებები, მას შემდეგ, რაც მისი პირადი ანგარიში სოციალური ქსელებიდან დაბლოკეს. სოც ქსელებში დაბლოკვის შემდეგ ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს. რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მორიგ ტრიუკს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავას განცხადებით, ერთპარტიულ პარლამენტს ისედაც ლეგიტამაციის პრობლემები აქვს და ბიძინა იავნიშვილის თუნდაც მოჩვენებითი ან რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისი ლეგიტიმაციის პრობლემა 10-ჯერ და 100-ჯერ კიდევ უფრო მწვავედ დგება. „შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. ივანიშვილმა გაგწირათ და მოგატყუათ, დატოვა ერთპარტიული პარლამენტი. ვინც, ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ, ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე და ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა, ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იქნება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება“, - განაცხადა უგულავამ. „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. მისი თქმით, „ქართული ოცნება” არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან არ არსებობს. “კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. ახლაცმორიგი ტრიუკი გაითამაშა. „გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე”, - აცხადებს რომან გოცირიძე. "რეალურად ეს განცხადება პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონა-კრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მომდინარეობს „ქართულ ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა, გაქცევას უფრო ჰგავს", - ასე აფასებს სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი" სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის გადაწყვეტლებას. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ის ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას დატოვებს, თუმცა ბევრად უფრო ღარიბსა და უპერსპექტივოს, ვიდრე 2012 წელს ჩაიბარა. "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლა გადაწყვიტა წასვლა. "თუმცა ბიძინა ივანიშვილი ადრეც წასულა, თუმცა რეალურად ის პოლიტიკას არ ჩამოშორებულა. ის მთავარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად იღებდა. ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" რა უხარია არ ვიცი და რატომ არიან იმ გონორზე, რა გონორზეც იყვნენ დღეს. "ქართული ოცნების" სიმხნევიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს წასვლაც არ არის ნამდვილი თავისი შინაარსით. ჩამოიშლება პარტია, ჩემი აზრით. ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, მე ამას ესე ვუყურებ, სხვა შემთხვევაში, ძალიან გაუგებარია ის უფლებამოსილებები რომლებიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ვისზე ნაწილდება?“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კობახიძე : იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა

„საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში“- აცხადებს კობახიძე, ქართული ოცნების ბრიფინგზე. კომისიაში მონაწილებისთვის, მმართველი პარტია აპირებს მოიწვიოს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. კობახიძემ ისაუბრა, საარჩევნო რეფორმაზე, მისი თქმით, ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა. „პირველ რიგში ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დაგეგმას. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა,რაც გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას, არჩევნების შედეგების გადათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30წლიან პრობლემას.“- აცხადებს კობახიძე. „ჩვენ ვერ დაველოდებით როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ვთხოვ ცესკოს,დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა, ოქტომრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე. რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს.“- ამბობს კობახიძე ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციას ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში.

თამარ გაბუნია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები გახსნის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია

"გამოცდილება მიუთითებს იმას და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, მათ შორის სკოლები არის მაღალი რიკის მატარებელი. " - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე. მისი თქმით, ქვეყანა უნდა ჩამოსცდეს გავრცელების 5%-იან ნიშნულს, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს. „მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად არის, იმ ნიშნულს და ზღვარს, მაგალითად, 5%-ს უნდა ჩამოვცდეთ, რომელზეც ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ჩვეული საქმიანობა აღადგინოს, ხოლო 5%-ს რომ მიაღწევს ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები. ჩვენ ზოგიერთ რეგიონში ახლოს ვართ 5%-თან. აქ მნიშვნელობა აქვს ტესტირების რაოდენობასაც და იმასაც, თუ რამდენად ფართოდ ხდება მოცვა. ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის საკმარისად მნიშვნბელოვანი აქტივობები ჩასატარებელი განსაკუთრეით ტესტირების და ფარული შემთხვევების გამოვლენის კუთხით მისთვის, რომ ჩვენ გახსნიდან მეორე დღეს ისევ არ მივიღოთ 3000 შემთხვევა. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ინტერესი, რომ 1-ელ თებერვალს მეტად დავუბრუნდეთ ჩვეულ საქმიანობას. იქაც გონივრული შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ვნახოთ, როგორ მივალთ 1-ელ თებერვლამდე. ისევ უკან რომ არ დავბრუნდეთ მალევა, 2 კვირაში. შეიძლება ვისაუბროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ეტაპობრივად, რეგიონების მიხედვით. ზოგიერთი რეგიონი მეტად მომზადებული იქნება ამისთვის, ზოგიერთი ნაკლებად. დადებითობის მაჩვენებელი განსხვავებულია რეგიონებს შორის“, - განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, როგორც დავიწყეთ ჩვენ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული, რომ უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია, ამავე დროს მაქსიმალურად აუცილებელია ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის. „გამოცდილება მიუთითებს იმას და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, მათ შორის სკოლები არის მაღალი რიკის მატარებელი. როგორც დავიწყეთ ჩვენ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული, რომ უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს მაქსიმალურად აუცილებელია ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში. „აჭარამ ადრე დაიწო ეპიდემიის ტალღის გადატანა, ვიდრე სხვა რეგიონებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს გახსნის საფუძველი. არ არის აუცილებელი ტესტირებამ გამოიწვიოს შემთხვევების მატება, პირიქით, აგრესიული ტესტირებით მივაღწევთ იმას, რომ თუ სადმე ფარული შემთხვევაა გამოვლინდება და ასევე ვნახავთ, რომ პოზიტიურობის მაჩვენებელი ნამდვილად იკლებს და გვაქვს სტაბილური გარანტია უსაფრთხოდ გახსნის. ვფიქრობ, მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვალიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტური უნდა იყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ ესაა: „ფაიზერის" ვაქცინა, „ასტრაზენეკას” ვაქცინა და „მოდერნა"

„ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ ესაა: „ფაიზერის" ვაქცინა, „ასტრაზენეკას” ვაქცინა და „მოდერნა", ასევე არის ვაქცინის ის კანდიდატი, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. თამარ გაბუნიას განაცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტზე რაც არ უნდა ლობირება განხორციელდეს, თუ მას არ იქნება მექანიზმი ხარისხისა და სანდოობის, ქვეყანაში მისი შემოტანა ვერ მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით, არც მკაცრი მარეგულირებლით და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა. „ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი", „სინოფარმი“ ჩვენთვის ყველაზე ცნობილი, წინ წასული ვაქცინაა, იმ ჩამონათვალიდან, რომელიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება. აქედან არც ერთი, ჯერჯერობით, არც მკაცრი მარეგულირებლით და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა აღიარებული. ამჯერად ჩვენ რასაც განვიხილავთ ესაა: „ფაიზერის" ვაქცინა, „ასტრაზენეკას” ვაქცინა და „მოდერნა", ასევე არის ვაქცინის ის კანდიდატი, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს. დღესაც რომ გვქონდეს „ფაიზერის" ვაქცინა, სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, - 80 გრადუსზე მაცივრები, სადაც ამ ვაქცინების შენახვა შესაძლებელია. ერთადერთი გზა რითაც შესაძლებელია, რომ ვაქცინა ქვეყანაში მოხვდეს, ესაა: პრეკვალიფიკაციის პირობა, მისი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. რაც არ უნდა ლობირება განხორციელდეს, თუ არ ექნება მექანიზმი ხარისხისა და სანდოობის ფარმაცევტულ პროდუქტს, ვაქცინა იქნება ეს თუ სხვა, მისი ქვეყანაში შემოტანა ვერ მოხდება", - განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგი: საფრანგეთმა უნდა განიხილოს დიდ ბრიტანეთთან საზღვრების ჩაკეტვა

საფრანგეთმა, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც ახალი შტამის საგრძნობი რაოდენობა შეინიშნება, საზღვრები უნდა ჩაკეტოს. ამის შესახებ განაცხადა, საფრანგეთის ეპიდემიოლოგმა და სახელმწიფო მრჩეველმა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ საზღვრის ჩაკეტვაზე გარკვეულ ქვეყნებთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთთან და ირლანდიასთან“- ამის შესახებ განაცხადა არნო ფონტანეტმ, საფრანგეთის მრჩეველმა, Covid-19 -ს საკითხებში. მისი თქმით, ” საკითხი არის დღის წესრიგში, ეს სამეცნიერო საბჭოს გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ამ საკითხის წამოწევა გვინდა.” საფრანგეთის ხელისუფლებამ, 10 იანვარს განაცხადა, რომ ვირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი საფრანგეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის პორტში,მარსელში აღმოაჩინეს. ”ახალი COVID ვარიანტი თითქმის ახალი ეპიდემიაა, ეპიდემიის ფარგლებში,” - თქვა ფონტანეტმა. ფონტანეტმა ასევე თქვა, რომ ეპიდემიის კონტროლის მიზნით, მარტამდე საფრანგეთში 10–15 მილიონი ადამიანის აცრაა საჭირო,ივნისის ბოლომდე კი, ეს ციფრი 25-დან, 30 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, სასურველი შედეგის მისაღწევად. იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს.

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა "ამნისტიის შესახებ" კანონს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტს მუხლს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება. მაშ შორის 1500 გადააჭარბებს პატიმართა რიცხვი, “რიცხვის დაკონკრეტება ჭირს, რაკიღა კონკრეტული პირობების დაკმყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული“, - განაცხადა სარჯველაძემ. მისივე ინფორმაციით დაახლოებით 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება შეღავათი. „მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. რა შეეხება 2012 წლის 1 ოქტომბრმდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს 4 ათას დასააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი ვისაც ამნისტია შეეხება. ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ მუხლებს. ამნისტია შეეხებათ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი ვარიანტით ამნისტიის გამოცხადებას აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორის, პატიმართა ოჯახის წევრები და ზოგი პარტიის წარმომადგენლები. ისინი აქციებს მართავდნენ თბილისსა და საქართველოს სხვადასახვ ქალაქებში. იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამნისტიასთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. პარლამენტის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციის წარმოამდგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, ამნისტია შედარებით მძიმე დანაშაულსაც შეეხოს.

პაატა იმნაძე: სასულიერო პირების, ტაქსისტების და მოვაჭრეების 10 ათასამდე ტესტის შედეგი დამაიმედებლი აღმოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლების და აგრარული ბაზრების მოვაჭრეების მასშტაბური დატესტვის შედეგები, დამაიმედებელი აღმოჩნდა. იმნაძის განცხადებით, დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და დადებითი მხოლოდ 0.7 % აღმოჩნდა. „ასევე დაიტესტა აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრე. გატესტილების მხოლოდ 0.9 % არის დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია, რაც აჩვენებს, რომ „სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ასევე დაისტესტა ყველა კონფესიის რელიგიის მსახური, არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა ერთად 1800-მდე სასულიერო პირი არის გატესტილი, იქაც 1%-მდე არის დადებითობის მაჩვენებელი. ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია შევინარჩუნოთ ეს სტაბილიზაცია“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძე:  საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა

საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი. ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“, – განაცხადა იმნაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოში ათ შემთხვევას სწავლობენ. „აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიეირო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.

კახა კალაძე: ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია

"ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსლში თბილისის მერი კახა კალაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. "როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე.ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ოცნების ამომრჩეველს და პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს".მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შემქნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის გამვალობაში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები... ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას. ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის", - წერს კალაძე პირად გვერდზე.