ძებნის რეზულტატი:
გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა
ძველ გაგრაში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. ცეცხლი სანატორიუმ „მოსკოვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ დაწყებულა. ქარის გამო ადგილობრივ მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა უჭირთ. ტყეები იწვის გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირესა და გალის რეგიონებში. გალის რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა და მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების თქმით, მათ სჭირდება სახანძრო ვერტმფრენი, მაგრამ აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ აქვს. ქართულმა მხარემ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს ყველა სახის სახანძრო დახმარება შესთავაზა, თუმცა არ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ ქართული მხარის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, აფხაზ მეხანძრე-მაშველებს მხოლოდ წვიმებისა და თოვლის იმედი აქვთ, რომელსაც სინოპტიკოსები 9 იანვრიდან ვარაუდობენ.
სოც ქსელებში დაბლოკვის შემდეგ ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს
„ტვიტერის“ მიერ პირადი გვერდის დაბლოკვის შემდეგ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ npr.org წერს "ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვა საიტებთან და მალე გავაკეთებთ განცხადებას.უახლოეს მომავალში საკუთარი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობებს განვიხილავთ. ჩვენ არ გავჩუმდებით!" , - თქვა ტრამპმა. ტვიტების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეუჩეროს ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო. „ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, „ტვიტერს“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე. მისი პოსტები მოგვიანებით წაიშალა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით Twitter- მა მისი დაბლოკვით დადუმდა 75,000,000 დიდი პატრიოტი, ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა როგორც კომპანია „ტვიტერმა“ განაცხადა, ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი მანამდე, დონალდ ტრამპს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა. .
გონიოში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
წუხელ ღამით გონიოში მდებარე ორ სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეტქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება. როგორც ერთ-ერთი დაშავებულის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გამათბობელმა გამოიწვია. . მისივე თქმით, აფეთქებამდე მან და მისმა მეუღლემ გაზის სუნი იგრძნეს, რის გამოც გარეთ გამოვიდნენ და ბუნებრივი აირის მილების შემოწმება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, მათივე თქმით, როდესაც ერთ-ერთი სახლის მეპატრონე კიბეზე ადიოდა, კიბე ჩატყდა და დაშავებულმა მრავლობითი დაზიანება სწორედ ამის გამო მიიღო.
ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თეთრი სახლის ადმინისტრაციას ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ჯონ კელი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს და 25-ე შესწორების გამოყენებას. ამის შესახებ ჯონ კელიმ CNN–თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით ის რომ ყოფილიყო ძველ თანამდებობაზე ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერდა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ჯონ კელი აცხადებს, რომ მან ხმა მისცა პრეზიდენტ ტრამპის გადაყენებას, დონალდ ტრანპის ადმინისტრაციის უფროსი თეთრ სახლში უფროსი ჯონ კელი მხარს უჭერს 25-ე შესწორების გამოყენებას პრეზიდენტის გადაყენების მიზნით "მე ვფიქრობ, რომ კაბინეტი უნდა შეიკრიბოს და განიხილოს დისკუსია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ კაბინეტი უნდა შეიკრიბოს და განიხილოს ეს, რადგან 7 იანვრს მომხდარი, ასევე წინა კვირებში და თვეებში ტრამპის ქმედებები უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო, პრეზიდენტისგან . ის, რაც კაპიტოლიუმის ბორცვზე მოხდა, პირდაპირი შედეგია ტრამპის მიერ ხალხის გონების მოწამვლის, სიცრუითა და თაღლითობებით”, - თქვა კელიმ, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ პერიოდულად აკრიტიკებს ტრამპს.
კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, 529 გამოჯანმრთელებული, 22 გარდაცვლილი
18 149 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 095, „პისიარ“ ტესტით – 7 054. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 718 გამოჯანმრთელდა, 2 750 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 512 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 867, კლინიკურ სასტუმროში – 754. ამასთან, 8 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.
იმერთსა და სამეგრელოში ხანძრის ექვსი კერა ფიქსირდება
ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიs ცნობით, მათი უწყება მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია. „ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აცხადებენ საგანგებო საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.
საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ
საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ. საპატრიარქოში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილიც. ამის შესახებ Europetime-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესამსახურში განუცხადეს. "ჩვენი თანამშრომლები საპატრიარქოში იმ პირების ტესტირებას ატარებენ ვისაც დაინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა. რაც შეეხება პატრიარქის ტესტირებას, ამაზე კომენტარს ჩვენი უწყება ვერ გააკეთებს, პატრიარქს აუღებენ თუ არა ტესტს, ინფორმაციას ვერ დაგიზუსტებთ. ამ თემაზე საპატრიარქოს უნდა მიმართოთ", - განუცხადეს Europetime-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესამსახურში როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს 8 იანვარს განუცხადა, მას შემდეგ რაც პატრიარქის მდინავ-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწმინდესისთვის Covid ტესტის ჩატარების საჭიროებაზე ეპიდემიოლოგები მსჯელობდნენ. „4 იანვრის შემდგომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მას შემდგომ იზოლაციაში იმყოფება. საპატრიარქოსთან კავშირში მყოფ სხვა ადამიანებს და სასულიერო პირებს დატესტვის შემდგომ კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ. პატრიარქისთვის ტესტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ეპიდემიოლოგები მსჯელობენ და ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა უწმინდესისთვის ტესტის ჩატარება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას საპატრიარქო გამოაქვეყნებს“, - განუცხადა Europetime-ს ცისანა შარტავამ. ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირებულ კონტაქტს მეუფე ანტონს, პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, შორენა თეთრუაშვილი კი იზოლაციაში 4 იანვარს გადავიდა, იმავე დღეს როცა მეუფეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინას ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა. კონტრატქის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია თეატრმა გაავრცელა და განმარტა, რომ ანანიაშვილს კონტრაქტი, კონფიდენციალური ინფორმაციის დათქმულ ვადაზე ადრე გავრცელების გამო შეუწყვიტეს. „მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, იმ შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე. ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ქართულ მედიას განუცხადა, რასაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქართველი პრიმა ბალერინა ოკუპნატი სახელმწიფოს თეატრთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა.
კერძო ავტომობილით Bus line-ზე მოძრაობა ისევ ნებადართულია
თბილისის მერიის მიერ 9 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები BUS Lane-ზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. „როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს. გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
საპატრიარქო: ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. „დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
ინდოეთში, მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა
ინდოეთში, მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ იმფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც საავადმყოფოს წარმომადგნლები აცხადებენ, 17 ახალშობილიდან მხოლოდ შვიდი ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა. მაჰარაშტრას შტატის მთავარმა მინისტრმა მომხდარის გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა. საავადმყოფოში ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
რუსეთის არქტიკაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის არქტიკაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც პარასკევს, არქტიკულ ქალაქ ნორილსკთან, სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა, განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივმა ფილიალმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 242 ადამიანი და 29 მანქანა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ორი მოზრდილის და ერთი მცირეწლოვანის გვამები იპოვეს. ასევე მოყინვის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს 14 წლის ბიჭი.
ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა
ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 737, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით, რა დროსაც კონტაქტი შეწყდა. სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მედია: საფრანგეთის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ თვითიზოლაციაში არ გადავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს კორონავირუსი 24 დეკემბერს დაუდასტურდა. თუმცა, ამის მიუხედავად სხვადასხვა აქტივობაში მაინც ერთვებოდა. ინფორმაციას, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. რადიო Europe 1-ის ცნობით, საფრანგეთის პირველ ლედის COVID-19 24 დეკემბერს დაუდგინდა და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მან განმეორებითი ტესტი 30 და 31 დეკემბერს ჩაიტარა და ტესტებმა, ამჯერად, ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. თავად საფრანგეთის პრეზიდენტს კორონავირუსი 17 დეკემბერს დაუდგინდა და 24 დეკემბრამდე, ვიდრე ვირუსისგან არ განიკურნა, თვითიზოლაციაში იყო.
იმ მოქალაქეებს, რომელთაც კომუნალური სუბსიდირება ეხებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება 11 იანვრამდე შეუძლიათ
იმ მოქალაქეებს, რომელთაც კომუნალური სუბსიდირება ეხებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება 11 იანვრამდე შეუძლიათ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი. აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს. სემეკის განცხაებით, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე, სუბსიდირება შეეხოთ.
კვლევა: ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა. ამის შესახებ Reuters-ის და Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სოციოლოგიური გამოკითხვა 7 და 8 იანვარს ჩატარდა. კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის, ვინც ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცა ხმა, ათიდან შვიდი რესპონდენტი მოქმედი პრეზიდენტის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის წინააღმდეგ გამოდის. ამასთანავე, გამოკითხულთა 70%-მდე უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს 6 იანვრის მოვლენებამდე, რა დროსაც მან აქციაზე მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მსვლელობის გამართვისკენ მოუწოდა.
ინდონეზიაში, რადარებიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
ინდონეზიაში, რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფრომაციას, ადგილბრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.
16 იანვრიდან ინდოეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას დაიწყებენ
16 იანვრიდან ინდოეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას დაიწყებენ. ნათქვამია ინდოეთის მთავრობის განცხადებაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ინდოეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს, პირველი 6-8 თვის განმავლობაში, 1,35 მილიარდი ადამიანიდან 300 მილიონს უფასოდ გაუკეთდებათ ვაქცინა. ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი, აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა. ინდოეთმა შეიმუშავა Covid-19-ის საწინააღმდეგო ორი ადგილობრივი ვაქცინა. ინდოეთის წამლის მარეგულირებელმა კომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის უკვე დაადასტურა. Covishield, რომელიც შეიქმნა AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ და Covaxin, რომელიც ადგილობრივი კომპანიის Bharat Biotech- ისა და სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 18,222 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, საერთო ჯამში ინფიცირებულტა რაოდენობა 10,43 მილიონის შეადგენს.
რეზო გაბრიაძის ანიმაცია Netflix-ზე დაიდო
Netflix-ზე ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ („დედა, იცი, სად ვიყავი?“) დაიდო. ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში "REZO"-ს სახელით ჩაეშვა. საიტზე მითითებულია, რომ ფილმი ავტობიოგრაფიულია და ანიმაციური დოკუმენტალისტიკის ჟანრს წარმოადგენს. ფილმი ადამიანობას, სიკეთეს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ანიმაციური ფილმი 2018 წელს, თავად გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა და მისი რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძეა. პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის. მულტფილმის მთავარი გმირი ხვდება ლენინს, მენდელეევსა და სტალინს, ასევე ამარცხებს ჰიტლერს. აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა. რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.
პარტია „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. „ჩვენი პარტიის მიზანი, პირველ რიგში, იქნება მოსახლეობის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის აღდგენა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა, სოციალურ ეკონომოკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა", - განაცხადა ყრილობაზე ინჯიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა.