ძებნის რეზულტატი:
ბალის ტერაქტში ეჭვმიტანილი ინდონეზიელი სასულიერო პირი გაანთავისუფლეს
ინდონეზიელი ისლამური სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილია 2002 წლის ბალის აფეთქებების ორგანიზებაში, ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 82 წლის აბუ ბაკარ-ბაშირი, რომელიც არასოდეს ყოფილა ნასამართლევი დაბომბვებში უშუალო მონაწილეობისთვის, ჩაერთვე „დე რადიკალიზაციის“ პროგრამაში, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ექსტრემისტული ჯგუფები მისი გავლენის ქვეშ ექცევიან, განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. პოლიციისა და სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ბაშირი მონაწილეობდა 2002 წლის ბალისა და სასტუმრო JW Marriott– ის თავდასხმაში ჯაკარტაში, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ნასამართლევი პირდაპირი მონაწილეობისთვის და ყოველთვის უარყოფდა კავშირი. ბაშირი, ჯიმაისტთა ქსელის Jemaah Islamiah (JI) სულიერ ლიდერად მიიჩნევა,ცნობების თანახმად მას ალ-ქაიდასთან ჰქონდა კავშირი. მას 2011 წელს მიესაჯა 15 წლიანი პატიმრობა.
პრემიერი: სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები 100 ლარიან დახმარებას ყოველთვე მიიღებენ
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. სოციალური დახმარებების ახალ ეტაპზე პრემიერა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გახარიას თქმით დახმარებას ასევე მიიღებს 0-დან 100 ათასი ქულის მქონე ყველა მოქალაქე , რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. „18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ. „პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე. პრემიერი: 1200 ლარიანი დახმარების გასაცემად აღრიცხვა დაიწყო
ახალი შეღავათები, რომელსაც მთავრობა ბიზნეს სექტორისთვის აწესებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესს უწესებს. ბრიფინგზე ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ბიზნესის მხარდაჭერა. „რაც შეეხება იმ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ტიპის დახმარება განვახორციელოთ: პირველი ის, რომ 2020 წლის პირველი დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ეს შეღავათის არსი მდგომარეობს შემდეგში. დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ისეთივე ზომა, რაც იყო გაზაფხულზე გაკეთებულ საკომპენსაციო პაკეტში. აქ ნავარაუდევია 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო სადღაც 425 ათასამდე ადამიანი. ამის სავარაუდო თანხა 270 მილიონი ლარია”,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, მეორე შეღავათი, რომელიც ცვლილებების შედეგად ბიზნესს დაუწესესს, ეს არის 2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის, ლიზინგის მომსახურების დღგ დაბერგვის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. „ეს არის საკასო მეთოდი. ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ შეღავათს და ამ გადავედებას, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს შეღავათი ექვსი თვით დაწესდეს. 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში, ეს არის სასტუმროებიც და რესტორნებიც, ამ შეღავათით ჩვენი ვვარაუდობთ, ისარგებლებს ათასზე მეტი კომპანია, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი კომპანია. ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის. 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ სექტორს, ამის საფუძველზე ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჩამოვაწეროთ და აქაც ოდენობა არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი, აქაც დაახლოებით ათას კომპანიამდე ისარგებლა ამ გადავადებით. შემდეგ ეს არის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბაკურიანში, სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ის შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. დაახლოებით ასზე მეტი კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. პრემიერი: სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები 100 ლარიან დახმარებას ყოველთვე მიიღებენ პრემიერი: 1200 ლარიანი დახმარების გასაცემად აღრიცხვა დაიწყო
ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, გამო ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TheGuardian-ი ავრცელებს. სადიქ ამან ხანის თქმით, საფრთხე, რომელსაც ვირუსი ქალაქს უქმნის, კრიტიკულ ნიშნულზეა. მერის განცხადებით, ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები გასაოცარ საქმიანობას ახორციელებენ, თუმცა შემთხვევების მატების სისწრაფის გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის რისკის ქვეშაა. „თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა სადიქ ამან ხანმა.
აშშ-ის საელჩო კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი. „როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება. ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის" შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ბაიდენმა კაპიტოლიუმში მომხდარს აჯანყება უწოდა და ტრამპი დაადანაშაულა სიძულვილისა და ქაოსის წახალისებაში ანგელა მერკელი: დონალდ ტრამპს ეკისრება კაპიტოლიუმში შეჭრის პასუხისმგებლობა აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად უკვე დაამტკიცა
SpaceX– მა 2021 წელის პირველი სარაკეტო გაშვება შეასრულა
კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსის ტრანსპორტირების კომპანია SpaceX-მა პირველი წარმატებული ფრენა შეასრულა 2021წლის. ამერიკულმა კომპანიამ უახლესი ფრენის დროს, დამატებით რამდენიმე სატელიტები განათავსა ჩვენი პლანეტის ირგვლივ. ახალი მისიის ფარგლებში, SpaceX-მა კოსმოსში თურქული Turkish 5A სატელიტი განათავსა დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში. SpaceX სავარაუდოდ დატვირთული კალენდარი ექნება 2021 წელს, მათ შორის, კომპანია Starship SN9 პროტოტიპის საცდელი ვერსიის შემოწმებას გეგმას, რაც შეიძლება უკვე ამ შაბათ-კვირას მოხდეს.
ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერეს
მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა. საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე. „ეს არის საკასო მეთოდი. ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ შეღავათს და ამ გადავედებას, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს შეღავათი ექვსი თვით დაწესდეს. 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში, ეს არის სასტუმროებიც და რესტორნებიც, ამ შეღავათით ჩვენი ვვარაუდობთ, ისარგებლებს ათასზე მეტი კომპანია, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი კომპანია. ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის. 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ სექტორს, ამის საფუძველზე ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჩამოვაწეროთ და აქაც ოდენობა არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი, აქაც დაახლოებით ათას კომპანიამდე ისარგებლა ამ გადავადებით. შემდეგ ეს არის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბაკურიანში, სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ის შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. დაახლოებით ასზე მეტი კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
BBC: მეცნიერებმა Covid-19 -ის სამკურნალო დამატები ორი პრეპარატი აღმოაჩინეს
ნაპოვნია კიდევ ორი, სიცოცხლის შემანარჩუნებელი პრეპარატი, რომლებსაც შეუძლიათ სიკვდილიანობის შემცირება მეოთხედით იმ პაციენტებში, რომლებიც Covid-19 -ით ყველაზე მძიმედ არიან დაავადებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. წვეთოვანი გზით მიღებულ ანთებით საშუალებებს, ყოველ 12 ადამიანზე დამატებით ერთის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამბობენ მკვლევარები, რომლებმაც ცდები ჩაატარეს NHS -ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური) რეანიმაციულ განყოფილებებში. გარდა ამისა,პრეპარატები აჩქარებენ გამოჯანმრთელებას და დაახლოებით ერთი კვირით ამცირებენ კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის პერიოდს. ტოცილიზუმაბი და სარილუმაბი უკვე დაემატა მთავრობის საექსპორტო შეზღუდვების სიას, რომელიც უკრძალავს კომპანიებს დიდი ბრიტანეთის პაციენტებისთვის განკუთვნილი წამლების შეძენასა და სხვა ქვეყანაში უფრო მაღალ ფასად გაყიდვას.
ჯანდაცვის მინისტრი: COVAX პლატფორმიდან ვაქცინას თებერვალში ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, „კოვაქს“ პლატფორმიდან თებერვალში ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ელოდებიან. მინისტრის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება. „ჩვენ ვთანამშრომლობთ „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირებას. „ამ კომპონენტში მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უააფრთხოება. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ არის მიღებული, მაგრამ როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მოსახლეობისთვის გავხდით საჯაროს“, – განაცხადა მინისტრმა. ის ასევე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას. „ის, რომ დღემდე საპატიმროში არ იყო დაფიქსირებული კორონავირუსი, არის სწორედ იმ ეფექტური მართვის შედეგი, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო და მის ქვეშ დაქვემდებარებული სსიპები. გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ინფიცირებული პატიმრების იზოლირება. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა ინფიცირების შემთხვევებს არ ჰქონდეს ფართო გავრცელება საპატიმროში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი: პატრიარქის უსაფრთხოებისთვის ინტენსიური ტესტირება აუცილებელია
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საპატრიარქოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, აღნიშნული განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირების ფაქტს გამოეხმაურა. „ამ კომპონენტში მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უასაფრთხოება. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ არის მიღებული, მაგრამ როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მოსახლეობისთვის გავხდით საჯაროს“, – განაცხადა მინისტრმა. პატრიარქის ექიმი: პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების საჭიროებას ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა
ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული დოზებს ორჯერ აღემატება. ინფორმაციას სააგენტო DW ავრცელებს. 75 მილიონი დოზა მიმდინარე წლის მეორე კვარტლისთვის, დანარჩენი კი - მესამე და მეოთხე კვარტლებში იქნება ხელმისაწვდომი. ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინების 2.3 მილიარდი დოზის შესყიდვაზე ხელშეკრულებები 6 კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.
კვიპროსი 10 იანვრიდან კარანტინს აწესებს
10 იანვრიდან კვიპროსში კარანტინი დაწესდება. ინფორმაციაზე Reuters-ი წერს. ახლად დაწესებული კარანტინი, უკვე მეორეა კვიპროსისითვის, პანდემიის დაწყებიდან. მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება კონკრეტული მიზნით დღეში მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ, როგორიც არის სურსათის ან მედიკამენტების შეძენა და ვარჯიში. კვიპროსში ამ დროისთვის მოქმედი კომენდანტის საათი ძალაში დარჩება. შეზღუდვის ფარგლებში მოსახლეობას ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლის დატოვების უფლება არ აქვს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში „კოვიდ-19“-ის 26 208 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ლეტალურად 140 შემთხვევა დასრულდა.
ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია
ელონ მასკი გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, მისმა ქონებამ 185 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორი, უმდიდრეს ადამიანებს შორის დასახელდა პირველ ადგილზე მას შემდეგ, რაც შვიდ იანვარსს Tesla- ს აქციების ფასი გაიზარდა. მასკის ელექტრომობილების კომპანია, Tesla-ს, ფასმა წელს მოიმატა და ოთხშაბათს პირველად 700 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამრიგად, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაის საბაზრო ღირებულება უფრო მეტი გახდა, ვიდრე Toyota, Volkswagen, Hyundai, GM და Ford ერთად აღებული. მასკმა სიახლეზე ჩვეულ სტილში გამოხატა რეაქცია Twitter-ზე:
ისრაელის ელჩი: დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ანტისემიტიზმის აღმოცენებას
საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგებას ეხმაურება და დეკანოზსს ანტისემიტურ ქადაგებაში ადანაშაულებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენების შესაჩერებლად. „ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს. როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური,. მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში. 30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით”, -აღნიშნულია ისრაელის ელჩის განცხადებაში. ელჩი ასევე ხაზს უსვამს 2019 წელს საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობის ვიზიტს. „2019 წელს ისრაელიდან საქართველოს 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო. მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს”, -აღნიშნულია რან გიდორის განცხადებაში. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა. „ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის. „აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი. დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში
Financial Times : ნენსი პელოსი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს ჭკუაზე შეშლილი პრეზიდენტის შესახებ აფრთხილებს
ნენსი პელოსიმ თქვა, რომ ის ესაუბრა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანს სიფრთხილის ზომებზე, რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს "არასტაბილური პრეზიდენტის სამხედრო საომარი მოქმედებების წამოწყება და/ან ბირთვული დარტყმის ბრძანება”. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის გენერალ მარკ მილის შორის საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატებმა გააქტიურეს დონალდ ტრამპის თანამდებობიდან იძულებითი მოხსნის მცდელობები მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრეების ბრბომ აშშ-ის კაპიტოლიუმი დაარბია. პელოსის თქმით,ის ”დღეს დილით გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს- მარკ მილს ესაუბრა", მათ განიხილეს- "ზომები, რომელიც არასტაბილურ პრეზიდენტს არ მისცემდა ომის,ან ბირთვული სარაკეტო იერიშის დაწყების უფლებას”, - წერს პელოსი წერილში, რომელიც დემოკრატ პარტიელებს გაუგზავნა. ის ასევე წერს, რომ "უკიდურესად მძიმე სიტუაციაა პრეზიდენტთან" და დასძენს, რომ მათ "ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დაიცვას ამერიკელი ხალხი, დემოკრატიაზე უთანასწორო შეტევისგან". ექვსი იანვრის ტერორისტული თავდასხმის ლიდერი ტრამპი იყო. მან თეთრი სახლი 20 იანვრამდე უნდა დატოვოს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. Twitter-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნული განცხადებით, ისრაელის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. ტვიტთან ერთად ზალკალიანმა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება გააზიარა სადაც დეკანოზის ქადაგება დაგმობილია. „ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“,- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზი ილია კარკაძე ანტისემიტურ ქადაგებაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღმოცენების შესაჩერებლად. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა. „ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის. „აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი. ისრაელის ელჩი: დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ანტისემიტიზმის აღმოცენებას
თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის სამკურნალოდ ახალ აღმოჩენაზე წერილს აქვეყნებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ეფექტიანობაზე წერილს აქვეყნებს. ტოცილიზუმაბის ეფექტიანობის აღმოჩენის შესახებ Europetime-ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს ეპიდემიოლოგის ცნობით, COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა. "აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა. ჩვენ ჯერ კიდევ ა.წ. 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა. 2020 წლის 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა. ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს - ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ., რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization). ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში - კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს - ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის წერილში.
დონალდ ტრამპი: არ ვაპირებ ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მივმართავ მათ, ვინც მკითხა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“, – წერს ტრამპი. შგახსენებთ, რომ twetter-მა ტრამპს პირადი პროფილი 7 იანვარს 12 საათით დაუბლოკა. facebook-მა და instagram-მა კი ერთი კვირით. დონალდ ტრამპი აშშ-ის მეოთხე მოქმედი პრეზიდენტი იქნება, რომელიც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ის ისტორიაში შემცვლელი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ მივიდნენ შემდეგი მოქმედი პრეზიდენტები: რიჩარდ ნიქსონი, ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი. აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად უკვე დაამტკიცა
გურჯაანთან ახლოს მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი გურჯაანთან იყო სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 09:00 საათზე დაფიქისრდა. ბიძგების სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას შეადგენდა (ML). ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები სამჯერ დაფიქსირდა. ორი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ქვემო ქართლში დაფიქისრდა
twitter-მა დონალდ ტრამპს პირადი გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა
სოციალურმა ქსელმა, twitter-მა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადი გვერდი ისევ დაუბლოკა. კომპანიის ცნობით დაბლოკვა სამუდამოა. twitter-მა დაბლოკვის მიზეზად პრეზიდენტის ქმედებებით კომპანიის წესების დარღვევა სახელდება. npr.org-ის ცნობით, ეს ქმედება ყველაზე მასშტაბური სასჯელი იყო, რაც ოდესმე სოციალურმა მედიაკომპანიამ ტრამპის წინააღმდეგ მიიღო, რადგან ტრამპმა Twitter- ის ანგარიში კონკურენტებზე თავდასხმისა და დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებისთვის გამოიყენა. „ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი ტვიტების ყურადღებით შესწავლისა და მათი კონტექსტის შედეგად, განსაკუთრებით, თუ როგორ აღიქმება და ინტერპრეტირდება ისინი „ტვიტერსა„ და მის გარეთ, ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო“, – ნათქვამია „ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებაში. პირადი გვერდები განსაზღვრული დროით დაბლოკეს facebook-მა და Instagram-მაც. სოციალურმა მედია კომპანიებმა ტრამპის გვერდების დაბლოკვის გადწყვეტილება, კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმის შემდეგ მიიღო.