ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გამო, განათლების მდივანმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გამო განათლების მდივანმა, ბეტსი დევოსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.com-ი ავრცელებს. ბეტსი დევოსი კაბინეტის მეორე წევრი გახდა, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა. მანამდე თანამდებობა ტრანსპორტის მინისტრმა, ელაინ ჩაომ დატოვა. წერილში განათლების მდივანმა დონალდ ტრამპი ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა. „ეჭვგარეშეა, თუ რა გავლენა იქონია თქვენმა რიტორიკამ არსებულ სიტუაციაზე და ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტია“, – ნათქვამია ბეტსი დევოსის განცხადებაში. ბეტსი დევოსი განათლების მდივნის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

ევროკავშირის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ID ბარათებით შესვლას ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ

ევროკავშირის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ID ბარათებით შესვლას ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი ბრექსიტის ფარგლებში ცვლის წესებს, რომელთა მიხედვითაც, ევროკავშირის ID-ბარათების გამოყენება დიდ ბრიტანეთში სამოგზაურო დოკუმენტად აღარ იქნება დასაშვები. ამის ნაცვლად, ევროკავშირის მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის საზღვარზე პასპორტი უნდა წარადგინონ.

500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ჩაქრობას

500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ჩაქრობას. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში. შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში. 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

ვაშინგტონში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5-ს მიაღწია. კაპიტოლიუმის პოლიციამ ოფიცრის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. აღნშნული ინფორმაცია უწების ვებგვერდზე ვრცელდება. ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს გარდაიცვალა. დემონსტრანტებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიცერი კაპიტოლიუმის პოლიციას 2008 წელს შეუერთდა, ბოლო პერიოდში ის სწრაფი რეაგირების განყოფილებაში მუშაობდა. 7 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ჩინეთში, CATL-ის ქარხანაში აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი მძიმედ დაშავდა ჩინეთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც ბატარეის მწარმოებლის კომპანიას CATL-ს ეკუთვნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება სამუშაო შეხვედრის დროს მოხდა, რომელსაც CATL დანაყოფი ქალაქ ნინგსიანგში მართავდა, ბატარეების გადამამუშავებელ კომპანია „Brunp Recycling Technology“-ს წარმომადგენლებთან. აფეთქებას ხანძარიც მოჰყვა, თუმცა ის მალევე ჩააქვრეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიის თანახმად, აფეთქების ეპიცენტრი ძველი ქარხანაში იყო, ისინი ჯერ არ საუბრობენ გამომწვევ მიზეზებზე.

კამჩატკაზე გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კამჩატკაზე გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვილიუჩინის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, ოთხი ადამიანი "ხაფანგში" აღმოჩნდნენ, სამაშველო ეკიპაჟი გაგზავნეს კანჩატიკის ნახევარკუძულზე, 40 მეტრის სიმაღლის ვილიუჩინის ჩანჩქერზე. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ყველა მათგანი გამოიყვანეს. მამა და შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში სერიოზული დაზიანებებით იმყოფება.

კვლევა:  Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტური აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტური აღმოჩნდა. ნათქვამია აშშ-ის წამლის მწარმოებლის მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს. კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს.

იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

იაპონია ქვეყნის დედაქალაქ- ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს,რათა შეაჩეროს ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი გავრცელების ტემპი. მთავრობამ განაცხადა, რომ ერთთვიანი საგანგებო ვითარება 8 იანვრიდან, 7 თებერვლამდე გაგრძელდება ტოკიოს და საიტამას, კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურებში, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% -ს შეეხება. ”გლობალური პანდემია უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ველოდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას გადავლახავთ”, - თქვა ქვეყნის პრემიერმა,სატელევიზიო პრესკონფერენციაზე. ”იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მე მოქალაქეებს უნდა ვთხოვო გაუძლონ ცხოვრებას გარკვეული შეზღუდვებით.”-ამბობს იოშიჰიდე სუგა. სამედიცინო ექსპერტების თქმით, ისინი შიშობენ, რომ მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.” შესაძლოა დაგჭირდეს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც”, - თქვა ტოშიო ნაკაგავამ,იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა. საერთო ჯამში, იაპონიაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 267 000 შემთხვევა და 3,900 გარდაცვალება. იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს ნიუ იორკის სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს საქართველოში დაკავებულ რუს ჰაკერს, ანდრეი ტიურინს აშშ-ში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.რუსი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადირება ორი წლის წინ განხორციელდა. ტურინს განაჩენი ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლომ გამოუტანა. მას ბრალად ედება ამერიკულ ფინანსურ ჰოლდინგ „ჯიპიმორგან ჩეისის“ 80 მილიონი კლიენტის მონაცემების უკანონოდ მითვისება. რუსი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. ჰაკერმა სასამართლოში „ჯიპიმორგან ჩეისსა“ და სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებასა თუ კომპანიაზე კიბერთავდასხმები აღიარა. ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 წლიანი პატიმრობის გარდა რუს ჰაკერს 20 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი არის ისრაელის მოქალაქე გერი შალონი. ("გარი შალელაშვილი). მის თანამზრახველად ასევე დასაელდნენ: მაიკ შილდსი, ფილიპ მუსეტი, კრისტოფერ ენგაჰემი ზივ ორენშტეინი, ჯონ ევერი. ავივ სტეინი. გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ტიურინის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ელეტრონული ფოსტაზე წერილების გასაგზავნად და სიმდიდრის უკანონოდ მოხვეჭისთვის იყენებდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ტიურინმა და მისმა თანამზრახველმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს. ტიურინის თანამზრახველი შალონი 2015 წელს დააკავეს. აშშ-ში მისი ექსტრადირება იმავე წელს მოხდა. აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი ქართველმა სამართალდამცველებმა 2017 წელს დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში საქართველომ რუსი ჰაკერი აშშ-ს გადასცა.

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგ ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დისტანციურ რეჟიმში გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ახლოურმა ცივი იარაღი შინაური ცხოველის წინააღმდეგ გამოიყენა რა დროსაც მისი ძმა უბედური შემთხვევითობის გამო, სასიკვდილოდ დაიჭრა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აღნიშნავს ბვრალდებული აცხადებს რომ ძმის განზრახ მკვლელობის არანაირი განზრახვა მას არ ჰქონია და არც დაზიანების მიყენება სურდა. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო. ოჯახში ჩხუბი, აგრესიული საუბარი რომ ყოფილიყო, მამამისს ეძინა და ხომ გაიღვიძებდა? არაფერი გაუგია. ძმებს შორის პატარა წაკამათებისას, ძაღლმა დაიწყო ყეფა, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის მიშას გამოესარჩლა და მის მხარდასაჭერად გიორგისკენ გაექანა, რა დროსაც გიორგიმ იფიქრა, რომ მის ძმას გააბრაზებდა და ძაღლს მოუქნია დანა, ძაღლისთვის მოქნეული დანა ძმას მოხვდა. არც ძაღლის განზრახ მოკვლის მცდელობა არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიორგი ახლოურს ბრალი ედება 19 წლის ძმას, მიშა ახლოურის ცივი იარაღის გამოყენებით მკვლელობაში, მიშა ბრალდებულის ძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.

თბილისი დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდა

The Independent- ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც დასახელებულია საუკეთესო ქალაქები მსოფლიოს მასშტაბით, დისტანციური მუშაობისთვის, თბილისიც მოხვდა. საქართველოს დედაქალაქი, მეორე ადგილზე მოხვდა, ტალინის შემდეგ, გამოცემის თქმით, საქართველომ პანდემიის დასაწყისში შემოიღო სამუშაო ვიზა, მათთვის ვისაც ქვეყნიდან სურდა დისტანციურად ემუშავა. გარდა ამისა თბილისში, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, იაფია სამუშაო ფართის ქირაობა, ასევე დედაქალაქის მასშტაბით ბევრია საერთო სამუშაო სივრცეები,რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ თანამშრომელს იმუშაოს მისი სამსახურიდან მოშორებით,ოფისში არსებული ყველა პირობით. გამოცემის სიაში მოხვდა ასევე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბერლინი, ბუენოს აირესი, სტამული და სხვა.

საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ქრობაში დაეხმაროს

„არაერთხელ განვაცხადეთ მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ვერტმფრენით“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება არ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში და მოქმედებს. „ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოთ ხანძრის კერების ლიკვიდაციაში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, 5 იანვრიდან რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვაში მზადყოფნის დადასტურების მიზნით. „ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ხერხისა და მექანიზმის საშუალებით კავშირი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში. "ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით, ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროვებთ ამ დიალოგის დეტალებს." - განაცხადა მინისტრმა.

პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პატრიარქის მდივანი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონის კონტაქტი იყო. მეუფე ანტონს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინფექციის ერთი შემთხვევის გამო,ბრიზბენი სამი დღით ჩაიკეტება

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენმა სამდღიანი იზოლაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც სასტუმროს საკარანტინო სივრცის დამლაგებელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამლაგებელს აღმოაჩნდა დიდ ბრიტანეთში გავრცელებული ძალიან გადამდები ვარიანტი Covid-19 -ის, რის გამოც ისინი შიშობდნენ, რომ მან შეიძლება ხალხი სწრაფად დააინფიციროს . გასულ წელს ავსტრალიის პირველი ტალღის შემდეგ, ბრისბენში საკარანტინო მოგზაურთა მიღმა მიღმა ვირუსის ძალიან მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. ავსტრალიაში პანდემიის დაწყებიდან 28 500 კორონავირუსული ინფექცია და 909 ადამიანი გარდაიცვალა ფიქსირდება. კორონავირუსის ახალი შტამი უკვე 33-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

პატრიარქის ექიმი: პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების საჭიროებას ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას ცნობით, მას შემდეგ რაც პატრიარქის მდინავ-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწმინდესისთვის Covid ტესტის ჩატარების საჭიროებაზე ეპიდემიოლოგები მსჯელობენ. როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს განუცხადა, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირებულ კონტაქტს მეუფე ანტონს, პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, შორენა თეთრუაშვილი კი იზოლაციაში 4 იანვარს გადავიდა, იმავე დღეს როცა მეუფეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. „4 იანვრის შემდგომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მას შემდგომ იზოლაციაში იმყოფება. საპატრიარქოსთან კავშირში მყოფ სხვა ადამიანებს და სასულიერო პირებს დატესტვის შემდგომ კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ. პატრიარქისთვის ტესტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ეპიდემიოლოგები მსჯელობენ და ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა უწმინდესისთვის ტესტის ჩატარება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას საპატრიარქო გამოაქვეყნებს“, - განუცხადა Europetime-ს ცისანა შარტავამ. შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში გასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა

სერგეი შამბა: ხანძრის ჩასაქრობად თბილისისთვის დახმარების თხოვნა არ არის საჭირო

სოხუმს არ სჭირდება თბილისის დახმარება ტყის ხანძრის ჩაქრობაში, ამის შესახებ COBE– ს აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა. ინფრმაციას Sova.news ავრცელებს. ”ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან ”, - თქვა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადა ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. თეა ახვლედიანის სიტყვებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ხერხისა და მექანიზმის საშუალებით კავშირი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში.

NBA -ის ოთხ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მასშტაბით ოთხ მოთამაშეს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ინფორმაციას Yahoo Sport-ი ავრცელებს. ასოციაციის თქმით, Philadelphia 76ers-ის რამდენიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლიგის თქმით, მოთამაშეები იზოლაციაში არიან. სააგენტოს თქმით, მოთამაშეებს ტესტი მატჩის დაწყებამდე ჩაუტარეს, თუმცა ტესტზე დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად მატჩი მაინც ჩატარდა, მაგრამ ინფიცირებული მოთამაშეები იზოლაციაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. NBA -მ 30 დეკემბრიდან 498 მოთამაშეს ჩაუტარა ტესტი Covid-19 -ზე, საიდანაც მხოლოდ ოთხ ტესტზე მოვიდა დადებითი პასუხი. საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ოფიციალური განცხადება, ასევე უცნობია თუ რომელ მოთამაშეებს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა მედიის ცნობით ერთერთი ინფიცირებული ფილადელფიის მოთამაშე- Seth Curry არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ში, ე.წ. დემოკრატიის აკვანში მომხდარმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო

აშშ-ში, ე.წ. დემოკრატიის აკვანში მომხდარმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის გადაცემა ისევე მშვიდად მოხდება, როგორც ეს თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. 6 იანვარს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

პრემიერი: 1200 ლარიანი დახმარების გასაცემად აღრიცხვა დაიწყო

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც უკვე სისტემურ ნაბიჯებს და სისტემურ სოციალურ მხარდაჭერასითვალისწინებს. პრემიერის განმარტებით, სოციალური დახმარების პირველი ეტაპი 1 200 ლარიანი მხარდაჭერა იქნება. „ 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა.1200 ლარიან დახმარებას ჩვენი მოქალაქეები აიღებენ ექვსი თვის განმავლობაში, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე. ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი”, -აღნიშნა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ. „პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე. პრემიერი: სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები 100 ლარიან დახმარებას ყოველთვე მიიღებენ

ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

ბრიტანეთში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებელმა კომისიამ პარასკევს დაამტკიცა Moderna-ს Covid-19 ვაქცინა გამოსაყენებლად. ბრიტანეთს ახლა უკვე აქვს შეკვეთილი Moderna-ს 17 მილიონი დოზა. დიდი ბრიტანეთისთვის მარაგების მიწოდება გაზაფხულიდან დაიწყება, მას შემდეგ რაც Moderna გააფართოებს ვაქცინის წარმოებას. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტორს ინფორმაციით, ბრიტანეთი მზადაა დამატებით ვაქცინის 10 მილიონი დოზა შეიძინოს. ცნობისთვის, ბრიტანეთში დამტკიცებულია Covid-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა. ესენია: Pfizer/BioNTech-ის, Oxford / AstraZeneca და Moderna.