ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა მიწისქვეშა გაზსაცავები 75%-ით შეავსო
ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 75%-ით შეივსო, ხოლო რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულ რეჟიმში გრძელდება. ივნისში ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც საცავები 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ბუნებრივი აიროთ მინიმუმ 80%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 90%-ით უნდა შეივსოს. საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს. იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს. ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული. უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.
Shell-ი მექსიკის ყურესა და აშშ-ს შორის საკვანძო ნავთობსადენს დროებით ხურავს
ენერგოგიგანტი Shell-ი სექტემბერში აშშ-სა და მექსიკის ყურეს შორის მდებარე საკვანძო ნავთობსადების მუშაობას ორი კვრით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ნავთობსადენი ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებს. Odyssey-ისა და Delta-ს ნავთობსადენები დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისთვის სექტემბრის დასაწყისში ორი კვირით დაიხურება. Odyssey-ის ნავთობსადენი მექსიკის აღმოსავლეთ ყურეში მდებარეობს და მისი სიმძლავრე დღეში 220 000 ბარელია. ის Delta-ს ნავთობსადენს უკავშირდება და ლუიზიანაში Shell Norco-ს გადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულს აწვდის.
რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ "ოდესის ოლქს თავს დაესხნენ მტრის რაკეტები. დარტყმის დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებს ოდესის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰი ბრაჩუკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მთავრობის ინციატივით, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ საკითხზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს. „პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია. პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ ონჩეონიდან დასავლეთ სანაპიროზე, დღეს დილით ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ Reuters სამხრეთ კორეიდან სამხედრო წყარომ განუცხადა. ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც სეულმა და ვაშინგტონმა სამხედრო სწავლებები დაიწყეს. Ulchi Freedom Shield-ის ფარგლებში სახმელეთო სწავლება 22 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გაიმართება. წყაროს ცნობთ, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროები რაკეტების ფრენის დეტალებს სწავლობენ, მათ შორის იმას, თუ რა მანძილზე გადაადგილდა ფრთოსანი რაკეტა. CNN-ის გათვლებით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მე-18 გაუშვა.
აშშ აფრიკის ქვეყნებისთვის უკრაინული ხორბლის შესაძენად $68 მილიონს გამოყოფს
შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას, უკრაინული ხორბლის შესაძენად $68 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. თანხა 150 000 ტონამდე უკრაინული ხორბლის შესყიდვაზე დაიხარჯება. მარცვლეულს სავარაუდოდ სომალის ნახევარკუნძულის ქვეყნების მოსახლეობა მიიღებს, სადაც ისტორიული გვალვაა და მილიონობით ადამიანს შიმშილის ზღვრისკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს უკრაინამ, თურქეთმა, გაერომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს „მარცვლეულის შეთანხმებას" უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის გარანტიების შესახებ. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ნიკა სიმონიშვილი: ომბუდსმენის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საშუალებას იძლევა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე დამოუკიდებელი ადამიანი შეირჩეს
"სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველი ჯგუფების ჩართულობა საშუალებას იძლევა, ომბუდსმენის თანამდებობაზე დამოუკიდებელი და პროფესიონალი ადამიანი შეირჩეს", - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის შერჩევა შეძლონ. „სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა შევძლოთ. ჩვენ ეს პროცესი ერთხელ გავიარეთ და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იგივე პროცესს ვთავაზობთ, რომელმაც 5 წლის წინ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც პარტიებს კვლავ ვთავაზობთ. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა“,- განაცხადა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, ერთობლივად შეიმუშაონ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი.
ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ
უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებების ფონზე არ მიუახლოვდნენ. „ყოველდღე და ყოველ ღამე, ჩვენ გვესმის ახალი შეტყობინებები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. ყველას გთხოვთ, ოკუპირებული ყირიმის, დონბასისა და ხარკოვის მოსახლეობას, იყავით ყურადღებით და არ მიუახლოვდეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიეტებს, განსაკუთრებით იქ სადაც საბრძოლო მასალას ინახავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს კვლავ სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითა ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფეთქებები, შესაძლოა, სახვადასხვა მიზეზით მოხდეს. მისი თქმით, ყირიმიდან რუსების მასობრივი გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ნახევარკუნძულზე მათი ადგილი არ არის. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.
შსს: „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაკავებული
ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ერთი პირი დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. ამასთან, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას. „მთავარმა არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ლაშა ნაკაიძეს „მთავარ არხზე“ დილის გადაცემა მიჰყავდა. ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.
აშშ სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად $68 მილიონის ხორბალს შეისყიდის
ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) 68 მილიონ დოლარს გადასცემს უკრაინაში ხორბლის შესაძენად და შემდეგ მას სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში გაგზავნის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „შეერთებული შტატები $68 მილიონს გაიღებს უკრაინული ხორბლის შესაძენად, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მისი დაცვისკენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ბლინკენის Twitter პოსტში.
ჯანკოისთან მომხდარი აფეთქების სატელიტური ფოტოები გამოჩნდა
ამერიკულმა კომპანია Planet-ის მიერ გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელზეც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში, სოფელ მაისკოეში მდებარე რუსული საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგები ჩანს, რადიო „თავისუფლების„ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტმა კირილ ოვსიანიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ფოტოები 15 და 16 აგვისტოსაა გადაღებული, პირველ ფოტოზე გარკვეული ნაგებობებია, მეორეზე ფოტოზე იგივე ტერიტორიაა, რომლის თავზეც კვამლი მოსჩანს. ოკუპირებული ყირიმის ავიაბაზაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა - მედია
ელჩი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ბრალდებები არის გაუაზრებელი და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება
აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს. „ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობს სასამართლო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. იყო კარგი ძალისხმევა ამ კუთხით, მაგრამ ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დამატებით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ამაზე თანხმდებოდა პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი. არ მესმის, ახლა რატომ არის წინააღმდეგობა ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზე მუშაობს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი ექსპერტებიც არიან ჩართულნი და ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ამ საკონსულტაციო პროცესთან მიმართებით, რომლის მთავარი მიზანიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და რაზეც აღვნიშნე, რომ პროგრესი მიღწეულია. ამასთან დაკავშირებით, მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა და ეს არიან ის ორგანიზაციები (ვენეციის კომისია, OSCE/ODIHR), რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ საკითხებზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით და მათი რეკომენდაციები ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. ამ საკითხზე მსჯელობა აქამდეც ხშირად ყოფილა, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების პროცესშიც და ასევე სხვა დროსაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ მან არ იცის, ვის წარმოადგენს ხსენებული ჯგუფი ( „ხალხის ძალა“, რედ.). „არ ვიცი, რას და ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ისმის, არის უგუნური და კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებაში, იმის უზრუნველყოფაში, რომ ის უფრო დაცული და სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ უკვე 30 წელია და მომავალშიც განვაგრძობთ იგივე საქმიანობას“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან. ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. „შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია სამი-ოთხი წლის წინ. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კარგი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა და განსაკუთრებით, ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ. ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ფოკუსირდეთ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. რა რეკომენდაციებს მოიცავს აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი დოკუმენტი შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“.
გერმანია რუსული ნავთობის ამერიკულით ჩანაცვლებას იწყებს
ერთ თვეში, ამერიკული ნავთობით დატვირთული უკვე მეორე ტანკერი, ლუიზიანიდან გერმანიის პორტ როსტოკისკენ გაემართა. ამის შესახებ Reuters წერს. Ise Princess-ის ტანკერი 570 000 ბარელი ნავთობითაა დატვირთული. ამერიკულმა ნავთობმა, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ექსპორტირებულ ნედლეულთან ერთად ვროპაში „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90 პროცენტით შემცირებას აპირებს. მექსიკის ყურეში მოპოვებული Mars-ის მარკის ნავთობი შემადგენლობით რუსული Urals-ის მსგავსია. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო გზით შემოტანილი ნავთობის მაღალი ფასის გამო, გაიზრდებოდა. ივნისის დასაწყისიდან, აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ფასი ბარელზე, $122-დან $87-მდე დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოპოვებამ 12 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 2021 წლის დონესთან შედარებით 20%-ით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის მოცულობით, ნავთობის რეკორდული რაოდენობა გაიტანა ექსპორტზე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური ადმინისტრაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 100 ჯარისკაცია მოკლული
ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 100 ჯარისკაცია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 886 ტანკს, 4 162 ჯავშანმანქანას, 993 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 196 ვერტმფრენს, 3054 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 792 უპილოტო საფრენ აპარატს, 93 ერთეულ სპეცტექნიკას, 190 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„მთავარი არხი" ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე კი „მთავარი არხი" მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას აჩერებს, - „მთავარი არხი" ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს: „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაკავებული „მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).
კელი დეგნანი: პოლარიზაცია „გავრილოვის ღამემ“, შეუსრულებელმა დაპირებებმა და არადემოკრატიულმა ქმედებებმა გამოიწვიეს და არა დასავლელმა პარტნიორებმა
„პოლარიზაცია „გავრილოვის ღამემ“, შეუსრულებელმა დაპირებებმა და არადემოკრატიული ქმედებებმა გამოიწვიეს და არა დასავლელმა პარტნიორებმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან. ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს. ელჩი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ბრალდებები არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება „შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, სამი-ოთხი წლის წინ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა და ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამ დეპუტატების მხრიდან წამოსული ბრალდებები არის გაუაზრებელი და ფაქტებს არ ეყრდნობა. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს.
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს. „“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რეზნიკოვმა ოსტინთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება დააანონსა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის თავდაცვის მდივან დოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ დააანონსა. ამის შესახებ, მან Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, ახალი საჭიროებები ბრძოლის ველზე და უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერების გზები. შეერთებული შტატების მეტ დახმარებას მალე მივიღებთ", - განაცხადა რეზნიკოვმა. ლოიდ ოსტინმა, ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ, თავის Twitter-ზე დაწერა, რომ რეზნიკოვთან განიხილა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინაში და შემდეგი შეხვედა „რამშტეინის ფორმატში“ დაგეგმა.
2022 წლის 7 თვეში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია - კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საართველოში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი პირველია. 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 23 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%. წყარო: კონკურენციის სააგენტო შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%;
თავდაცვის სამინისტროში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. „წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.