ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თაღოვან კაშხლებში და მეექვსე ადგილზეა ზოგადად კაშხლებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. „ახლა დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება. ,,ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არამხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია „ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. „ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები. ამჟამად პროექტს „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია ,,ენგური ატრაქცია“ ახორციელებს. „ენგური ატრაქციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ,„ენგურჰესზე“ უმასპინძლა აცხადებს, რომ „ენგურჰესს“, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას შეუწყობს ხელს. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა ,,ენგურჰესზე“, კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ „ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის. ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები გააჩნია და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისათვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. „ენგურჰესს“ საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და მრჩევლებთან ერთად სტუმრობდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ობიექტზე „ენგურჰესის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონი ჭანიამ უმასპინძლეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

ვატიკანში უკრაინის ელჩმა რომის პაპი ბუჩაში მიიწვია

უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა რომის პაპი ფრანცისკე, კიევის მახლობლად ბუჩაში, რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების სანახავად მიიწვია. იურაშის განცხადებით, პაპის ვიზიტი ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ რომის პაპი „ჩავა იქ, სადაც რუსეთის არმიამ უდანაშაულო ადამიანები დახოცა. ბუჩაში, კიევიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, დაახლოებით 1400 უდანაშაულო ადამიანის ცხედარი იპოვეს". მისი თქმით, „უკრაინული მხარე აუცილებლად შესთავაზებს პონტიფიკოსს ბუჩაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების სანახავად ჩასვლას“. იურაშმა თქვა, რომ კიევს სურს, რომ ფრანცისკემ რუსი სამხედროების მიერ მოკლული უდანაშაულო მსხვერპლთა საფლავებზე ილოცოს.   

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს კვლავ სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. იური იგნატმა თქვა, რომ რუსეთის მიერ „სიფრთხილის დაცვა“ აუცილებელია. „მტერი არ იცავს სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, აქედან გამომდინარეობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ,რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ ამ ფაქტით, რადგან ჯანკოი [სადაც აფეთქებები მოხდა] იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც მტერი ინახავდა ვერტმფრენებს და სხვა აღჭურვილობას“, - განუცხადა იგნატმა მედიას. ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია. დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს.  პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ. „ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს  

რა რეკომენდაციებს მოიცავს აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი დოკუმენტი

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. Europetime დაინტერესდა რა შინაარსისაა ეს დოკუმენტი და ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებს გთავაზობთ: საკვანძო რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულებისსისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე,ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ეს რეკომენდაციებიდეტალურია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები გადადგან კონსესუსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს პარლამენტისა და ქართველი ხალხის ძალისხმევას, შექმნას ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო. ზოგადი რეკომენდაციებისასამართლო რეფორმის საერთაშორისო შეფასება: შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესისშედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეფასებამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, ასევე, უნდა შეისწავლოს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე. პარლამენტმა უნდა განიხილოს შეფასების პროცესში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR), ან ვენეციის კომისიის ჩართვის შესაძლებლობა. პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები. დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება: უნდა გაუმჯობესდეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა. მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას და დაადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესს. სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება: სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთიგამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია,გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ. გენდერული თანასწორობა: საქართველოში მოსამართლეთა 50%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსი დაცულია. თუმცა, ქალ მოსამართლეთა მიერ დაკავებული ადმინისტრაციული/საკვანძო თანამდებობების რაოდენობა არ ასახავს არსებულ გენდერულ ბალანსს. რეკომენდაციას ვუწევთ გარკვეული გარანტიების შემოღებას, რათა სასამართლო სისტემის საკვანძო პოზიციებზე და მოსამართლეთა დანიშვნებისას „ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის“ უზრუნველყოფა მოხდეს. პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მოსამართლეთა დანიშვნისას, თუმცა, იმავდროულად, არ უნდა მოხდეს ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების იგნორირება.ნაფიც მსაჯულთა გამოყენების საფუძვლების გაფართოება: რეკომენდაციას ვუწევთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, რათა შესაძლებელი გახდეს მსაჯულთა გამოყენებამაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციული დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება,ასევე მაღალი სარჩელის ფასის მქონე სამოქალაქო/ქონებრივი დავები. ამგვარი ცვლილება მხარეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად და, ასევე, გაზრდის საზოგადოების ნდობასმნიშვნელოვან საქმეებზე შედეგების მიმართ. მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. მკაცრად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თითოეული კანდიდატი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული განათლება. რეკომენდაციას ვუწევთ წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემუშავებას/დახვეწას, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება. გამჭვირვალობის ბუზრუნველსაყოფად აუცილებელია, შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს დროულად, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, იმსჯელოს კანდიდატის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა - პარლამენტი/პრეზიდენტი: პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესისაბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს. კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა: კენჭისყრის და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოსამართლე წევრთა სრული კონტროლის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას. ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა: საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დანაწესი 2021 წლის დეკემბრამდე არსებულ რედაქციას უნდა დაუბრუნდეს და გაითვალისწინოს საბჭოს წევრთა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება გაზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევა - მოსამართლეთა კონფერენცია: კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა. ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა წევრობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:იმისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზემყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა:მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებული ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელის მსგავსად, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად. უნდა მოხდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მოსამართლეთა დისციპლუნური პასუხისმგებლობის შესახებ 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გადახედვა იმ რისკების გამო, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ქმნის, კერძოდ: (1) მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტის ბუნდოვანმა განმარტებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მისი არაკეთილსინდისიერი და ბოროტად გამოყენება; და (2) დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა, რადგან ამ ღონისძიებას არ აქვს საკმარისი გარანტიები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა: გამჭვირვალობის ზრდა გაზრდის საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კანონში უნდა შევიდესცვლილებები, რათა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების „ღიაობა“ და „საჯაროობა“. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და, ასევე, სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი წესების აღსრულებისკენ, რაც გულისხმობს, მათ შორის, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს შეხვედრების დღის წესრიგის გამოქვეყნებას შეხვედრების ჩატარებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, რომლის დაცვაც ამჟამად არ ხდება. მოსამართლეთა სპეციალიზაცია: სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაცია ყველა სასამართლოსთვის უნდა განისაზღვროს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კონკრეტული სპეციალიზაციის, ან ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის კვალიფიკაციის ობიექტურ შეფასებას და გადაწყდეს მოსამართლის თანხმობის საფუძველზე. უზენაესი სასამართლოკონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა: უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეებისშენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენა და არჩევა მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერარჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.

ზელენსკიმ მაკრონს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ბრძოლის ველსა და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინული მედია ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთის და საქართველოსთვის მისივე თანახმად, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის. ამასთან, განიხილეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.  უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.

ოლივერ ვარჰეი საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის გატარების მნიშვნელობაზე მიუთითებს

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა განაგრძოს. ევროკომისრის განცხადებით, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველო რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კურსს განაგრძობს. საქართველომ სერიოზულად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, განახორციელოს სასამართლო რეფორმები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

არასამთავრობოები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ

სამოქალაქო ორგანიზაციები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვენ. ორგანიზაციები ასევე ითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი. „ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურმაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსული ექსპორტი, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა - საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით - საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. მიხეილ სარჯველაძე შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესაძლო აკრძალვაზე: გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან. აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ირაკლი კობახიძე: მუდმივად საცხოვრებლად რუსეთიდან ჩამოსული შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; მედიაომბუდსმენი; სირცხვილია; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; თანასწორობის მოძრაობა; უფლებები საქართველო; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG; ევროპის ფონდი; ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო; ობსერვატორია; საფარი; დემოკრატიის მცველები; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch); მწვანე ალტერნატივა; დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; პლატფორმა "გამზირი"; ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია; არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის'' დამფუძნებელი წევრი, ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს'' (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი. ცნობისთვის, ანალოგიური მოთხოვნით გამოდიან რიგი ოპოზიციური პარტიები.  

ექსკურსიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ბრალდებული ორი პედაგოგიდან ერთი - კლასის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო, ხოლო სპორტის მასწავლებელი - უდანაშაულოდ. შესაბამის ინფორმაციას დაღუპული მოზარდის სოფიო ნიკოლეიშვილის და, სალომე ნიკოლეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო სსკ 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია: სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი COVID19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. პირველი ლედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ისვენებდა სამხრეთ კაროლინაში, როდესაც ორშაბათს სიმპტომები განუვითარდა. ჯილ ბაიდენს დაუნიშნეს ანტივირუსული პრეპარატი და მინიმუმ ხუთი დღით იზოლირებული იქნება. თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენს კოვიდტესტი სამშაბათს ჩაუტარდა და მას ვირუსი არ დაუდასტუდა, მაგრამ CDC-ის რეკომენდაციის შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში ნიღაბს ატარებს.  ჯო ბაიდენი კორონავირუსისგან ახლახან განიკურნა.  

გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს, ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. გუტერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავს. გაეროს პრესსპიკერის თქმით, გუტერეში 19 აგვისტოს, საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, სადაც მარცვლეულის ექსპორტი გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განახლდა. 20 აგვისტოს ანტონიო გუტერეში სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა.  

ერმაკმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „მნიშვნელოვანი დოკუმენტის“ მომზადება დააანონსა

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება და შესაძლოა, მალე გამოჩნდეს მნიშვნელოვანი დოკუმენტიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა პრესკონფერენციაზე. „უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო იურიდიულად აღსასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ერმაკმა.  

უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო

უკრაინამ იტალიისგან €200 მილიონიანი სესხი საშეღავათო პირობებით მიიღო. სესხი გულისხმობს 15 წლის განმავლობაში ნულოვან საპროცენტო განაკვეთს და ითვალისწინებს 7,5 წლით გადავადების საშეღავათო პერიოდს. „მიღებული თანხები მოხმარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ხელფასების უზრუნველყოფას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. როგორც ცნობილია, სასესხო ხელშეკრულება 5 აგვისტოს გაფორმდა. უკრაინა იტალიისგან €200 მილიონიან სესხს საშეღავათო პირობებით მიიღებს  

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ მის წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმის შესახებ იუწყება

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. „მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. უკრაინული მედია წერს, რომ „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე ვთქვი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი სხვას ტერიტორიას ართმევენ. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სანქცია. ზელენსკი თვლის, რომ ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ არიან რუსებიც, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეს მხოლოდ იზოლირებული შემთხვევებია და ეს ადამიანები ციხეებში არიან. „როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო სანქციები, ეს ძალიან მარტივია. „საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში სითბო არ ექნებათ. დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს უფრო მეტად უნდა გაურთულდეს ომის წარმოება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების გასაძევებლად, უკრაინელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რუსეთს ომის წარმოება გაურთულდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიღალოთ არა ჩვენ ან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ დაიღალოს ჩვენი მტერი. იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს უფრო და უფრო უნდა გაურთულდეს ომის წარმოება - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და სამართლებრივი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც იქნება რეალური, ეფექტიანი და იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე, უზრუნველყოფს მშვიდობის გარანტიას ჩვენი ხალხისთვის. რუსეთის არმიამ განაგრძო ზაპორიჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების აბსოლუტურად უაზრო და სასტიკი დაბომბვა. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ხარკოვისა და სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება, მაგრამ ეს ვერ გატეხს ჩვენს წინააღმდეგობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ

დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში. „ბოგოროდიჩნის რაიონში მტერმა შეტევის განხორციელება სცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. გრძელდება ბრძოლები მაზანოვკასა და ნოვოდმიტროვკას მახლობლად. დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა. ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი", მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩააქრო ხანძარი, რომელმაც 17 000 ჰექტარზე მეტი დააზიანა.  

იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შოტოკან კარატეს ფედერაციის გუნდი ავრცელებს. „იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჭაბუკა მახარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში I ადგილი და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში შოტოკან კარატე დოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2015 წელს ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. წარმატებით იასპარეზა ვეტერანთა შორის ნოდარ ხაჩიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალურ კუმიტეში I ადგილი და ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლს დასჯერდა. ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აშშ-ში ინფლაციასთან საბრძოლველად $430 მილიარდი დაიხარჯება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე, რის საფუძველზეც, ამ სექტორეებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად $430 მილიარდი დაიხარჯება.  კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, მათ შორის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მსხვილი კორპორაციების დაბეგვრის გაზრდა, რამაც ნაწილობრივ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროგრამებისთვის საჭირო სახსრები. აშშ-ის ხელისუფლება მოელის, რომ ყველა ეს ღონისძიება მომავალში ქვეყანაში ინფლაციას შეამცირებს.  აშშ-ის მმართველი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. რესპუბლიკელებმა კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადეს, რომ ინიციატივების პაკეტში შეტანილ დიდ ხარჯებს შეცდომად მიჩნევენ.   

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციითა და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. „2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც“, – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში. შეფასების მიხედვით, მსგავსი ტენდენციები მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ეს მსოფლიო ბაზარზე და რეგიონში არსებული არასტაბილურობით იქნა ახსნილი. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი ამ შეფასებით უკვე დაიხურა და სააგენტო მოკვლევის ეტაპზე გადავიდა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს – ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე მარჟა 78-53 თეთრი იყო, რუმინული საწვავის შემთხვევაში კი საბაჟო საწყობიდან, დაახლოებით, 73-94 თეთრით იაფად ხდებოდა სხვა მოვაჭრეებზე საწვავის რეალიზაცია, ვიდრე ეს საკუთარ ქსელში შედიოდა. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოკვლევის ფარგლებში – დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება. ასევე, ბაზრის გაჯანსაღების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები დამუშავდება. „მიმდინარე წელს კონკურენციის სააგენტომ ერთი მოკვლევა დაასრულა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, რაც არ დადასტურდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. მიმდინარე წელს, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი მონიტორინგი – შუშის ნარჩენების და საავტომობილო საწვავის – ბუნებრივი/თხევადი აირის ბაზრის მიმართულებით. ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საწვავის მსხვილ რეალიზატორებს შეხვდნენ და ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტოს მონიტორინგის ანგარიში და ფასის შემცირების მოსალოდნელი ტენდენციები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე ფასის 20-30-თეთრიანი კლებაა მოსალოდნელი“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.