ძებნის რეზულტატი:

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას არ ემხრობა

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალავას არ ემხრობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN.  „აშშ-ს არ სურს, ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია, ზღვარის გავლება რუსეთის მთავრობის ქმედებებს, უკრაინაში მის პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.  სპიკერმა დასძინა, რომ აშშ „მუშაობს ალიანსის წევრებთან და პარტნიორებთან, რათა დაწესდეს სასჯელი, განსაკუთრებით სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისთვის და მათი გარემოცვისთვის“.   „2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები თითქმის 5000 პირს დაუწესა. ჩვენ განვაგრძობთ, უკრაინაში შეჭრაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვეძებთ ყველა ინსტრუმენტს კრემლის პასუხისმგებლობისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა სპიკერმა. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

„აზოვის პოლკი“ აცხადებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინელთან, რომელიც რუსეთის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ნატალია ვოვოკს, რომელსაც ფედერალური სამსახური, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, უკრაუნულ „აზოვის“ პოლკთან დაკავშირებული არ არის. ამის შესახებ, განცხადება „აზოვის პოლკის“ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.  დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური „ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში „აზოვის“ მონაწილეობის დადასტურებას ცდილობენ, ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა „იაროშის“ მორიგი სავიზიტო ბარათი. ტერორისტული აქტში დადანაშაულება თავისთავად არის „აზოვის“ ხალხის წინააღმდეგ "ტრიბუნალის" მომზადება. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით რუსეთი  თავისი მოქალაქეებში ამკვიდრებს საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლო პროცესის „აუცილებლობის“ შესახებ“, - ნათქვამია „აზოვის“ პოლკის განცხადებაში.  მანამდე რუსულმა პროექტმა NemeZida-მ, რომელიც უკრაინის უშიშროების ძალების მონაცემებს აქვეყნებს, გამოაქვეყნა ოფიციალური პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ვოვკს ეკუთვნის. მოწმობაში ნათქვამია, რომ ვოვკი მსახურობდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და ეკუთვნოდა მარიუპოლის 3057 სამხედრო ნაწილს, ვიდრე ქალაქი რუსულმა ჯარმა არ დაიპყრო ამ შენაერთში შედიოდა „აზოვის“ პოლკიც. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.  

პუტინმა სიკვდილის შემდეგ დარია დუგინა, მამაცობის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა მამაცობის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა. განკარგულების ტექსტის მიხედვით, დუგინა დაჯილდოვდა, როგორც „ცარგრადის“ კორესპონდენტი - „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის“. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია მანამდე 22 აგვისტოს პუტინმა მწუხარება გამოთქვა დუგინას გარდაცვალების გამო. რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.  

ზელენსკიმ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების მიზნით, ახალი ინიციატივა წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან კავშირების გასაძლიერებლად კიევმა ახალი ინიციატივა წამოიწყო. ზელენსკის თქმით, დღეს დაარსდა ახალი დიპლომატიური და უსაფრთხოების ფორმატი - „კიევის ინიციატივა“. „მის მუშაობაში უკვე მონაწილეობენ უკრაინის ევროპელი მეზობლები - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეტაპობრივად ჩავრთავთ სხვა ქვეყნებს. „კიევის ინიციატივის“ ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფოს მეთაურების საგარეო პოლიტიკის მრჩევლების დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ინიციატივას უწოდა „ძალიან პერსპექტიული ხაზი ევროატლანტიკური მიმართულებით“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მიიღონ სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. „რაც უფრო დიდია ინტერვალი სანქციების პაკეტებს შორის, რუსეთის თავხედობას მით უფრო არ აქვს საზღვარი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

ერდოღანი: ჩვენი მიზანია, პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთში შედგეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ თაიფ ერდოღანმა განაცახადა, რომ თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას, იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.  „ჩვენი მიზანია, პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოვაწყოთ მოლაპარაკებები თურქეთში, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას", - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ამ საკითხზე ერდოღანმა, თურქეთის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.  უკანასკნელად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები მარტის ბოლოს სტამბულში გამართეს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მაისში დელეგაციებმა შეაჩერეს მოლაპარაკებები და ერთმანეთი პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.    

NATO-ს გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში სექტემბრისთვის გაიგზავნება

გერმანია ჯარისკაცებს ლიეტუვაში სექტემბრის დასაწყისში გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, იუწყება Delfi. ანუშაუსკაკმა დაადასტურა, რომ NATO-ს ბრიგადის ნაწილის განთავსება დაგეგმილია იონავაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს. საუბარია 50-მდე პერსონალზე, თუმცა ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს. „ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციაზე. მათთან კოორდინაციაში ვართ. სავარაუდო თარიღია 8 სექტემბერი“, - განაცხადა მინისტრმა. ლიეტუვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადების სრული განლაგებისთვის ინფრასტრუქტურა შესაძლოა, 2025 წლისთვის მომზადდეს. დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა 2017 წლიდან, NATO-ს საერთაშორისო ბატალიონი გერმანიის მეთაურობით ლიეტუვაში იყო განლაგებული, მაგრამ მადრიდის სამიტზე გადაწყდა, რომ გაძლიერდეს NATO-ს დაწინაურებული ძალები ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე. ბატალიონები, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ, ბრიგადების დონეზე გაშლისთვის. გაძლიერებული დაწინაურებული სამხედრო ყოფნის ფარგლებში NATO-ს ასეთი მრავალეროვნული ბატალიონები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში არიან განლაგებულნი. ბრიგადის უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, გერმანიაში იქნება განლაგებული. ლიეტუველი ოფიციალური პირები მსგავს გადაწყვეტილებებს მოკავშირე ჯარისკაცების მიღებისა და წვრთნის ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნიან და მისი განვითარების პირობას დებენ. სხვა საკითხებთან ერთად, წელს ლიეტუვამ ახალი სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მშენებლობა დაიწყო და ყაზარმების შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. უახლოეს ორ-სამ წელიწადში, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს დაახლოებით 350 მილიონი ევრო. ასევე, იგეგმება ყაზარმების გაფართოება, სადაც მოკავშირეთა ბატალიონი გერმანიის მეთაურობით არის განლაგებული. ამჟამად ბუნდესვერის ხელმძღვანელობით, ლიეტუვაში დაახლოებით, NATO-ს 1,600-კაციანი ბატალიონი იმყოფება, მათგან ათასი, გერმანელი ჯარისკაცია. ინფორმაციისთვის, NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.

როდის მიაწვდის აშშ უკრაინას კამიკაძე-დრონებს

პენტაგონი უკრაინისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდების მიზნით, კონტრაქტს ამზადებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ათი Switchblade 600 კამიკაძე თვითმფრინავის წარმოების შესახებ ხელშეკრულების დადებას სექტემბრისთვის გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-მ Switchblade ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემების გადაცემა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, მაგრამ საუბარი იყო Switchblade 300 თვითმფრინავზე, რომელიც მცირე სამიზნეების განადგურებისთვის იყო განკუთვნილი. მწარმოებლის თქმით, 300 ვარიანტი იწონის 2,5 კგ-ს, შეუძლია 10 კილომეტრზე ფრენა, ხოლო  (54,4 კგ) 600 ვერსიას შეუძლია 40 კილომეტრზე - ჰაერში 40 წუთის განმავლობაში ფრენა. „მათ ერთი და იგივე სახელი აქვთ, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავებული სისტემებია, ძალიან განსხვავებული სამიზნე კომპლექტით. ისინი წარმოუდგენლად დაეხმარებიან უკრაინულ ძალებს ახლა და მომდევნო კვირებში“, - თქვა სამხედრო ცენტრის უფროსმა დირექტორმა, ბრედლი ბოუმანმა. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.  „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ნატოს ყველა ქვეყანას. უკრაინასა და ჩვენს აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს ახლა სჭირდებათ ჩვენი ტექნოლოგია, რათა რუსული არმია დაამარცხონ და მომავალი აგრესია თავიდან აიცილონ“, - ნათქვამი იყო კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.   

დმიტრო კულება: მხოლოდ ორი ევროპული ქვეყანა არ აწვდის უკრაინას იარაღს

ევროპის ქვეყნებიდან ამჟამად მხოლოდ უნგრეთი და ავსტრია არ აწვდიან იარაღს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის მასშტაბით სატელეფონო მარათონის დროს განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ, რომლებსაც თანამედროვე ისტორიაში არასოდეს მიუწოდებიათ იარაღი კონფლიქტის ზონებში, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ პოზიცია შეიცვალა და ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობაც კი შეცვალა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების ასეთი შიდაპოლიტიკური დისკუსიები იმის შესახებ, თუ როდის და რომელი იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, კიევს ყოველდღიურად, ფრონტის ხაზზე დანაკარგებად უჯდება.  

ზელენსკი კიევის ახალ ინიციატივაზე: ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა რეგიონში და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები

კიევის ინიციატივა, უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი, ძალიან პერსპექტიული ძალისხმევაა ევროატლანტიკური მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნა ახალი დიპლომატიური და უსაფრთხოების ფორმატი, კიევის ინიციატივა. ფორმატის მუშაობაში უკვე მონაწილეობენ უკრაინის ევროპელი მეზობლები - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ზელენსკიმ დაამატა, რომ ინიციატივას სხვა სახელმწიფოები თანდათან შეუერთდებიან. „ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა რეგიონში და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, პირველ რიგში, უსაფრთხოების ინტერესები. ეს არის ჩვენი ძალისხმევის ძალიან პერსპექტიული ხაზი ევროატლანტიკური მიმართულებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ნიდერლანდები უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 65 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარებას გაუწევს რუსული აგრესიით დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციის დასაწყებად. ამის შესახებ ჰოლანდიის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლისიე შრეინმახერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კიევში განაცხადა. მისივე თქმით, ნიდერლანდები 65 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში დახმარებისა და ინვესტიციებისთვის. მინისტრის თქმით, პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების თანადაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა ხიდები, კაშხლები და საავადმყოფოები, ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში. თანხები ასევე მოხმარდება უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჰოლანდია ერთ მილიონ ევროს გამოყოფს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაივის პრიორიტეტული პროექტების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა 10 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს იმ ტერიტორიების განაღმვის და ასაფეთქებელი ნივთიერების განადგურებისთვის. ნიდერლანდები ასევე გადასცემს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო ადმინისტრაციისა და უკრაინაში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და 2 მილიონ ევროს გაეროს მოსახლეობის ფონდს ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის. ლისიე შრეინმახერი და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლლონგრენი ერთობლივი ვიზიტით კიევში იმყოფებიან.

ირლანდიიის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ კიევში ირლანდიის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ RTE იტყობინება. საელჩო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დისტანციურად ფუნქციონირებდა და ახლა იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოს საკონსულო დახმარება. 17 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში 55 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მუშაობა უკვე განაახლა.  

დაზვერვა: უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გაზრდის საფრთხე არსებობს

დაზვერვა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის პოტენციური თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გაზრდის საფრთხე არსებობს. ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, რუსული სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკის გამო, მასობრივი ღონისძიებები კიევში აკრძალულია. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე გაფართოებული კომენდანტის საათი ამოქმედდება.    

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს - WSJ

Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ემზადება. სტატიაში წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები დააწესა, თუმცა ახლა, აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ, უზრუნველყონ მისი უფრო ეფექტიანობა, დახურონ ხვრელები, მოახდინონ ლობირება სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და გაატარონ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილებას.  ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ მეორე ეტაპის მიზანია, რუსეთს გადაუკეტონ ის გზები, რომლებიც მისთვის შემოსავალს უზრუნველყოფენ, რაც თავის მხრივ, პუტინს ომის გასამართლებლად სჭირდება.   

ცნობილია, როდის წარმოადგენს კიევი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, პირველი დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ, აგვისტოს ბოლოს იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება. „რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა. „უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო, იურიდიულად შესასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ანდრი ერმაკმა.

ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს. ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის. „მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა მოცულობით, რადგან არის შეთავაზებები გაზის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.  

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას

23 აგვისტოს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, 40-მდე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, ყირიმის პლატფორმა ნამდვილად გლობალური გახდება 2022 წელს. მისი გეოგრაფია გაფართოვდება, კერძოდ, აფრიკის კონტინენტისა და ატლანტის მეორე მხარის ქვეყნების გამო. კულებას მიაჩნია, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ფართომასშტაბიანი ომის ფონზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყირიმის დაბრუნება პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. „ეს არის ამოცანა, რომელსაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. სამართლიანობა აღდგება და ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინა", - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ ყირიმის დაბრუნება უზრუნველყოფს მთელი შავი ზღვის რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. „მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა ყირიმის დაბრუნების საკითხში“, - აღნიშნა კულებამ და დაამატა, რომ ხსენებულ ფაქტს სამიტის მონაწილეთა რაოდენობის მესამედზე მეტით ზრდა ადასტურებს. NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.

გერმანიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი რუსულ თვითმფრინავებს აედევნა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ბალტიისპირეთის გავლით, მოკავშირეთა საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს აედევნა. ინფორმაციას NATO-ს წყაროები ავრცელებენ. დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ მათივე ცნობით, NATO-ს საჰაერო პოლიციის გრძელვადიანი მისია მოკავშირე სახელმწიფოთა მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. მათივე განცხადებით, ალიანსი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ინარჩუნებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუნდესვერის თვითმფრინავმა მოკავშირეთა საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ მფრინავს დაბრკოლება შეუქმნა.  

პოდოლიაკი: უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ, ყველგან სადაც რუსული არმია იმყოფება

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსი ოკუპანტები ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც დღეს ხდება ყირიმში ან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის რაიონებში. მისივე თქმით, უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ ყველა ოკუპირებულ ადგილას, სადაც დღეს რუსული არმია იმყოფება.  

ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშიით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს. კერძოდ, სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე სამხედრო ოპერაციებს, დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით აწარმოებს, ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა. ასევე, დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებით აქტიური ოპერაციების ჩატარებაზე. გენშტაბის ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს ნოვომიხაილოვკას, ზოლოტაია ნივის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.  

ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა

ენერგეტიკული პოლიტიკის შეიარაღებასთან დაკავშირებით რუსეთის მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღო, რადგან კანადა საკვანძო, გაზის ტურბინის მიწოდებას დათანხმდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) პუტინის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მოკავშირეების გაყოფას; მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთი აღარ არის სანდო ბიზნეს პარტნიორი. მან შეამცირა გაზის მიწოდება მთელ ევროპაში, ყოველთვის მოჰყავდა ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პუტინის ხაფანგში არ ჩავვარდეთ და ერთად დავდგეთ“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.