ძებნის რეზულტატი:

დუგინმა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, შვილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.  დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ფესტივალ „ტრადიციიდან“ დაბრუნებისას მოკლეს. „ის იყო შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. მას არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ, ”- განაცახდა დუგინმა.  დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო დუგინმა განაცხადა, რუსი ხალხის გატეხვა შეუძლებელია ასეთი „აუტანელი დარტყმებით“, უკრაინა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ხალხის ნებას „სისხლიანი ტერორით“ ვერ ჩაახშობს. „ჩვენი გულები შურისძიებისაკენ ან შურისძიებაზე მეტისკენ ისწრაფვის. თუმცა ეს ძალიან მცირეა და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ  გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო“, - თქვა დუგინმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.  

პუტინი დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებას გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას ოჯახს „გულწრფელი სამძიმარი“ გამოუცხადა. კრემლის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში, პუტინი მის სიკვდილს „სამარცხვინო, სასტიკ დანაშაულს" უწოდებს და აღწერს მას, როგორც „ნათელ, ნიჭიერ ადამიანს ნამდვილი რუსული გულით - „ის იყო კეთილი, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და გულწრფელი“. რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილია. უკრაინა უარყოფს მის სიკვდილში მონაწილეობას.  

ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადა ევროკავშირის გეგმების შესახებ, რომლებიც უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს. მისი თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.  ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.

უკრაინა ომში დანაკარგებზე საუბრობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთთან ომში 9 000-მდე უკრაინელი გმირი დაიღუპა.    „ამ ომში არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არამხოლოდ ისინი მონაწილეობენ, ვინც იარაღი აიღეს, არამედ ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ აქ და ამ დროს დაიბადნენ.   მათ ნამდვილად არ ესმით რა ხდება, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, როგორც სოლედართან, ბახმუტთან, ველიკა ნოვოსელკასთან და აქ, რადგან მათი მამა წავიდა ფრონტზე და, ალბათ, ერთ-ერთია იმ თითქმის 9 ათასი გმირიდან, ვინც დაიღუპა.“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინამ და მოლდოვამ დნესტრისპირეთის გვერდის ავლით სარკინიგზო მონაკვეთი აღადგინეს

ოდესის რეგიონის სამხრეთით, რკინიგზის მუშაკებმა ბერეზინო (უკრაინა) - ბასარაბეასკას (მოლდოვა) მონაკვეთი აღადგინეს. შედეგად, 22 აგვისტოს ამ სადგურებს შორის სარკინიგზო კავშირი,  თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის გვერდის ავლით ამოქმედდება. 22 აგვისტოს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ანდრეი სპინუს მონაწილეობით, განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „22 აგვისტოდან დაიწყება მატარებლების მოძრაობა, უპირველეს ყოვლისა, სატვირთო მატარებლების მოძრაობა ბერეზინოს (ოდესის რეგიონი) – ბასარაბეასკას (მოლდოვა) სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენილი მონაკვეთის გასწვრივ, რომელმაც 1997 წელს სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება. 23 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა რკინიგზის მუშაკებმა რეკორდულ მოკლე დროში - სულ რაღაც ერთ თვეში მოახერხეს“, - აღნიშნა მინისტრმა. ამ მარშრუტის აღდგენა [ბერეზინე-ბასარაბეასკა – რედ.] სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა რუსი ოკუპანტების უწყვეტი თავდასხმების გათვალისწინებით დნესტრისპირეთის შესართავთან. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატივა - მთავარი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც  აკავშირებს ოდესისა და დუნაის პორტებს, რენის და იზმაილს, რომელიც საიმედოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო სერვისებთან. ჩვენ ველით, რომ მივაღწევთ ტვირთის გადაზიდვის საშუალო ტემპს, წელიწადში 10 მილიონ ტონას“, - განაცხადა კუბრაკოვმა. უკრაინული მედიის ცნობით, ბერეზინე-ბასარაბეასკას სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მომსახურება აღდგა, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილია. მისი მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო მოძრაობა უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე, ევროკავშირის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.  

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი მოლდოვასთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე: ერთად ვაშენებთ საერთო ევროპულ ინფრასტრუქტურას

განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა 22 აგვისტოს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ანდრეი სპინუს მონაწილეობით, განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით, ბერეზინე-ბასარაბეასკას სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მომსახურება აღდგა, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილია. მისი მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო მოძრაობა უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე, ევროკავშირის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. „ამ მარშრუტის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა რუსი ოკუპანტების მიერ დნესტრისპირეთის შესართავთან, ხიდზე მუდმივი თავდასხმების ფონზე. ამიერიდან ჩვენ გვაქვს ალტერნატივა - ოდესისა და დუნაის პორტების დამაკავშირებელი მთავარი სარკინიგზო მარშრუტი - რენი და ისმაილი საიმედოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო სერვისებთან. უკრაინამ და მოლდოვამ დნესტრისპირეთის გვერდის ავლით სარკინიგზო მონაკვეთი აღადგინეს ჩვენ ველით, რომ ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ საშუალო ტვირთის მოცულობას -10 მილიონ ტონას წელიწადში. ჩვენი ერთობლივი პროექტები არ ეხება მხოლოდ ტრანსპორტს, ტვირთსა და მგზავრებს. ჩვენ ერთად მივდივართ ევროკავშირის წევრობისკენ, ამიტომ, ერთად ვაშენებთ საერთო ევროპულ ინფრასტრუქტურას. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენი მუშაკების ძალისხმევის შედეგად აღვადგინეთ ინფრასტრუქტურა არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ მოლდოვაშიც“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ

„ყველა რუსისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.   

ჯოზეფ ბორელი: როგორც ჩანს, ომი გაგრძელდება, ეს მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით.   ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.  ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ ორშაბათს განაცხადა, რომ  რუსეთთან წყლისა და სახმელეთო საზღვარის დაცვა გააძლიერეს. კერძოდ, კალინინგრადის რეგიონთან საზღვარზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.  „შეიარაღებული კალინინგრადი ახლოსაა, მეზობლებისგანაც არის საფრთხეები. ამიტომ ჩვენი მზადყოფნის დონე მაღალია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფის საკითხს. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა და ფლოტი ინციდენტებზე კიდევ უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან „აქ არის თხევადი ბუნებრივი აირის მიღების ტერმინალი და „სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები“, - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.   

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითია. ამის შესახენ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა „ნარკოტესტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2022 წლის 19 აგვისტოს ჩააბარა, ნარკოტიკის არსებობა რა დაადასტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია ამასთან, ფინეთის პრემიერმა ტესტირების საფასური თავად გადაიხადა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.   

პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facenook-ზე დაწერა.    „დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ევრო ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

სავაჭრო პლათფორმების მონაცემებით, ევრო დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 0,993 ევროა. Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევრო ვაჭრობისას იმავე დონეზეა, როგორც 2002 წელს, მისი არსებობის პირველ წლებში. „ევროპული ვალუტა სუსტდება იმ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელსაც რეგიონი, ენერგეტიკული კრიზისისა და გვალვის კუთხით აწყდება“, - წერს გამოცემა. ივლისის შუა რიცხვებში ევრო დოლართან მიმართებით დაეცა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ, მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეფერხებით იყო გამოწვეული.   

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე ესკორტის ოფიცერი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე,  სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან - ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა. 2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე. ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინური ბრენდი „Miniso“ იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.  Miniso ბოლო დროს მკაცრად გააკრიტიკეს ბრენდის საეჭვო წარმომავლობის გამო. ეს იაპონიაში ბრენდის პოპულარობის ნაკლებობით აიხსნება. ბრენდს მხოლოდ 4 მაღაზია აქვს იაპონიაში და დაახლოებით 1100 მაღაზია ჩინეთში. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „დე-იაპონიზაცია“ 2019 წლიდან დაიწყეს და საკუთარი წარმოებიდან ამოიღებენ ყველა ელემენტს, რის გამოც მომხმარებლებმა შესაძლოა იაპონურად მიიჩნიონ. კომპანიის წინააღმდეგ ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული დავა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ Miniso-ს საქართველოშიც აქვს მაღაზიათა ქსელი.  

პროფესორი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა და იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 50 წლიანი სამსახურის შემდეგ დეკემბერში თანამდებობას დატოვებს.  ფაუჩი ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის, ისე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის, პოსტებს ტოვებს.  „გასული 38 წლის განმავლობაში, როგორც NIAID-ის დირექტორს, მქონდა დიდი პატივი, მემსახურა შეერთებული შტატების შვიდ პრეზიდენტთან, დაწყებული პრეზიდენტი რონალდ რეიგანით. ასევე მემუშავა ახალი და განვითარებადი ინფექციური დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსის საფრთხეების განეიტრალებაზე“, - აცხადებს ფაუჩი.  „ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა, თუმცა არ ვაპირებ პენსიაში გასვლას “, - განაცხადა 81 წლის ფაუჩიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში საქმიანობა 1968 წელს დაიწყო, ხოლო დირექტორის თანამდებობა 1984 წელს შიდსის ეპიდემიის დროს დაიკავა.   

ზელენსკიმ შევჩენკოს საპრეზიდენტო პრემია „უკრაინის ეროვნული ლეგენდა“ გადასცა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო, უკრაინის „ეროვნული ლეგენდის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. დამოუკიდებელი უკრაინის ჩამოყალიბებაში და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში გამოჩენილი პიროვნული დამსახურებისთვის, სამშობლოს დაცვისა და უკრაინელი ხალხის სამსახურისათვის, 2022 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო პრემია „უკრაინის ეროვნული ლეგენდა“ უკრაინის 9 მოქალაქეს მიანიჭა, აქედან სამმა ეს ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღო. 

ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, ვერტმფრენის მუშაობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. „გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს. ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდნენ. პირველი კერა 19 აგვისტოს გაჩნდა, შემდეგ ორი დღე-ღამე გავიდა. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, შემდეგ ქარი ამოვარდა, ქარმა გაავრცელა ცეცხლი. ის, რომ გაწერილია, ვერტმფრენი, ამ დღეს უნდა ჩაერთოს ან არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა“, - განაცახდა გომელაურმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხუთი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავთ, ოთხი დიდი და ერთი პატარა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი ჰყავდეს. „ჩვენ პირადად დაგვრჩა ხუთი სამაშველო ვერტმფრენი. ოთხი დიდი „მი-8“ ტიპის და ერთი პატარა. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, არ ვართ ასეთი მდიდრები. შენახვა სჭირდება. მეორეც, ერთი ვერტმფრენი რომ ჰყავდეს ცალკე ვინმეს, იმას იმხელა ხარჯი უნდა, რომ არარენტაბელურია, არასწორია, როდესაც შეიძლება, სასაზღვროს ვერტმფრენი ემსახურებოდეს, იგივე აღჭურვილობა აქვს, ჯალამბარია, იგივე აღჭურვილობაა, რაც უნდა ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენს. სასაზღვროს ვერტმფრენი ერქმევა, სამაშველოს თუ კრიმპოლის, ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომღაც დაიხვია ოპოზიციამ, აი, არ უნდა ჰყავდეს? ჰყავს ერთი, ერთი ვერტმფრენი უშველის? არასწორია“, – აღნიშნა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური შსს-დან კადრების წასვლაზე: სულ არის ეს თემა, ხალხი მიდის, მოდის

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების დეფიციტია და უწყება 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შსს-ში ვაკანსიებია გამოცხადებული. „არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები. გადინება, რა ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, 60 დაახლოებით. გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა, 4 000 წავიდა, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, – განაცხადა გომელაურმა.  

ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის პორტში დაბრკოლებების შემთხვევაში, (რომელიც ყაზახური ურანის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის მთავარი მარშრუტია), შესაძლოა ურანი ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებით გადაზიდონ.  „კაზატომპრომის“ მმართველის მოადგილემ, ერკან მუკანოვმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ზომების მიღებას, რადგან ურანის ექსპორტის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული რისკები გაჩნდეს.  მუკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ურანსა და ატომის სექტორებზე ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ „კაზატომპრომი“ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.  მან აღნიშნა, რომ მიღებულია სიფრთხილის ზომები იმ შემთხვევაში, თუ სანქტ-პეტერბურგის პორტი, რომელიც ცნობილია, როგორც ყაზახური ურანის ექსპორტის მთავარი მარშრუტი, რაიმე მიზეზით ვერ მოემსახურება ტვირთებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ალტერნატიულ მარშრუტს – ტრანსკასპიის დერეფანს, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მუკანოვმა. ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებს.   მუკანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 10 ათას 70 ტონა ურანი მოიპოვეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. მან აღნიშნა, რომ 2024 წელს ურანის წარმოება 25-25,5 ათასი ტონის დონეზე იგეგმება.  

შავი ზღვის გაზის საბადოზე აქტიური მუშაობა გრძელდება - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა, შავი ზღვის თურქულ სექტორში, ქვეყნის უდიდესი ოფშორული გაზის საბადოს, საკარიას განვითარებაზე აქტიური სამუშაოების გაგრძელების შესახებ განაცხადა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  „ორი წელი გავიდა გაზის საბადოს აღმოჩენის მნიშვნელოვანი თარიღიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თურქი ხალხის ნათელი მომავლისთვის. დღეს ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თურქეთში გაზი ყველა მომხმარებლებს მიეწოდება. პროექტის განსახორციელებლად აქტიური ნაბიჯები გრძელდება“, - აცხადებს მინისტრი. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი.  თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.