ძებნის რეზულტატი:
გერმანიამ საბრძოლო თვითმფრინავები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პირველად განათავსა
გერმანიის საჰაერო ძალები ექვს Eurofighter-ს და დამხმარე თვითმფრინავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსებს, რათა NATO-ს პარტნიორებთან კოორდინაციით, ერთობლივი პროექტები განახორციელოს. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ადასტურებს. „ამ განლაგებით... ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს: საჰაერო ძალები შესაძლოა, განლაგდეს სწრაფად და გლობალურ დისტანციებზე - თუნდაც პარალელურად შესასრულებელი რამდენიმე მისიით“. გერმანული გამანადგურებელი და ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი სწავლებაში მონაწილეობს, რომელიც 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, მრავალეროვნულ გარემოში, მოკავშირეებთან ერთად (საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან და რეგიონული პარტნიორები) ტარდება. გერმანიის ძალები ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო საბრძოლო წვრთნას დაუჭერენ მხარს და ოქტომბერში გერმანიაში დაბრუნდებიან.
ანდჯეი დუდა კიევშია
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე ერთი დღით ადრე, კიევში ჩავიდა. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს დუდას მესამე ვიზიტია უკრაინაში. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე ჩავიდა უკრაინაში 2022 წლის 13 აპრილს და 2022 წლის 21-22 მაისს.
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს
იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს, მათ შორის სანქციების გამკაცრებით. ამის შესახებ Reuters იტყობინება. კიშიდამ თავისი კაბინეტის მინისტრებს შესაბამისი დავალება უკვე მისცა. „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას G7-თან და საერთაშორისო საზოგადოებასთან პრემიერ-მინისტრის მითითებების შესაბამისად და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ. 7 ივნისს, უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერჰი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების 500 მილიონი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს.
ზელენსკი: უკრაინის დროშა დაბრუნდება თითოეულ ქალაქსა და სოფელში, რომლებიც ახლა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს უკრაინის ეროვნული დროშის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინის დროშა დაუბრუნდება თითოეულ ქალაქსა და სოფელს, რომლებიც ახლა დროებით რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ზელენსკი უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო. მისი თქმით, უკრაინის დროშა ყირიმის ქალაქებშიც აფრიალდება. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დროშა დონეცკის რეგიონსა და ლუგანსკის რეგიონში აუცილებლად იფრიალებს. „როგორც არ უნდა სცადოს ვინმემ ისტორიის გადაწერა, ეს ფერები ისტორიულად ყირიმთან ასოცირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, „უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც მისი სახლია - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ დასახლებაში, იმ დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული“. „უკრაინის დროშა სამუდამოდ აღიმართება მელიტოპოლში. ლურჯი და ყვითელი დროშა ხერსონში, თავისუფლების მოედანზე. ატომურ ელექტროსადგურზე ენერგოდარში და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე, აძიოგოლის შუქურასა და სავურ-მოჰილაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-მ უკრაინას არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა გადასცა - მედია
ამერიკელი ექსპერტების აზრით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უფრო მეტი იარაღი მიაწოდა, ვიდრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. უკრაინის ბოლო დარტყმები ოკუპირებულ ყირიმში, ასეთ შესაძლებლობას ამყარებს იუწყება Politico. პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ ამარაგებდა უკრაინელებს მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტებით, რომლებიც სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად გამოიყენება. ექსპერტების თქმით, შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS) უკრაინაში საიდუმლოდ გაგზავნა. პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში ამ დახმარების შესახებ საუბარი არ ყოფილა. ამასთან, უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის გეგმავს, მიაწოდოს Excalibur-ის მართვადი საარტილერიო ჭურვები, რომლებიც 155 მილიმეტრიანი არტილერიისთვის გამოიყენება. ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა. მისი მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია, ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა M270 და M142 HIMARS. ასევე, ცნობილია, რომ შეერთებულმა შტატებმა 19 აგვისტოს იარაღის პაკეტში შეიტანა მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციამ ამის შესახებ საჯაროდ არ გამოაცხადა. პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ და ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს პირველად გადასცემს. ახალი პაკეტი $775 მილიონიან დახმარებას მოიცავს. კონკრეტულად, ჩამონათვალი ასეთია: დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS 16 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა, არტილერიისთვის 36000 ტყვია. 15 Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის. 1000 ჯაველინის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა. 50 Humvees-ს (მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, საბრძოლო მასალები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და სხვა. ნაღმების გამწმენდი სისტემები, მათ შორის 40 MaxxPro Mine Resistant Ambush Protected სატრანსპორტო საშუალება ნაღმების გორგოლაჭებით, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაანეიტრალოს რუსეთის მიერ მძიმედ დანაღმული ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასევე - დამატებითი მაღალსიჩქარიანი, ანტირადიაციული რაკეტები (ცნობილია როგორც HARM რაკეტები), რომლებიც უკრაინას რუსული რადარების პოვნასა და განადგურებაში დაეხმარება. „ამჟამად, მე ვიტყოდი, რომ თქვენ ხედავთ რუსების პროგრესის ბრძოლის ველზე სრულ შენელებას”, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ უკრაინული ძალები ჯაველინებსა და HIMARS-ებს ძალიან ეფექტიანად იყენებენ. რა არის Scan Eagle, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ექვსის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა 10,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან, აღჭურვილობა მე-19-ჯერ მიაწოდა. ბოლო დახმარების შესახებ პენტაგონმა 19 აგვისტოს გამოაცხადა და განმარტა, რომ აშშ კიევის დახამრებას განაგრძობს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ახალი დახმარების პაკეტშია 15 ერთეული Scan Eagle უპილოტო საჰაერო სისტემა დაზვერვისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს პირველად მიაწოდა.
თურქეთმა უკრაინას 50 ჯავშანმანქანა გადასცა
თურქეთის მთავრობამ უკრაინელ სამხედროებს 50 ჯავშანმანქანა გადასცა, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო დაცვითაა უზრუნველყოფილი. „შეთანხმების თანახმად, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას 50 „კირფის“ საწყისი პარტია გადასცა. იქნება შემდგომი მიწოდებაც", - განუცხადა მედიას თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა. უკრაინამ თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიიღო ჯავშანმანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ჯავშანმანქანას შეუძლია სულ 12 სამხედრო მოსამსახურისა და ეკიპაჟის გადაყვანა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას 23 აგვისტოს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.
იტალიის სანაპიროსთან უზარმაზარი, 40-მეტრიანი სუპერ იახტა ჩაიძირა
სამხრეთ იტალიის სანაპიროსთან სუპერ იახტა ჩაიძირა. იტალიის სანაპირო დაცვის წევრებმა წყალქვეშა გემზე ცხრა ადამიანი გადაარჩინეს. Sky News-ის ცნობით, ამინდის გაუარესებამ შეუძლებელი გახადა სამაშველო ბუქსირით იახტის უსაფრთხოდ ამოყვანა. გამოცემა იტყობინება, რომ ალიპოლიდან მილაცოში მიმავალი გემის ჩაძირვის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. იახტა იტალიაში 2007 წელს ააგეს.
მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP ათეული ცნობილია
სტამბოლის აეროპორტი ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP 10 შევიდა. მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP 10-ში ატლანტაში მდებარე ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტია. შემდეგ პოზიციაზეა დუბაისა და ფორტ-უერტის აეროპორტი დალასში. მეოთხეა ტოკიოს აეროპორტი. მერვე პოზიციაზეა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტი. მეცხრე პოზიციაზეა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო ათეულს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ხურავს.
აშშ: რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს
სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს. აქედან გამომდინარე, აშშ-ის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა, კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუ ეს უსაფრთხოა. ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის დარტყმები უკრაინაში მუდმივ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. პოტენციური თავდასხმის შესახებ უკრაინული მხარე რამდენიმე დღეა, საუბრობს. ქვეყანა დღეს დროშის, ხვალ კი, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
თურქმენეთმა მარაგების ზრდის კვალდაკვალ, ბუნებრივი აირის მოპოვების გეგმას გადააჭარბა
თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში გაზის მოპოვების გეგმა, გადაჭარბებით შესრულდა. თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი შაჰიდ აბრდრახმანოვი აცხადებს. მისი თქმით, თურქმენეთში გაზის მოპოვების გეგმას 113,6% გადააჭარბეს, ხოლო თხევადი აირის მოპოვების გეგმა 115% შესრულდა. ამასთან, თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის გეგმა 123,6% შესრულდა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიაშია. თურქმენეთის გაზის მარაგები ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე 126 მილიარდი კუბური მეტრითაა გაზრდილი.
მევლუთ ჩავუშოღლუ: NATO-ს რამდენიმე ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თურქულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ NATO-ს რამდენიმე ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს. ერდოღანი: ჩვენი მიზანია, პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთში შედგეს „დასავლეთში არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ ომი გაგრძელდეს. მათ შორის არიან NATO-ს წევრები. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, ასევე ევროპის ქვეყნებში სურდათ „მარცვლეულის ხელშეკრულების“ საბოტაჟი. „ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვდებთ ძალისხმევას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ამასთან, მან არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, რომელთაც არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
ოკუპირებულ დონეცკში, დე ფაქტო მთავრობის შტაბ-ბინას ჭურვი მოხვდა
უკრაინული მედიის ცნობით, მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინა თავს დაესხა მათი ლიდერის შტაბ-ბინას ოკუპირებულ დონეცკში. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინამ დენის პუშილინის ოფისი დაბომბა. უკრაინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. ჭურვი პირდაპირ შენობის ფასადს მოხვდა, დაზიანდა მარჯვენა ფრთა და ზედა სართული, ცეცხლი შენობაშიც გაჩნდა. თავად პუშილინი, სავარაუდოდ, დარტყმის შედეგად არ დაშავებულა და „უსაფრთხო ადგილას იმყოფება“.
მევლუთ ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებითაა შესაძლებელი
თურქეთი ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ მისი თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ თურქეთი დგამს ნაბიჯებს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს. ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა „მაგალითად, სომხეთში ფრენების აღდგენა და ა.შ. ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა ვაჭრობის სფეროში. არ არის რეალური მიდგომა, რომ ეს პროცესი, რომელსაც ვაწარმოებთ, განიხილებოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესისგან განცალკევებით. მუდმივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით. აზერბაიჯანმა ეს შეთავაზება გააკეთა, სომხეთმა არ უპასუხა. საზღვრის საკითხებზე ერთობლივი კომისია შეიქმნა, ეს პროცესი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული
რუსული „სბერბანკი“ ყაზახეთის ბაზარს ტოვებს
რუსული ფინანსური ჯგუფი „სბერბანკის“ აქციები ყაზახეთში, ადგილობრივმა ნაციონალურმა Baiterek ჰოლდინგმა იყიდა. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg სბერბანკმა ყაზახეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა ბანკში აღნიშნეს, რომ „სბერბანკ ყაზახეთს“ აქვს საკმარისი ლიკვიდობა, მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და მრავალი წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს „სბერბანკი ყაზახეთის“ შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, Baiterek ჰოლდინგმა შეაფასა მისი მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. ბანკის საკუთრებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას მისცემს მოკლე დროში დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას და დაიწყოს ყაზახეთის ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინა საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შემოდგომისთვის მიიღებს
უკრაინა დასავლეთიდან სარაკეტო თავდაცვის სისტემებს შემოდგომაზე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსის მოადგილემ ანდრი სიბიჰამ RBK Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. Sybiha-ს არ დაუკონკრეტებია, რა სისტემებს ელის უკრაინა შემოდგომაზე. „აუცილებელია ცის დახურვა, ამას პრეზიდენტიც გულწრფელად ამბობს პარტნიორებთან ყველა საუბარში, ველოდებით საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. აქ ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ვხედავთ მკაფიო პერსპექტივებს და ვხედავთ ვადას, როდესაც მოხდება ამ მეტად საჭირო სისტემების მიწოდება. ჩვენ გვჭირდება ვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ სიტუაცია ფრონტზე; რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი არმიის შესაძლებლობები; შევამციროთ დანაკარგები ჩვენს მხარეს. ამიტომ, ხსენებულ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს სიბიჰა. პარალელურად, კრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის გეგმავს, მიაწოდოს Excalibur-ის მართვადი საარტილერიო ჭურვები, რომლებიც 155 მილიმეტრიანი არტილერიისთვის გამოიყენება. ამასთან, იუწყებიან, რომ აშშ-მ უკრაინას არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა გადასცა. ოფიციალურად ეს ცნობები ჯერ არ დადასტურებულა.
ესტონეთი დარია დუგინას მკვლელობაზე FSB-ს ვერსიას პროვოკაციად მიიჩნევს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ აცხადებს, რომ FSB-ს ვერსია პროპაგანდისტ დარია დუგინას მკვლელობის შესახებ, პროვოკაციაა. უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ზეწოლას მოახდინოს ესტონეთზე უკრაინის მხარდაჭერის გამო. „რატომ განიცდის ესტონეთი ახლა უდიდეს კიბერშეტევებს? რატომ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ორი კვირის წინ, რომ მათი ბრალია, რომ ესტონეთი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყანაა? ვფიქრობ, რომ ყველა ეს მოვლენა და სხვადასხვა ქმედება უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია და ამის მიზანია, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცალსახა ზეწოლა ესტონეთზე და უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნებზე. ესტონეთი FSB-ს განცხადებებს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციად მიიჩნევს“, - განაცხადა რეინსალუმ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა
უკრაინამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა აიძულოს რუსეთი, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების დაკავებისა და სამედიცინო დახმარების შესახებ. იუსტიციის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივ განცხადებაში ასევე მოითხოვეს გადაუდებელი ზომები, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ყალბი სასამართლო პროცესების გამართვა. უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლში აზოვსტალის დამცველების „სასამართლო პროცესის" ჩატარებას გეგმავნენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება.
ზელენსკი: უკრაინა არასოდეს აღიარებს უცხო დროშის ფერებს ჩვენს მიწაზე
„ჩვენ არასოდეს ვიცნობთ უცხო ფერებს ჩვენს მიწაზე და ჩვენს ცაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს უკრაინის ეროვნული დროშის დღე მიულოცა. მისივე განცხადებით, „უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც მისი სახლია - უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებულ დასახლებაში, იმ დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული“.
სახალხო დამცველმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა. ნინო ლომჯარიაას თქმით, სოსო გოგაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც ომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა. „იოსებ გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება (https://bit.ly/3PMfioM ). მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში, შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება (https://bit.ly/3PKRT7p). სუს-მა სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში N12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ იოსებ გოგაშვილის ბრალდების საქმის მასალების სრულფასოვნად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა საგამონაკლისო დაშვების თხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 აგვისტოს №13/53158 წერილით სახალხო დამცველის აპარატს უარი ეთქვა მასალების გაცნობაზე. ამრიგად, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მოახდენს“, - წერია ომდუსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.