ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის გაფორმებით, გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადეთ ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინრეჟიმში გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network), რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ „ქლინ ნეთვორქს“, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა ამ ოჯახის წევრი“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ. მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოვა ქვეყანაში. „ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო, მთავრობა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა საქართველოში განვითარდეს ინტერნეტიზაცია, ინტერნეტტექნოლოგიები, მათ შორის, დაწყებული გვაქვს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ახალი სტარტაპები, ახალი ტექნოლოგიები იყოს მხარდაჭერილი და ახლა უკვე ამას გავაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ისე, რომ უსაფრთხოება და ხარისხიანი, სანდო ინვესტიციები იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტს ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს. როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ საკუთარ შეხედულებას, რომ ყველა მთავრობას საერთო პასუხისმგებლობა ეკისრება, გულმოდგინედ და დაბალანსებულად შეაფასოს 5G აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და მოწოდების ჯაჭვი 5G-ის უსაფრთხო და მდგრადი არქიტექტურის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელები (5G) სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც მომავალი კეთილდღეობის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისათვის, შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა 5G-ის მიმართულებით. 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთი, რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ეკონომიკებს. 5G ქსელებზე მონაცემთა გაზრდილი მოცულობა კიდევ უფრო დააკავშირებს მსოფლიოს ეკონომიკებს, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკებს, და, ასევე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო მომსახურებებსა და ვაჭრობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი თაობის საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისგან ან მანიპულირებისგან დაცვა და, ასევე, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა პირადი ცხოვრებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეერთებული შტატები და საქართველო ხაზს უსვამენ პრაღის 5G უსაფრთხოების კონფერენციაზე – „პრაღის შეთავაზებები“ – თავმჯდომარის განცხადებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს 5G ქსელის უსაფრთხოებისადმი საერთო მიდგომის შემუშავებისა და, ასევე, უსაფრთხო, მდგრადი და სანდო 5G ეკოსისტემის უზრუნველყოფისათვის. პრაღის შეთავაზებები ხაზს უსვამს 5G ქსელების განვითარების, ამოქმედების და კომერციალიზაციის აუცილებლობას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხაზგასმით აღნიშნავენ 5G ბაზრებზე ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საიმედო და სანდო მომწოდებლების მონაწილეობის მნიშვნელობას, რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ჩარჩოების ხელშეწყობის საჭიროებას, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ასევე აღიარებენ, რომ 5GG მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ საკუთარ შეხედულებას, რომ ყველა მთავრობას საერთო პასუხისმგებლობა ეკისრება, გულმოდგინედ და დაბალანსებულად შეაფასოს 5G აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და მოწოდების ჯაჭვი 5G-ის უსაფრთხო და მდგრადი არქიტექტურის უზრუნველსაყოფად. მძლავრი და ჯანსაღი 5G ეკოსისტემის ხელშესაწყობად, მომწოდებლების სკრუპულოზური შეფასება უნდა ითვალისწინებდეს კანონის უზენაესობას; უსაფრთხოების გარემოს; ეთიკური მიწოდების პრაქტიკას; მიმწოდებლის შესაბამისობას უსაფრთხოების სტანდარტებთან და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან. კერძოდ, შეფასებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: 1. ხომ არ ექვემდებარებიან ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები, დამოუკიდებელი სასამართლო დადგენილების გარეშე, უცხო ქვეყნის მთავრობის კონტროლს; 2. რამდენად ღიად და გამჭვირვალედ ფინანსდებიან ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და იყენებენ თუ არა შესყიდვების, ინვესტიციების და კონტრაქტის სფეროში სტანდარტულ საუკეთესო პრაქტიკას; 3. აქვთ თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს ეთიკური კორპორატიული ქცევის ისტორია, მათ შორის საკუთრების პარტნიორობისა და კორპორატიული მართვის სტრუქტურების გამჭვირვალება; 4. იზიარებენ თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები ინოვაციისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პატივისცემისადმი ერთგულებას. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მიაჩნიათ, რომ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული ქსელების ქსელური აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის არასანდო მომწოდებლებიდან სანდოზე გადასვლა, [აპარატურის] სასიცოცხლო ვადის ციკლის გათვალისწინების საფუძველზე, რეგულარული ჩანაცვლებით. ასეთი ძალისხმევა არამარტო გააუმჯობესებს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ შესაძლებლობას მისცემს კერძო სექტორის ინოვატორებს, წარმატებას მიაღწიონ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში და, ასევე, სარგებელი მოუტანონ ჩვენს ციფრულ ეკონომიკებს. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ, რომ ასეთი განხილვისა და შეფასების ელემენტები მნიშვნელოვანია და უნდა ემყარებოდეს მათი ეროვნული უსაფრთხოების რისკებს. მომავალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები აპირებენ ერთმანეთთან და სხვა დაინტერესებულ მთავრობებთან ერთად ითანამშრომლონ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხაზს უსვამენ თანამშრომლობისა და დახმარების მნიშვნელობას ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტში.

იორდანიის მეფემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

იორდანიის მეფე აბდულაჰ II- ს COVID-19- ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ქვეყნის ვაქცინაციის დაწყებიდან მეორე დღეს, ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. იორდანიამ ვაქცინაცია ოთხშაბათს, ჯანდაცვის მუშაკებით დაიწყო.მეფესთან ერთად, ვაქცინაცია ჩაიტარა თავისმა ვაჟმა- მეფისნაცვალმა ჰუსეინმა და მისმა ბიძამ, პრინცმა ჰასანმა. ამის შესახებ სამეფო სასახლემ Twitter-ის პოსტებში აღნიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინგლისში პირველად გამოვლენილი უფრო გადამდები ვარიანტის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, უმეტესობა მათგანია, არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული. მთავრობამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ქვეყნის 10 მილიონი მოსახლედან მეოთხედის ვაქცინაციას მოახერხებს,ინექცია იორდანელებისა და უცხოელ მაცხოვრებლებსთვის უფასო იქნება.

სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებულია. როგორც იტალიური სააგენტო Ansa ბერლუსკონის პირად ექიმზე დაყრდნობით იტყობინება, ის მონტე-კარლოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. 84 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხი ვადით იკავებდა, 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.

ქართველი ექიმი, რომელმაც საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა, სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებაზე წერს

ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, რომელმაც საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა, სოციალურ ქსელში, ვაქცინაციის პროცედურებს, ტექნიკურ ნიუანსებს აღწერს და დასძენს, რომ ვაქცინის გაკეთების დროს, ისეთივე ჩვეულებრივი შეგრძნება ჰქონდა, როგორც სხვა ვაქცინებზე აცრისას. ქართველი ექიმის შთაბეჭდილებებს საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესზე და პირად გამოციდლებაზე უცვლელად გთვაზობთ. "გავიკეთე. COMIRNATY ®. (მწარმოებელი : PfizerBioNTech ).ისეთი არც არაფერი, არც კი ეღირებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის და განსაკუთრებით ამ პირველი ვაქცინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ლამის ისტერია. საფრანგეთში ერთი კვირაა რაც დაიწყო სამედიცინო პერსონალის (არამარტო ექიმების) ვაქცინაცია. თავიდან მათი, ვინც 50 ზე მეტი წლისაა, ან რისკ ფაქტორები გააჩნია. მე ასაკის გამო მომიწია. ონლაინ, მარტივად ხდებოდა ჩაწერა, სასურველ სავაქცინაციო ცენტრში, რომლებიც კლინიკებში განთავსდა. ველოდებოდი ვაქცინაციას...მშვიდად. თავიდანვე ვთვლიდი, რომ პანდემიის გადაჭრის ერთ ერთი მთავარი საშუალება მასიური ვაქცინაციაა. უმძიმესი ინფექციების გაქრობის ისტორია ამას გვასწავლის.ამასობაში, რაც კი არსებობს მონაცემები, მოვიძიე, ვინაიდან მაქსიმალურად ინფორმირებული მინდა ვიყო ხოლმე სამედიცინო სიახლეებზე და არა იმიტომ რომ რაიმე დიდი შიში ან ეჭვი გამაჩნდა რომ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანაც, ეს ვაქცინაცია სავალდებულო არაა. არავინ მაძალებდა. ტექნიკურ მხარეზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.ჩვენმა ჰოსპიტალურმა ცენტრმა დეკემბრის ბოლოს შეიძინა ერთი “სუპერ საყინულე“ რომელიც ცენტრალურ აფთიაქში განთავსდა და რომელიც 3 ერთმანეთისგან დაშორებულ სავაქცინაციო ცენტრს მოემსახურება. (მომავალში მეტი იქნება). ამ ცენტრალური აფთიაქიდან ვაქცინაციის ცენტრებამდე ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება მარტივად ხდება, ათეულ კილომეტრზეც კი, მშრალი ყინულის ბანალური კონტეინერებით. ამ კონტეინერიდან ამოღების შემდეგ, ვაქცინის ფლაკონის კონცენტრირებული შიგთავსი ფიზიოლოგიური ხსნარით ზავდება და ოთახის ტემპერატურაზე ინახება 6 საათის განმავლობაში. თითო ფლაკონი 5 ადამინის დოზას შეიცავს.. 0.3 მლ კუნთშიგა ინექცია ჩვეულებრივი სავაქცინაციო ნემსით კეთდება მხარში...თავად “ცენტრიც“ ერთი ჩვეულებრივი დიდი ოთახია, დროებით შირმებით გადატიხრული... მეტი კი არაფერი..ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მთელი პროცესი არც ისე წარმოუდგენლად რთული და არაორგანიზებადი ყოფილა, როგორც თავიდან სჩანდა ან დღემდე ხატავენ ასეთად (ზოგან)..რნმ ის ვაქცინები ახალია და შორეული შედეგები არ ვიცითო.. ზოგი აცხადებს. ( ფანატიკოს ანტივაქსერებს არც კი ვახსენებ საერთოდ).. თანაც, ძალიან სწრაფად შექმნესო, საეჭვოაო, ათწლეულები უნდაო ამასო...კი. წინა საუკუნეში და ციფრულ ეპოქამდე, ბიოტექნოლოგიების აღზევებამდე ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა. თანაც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს გამოყოფილა ასეთი ოდენობის სახსრები რაიმე პრეპარატის შესაქმნელად. ამასთან, თავად რნმ ვაქცინების მასიურ წარმოებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე “კლასიკური“ (და თითქოს უფრო საიმედო) ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინების წარმოებას..ამასთან, როცა ეცნობი ლიტერატურას, ხვდები რომ პრინციპულად ახალი არაფერია. ინფორმაციულ რნმ ზე ვაქცინის აწყობა ჭკვიანური სვლაა. მართლაც, რა საჭიროა მთლიანად ვირუსის (დასუსტებულის, ინაქტივირებულის თუ რეკომბინირებულის) შეყვანა ორგანიზმში, როდესაც საკმარისია ვირუსის “სავიზიტო ბარათის“, ანტიგენის, ამ შემთხვევაში ე.წ. სპაიკის ცილის თავად უჯრედში აწყობა იქ პირდაპირ შეყვანილი (მიწოდებული) ვირუსის მხოლოდ რნმ ის გამოყენებით ... ორგანიზმი ხომ მაინც ამ “სავიზიტო ბარათის“ ამოცნობის და არა მთლიანად ვირუსის დაფიქსირების შემდგომ ააქტიურებს იმუნურ სისტემას...და დღეს ამ რნმ ის ხელოვნურად სინთეზირება ერთის მხრივ რთული არაა და თან უჯრედში მისი “შეშვების“ ტექნოლოგიაც დაიხვეწა... ის რომ ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა რნმ ვაქცინების შესახებ, არ ნიშნავს რომ 2020 ში დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა...90 იანების დასაწყისში გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები, სხვათაშორის ფრანგული.. ანუ თავად იდეა ახალი არაა, გარკვეული ექსპერიმენტული ვაქცინებიც არსებობს უკვე რამოდენიმე წელია, ტექნოლოგიაა ახალი, კლინიკურად გამოყენებადი ვაქცინის მომზადების და მასიური წარმოებისა და ამისკენ დიდხანია მიდიოდნენ. ცხადია, დღევანდელი ვაქცინა გუნდური ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი მაინც უნგრელ ემიგრანტს Katalina Kariko ს მიუძღვის, რომლის ოჯახი 80 ან წლებში აშშ ი გადასახლდა..იმ პერიოდიდან მუშაობს ეს საოცარი ქალი რნმ ის თერაპიულ გამოყენებაზე.. თავიდან არავის სჯეროდა მისი და ის მაინც აგრძელებდა რნმ ის ფანტასტიური პოტენციალის კვლევას. ჩუმად, ჩრდილში, დაუფასებლად, ისე რომ ერთი წამახალისებელი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის.სწორედ ამ ქალის დამსახურებაა ადამიანის უჯრედში რნმ ის უსაფრთხო და საიმედო შეყვანის ტექნოლოგიის შემუშავება. ეს საკითხი რჩებოდა დიდხანს გადაუჭრელი..დღეს Katalina Kariko გერმანული BioNTech ის წამყვანი ექსპერტი და სავარაუდოდ ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია. თავად ეს გერმანული ფირმაც ხომ ემიგრანტების შექმნილია. ჩემთვის პირადად ეს ასპექტი განსაკუთრებულად ნიშანდობლივი და დასაფასებელია..რაღა არ წავიკითხე რნმ ვაქცინის “საშიშროებებზე“... დნმ ის მუტაცია, ონკოლოგიური რისკი.. უშვილობის გამოწვევა.. არადა თუ ოდნავ მაინც ხვდება ადამიანი რა პრინციპზეა დამყარებული რნმ ვაქცინები, იმდენსაც უნდა ააზრებდეს რომ თუ ეს ყველაფერი ვაქცინით გამოიწვევა, მაშინ თავად კორონავირუსული ინფექციაც იგივე შედეგებს უნდა იწვევდეს, ლამის ყველა ავადმყოფში... არადა ასე არაა..ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ რნმ ვაქცინების უსაფრთხოებასა და გართულებებზე.. ამჯერად აქ გავჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი. 6 საათის წინ აცრილი ადამიანის პირადი გამოცდილებით. აცრის ადგილს პრაქტიკულად ვერც ვგრძნობ. ყოველ შემხვევაში გრიპის აცრის შემდეგ რასაც ვგრძნობდი, იმაზე მეტად არა. მასიურ ვაქცინაციას დამატებითი “მუშახელი“ სჭირდება. თავად აცრას ექთნები კი აკეთებენ, მაგრამ მანამდე სავალდებულოა სამედიცინო კითხვარის შევსება პირად ანამნეზზე, განსაკუთრებით ალერგიულზე და საექიმო გასაუბრება. ჰოსპიტალურმა ცენტრმა მოხალისე ექიმთა მობილიზაცია გამოაცხადა ონლაინ და რამოდენიმე საათში ყველა ვაკანსია შეივსო. მე ამ გასაუბრებაზე შემხვდა ჩემივე კოლეგა, რეანიმატოლოგი, რომელიც ეპიდემიის პიკის პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან არ გამოსულა..ახლა ოდნავ სიმშვიდეა.ცხადია, ხუმრობა ხუმრობით გავისაუბრეთ.. საერთოდ, ყველას განწყობა, ექიმების, ექთნების, კოლეგების დავიწყებულად მხიარული და იმედიანი მომეჩვენა.მგონი გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლეო, ერთისგან გავიგონე..მჯერა ამის!",- წერს ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.

მაიკ პენსი: ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას

"ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას", განაცხადა აშშ-ის ვიცე პეზიდენტმა მაიკ პენსმა. ამის შესაცებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას. „ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი და უსაფრთხო ინაუგურაციისთვის. ამერიკელი ხალხი არანაკლებ იმსახურებს ამას. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას. უზრუნველვყოფთ, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ, როგორც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შესაბამისად“, – განაცხადა მაიკ პენსმა. ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ტრამპი მოსახელობას მოუწოდებს, დაეხმარნონ ხელისუფლების  მშვიდობიანი გადაცემის უფზუნველყოფაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას მოუწოდებს, დაეხმარნონ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უფზუნველყოფაში. - ამის შესახებ ინფორმააციას Ntd- ავრცელებს. ტრამპი სთხოვს ამერიკელებს, ინაუგურაციის წინ არ ჩაერთონ რაიმე ძალადობრივ დემონსტრაციაში და კანონი არ დაარღვიონ. "არსებობს ინფორმაცია დემონსტრაციების მოწყობის შესახებ, ამიტომ მე მოვითხოვ, რომ არ მოხდეს ძალადობა, არ დაირღვეს კანონი და არ იყოს რაიმე სახის ვანდალიზმი. ეს არ არის ის, რასზეც მე ვდგავარ და არც ის არის, რასზეც ამერიკა დგას. მე მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, დაეხმარნონ ერთმანეთს დაძაბულობის განმუხტვაში და მშვიდი ხასიათის შენარჩუნებაში." - განაცხადა ტრამპმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი Twitter-ზე წერს. „აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს“, - წერს მორგან ორტაგუსი. აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველოსთან ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი

„ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოოთ“, „ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოოთ“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კიტ კროკმა განაცხადა, როდეაც 5G უსაფრთხოებაზე მემორანდუმს გამოეხმაურა. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არამხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას“, - აცხადებს კიტ კროკი. აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

კორონავირუსი კიდევ 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, 837 გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.

გიორგი გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინა", - განაცხადა პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხომაზე. გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანას. "ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორი და აზრები ისმის. უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. თუმცა, ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელოს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი - მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი. ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მოერე - ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ისმიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიოწყოთ. მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული", - განაცხადა გახარიამ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: აშშ განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით უსაფრთხო ქსელებში

„ძალზედ მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა უერთდება Clean Network Lines (სუფთა/უსაფრთხო ქსელების ხაზები) ქვეყნებს, რომელთა რიცხვი მზარდია“, - ამის შესახებ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში კიტ კროკმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. კიტ კროკის თქმით, აშშ განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით უსაფრთხო ქსელებში. მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს საიმედო პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. „აშშ განსაკუთრებით მადლიერია საქართველოსი, რომელიც მხარს გვიჭერს ავღანეთში და ჩვენც ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს NATO-ში გაერთიანებას და წინააღმდეგობას, რომელსაც ქვეყანა უწევს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს. საქართველოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შთამაგონებელი ისტორია აქვს, მიუხედავად მათ ხელთ არსებული რესურსებისა. რუსეთი კვლავ რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ, ვინაიდან კვლავ აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპირებას“, - განაცხადა კიტ კროკმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, საქართველო არის გამჭვირვალე, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების გაზრდის, ასევე, ინტელექტუალური საკუთრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. „დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ. თქვენ უერთდებით იმ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების გაძლიერებაზე საერთაშორისო დონეზე. როგორც საქართველო, ისე აქ, ვაშინგტონი, თანაბრად მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებით“, - აღნიშნა კიტ კროკმა. მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ - ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

ბოლო 24 საათში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 893 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, 837 გამოჯანმრთელდა

238 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე 777 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. 238 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ ეტაპზე 777 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, 837 გამოჯანმრთელდა

მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ფინანსურ დახმარებას 28 იანვრიდან მიიღებენ

"ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად; 28 იანვრიდან კი დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. "28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კიტ კროკი: საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, თუ რატომ უნდა გახდეს NATO-ს წევრი

„საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, თუ რატომ უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში კით კროკმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. კიტ კროკის თქმით, პირველ რიგში, საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, თუ რატომ უნდა გახდეს NATO-ს წევრი. მისივე განცხადებით, ალიანსის დანიშნულებაა საფრთხეების აღმოფხვრა და ეს საფრთხეები, როგორც წესი, რუსეთს უკავშირდება. „ვინაიდან საქართველო მიილტვის NATO-ს წევრობისკენ, გაუმჯობესებული უსაფრთხო ქსელი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადებითი შტრიხი იქნება წევრობის განხილვისას“, - აღნიშნა კროკმა. მეორე მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ევროკავშირის მწვანე პროგრამებში და Clean Network Lines-ის წევრობით კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაერთიანებას. კროკის განმარტებით, Clean Network Lines-ის წევრობა საქართველოს ასევე დააახლოებს „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებთან. „შესაბამისად, ნატოს, ევროკავშირსა და სამ ზღვასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია Clean Network Lines-ის წევრობა“, - აღნიშნა კიტ კროკმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, მეოთხე მიზეზი - ეს არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა. „მე ამას ვამტკიცებ, ვინაიდან მაქვს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება. ჩვენს ქსელში გაერთიანებულია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“,„ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ. აშშ-ის კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ აშშ, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, დაეხმარება საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. „ამისთვის თანხები იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერის ფარგლებშიც. კორპორაცია ასევე რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეტიც, კორპორაცია გეგმავს რეგიონალური ოფისი გახსნას საქართველოში. ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კერძო სექტორს“, - განაცხადა კიტ კროკმა. მისი განცხადებით, აშშ მიესალმება ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, მათ შორის გზებისა და პორტების მიმართულებით, და Clean Network Lines-ის წევრობით საქართველო ასევე მიიღებს უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ფინანსებს და ა.შ. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაზრდის საკუთარ უსაფრთხოებას, ექნება რა უსაფრთხო ქსელი. „მინდა, მოვუწოდო საქართველოს კვლავ გააგრძელოს ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - აღნიშნა კიტ კროკმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას აშშ-თან შესანიშნავი მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. „ვულოცავ საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობას და აღგიქვამთ დახმარებას, აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ვფიქრობ, Clean Network Lines-ის სხვა 60 ქვეყანასთან ერთად შევძლებთ მივაღწიოთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, ისე ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც განაპირობებს უსაფრთხო, სამართლიანი, საიმედო და გამჭვირვალე საბაზრო საქმიანობა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ღმერთმა დალოცოს დიდებული ქვეყანა საქართველო! ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - განაცხადა კიტ კროკმა. 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ცნობილია, როგორ წარიმართება 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი სკოლებში

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება. 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგი გამართა. ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 09:00 საათიდან განახლდება. პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს სპეციალურ ფასად შესთავაზებენ

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად. 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

რუსეთი Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას კერძო კლინიკებსაც უკრძალავს

რუსეთში არსებულ კერძო კლინიკებს სახელმწიფო ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Svoboda ავრცელებს. ფედერალური უწყების „როსზდრავნადზორის“ ცნობთ, რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ახალი კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ისეთი ვაქცინების შეტანა და გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია არ გაუვლია და ეს აკრძალვა ეხება რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებსაც. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის დუმის დეპუტატმა ტატიანა სოლომატინამ რადიო „ეხო მოსკვი“-ს განუცხადა, რომ მოსკოვში, ისრაელის კერძო კლინიკა Hadassah-ში შესაძლებელია ფულის გადახდა და Pfizer-ის ვაქცინით აცრა. დეპუტატის თანახმად, ეს არსებითად უცხოური კლინიკაა და სხვა კანონებით მუშაობს. როგორც კლინიკამ განმარტა, საერთაშორისო სამედიცინო კლასტერის შემადგენლობაშია და რუსეთის კანონმდებლობით უფლება აქვს გამოიყენოს პრეპარატები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ დარეგისტრირებულია „ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში. Hadassah-ის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის მიზნით, მაგრამ აცრების დაწყების ვადაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ. რუსეთის მოქალაქეებს ცრიან ადგილობრივი წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ“-ით, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატი არ აქვს.

გიორგი გახარია: რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მცდელობას სახელმწიფო უმკაცრესად უპასუხებს

"რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტს. მთავრობის მეთაურის თქმით, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს. „საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.