ძებნის რეზულტატი:
2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა15.9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე
2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული, რომელიც ფულადი გზავნილების სტატისტიკას ასახავს 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა. 2020 წლის დეკემბერში კი საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.
ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Xiaomi-ს სანქციები დაუწესა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ცხრა ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი კომპანია Comac-ი და ჩინური სმარტფონების მწარმოებელი Xiaomi სასანქციო სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Cnbc-ი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩინელი სამხედროები ფლობენ ან აკონტროლებენ. ამერიკელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება სასანქციო სიაში შეყვანილ კომპანიებში და 2021 წლის 11 ნოემბრამდე აღნიშნულ კომპანიებში არსებული აქტივების მოშორება მოეთხოვებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანია Xiaomi გამოეხმაურა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Xiaomi პროდუქტებსა და მომსახურებებს სამოქალაქო და კომერციული მიზნებისთვის უზრუნველყოფს. „კომპანია ადასტურებს, რომ ჩინელი სამხედროები არ ფლობენ და არ აკონტროლებენ მას და ის არ არის „კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 35-მდე გაიზრადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ინდონეზიის ხელისუფლება მოსახელეობას აფრთხილებს, რომ მიწისძვრა კვლავაა მოსალოდნელი. ამასთან, სპეციალისტები ცუნამსაც პროგნოზირებენ. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, ყველაზე მეტად კუნძული სულავესი დაზარალდა. ეპიცენტრი მაჯენის დასახლებიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, მიწის ქვეშ, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ქვეყანაში კიდევ ერთი, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს, კომენდანტის საათის დაცვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობის მიერ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაიცვან. განცხადებაში ხაზგასმული კომენდანტის საათის დროის ცვლილება "საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით - 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს. კომენდანტის საათის დაცვა 18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება", - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ამერიკული ავიახაზები" კომპანიის თანამშრომლების ვაქცინაციას გეგმავს
Covid-19-ზე თანამშრომლების ვაქცინაციას კერძო კომპანიებიც იწყებენ. “ამერიკული ავიახაზები”ამბობს, რომ პილოტებს და ბორტგამცილებლებს აცრის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ არის. პილოტებს შეუძლიათ ვაქცინის მიღებაზე ნებაყოფლობით, სასურველ დროს ჩაეწერონ. ეს დიდი აეროპორტების მიერ დაგეგმილი ვაქცინაციის ფართო პროგრამის ნაწილია, რომელშიც ამერიკის ბევრი აეროპორტი იღებს მონაწილეობას. ამერიკული ავიახაზების ჩიკაგოში მომუშავე თანამშრომლებს უთხრეს, რომ ვაქცინა თებერვალში ექნებათ, ნიუ-იორკში კი - კიდევ უფრო ადრე. თანამშრომლებისადგმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი ამბობს, რომ ეს თითოეული მათგანის "პირადი" გადაწყვეტილება უნდა იყოს. შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აცრის შემდეგ პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა 48 საათის მანძილზე არ უნდა იფრინონ.
სტივენ ბლენკი ივანიშვილის წასვლაზე : ამის შესახებ კითხვის ნიშნები ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს
ექსპერტი სტივენი ბლენკი პოლიტიკის დატოვების შესახებ ბიძინა ივანიშვილის უკვე მეორე განაცხადისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. „ამის შესახებ კითხვის ნიშნები ნამდვილად უნდა გაგვიჩნდეს. რადგან არ არსებობს რეალური ნიშანი იმისა, რომ მისი გავლენა შემცირდება ან მისი ანგარიშვალდებულება გაიზრდება. ასე რომ, ეს აღძრავს შეკითხვებს საქართველოში მმართველობის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაიფანტოს“, - ამბობს სტივენ ბლენკი „ამერიკის ხმასთან“. „საქართველოს არ აქვს დიდი პროგრესი დემოკრატიული მმართველობის კუთხით და იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც არავის წინაშე არ არიან პასუხისმგებელნი და ჩრდილიდან ფუნქციონირებენ, აძლიერებს დემოკრატიის ამ დეფიციტს. ეს განცხადება არაფერს ცვლის [სასიკეთოდ] ამ კუთხით“, - განმარტავს ბლენკი და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის შესაფასებლად მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რეალურად შემცირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკად წასვლის შესახებ 11 იანვარს გამოცხადა.
პოლიციამ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1137 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1137 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 149 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 988 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კახა გოგოლაშვილი: თურქეთმა 30 წლის წინ მოაწერა ხელი საქართველოს საზღვრების აღიარებას და ყარსის ხელშეკრულების თემა სპეკულაციურია
ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესახებ საფრთხის მოლოდინები სპეკულაციური, ეს ხელშეკრულება საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა Europetime-ს განუცხადა. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის განმარტებით, თურქეთს 30 წლის წინ ხელი აქვს მოწერილი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებაზე, სადაც ეთანხმება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, რომლითაც საქართველო გაეროში გაწევრიანდა. „ეს არის სპეკულაციური თემა. სპეკულაციური შეტევები შეგნებულად მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ყარსის ხელშეკრულებას ვადა არ აქვს. მერე მეორე, ყარსის ხელშეკრულება 100 წლის წინ გაფორმდა და მას მერე მილიონი სხვა ხელშეკრულება დავდეთ თურქეთთან. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს ამ სახელმწიფოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 100 წლის რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული რაღაც ხელშეკრულებას თურქეთი არგუმენტად ვერ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, როცა 30 წლის წინ, ჩვენ გვაქვს თურქეთთან დადებული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თურქეთი გვაღიარებს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლითაც გაეროში შევედით. ეს აბსოლუტურად სპეკულაციური თემაა. ნებისმიერ ავტორიტარულ სახელმწიფოს ოკუპაციის მიზეზი თუ უნდა, ისედაც იპოვის. ყურით მოთრეული მიზეზი იპოვა რუსეთმა და ორი რეგიონი წაგვართვა, თუ ასე მიდგება საქმე, მაგრამ საერთაშორისო სამართლის არგუმენტად ყარსის ხელშეკრულება არ გამოდგება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 1921 წელს რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული ყარსის შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. 1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ,” რომელშიც მოხსენიებულია ყარსის ხელშეკრულებაც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კვლავ ყარსის შეთანხმების საფუძველზე იარსებებს. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან მოურავი და მისი თანაპარტიელები წლების განმავლობაში აანონსებდნენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და შესაძლოა თურქეთი ბათუმის საკუთარ საზღვრებში მოქცევას შეეცადოს. ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წელი 2020 წლის ბოლოს შესრულდა, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ყარსის ხელშეკრულება მხარეებს შორის უვადოდ დაიდო და თითქოს, ასი წლის გასვლის შემდეგ, თურქეთი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს აჭარის ტერიტორიის მიმართ, არის დეზინფორმაცია. ელჩმა აღნიშნული განცხადება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა.
Freedom House-ის ერთ-ერთი დირექტორი: საქართველოში საყურადღებოა ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე
Freedom House-ის ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზის მიმართულებით- სარა რეპუჩი ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებას აფასებს. „საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა“, - განუცხადა სარა რეპუჩიმ ამერიკის ხმას.
NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება
22 იანვარს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც NATO-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. Covid-19-რეგულაციებიდან გამომდინარე შეხვედრას მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე კითხვების დასმას, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.
მკვლევარი დონალდ ჯენსენი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი „მისიას“ შესრულებულად მიიჩნევს
დონალდ ჯენსენს. „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის“ რუსეთისა და სტრატეგიული სტაბილურობის ცენტრის დერექტორს და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მკვლევარს შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი „მისიას“ შესრულებულად მიიჩნევს. „ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში გადადგომა არის სიგნალი იმისა, რომ ის დიდწილად კმაყოფილია იმით, თუ საით მიდის საქართველო და სწორედ ეს მაშფოთებს. მე პირადად, არ მომწონს, საით მიდის საქართველო. ასე რომ, მისი გადადგომა მაფიქრებს, რადგან ყველა ყოველთვის იმის შესახებ სვამს კითხვას, თუ რას აპირებს ის. მგონია, ის ფიქრობს, რომ საქართველომ მისი ბუნდოვანი მმართველობის პირობებში კურსი შეიცვალა და ახლა თავდაჯერებულად შეუძლია წავიდეს იმაში დარწმუნებული, რომ ეს კურსი შენარჩუნდება“, - ამბობს ჯენსენი. ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკად წასვლის შესახებ 11 იანვარს გამოცხადა.
ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგრესის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1400 აშშ დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული. ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების მასშტაბურ ვაქცინაციასა და ამ მიზნით, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი, ვაქცინაციის პუნქტების მოწყობისთვის იქნება გამოყოფილი. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 100 მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი ვირუსის ტესტირებას, 130 მილიარდი კი, გაზაფხულისთვის სკოლების გახსნის საკითხზე იქნება მიმართული. რაც შეეხება ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 11 მილიონი უმუშევარი პირი ყოველკვირეულად 300 დოლარის ნაცვლად, 400 დოლარს მიიღებს. პირდაპირი დახმარების სახით კი ოჯახები, უკვე არსებული 600 დოლარის გარდა, დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს მიმართოს კონგრესს და მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარით განისაზღვროს.
ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა წარადგინა
კორეის შრომის პარტიის მერვე ყრილობასთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ბალისტიკური რაკეტები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, რაკეტა წყალქვეშა ხომალდისთვის არის განკუთვნილი. BBC ანალიტიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული იარაღის შესახებ მანამდე ცნობილი არ ყოფილა. რაკეტის დემონსტრირებისას ის „მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ იარაღად არის მოხსენიებული“.
„მარტო სახლშის“ მოყვარულებმა ონლაინპეტიცია შექმნეს, რომელშიც ფილმიდან დონალდ ტრამპის ჯო ბაიდენით „ჩანაცვლებას“ ითხოვენ
სოციალური ქსელები რამდენიმე დღეა, რაც გადატვირთულია ფილმის „მარტო სახლში“ მოყვარულების მხრიდან სცენების გამეორებით. ამის მიზეზი გახდა მოთხოვნა, რომ „მარტო სახლში 2“-ის სცენიდან დონალდ ტრამპი, რამდენიმეწამიანი მონაკვეთიდან ამოიჭრას. „მარტო სახლშის“ მოყვარულებმა ონლაინპეტიცია შექმნეს, რომელშიც ფილმიდან დონალდ ტრამპის ჯო ბაიდენით ჩანაცვლებას ითხოვენ. მსახიობი გულშემატკივრების იდეებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
ნინო წოლოსანი ბუკნარის მოვლენებზე: ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და სათანადოდ დაგმობილი
"უსიამოვნება, რომელიც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, თუმცა, ამასთანავე თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველაფერი, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანად თანაცხოვრების გზები და არა ის, როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და იქნება სათანადოდ დაგმობილი როგორც ეს საჭიროა და როგორც ამას იმსახურებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა სოფელ ბუკნარში განუცხადა. „დღევანდელმა ინციდენტმა ცხადყო, რომ არიან ალბათ, ადამიანები ვისაც სურთ, რომ ამ ფაქტით ისარგებლონ და სხვადასხვა პროვოკაცია მოაწყონ. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ შეეცადონ და მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და რაც მთავარია, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება. ჩვენ ამ ისტორიულ-კულტურული მოცემულობით მოვდივართ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არიოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის შტურზე განსხვავებული შეხედულებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს
ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის შტურზე განსხვავებული შეხედულებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. მისი თქმით, გათასუფლების მიზეზი, კაპიტოლიუმზე შტურმის შესახებ გავრცელებული პუბლიკაცია იყო. ინფორმაციას რუსეთის მედია ავრცელებს. ილარიანოვი საკუთარი გათავისუფლების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც მიზეზზე საუბრობს. პუბლიკაციაში, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, კაპიტოლიუმზე შტურმს ხაფანგად მიიჩნევს, ხოლო პროტესტი მისთვის მშვიდობიანი იყო. „როგორც ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა მითხრა, მიზეზი არის ამ ბლოგზე ,” რაიხსტაგის დაწვა - 2021" დართული P.S ნიშანი“, ნათქვამია ილარიანოვის განცხადებაში. პოსტში მოცემული დამატებითი „მტკიცებულებები“ შეიცავს ვიდეოებსა და ბმულებს, რომელშიც ასევე საუბარია The Black Lives Matter-ის ორგანიზატორებზეც, რომლებსაც ყოფილი მრჩეველი პროვაკიცებში ადანაშაულებს. ანდრეი ილარიონოვი უფროსი მეცნიერის პოზიციაზე Cato Institute-ში მუშაობდა. კაპიტოლიუმზე შტურმს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის სამართალდამცეველიც იყო.
კახა გოგოლაშვილი: როცა NATO წევრობის საკითხს განიხილავს, იქ იწონება რისკები, სარგებელი და შესაძლებლობები
ევროპული კვლევების ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, NATO საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდა ალიანსში, რუსეთის მუქარას რომ არ უწევდეს ანგარიშს. ამის შესახებ Europetime საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც კახა გოგოლაშვილმა „Europetime-ს განუცხადა, საქართველო NATO-სთვის გაცილებით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე ევროკავშირისთვის, მაგრამ თვლის რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დიდი რისკებთან არის დაკავშირებული. „როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომელიმე ქვეყნის წევრობის საკითხს განიხილავს, იქ იწონება რისკები, სარგებელი და შესაძლებლობები. როცა რისკი წონის სარგებელს, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდნენ NATO-ში მაგრამ, ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ რისკები არის ძალიან დიდი, იმ სარგებელს გადაწონის, რომელსაც საქართველო ალიანსს მოუტანს, გაწევრიანების შემთხვევაში. უკრაინაში შეჭრის მაგალითზე რუსეთმა აჩვენა, რომ ეს რისკი რეალურია. ვგულისხმობ რუსეთის მუქარას საქართველოსთან მიმართებით. თუ მისი NATO-ში გაწევრიანების საკითხი დადგება, საქართველოსთან დაკავშირებით ახალ სამხედრო საფრთხეებს შექმნის. რუსეთი ყველა გზით შეეცდება, დაბლოკოს NATO-ს გაფართოება, რაც გამოჩნდა უკრაინაში შეჭრით. სტრატეგიული ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვის შეეშინდა. სამხედრო სტრატეგიული მიზნების გამო შეიჭრა. თუ გამოცხადდება, რომ საქართველო NATO-ში უნდა შევიდეს, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაცია მოხდეს. NATO-ს არ სურს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთთან იომოს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის 1-ლი კვარტალი სახელდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება. ამის შესახებ მან covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე აღნიშნა. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს. ტიკარაძის თქმით, საქართველო გაერთიანებულია COVAX პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. „დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია პერსონალის მზაობა. თქვენ იცით, რომ გაერთიანებული ვართ Covax პლატფორმაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, პირველი ეტაპისთვის მივიღოთ „ფაიზერის“ ვაქცინა. COVAX-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. ჩვენ დეტალურად უნდა ვუპასუხოთ, თუ რამ მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამირან გამყრელიძე: ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60 პროცენტზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში გულისხმობს 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს. "ჯერჯერობით 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციაზე... ახლა იწყება კველვა 12 წლის ზემოთ. ჩვენ რომ ვამბობთ, კოლექტიურ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს, რომ იყოს იმუნური ფენა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს", - თქვა გამყრელიძემ. მისი თქმით, ვაქცინაციის ხარჯები გათვლილია და მერყეობს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია.
ევროკომისიის პრეზიდენტი: აუცილებელია „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Euroactv-ი ავრცლებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება საბერძნეთის გადაწყვეტილებას, მისცეს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს. ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცლებელია, „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს. „ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო საჭიროებას წარმოადგენს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.