ძებნის რეზულტატი:

ალეკო ელისაშვილი: მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან

"მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან, ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს", - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის თქმით, უკეთესი იქნება "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ელჩების თანდასწრებით მოხდეს. „ჩვენ ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან, ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ, ინდივიდუალურადაც და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად… უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა და ასევე ძალიან კარგია იდეა იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტ ხმას თუ აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩვენების დანიშვნა, ამას მიენიჭოს პლებისციტის სტატუსი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის განმარტებით, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთხანმებას ოპოზიციიდან ხელს არავინ მოაწერს, „მოქალაქეები“ მზად არიან, ინდიციდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება. „თუ არც არავინ შემოვა და არავინ მოაწერს ხელს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას, ჩვენ, „მოქალაქეები“ მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად ამას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, როგორც პარტია „მოქალაქეებს“. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც, მით უმეტეს, გიგა ბოკერიასთან არაფერ შეთანხმებას არ ვაპირებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ წყალშია ეს გადასაყრელი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, უფრო სწორად, არ მოუმართოს წყლის ამღვრევაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც აპირებენ კონსულტაციების გამართვას. „პირველი შეხვედრა გვაქვს „გირჩითან“, დანარჩენ ოპოზიციასთანაც კონსულტაციას ვგეგმავთ. თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ოპოზიციური ხმები მეტი იქნება, ვიდრე იღებს „ქართული ოცნება“ – ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, დიდ ქალაქებზეა ლაპარაკი, მაშინ 2022 წელს დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა ელისაშვილმა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას არ გამორიცხავს. "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრას კიდ მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით აპირებს. „ერთადერთი, ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, ან რაზე უნდა ველაპარაკოთ, მანდატი არ აქვს არც მას და არც გიგი უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრების პოზიციაც ვიცით, რომ მათ უნდათ წყლის ამღვრევა. „ქართულ ოცნებას“ შევხვდებით მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით. სადღაც მოფარებულში, ხის ჩრდილის ქვეშ შეხვედრებს არ ვაპირებთ, არც შევხვედრივართ, როგორც არ უნდა გვებრალებოდეს ზოგიერთი მედია, არც ვაპირებ შეხვედრას. რაზე უნდა შევხვდეთ, ღიად ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა. „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.

Cushman & Wakefield Georgia: როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება

ჩვენი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, სადაც 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სრულად აღდგენის პროგნოზები 2023 წლამდეა გადაწეული, Cushman & Wakefield Georgia-ში თვლიან, რომ ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინებიც არსებობს, რასაც შემდეგი ფაქტორებით ხსნიან: „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40%-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან.

ალეკო ელისაშვილი: მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“

„მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აცხადებს. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მეხუთე რაუნდი საერთოდ ჩაიშალოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში თუ ჩაიშლება ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას" და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად. ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ამომრჩეველმა პარტია „მოქალაქეებს“ მოგვცა ხმა. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს გიგა ბოკერიასთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა, ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. „ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის“, - წერს გიგლა ბარამიძე.

14 იანვარი ეროვნული დროშის დღეა

გოგა ჩანადირის სვეტი სპეციალურად Europetime-სთვის 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ეს დღე აღინიშნება მას შემდეგ, რაც 2004 წლის 14 იანვარს ქვეყნის პარლამენტმა ახალი ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. დღეს ჩვენი დროშის ცნობადობა გაცილებით მაღალია. ის არაერთხელ აღიმართა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ოლიმპიადებზე, საზოგადოებრივ, პოლოტიკურ თუ კულტურულ ღონისძებებსა და შეკრებებზე. თუმცა, აღვნიშნავდი, რომ დროშის მიმართ პატივისცემა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს, როგორიც სხვა ქვეყნებშია, როგორიც 9 ძმა ხერხეულიძეს ჰქონდა, როგორიც გმირმა ანწუხელიძემ გამოხატა. დროშა სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. დროშის პატივისცემა ნიშნავს სახელმწიფოს პატივისცემასა და პასუხისმგებლობის გაზრდას. სახელმწიფო დროშა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა და მისი პატივისცემა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას ნიშნავს. მე მინდა, რომ გვიყვარდეს ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოები, ვისწავლოთ მათი პატივისცემა და სიხარულსა და ჟრუანტელს გვგრიდეს ჰიმნის აჟღერებაც და დროშის აღმართვაც. გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

გიგლა ბარამიძე: არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი  არ არის. უბრალოდ გადავწყვიტე  პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდეს

" არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი არ არის. უბრალოდ მე, გიგლა ბარამიძემ გადავწყვიტე, პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდეს", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. გიგლა ბარამიძე პარტიის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, დაასრულა პარტიული მოღვაწეობა, მაგრამ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა არ დაუდასტურებია. "ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე ჩავთვალე საჭიროდ, ჩემი მოღვაწეობის ეს ეტაპი დასრულებული ყოფილიყო. ამის შესახებ გუშინ და წინა დღეებში მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან პოლიტსაბჭოში და პარტიის თავმჯდომარესთან. ისინი დანანებით, მაგრამ გაგებით შეხვდნენ ჩემ გადაწყვეტილებას. მე მათ და ჩემ თავსაც ვუსურვებ წარმატებას, როდესაც შემდგომი საქმიანობის გაგრძელებაში ჩამოვყალიბდები. არ უნდა ვეძებოთ გარკვეული მიზეზები და დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეგზისტებნციალური მიზეზები ყოველთვის არსებობს, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაში, დიპლომატიაშიც, სახელმწიფო სამსახურში, ქუჩაში, სახლშიც და უბანშიც, მაგრამ ამავე დროს არსებობს ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის პირადი აზრი და განწყობა. მე ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი ამ კუთხით მოღვაწეობის ეტაპი უნდა დასრულდეს. შეიძლება იყოს ახალი გამოწვევები, მაგრამ ეს ჯერ არ არის დაკონკრეტებული. არანაირ შემოთავაზებებზე საუბარი არ არის. უბრალოდ მე, გიგლა ბარამიძემ გადავწყვიტე, პარტიული ცხოვრების ეს ეტაპი დასულდეს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როცა დრო მოვა ამაზეც ვისაუბრებ. თუმცა, ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული. პარტიის დატოვების წინაპირობებზე და სხვა საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ არის აუცილებელი, რამე განსაკუთრებული მიზეზი იყოს. საქართველოში მყოფი ადამიანის პოლიტიკიდან თუ სხვა მიმართულებიდან წასვლას , თუ კი ის რაღაცნაირად აქტიურია, პირდაპირ თუ ირიბად, ჯვარი არ უნდა დაესვას"- განაცხადა გიგლა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა.

ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, „ნაწილობრივ დასაშვებად“ ცნო უკრაინის ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმთან დაკავშირებით. ინფორმაციაზე Euronews-ი წერს. ეს ბოლო განჩინება არ არის, მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინის განცხადებით, რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას და ქალაქ სევასტოპოლს, რომელიც უკრაინის ნაწილია, კონვენციის დარღვევაში კი რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე. უკრაინას რამდენიმე საჩივარი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის 7 000-მდე ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. უკრაინამ საჩივარი რუსეთის წინააღდეგ 2014 წელს შეიტანა.

საქართველოს მუფთის თქმით, ბუკნარში პარასკევის ლოცვას ხელი არ შეეშლება

საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში აქციის მონაწილე მუსულმანური თემის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ადამ შანთაძემ მონაწლეებს განუმარტა, მიღებულია პირობა, რის საფუძვლზეც პარასკევის ლოცვას ხელი არ შეეშება. „ჩვენი მიზანია ლოცვები აღდგეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ მშვიდობიან მდგომარეობას. ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა, რა თქვა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, ჩვენ უნდა გავისარჯოთ იმისთვის რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს“,- განაცხადა ადამ შანთაძემ. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებით, არ იქნება არავითარო პრობლემა და ლოცვები გაგრძლდება. მუფთის ამ განცხადებას უნდობლობით ეკიდებიან ჩოხატაურის მუნიციპალტეტის მერიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების წერილობითი გარატიის არებობა, რომ ლოცვებს ხელი შეეშლება, ასეევე აუცლებელია დაძაბულბის გრძელვადიანი გადაწყეტის გზებზე შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. მიუხედავად ამისა, მუსლიმი თემი არ ენდობა მიღწეულ შეთანხმებას. სოფლის მკვიდრნი და ბათუმიდან ჩასული მუსულმანები ჩიხატაურის მერიის შენობის წინ დღესაც არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს წარმომადგენელი და საქართველოს მუფთი.

ლევან იოსელიანი: გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით

"ფეხების ბაკუნი არ არის გამოსავალი. არ ვიცით რა სცენარია ამ ფეხების ბაკუნის უკან. გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით", - განაცხადა „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. იოსელიანის თქმით, ყველაზე ახლოს, პოლიტიკური მოსაზრებების კუთხით, არიან " გირჩთან", ხოლო ყველაზე მეტად "ევროპულ საქართველოსთან" არის დაშორებული მათი, როგორც პარტიის მოსაზრებები. მისი თქმით, ოპოზიცია გაურკვეველი ვადით ვერ იქნება გაბუტული. "დავაანონსეთ, რომ დავიწყებდით კონსულტაციებს ყველა პარტიასთან. დავიწყეთ "გირჩით", რადგან ყველაზე მეტად პოზიციების თანხვედრა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით. ყველაზე მეტად "ევროპულ საქართველოსთან" არის დაშორებული ჩვენი, როგორც პარტიის მოსაზრებები. თუმცა, თუ მათ ექნებათ სურვილი, მათაც შევხვდებით. დღეს შევხვდით იმიტომ, რომ ერთად მოვიფიქროთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ოპოზიცია, გაურკვეველი ვადით, ვერ იქნება გაბუტულის მდგომარეობაში. ეს მეხუთე რაუნდიც ჰაერში არის გამოკიდებული. მეხუთე რაუდამდე მისვლაც არის საჭირო, კონკრეტული ინიციატივით და წინადადებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს რაღაც შესათავაზებელი ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც პრონციპულად მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები. ამაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით და ერთად გავაგრძელებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს. დაგეგმილი გვაქვს შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს, "ლელოს" და ავუხსნათ ჩვენი ხედვა. ეს ის პარტიებია, რომლებისგანაც ისმის, რომ მოლაპარაკება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა. ფეხების ბაკუნი არ არის გამოსავალი. არ ვიცით რა სცენარია ამ ფეხების ბაკუნის უკან. გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩი" და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. როგორც ცნობილია, კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „ჩვენ ახლო პოზიციები გაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. „გირჩს“ აქვს ინიციატივა, რომ თუ ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება ოპოზიციასთან, 2022 წელს დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ საკუთარი სიტყვის ტყვეობიდან. ჩვენ ამაში დავეხმარებით. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები კორონავირუსზე აცრეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები კორონავირუსზე აცრეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეები კორონავირუსზე აცრეს. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს. როგორც ცნობილია, სულ 200- მდე რიგითი და ოფიცერი აიცრა. „ანტივირუსულ აცრას, ბაზის ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობენ, მათ შორის ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და სავალდებულო წესით გაწვეულებს. კორონავირუსიზე აცრა ტარდება ნებაყოფლობით, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, სულ სამხრეთის სამხედრო ოლქის 60 ათასი სამხედრო მოსამსახურის აცრაა დაგეგმილი, რუსული წარმოების ვაქცინით. რუსეთის წარმოებული ვაქცინა ჯერ არ გადასცემია ოკუპირებული აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზდენტმა ასლან ბჟანიამ მანამდე განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსული ვაქცინა უფასოდ მიეწოდება და მსურველებს აცრა ნებაყოფლობით შეეძლებათ. აცრისთვის მზადაა, ოკუპირებული სამხეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც.

Eurasianet-ი: აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საქართველოს მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება აქვს

„როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება, მის გარემოცვაში იქნება გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კერძოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობაში. თუმცა კითხვა ისევ ღია რჩება, სურს თუ არა ვაშინგტონს, ისევ ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“, - ამ შინაარსის სტატიას Eurasianet-ი აქვეყნებს და პოლ სტრონსკისთან, კარნეგის ფონდის (Carnegie Foundation) ხელმძღვანელთან და სხვა ადგილობრივ ექსპერტებთან ინტერვიუებს ურთავს. ავტორი წერს, რომ ბაიდენი დიდი ხანია, რაც ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა საგარეო პოლიტიკს თვალსაზრისით, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ის საკვანძო ფიგურა იყო რეგიონთან ურთიერთობაში და აქ პირდად კარგად იცნობს წამყვან ფიგურებს. „არჩეულ პრეზიდენტს გამორჩეული დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, სენატორობის დროს - 2008 წელს, რუსეთ-საქარველოს ომის დასრულების შემდეგ, სწორედ ბაიდენმა მოაწერა ხელი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, რომელიც საქართველოსთვის იყო განკუთვნილი. ნოემბერში, მისი გამარჯვების შემდეგ, ბევრი ქართველი აზიარებდა სოციალურ ქსელში მის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში 2009 წელს, როდესაც მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და ქვეყანა საკუთარ „შთაგონებად“ მოიხსენია. თუმცა შემდეგ, ბაიდენი თვალყურს ადევნებდა ობამას ადმინისტრაციის „ურთიერთობების გადაწყობას რუსეთთან“, რომელიც ბევრმა პრო-დასავლურმა ქართველმა მიიღო როგორც მათი მტრის გულუბრყვილო დაშოშმინების მცდელობა. ჯერ უცნობია, თუ რას მოუტანს ბაიდენის პრეზიდენტობა რეგიონს. ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის წამყვანი ფიგურები, ძირითადად ობამას ადმინისტრაციის წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პრეზიდენტთან მუშაობის შემდეგ, საქმიანობა საუნივერსიტეტო და საკონსულტაციო სფეროებში განაგრძეს. „ყველა, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციის წევრი გახდება, საკმაოდ ძლიერია თავის საქმეში, თუმცა არიან ახალი სახეებიც“, - ამბობს პოლ სტრონსკი. „სულ ცოტა, ახალი ადმინისტრაცია დიდი ალბათობით გაზრდის რეგიონში ჩართულობას, რაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს ნაკლებად იყო პრიორიტეტული. ტრამპის მეთაურობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ძირითადად ფოკუსირდა მაღალი მნიშვნელობის ცხელ წერტილებზე, როგორიც არის ირანი, ისრაელი, ჩინეთი და ჩრდ. კორეა, როდესაც ამავდროულად მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უგულვებელყოფდა. ეს დამოკიდებულება კავკასიაზეც აისახა: როდესაც აშშ-ის ახლო პარტნიორი, საქართველო რუსეთთან ქიშპობდა, ამერიკა აშკარად არ ერეოდა საქმეში. ანალოგიური განმეორდა 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მაღალი დონის მონაწილეობა მწირი იყო კონფლიქტში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა გააკეთა არაკოორდინირებული განცხადებები და თავად ტრამპმაც რამდენჯერმე ისაუბრა ომის შესახებ, აშკარად შთაგონებულმა სომხეთის დროშების ხილვით. ამასობაში, ბაიდენის გუნდმა მკაცრი განცხადება გაავრცელა კონფლიქტის შესახებ. მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ნოემბერში დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. რუსეთი გაცილებით დომინანტი მოთამაშე იყო ამ შედეგების განკარგვაში“, - წერს სტატიის ავტორი. აქვე აღნიშნულია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, აშშ სავარაუდოდ შეეცდება უფრო მეტად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა პოლ სტრონსკის უჭირს იმის პროგნოზირება, რამდენად შესაძლებელია ეს: „ეს მატარებელი უკვე წავიდა“, - აღნიშნავს ის. „მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს იმედი აქვს აშშ-ის უფრო მეტი მონაწილეობის. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი შიშობს, დემოკრატები ჩვეულებრივ მეგობრობენ სომხურ ლობებთან ვაშინგტონში, ისინი ასევე მოელიან მკაცრ დამოკიდებულებას რუსეთის წინააღმდეგ“, - ამბობს ფარიდ შაფიევი,საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის უფროსი. მიუხედავად ამისა, „დიდ ცვლილებას არ ველი”, - აღნიშნავს ის Eurasianet- თან. „ზოგადად, შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიიდან გასვლა დაიწყო ობამას ადმინისტრაციის დროს და მე არ ველოდები უფრო აქტიურ მონაწილეობას” ბაიდენის პირობებში“, - განაცხადა შაფიევმა. ირანის მეზობლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ბაიდენის განზრახვა, აღადგინოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. სტრონსკის თქმით, სხვა მნიშვნელოვანი მეზობლებისადმი მიდგომა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ასევე კრიტიკული იქნება, მაგრამ ნაკლებად პროგნოზირებადი. ჩინეთი ვაშინგტონის იდეოლოგიურ სპექტრში განიხილება, როგორც საფრთხე აშშ-ის დომინირებისთვის, მაგრამ ასევე აუცილებელი პარტნიორია გლობალურ საკითხებში. იმავდროულად, რუსეთის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა ბაიდენის მრავალი მხარდამჭერი მას განიხილავს როგორც მანკიერ გავლენას გლობალურად და აშშ-ში. „რუსეთსა და ჩინეთზე ასეთი ყურადღების დროს, [კავკასია და შუა აზია] ქვეყნები, ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვდებიან, თუ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება”, - თქვა სტრონსკიმ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის უმეტესი ნაწილი კვლავ მეორე რიგის პრიორიტეტად რჩება, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისიც. „ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩართულობის გამოცოცხლება ჩანს, საქართველოა”, - თქვა სტრონსკიმ. „ბაიდენი ძალიან იყო დაინტერესებული საქართველოთი, ის იყო უკრაინისა და საქართველოზე პასუხისმგებელი ობამას ადმინისტრაციაში“. „ამის იმედი ნამდვილად აქვთ თბილისში“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ტრამპის ადმინისტრაციის დროს და მანამდეც კი რეგიონი უგულებელყოფილი იყო“, - აცხადებს ის Eurasianet-თან. ბოლოდროინდელმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში აშკარად აჩვენა, რომ დასავლეთის ძირითადი აქტორები, მაგალითად აშშ და ევროკავშირი, არ იყვნენ წარმოდგენილნი მოლაპარაკებებში, რამაც რეგიონში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა. „საქართველო აშშ-ისგან უფრო მეტ ყურადღებას ელის”, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

დღეს თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

თურქეთმა საკუთარი მოსახლეობის ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მარეგულირებელმა ორგანომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია ცოტა ხნის წინ მიანიჭა. „ჩვეული ცხოვრების წესის დასაბრუნებლად აუცილებელია ვაქცინაცია“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინების დისტრიბუცია უკვე დასრულებულია ქვეყნის 81 რეგიონში. პირველ ეტაპზე აცრას 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს გაიკეთებენ. თურქეთმა ამ ეტაპზე Sinovac-ის კოვიდ ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო, ხოლო ჯამში 50 მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს. ბოლო კლინიკური კვლევების შედეგად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50,4 პროცენტს შეადგენს.

Covid-19 -ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი უხანში ჩავიდა

Covid-19 - ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი უხანში ჩავიდა.ინფორმაციას BBC ავრცელებს. ათკაციანი ჯგუფის წევრები სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, ექიმებს და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე მომუშავე პირებს გაესაუბრებიან, საიდანაც სავარაუდოდ, ვირუსი მთელ ჩინეთში, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიებას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაიწყებენ. სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაურესების ფონზე დაიწყო. დღეს ჩინეთში 8 თვის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენეტი გარდაიცვალა. ქვეყანაშო შესვლამდე ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს.

კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირში, საქართველოს კონფლიქტების გადაუჭრელად გაწევრიანების თეორიული შანსი არსებობს

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლაც შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, საქართველო 2024 წლამდეც ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას. ამ განცხადებით, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-სთან საუბრისას, საპარლამენტო კომიტეტების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდოამრეებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილიეს და საქართველოს 2024 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, 2024 წელს, ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა აქვს განიხილოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა. როგორც Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს, ათი წელი სრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეს თარიღი ავტომატურად, საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების წევრობის განაცხადის დამატებით უფლებამოსილებას არ იწვევს. „ჩემი აზრით, ამ თარიღზე საუბარი აქედანვე იმიტომ დაიწყეს, რომ 2024 წელი მომდევნო საპარლამენტო არჩვენების წელი იქნება. ალბათ შიდა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპიდან გამომდინარე, თორემ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების 10 წლის თავს, არანაირი ისეთი ბმა არა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილებასთან“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო 2024 წლამდე ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას. „2024 წელი რა თქმა უდნა მალე მოვა, მაგრამ ქვეყანა მზად არ იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობის მისაღებად. ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების პრობლემა. კვიპროსი ისე მიიღეს, კონფლიქტი გადაწყვეტილი არ იყო. კონფლიქტების მიუხედავად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული შანსი არსებობს, პრეცედენტს თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ მხოლოდ კონფლიქტები არ არის პრობლემა. როცა ვამბობ, რომ წევრობისთვის მზად არ იქნება, უფრო მეტად ეკონომიკურ საკითხებს ვგულისხმობ, ეს ეხება სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს, საერთოდ მთლიანი საბაზრო ეკონიმიკის ფუნქციონირებას. მაგალითად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მარტო ამ მხარეს რომ მივხედოთ, ძნელი იქნება 2024 წლამდე ისეთი მაჩვენებლის მიღწევა, ევროკავშირი ჩვენი წევრობით ისე დაინტერესდეს, საქართველოს გაწევრიანების განხილვა დაიწყოს. რა თქმა უნდა, იყო პრეცედენტი - გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოუმზადებელი სახელმწიფოებიც მიუღიათ. მეხუთე ტალღის გაწევრიანების დროს, ევროკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა მიიღო, რაც მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვიტა. თორემ ეს ქვეყნები წევრობისთვის მზად არ იყვნენ. თავიდან არც ევროკავშირს არ სურდა მათი მიღება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. მაგრამ 1991 წელს, როცა პუტჩის მსვლელობა მოხდა მოსკოვში, შეეშინდათ, რუსეთს თავისი გავლენა არ აღედგინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ამიტომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ქვეყნების ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ სახელმწიფოებს 10 წელი დასჭირდათ გასაწევრიანებლად და გადაწყვეტილების მიღებისას, ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად წევრობისთვის. არც პოლონეთი, არც ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მაგრამ მაშინ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მიიღეს, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და პერსპექტივას, ევროკავშირისთვის საქართველო გეოპოლიტიკურად იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის და საჭიროების ქვეყანა არ არის, როგორც აღმოსავლეთ ევროპა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას აღიარებს ევროკავშირი, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვას“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებები საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. „ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“,-აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება. 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება

სასამართლომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი წაუყენა კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობისთვის

ვაშინგტონის სასამართლოს ცნობით, კლეტე კელერს, რომელმაც ხუთი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ცურვაში, ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმში შეჭრის ბრალდებით. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის ნაკრების ყოფილ წევრს ბრალად ედება უკანონო შეღწევა კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სამოქალაქო არეულობის დროს. მოცურავე ამოიცნეს ფოტოთი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გადაღებული.ამის შემდეგ მან გააუქმა თავისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში და გამორთო კავშირი. არ არის ცნობილი, დააკავეს თუ არა კელერი, თუმცა დაპატიმრების ორდერი, CNN-ის თანახმად, გაცემულია. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში 6 იანვარს შეიჭრნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ხედვა აქვთ, როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ხედვა აქვთ, როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური. „შესანიშნავი საუბარი შედგა დავით ზალკალიანთან და აურელიუ ჩოკოისთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ჩვენი ასოცირებული ტრიო საერთო ხედვებს იზიარებს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური ევროკავშირისთვისაც და მისი სამი ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორისთვის“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

ჯორჯ ორუელის „1984“-ის მიხედვით მინი სერიალს გადაიღებენ

ჯორჯ ორუელის პოპულური ნაწარმოები „1984“-ის მიხედვით მინი სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს. ცნობილი ნოველისტის ნაშრომს ეკრანზე ABC Studio-ს ყოფილი ხელმძღვანელი- პოლ ლი წარადგენს, რომელმაც დამოუკიდებელი სტუდია შექმნა და ინგილისელი ნოველისტის ნაწარმოებზეც ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 100 წუთიან თეატრალური დადგმას, ხუთსერიან მინი სერიალად ახლადშექმნილი სტუდია Wiip-ი გამოუშვებს. ორუელის 1947 წლის, სამეცნიერო ფანტასტიკის რომანის მიხედვით შექმნილი სცენარი საზოგადოებამ პირველად ნოტინჰემის თეატრში 2013 წელს ნახა, ამის შემდეგ კი ვესტ – ენდზე, სადაც ის სამჯერ დაიდგა. 2017 წელს ბროდვეიზე,ჰადსონის თეატრში მთავარ როლებს ოლივია უაილდი და ტომ სტარიჯი, ასრულებდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Covid-10 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს. ანკარის საქალაქო საავადმყოფოში ერდოღანმა ჩინეთის "CoronaVac"-ის ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, ერდოღანი ვაქცინაციას Telegram- ის სოციალურ ქსელშიც გამოეხმარუა. მან ასევე თქვა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 250 000-ზე მეტმა ჯანდაცვის მუშაკმა მიიღო ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ. COVID-19-ს ჩინური ვაქცინა SinoVac Biotech–ის 3 მილიონი დოზით, თურქეთში 30 დეკემბერს ჩავიდა. დღეს თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია. პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა. დღესვე პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.