ძებნის რეზულტატი:

თეა წულუკიანი: საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ცნობით, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ, აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმე მოიგო. ამის შესახებ წულუკიანი მილოცვის განცხადებას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", - წერს თეა წულუკიანი. სტრასბურგის საერთაშორისო სასმართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ღია მოსმენა დღეს, 11:00 სთ-ზე იყო ჩანიშნული.

"გირჩი" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტს აქვეყნებს

პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩი" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტს აქვეყნებს. "გირჩის" პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა. “გირჩის ლიდერები პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან აღნიშნული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ, ოპოზიციას კი სთავაზობენ, მათი ინიციატივა განიხილონ და ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ. პროექტში მთავარ კითხვად გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი, რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „გირჩის“ შეთანხმების პროექტს უცვლელად გთავაზობთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ შეთანხმება 8 მარტის მსგავსად. 2. საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო) 1. ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა ახალი წესით 2. საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან ყველა პარტიებიდან 3. გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიური ღონისძიებები: 3.1 უბნის პერიმეტრის და დათვლის პროცესის უწყვეტი ვიდეო გადაღება (ნებისმიერ მსურველს შეეძლოს დისტანციურად ხმების პარალელური დათვლა).3.2 კარუსელების გამოსარიცხად: 3.2.1 ამომრჩევლის ბიომეტრული იდენტიფიკაცია 3.2.2 ბიულეტენის უბნიდან გატანის აკრძალვა 3.2.3 ხმის მიცემა ელექტრონული პირადობით და სხვა ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი ხელისუფლების პოზიცია: თანხმდება 3. საარჩევნო სისტემა ოპოზიცია: 1. ნებისმიერი შემდეგი (მ.შ. რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. 2. ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული ბუნებრივი ბარიერით. ხელისუფლების პოზიცია: 1. ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ბარიერი განისაზღვრება 0-დან 3%-მდე. 2. ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა იქნება 4:1 პროპორციით პროპორციულ და მაჟორიტარულ წევრებს შორის. საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი ბარიერი. შემოთავაზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონმდებლობას. 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები და 2024 წლიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-ზე დაბალი ბარიერით. შეთანხმების შესაძლებლობა: შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება. 4. ახალი არჩევნები ოპოზიციის წინადადებები: 1. რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას 2. პლებისციტი ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას 3. შეთავაზებული წინადადება: იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წელს ინიშნება ვადამდელი არჩევნები. მთავარი კითხვა: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის. და სხვა არაერთი დარღვევისათვის", - აღნიშნულია ისუტიციის სამინსიტროს აგნცხადებაში.

გოჩა ლორთქიფანიძე: რუსეთის დარღვევა 8 მუხლიდან 6 მუხლში ცნო სტრასბურგის სასამართლომ

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც სასამართლომ დაადგინა. "სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში "საქართველო რუსეთის" წინაარმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორიციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას, კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის. 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ. 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება," - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა

"ეს საერთო გამარჯვებაა!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს გამარჯვებას. პრემიერი მილოცვას facebook-ის გვერდზე აქვეყნებს. „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“ - აცხადებს გიორგი გახარია. იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.

დავით ზალკალიანი სტრასბურგზე: ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უპრეცედენტო გამარჯვება

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღდეგ დავის მოგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო გამარჯვება. მისნისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში; ასევე ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის. „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, კერძოდ: დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით“- აცხადებს დავით ზალკალიანი

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. "ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ადასტურებს. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებებს, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. "ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას ადასტურებს. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებებს, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. "2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი). კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებაზე", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებული პანიკა არავის უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deccanherald-ი ავრცელებს. „პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანჟელა სიმაუმ. სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა. „ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს“, - განაცხადა მარიანჟელა სიმაუმ.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 22 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება და შემდგომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კომისიის სხდომას დაესწრება. დღეს ზურაბიშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საგარეო ურთიერთობების სფეროში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდა. ბრიუსელში ვიზიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო, რომელთანაც ზურაბიშვილმა შემდეგი საკითხები განიხილა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა,ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯები. სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს. სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს. „მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება და ამ საკითხს კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე განვიხილავთ“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მომდევნო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სჭირდება სრულად ქმედითუნარიანი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელსაც მოსახლეობის ნდობა ექნება. საუბარი იყო COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების გადალახვისთვის აუცილებელ ინკლუზიურ, მწვანე და მდგრად აღდგენით პროცესზე. ასევე, ევროკავშირის აზრით, საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმების უფრო ფართო დღის წესრიგი, მათ შორის სასამართლო სისტემაში.​ ბორელმა ისაუბრა ქართველი ხალხის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობაზე, რაც გამოიხატა 183 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს გაუწევს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობისთვის, ჯანდაცვის სიტემის გაძლიერებისა და სოციო-ეკონომიკური აღდგენისთვის. ევროკავშირმა ასევე 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-საფინანსო დახმარება იკისრა, რის ნახევარიც უკვე გადახდილია. ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება, კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზით, შეიძლება გამოიყენოს ვაქცინაციის კამპანიის სათანადოდ მოსამზადებლად. ბორელმა და ზურაბიშვილმა ასევე იმსჯელეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. როგორც ევროკავშირის პრესრელიზშია ნათქვამი, კვლავაც დიდ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ვინაიდან ხალხს არ მოეპოვება თავისუფალი გადაადგილების უფლება და სათანადო ჯანდაცვაზე წვდომა. ევროკავშირის ლიდერმა კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომხრეა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების საკითხსაც. ბორელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის განუხრელ წვლილს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში.

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სპილოებზე სურათები დედამიწის სადამკვირვებლო სატელიტიდან არის გადაღებული, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 600 კმ-ზე (372 მილი) მდებარეობს. როგორც ცნობილია, ერთ დღეში შესაძლებელია 5000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა. მეცნიერებმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ადდო სპილოების ეროვნული პარკს გადახედეს. მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია. მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.

ბაიდენი: ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

"ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს. „ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. აშშ კვლავაც იქნება სრული მონაწილე და გლობალური ლიდერი ამგვარი საფრთხეების დაძლევისა და გლობალური ჯანდაცვისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების განვითარების საქმეში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა. ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველო ომის მსხვერპლად აღიარა. ეს დიდი მიღწევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით ისტორიულს უწოდებს და უდიდეს გამარჯვებად აფასებს. პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს. მისი თქმით, ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. „დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.

მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია

დასავლეთ ინდოერთში, მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახბე ინფორმაცია Aljazeera ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ”ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, - განაცხადა ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა ადარ პუნავალამ. როგორც ცნობილია, ხანძარი არ შეხებია ადგილს, სადაც Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.

Euractiv-ი: სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთს „პირდაპირი კონტროლი აქვს” ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“

ევროპული პარლამენტის დასკვნის მიხედვით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებულ რეგიონებში, ამის შესახებ სააგენტო Euractiv-ი წერს. „რუსეთის ჯარების გაყვანის ოფიციალური თარიღის შემდეგაც კი, „რუსეთის აქტიური ჩარევებით და ასევე „სამხეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებით, დადგინდა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების აქტიურ კონტროლს ახორციელებს. გასულ წელს გაირკვა რომ რუსეთს ორივე ოკუპირებულ რეგიონში 9,000-დან 10,000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, აქტიური დაკვირვების შედეგად მათ საკმარისი მტკიცებულება დაუგროვდათ, იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ“, - წერს Euractiv-ი. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგის მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. „ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ შუალედური, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის გაერო-ს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, იმიტომ, რომ თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ყველაფერი საბოლოოდ დეოკუპაციით დამთავრდება. სააკაშვილის განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს საქმეც წაეგო: „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წულუკიანმა მოახდინა პროვოცირება და პირდაპირ გულშემატკივრობს იმას, რომ საქართველო გაამტყუნონ და არც მალავს ამას უტიფრად. უნდა, რომ ქართველი სამხედროები დაიჭირონ. სტრასბურგის სასამართლო ძალიან გაართულებს ამ ამბავს. ნათლად გამოჩნდა, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაზეც თინა ბურჯალიანი მელაპარაკა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის სწორ მხარეს“, - აღნიშნავს სააკაშვილი. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ბაღდადში ტერაქტისას სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში ორი აფეთქების დროს სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტერორისტებმა ტერაქტი ქალაქის ბაზარში მოაწყვეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაღდადში ეს პირველი ტერაქტი იყო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის აგრესიული სახე კიდევ ერთხელ დამტკიცდა

ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტრასბურგის გადაწყვეტილება ისტორიულ გამარჯვებად მოიხსენია. "გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე",ამბობს ღარიბაშვილი. "ეს დღე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის", ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მამუკა ბახტაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძე სტრასბურგის პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას!განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად.ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს! ",- წერს ბახტაძე საკუთარ გვერდზე.