ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა
პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს. საუბარი შეეხო ასევე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აკისრია, არამხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის ეს პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდსოლიდარობის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდეს, რათა მათ უკეთ გაიცნონ ევროკავშირის უახლოესი მეგობარი ქვეყანა - საქართველო. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული განცხადება საქართველოს პროკურატურამ 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოითხოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია ათეულობით პირზე, რომელთა საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები. 2015-2020 წლებში გამოიკითხა ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ თავიანთ სოფლებში და თვალს ადევნებდნენ მათ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს. მათგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ჯერ გაძარცვეს ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ, იმ მიზნით, რომ ქართულ მოსახლეობას არ ჰქონოდა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა, გადაწვეს მათი სახლები. აღნიშნულით განახორციელეს მოსახლეობის იძულებით განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილებიდან. ასევე, მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა „ისკანდერის“ ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა „ტოჩკა უ“-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა „ისკანდერთან“ და რაკეტა “ტოჩკა უ“ -სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები. 2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ, რაკეტა „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ“-ს დეტალებზე ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური 2017 წლის 22 ნოემბერს და 2018 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ, ასაფეთქებელი მოწყობილობის - 9М723 „ИСКАНДЕР“ და „ტოჩკა უ“ს“ ტიპის რაკეტის, აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს. სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას ისტორიულ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დახმარება. ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დიდ წარმატებაში. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს - საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.", - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში. დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
The Guardian-ი: რუსეთი ეთნიკურ წმენდაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დამნაშავედ მიიჩნიეს
სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ The Guardian-ი სტატიას აქვეყნებს. სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით, რუსეთი ეთნიკურად ქართველი მოსახლეების არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დამნაშავედ მიიჩნიეს. რუსეთი ომის პატიმრების წამებასა და ქართული სოფლებიდან მოსახლეობის განდევნაში დამნაშავედ ცნეს. ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიანი ომიდან 13 წლის შემდეგ მიიღეს. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ალ-ტაირანის მოედანზე, ქალაქის ბაზარში ორმა თვითმკვლელმა მოაწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. BBC-ის ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ბაღდადში.
ენტონი ფაუჩი: ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შევძლებ
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „არ მინდა წარსულს დავუბრუნდე, მაგრამ ცხადია, რომ ნათქვამი იყო ისეთი რამ, როგორიცაა ჰიდროქსიქლოროქინი და ასე შემდეგ, რაც არასასიამოვნო იყო, ვინაიდან სამეცნიერო ფაქტებს არ ემყარებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ მსიამოვნებს პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს ისეთი რამ იყო, როდესაც ვერ გრძნობდი, რომ რეალურად შეიძლებოდა რამის თქმა, რასაც შემდეგ შედეგი არ მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ის გრძნობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეუძლია საუბარი იმ თემებზე, რომელიც მის გამოცდილებას ეფუძნება.
აშშ-ში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ
"აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს" - განაცხადა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა ხანგრძლივობის იქნება კარანტინი და როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა. „ვირუსის ახალი შტამების ფონზე ახალ ზომებს ვაწესებთ იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თებერვალში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს შეიძლება გადააჭარბოს. „სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სავარაუდოდ, თებერვალში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ტრამპმა წლიურად პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს
დღეის მდგომარეობით, დონალდ ტრამპმა წლიურად, პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც ეკუთხვნის. თუმცა, თუ მის იმპიჩმენტს სენატმა მხარი დაუჭირა, მაშინ ამ ყველაფერს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამერიკული კანონის მიხედვით, პენსიას არ იღებს ის პრეზიდენტი, ვისაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. თუ ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა, მაშინ ტრამპი პენსიის გარდა ისარგებლებს სამოგზაურო შეღავათებით, საოფისე სივრცით, თანამშრომლების ხელფასის უზრუველყოფას წლიურად $1 მილიონამდე. გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ფონდის მიხედვით, 2000 წლიდან ამერიკის ყოფილმა ოთხმა პრეზიდენტმა, რომლებიც ცოცხლები არიან, ჯამში $56 მილიონის ღირებულების სარგებელი მიიღეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარგებელი რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, ეს არის საოფისე ფართის ქირაობა, რომელზეც შეზღუდვები არაა. მაგალითად, გასულ წელს, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ ცალცალკე $500 000-ზე მეტი დახარჯეს ოფისის ქირაობაში. ჯიმი კარტერისთვის კი $118 000 დაიხარჯა. კიდევ ერთი სარგებელი, რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თუმცა, ამისთვის პრეზიდენტს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფედერალურ სამსახურში მინიმუმ ხუთი წელი, ასე რომ მას დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს, ისევე როგორც ვერ სარგებლობს ამ შეღავათით ჯიმი კარტერიც. CNN-ის განცხადებით, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო პენსია არც არაფერს ნიშნავდეს, ის პრეზიდენტობის დროსაც ხელფასის აღებაზე უარს ამბობდა. ტრამპი და თეთრი სახლი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ის ყოველწლიურად საპრეზიდენტო ხელფასს $400 000 ოდენობით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ურიცხავდა.
Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა. ამის შესახენ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 7 იანვარს, ჩინეთის საელჩოს ანგარიშით გამოქვეყნდა სტატუსი , სადაც ეწერა, რომ სამთავრობო პოლიტიკამ უიგურ ქალებს ემანსიპირება გაუწია და მათ "ბავშვის საცხობი დანადგარები" უწოდა. აღნიშნულლი სტატუსი კომპანიის სამომხმარებლო პოლიტიკას არღვედა - დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. ”ჩვენ გავაკეთეთ ზომები ამ Tweet- ზე დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის დარღვევისთვის,” - თქვა Twitter- ის სპიკერმა განცხადებაში. Twitter კრძალავს ”ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზაციას მათი რელიგიის, კასტის, ასაკის, ინვალიდობის, მძიმე დაავადების, ეროვნული წარმოშობის, რასის ან ეთნიკური ნიშნის საფუძველზე.” ამ დროისთვის სტატუსი წაშლილია. როგორც წესი, Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევის გამო, მომხმარებლებს მისდით შეტყობინება, რომელშიც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია კონკრეტული ტვიტის წაშლას ითხოვს არგუმენტირებული მიზეზით, ხოლო თუ გონივრულ ვადაში მომხმარებელი თავად არ წაშლის პოსტს, მისი ანგარიში დროებით, ან გაურკვეველი ვადით იბლოკება.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.
ბოლო 24 საათში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში 469 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.
218 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108 ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 გამოჯანმრთელდა.
25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება
25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე",- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები
"სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევებია", ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩო საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან. „გუშინ დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით - მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს "ქართულ ოცნებას" სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, - განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, - ამ სიტყვებით შეაფასა სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. „საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, - დაწერა მარინა კალიურანდმა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
ლევან იოსელიანი: პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო
„პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყოახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა. „დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომლებზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი", - განაცხადა იოსელიანმა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოპიზიციამ მათ „კოლექტიური სასამართლო“ მოუწყო. „ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
საფრანგეთში შემსვლელებმა Covid19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ
საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზდე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინიტრაციაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებითი რეგულაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებზეც გავრცელდება. საფრანგეთში შესვლის მსურველებმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიკეთონ.
ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 11. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ამ დროს შენობაში 33 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში ცეცხლის გაჩენა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაუყონებლივ გამოიძიონ ხანძრის მიზეზი.
პოლიციამ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.