ძებნის რეზულტატი:
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები
"შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერვცაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. ცერცვაძის თქმით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს. „შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ყველა სფეროს არ შეეხება.
ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან
"დღეის მდგომარეობით რვა დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ." - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საკორდინაციო საბჭოს დასწრულების შემდეგ. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ეპოდემიოლოგიურ ვითარებაზე. 1-ლი თებერვლიდან 5 დიდ ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტების მუშაობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქალაქებში თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას, მუინიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება. "დღეს საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, 1-ლი თებრვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტების მუშაობა. 1-ლი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალურ ტრანსპორტის ფუნქციონირება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. 15 თებერვლიდან ყველა ქალაში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. იმის გათვალისწინებითმ, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 1-ლი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები შეძლებენ მუშაობას ღია სივრცეებში, თუმცა, შეზღუდული რჩება ქორწილები, ან ნებისმიერი სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძლებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც აქამდე მოქმედებდა. 1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფ.სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლებელებში სტუდენების დაბრუნება გვაქვს დაგეგმილი. 1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით, 5 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება აღდგება,. იმისთვის რომ დავაკონპენსიროთ გაზრდილი მობილობა, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ძალაში რჩება სხვა ყველა შეზღუდვა. მათ შორის სათხილამურო კურორეტებზე დაწერესბეული შეზღუდვები. ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა." - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა. შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე. ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება; ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება. დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები. სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.
სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 1-ლი მარტიდან იგეგმება
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.
1-ელ მარტამდე 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება
21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცქიტიშვილის განმარტებით, ეს შეზღუდვა ძალაში რჩება პირველ მარტამდე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 1-ლი მარტიდან იგეგმება. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.
ალეკო ელისაშვილი: "ოცნება" საარჩევნო საკითხებზე კომპრომისისთვის მზად არის
„ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის _ ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელისაშვილის თქმით, საარჩევნო საკითხებისგან განსხვავებით, პოლიტპატიმრების თემაზე რთული სიტუაციაა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ არ აღიარებს პოლიტპატიმრების საკითხს. „ვიმსჯელეთ ოთხივე პუნქტზე. ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მე და ლევან იოსელიანი ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით ამ საკითხს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. შეხვედრაზე პრინციპულად დავაყენე პოლიტპატიმრების საკითხი - ჰქონდა თუ არა სერიოზული მზაობა „ქართულ ოცნებას“, წასულიყო კომპრომისზე, ვინაიდან მეოთხე რაუნდის შემდეგ დიდი დრო გავიდა. მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე. დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, მოვედით პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად", -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. "მოქალაქეების" წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შესვლას გეგმავენ, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვს პარტია "გირჩს" თუმცა განსხვავებული პირობით. მათი პირობაა თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია "ქართულ ოცნებაზე" მეტ ხმას დააგროვებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ
1-ლი მარტიდან საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება იგეგმება
"საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს
"ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა შაბათ-კვირის შეზღუდვებზე იმ 5 ქალაქში, სადაც აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება. „იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება
„1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები", - ამის შესახებ ეკონომიკი მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, ყველა სამედიცინო პროტოკოლი და უსაფრთხოების წესი დაცული იქნება. „მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებეს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება. მსოფლიოს ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რაიმე ისეთი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის“, - განაცხადა თურნავამ.
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ
„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, მასწავლებლების სისტემატური ტესტირება ყოველ ორ კვირაში მოხდება. „სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი“, - განაცხადა მინისტრმა.
სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები არ უქმდება
"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა", - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას, ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.
ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით
„ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს. „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. პირველი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ფრენების აღდგენა ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - აცხადებს თურნავა. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.
მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია
"პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს" , - ამის შესახებ .ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მოქალაქეებთან" საარჩევნი რეფორმების ზოგიერთ დეტალზე, შეთანხმდნენ. „შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს. ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.
ბენ ჰოჯესი: ამერიკას სჭირდება მისი სტრატეგიის და ვალდებულებების ნათლად წარმოჩენა შავი ზღვის რეგიონში
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი აშშ-საქართველოს შორის 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს კოორდინაცისა და ნდობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და NATO-სთან უფრო დაახლოების გარანტია? ამ საკითხის გარდა, Europetime-თან ინტერვიუში ბენ ჰოჯესმა ენტონი ბლინკენის გზავნილებიც შეაფასა იმის შესახებ, რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს? შეძლებს თუ არა საქართველო ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ? ამ საკითხებზე და ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, ხელი მოეწერა აშშ-საქართველოს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარების ანუ 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ითქვა, რომ ეს საქართველოს „სუფთა ქსელის ნაწილად“ აქცევს. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და ნატოსთან უფრო დაახლოების გარანტია? უსაფრთხო ქსელის ქონა, რომელსაც ჩვენ ვენდობით, მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის, ასევე ნდობის განმტკიცებისთვის. _ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში DFC „განვითარების დაფინანსების კორპორაცია“ გახსნას გეგმავს, ასევე გამოითქვა ინიციატივა ამერიკა საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენის, ეს გულისხმობს თუ არა თუ არა ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებასაც და შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ ერთგვარ გზავნილად, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის? DFC წარმოადგენს შედარებით ახალ პროგრესულ ნაბიჯს აშშ-ს მთავრობის მხრიდან, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო რესურსების მოზიდვას იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი რწმენით ინვესტიცია ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხალხის კეთილდღეობის ზრდას. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოსთვის აშშ-ს მხრიდან. _ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა ის, რაც, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენთან ინტერვიუში,რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან, ანუ არ არიან გაერთიანებულნი უსაფრთხოების ერთიანი ქოლგის ქვეშ. ეს ჩანს იქედანაც, რატომ არ ესხმის რუსეთი ნატოს წევრებს’’ - ეს განცხადება შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს? რა თქმა უნდა ამის დიდი იმედი მაქვს! კარგი ნიშანი არის ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატი - ჩვენი მომავალი სახელმწიფო მდივანი საკმაოდ მკაფიოდ საუბრობს ამის შესახებ და მე იმედს ვიტოვებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად და დაჟინებით იმოქმედებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც. დადებითად უნდა შევაფასოთ იქ ფაქტიც, რომ თურქეთი უკვე მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას. _მნიშვნელოვანია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვა და გეგმა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ირანთან,სირიასთან,ავღანეთთან დაკავშირებით. დაუჭერს თუ არა მხარს ნატოს სამშვიდობო მისიების შემცირებას ან სრულად გამოყვანას ავღანეთიდან? ამაზე დარწმუნებით ვერ გიპასუხებთ, თუმცა სამი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ: პირველი, ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ჯარები ისე, რომ ავღანეთის მთავრობა დარჩეს დაუცველი; მეორე, აშშ-მ უნდა მოახერხოს თავისი ჯარების ფრთხილი და გეგმაზომიერი გაყვანა, ისე რომ იმოქმედოს მჭიდრო კოორდინაციაში ავღანეთში მყოფ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - როგორც შემოვედით ერთად, ასევე უნდა გავიდეთ ერთად; და მესამე, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, თუ სერიოზულად არ მივუდგებით პაკისტანის პრობლემას და მის ტოლერანტობას, რაც გულისხმობს თალიბანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე. _სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, მანამდე ის მოსკოვში გამართავს შეხვედრებს, თქვენი აზრით, რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სტუმრობდეს საქართველოს ასე მოულოდნელად ირანელი მაღალჩინოსანი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და მყოფობის თვალსაზრისით. _ნატოს წევრობისთვის მზადყოფნა პირველ რიგში გულისხმობს დემოკრატიის ხარისხს,კანონის უზენაესობას, ყველაფრის გათვალიწინებით, რაც ზემოთ ვახსენეთ, თუ არ მოხდა საქართველოში პროდასავლური ძალების კონსოლიდირება, ახალგზრდა კვალიფიციური კადრების წამოწევა, შეძლებს კი ქვეყანა ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ? ეს მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩემთვის გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მთავრობა თითქოს ოდნავ „განუდგა“ მის ვალდებულებას დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მიმართ, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილს, რაშიც კრემლის გავლენა აშკარად იგრძნობა. ხოლო რაც შეეხება ქართველ ახალგაზრდობას, ვერანაირი სიკეთის მომტანი მათთვის ვერ იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა აირჩევს გზას, რომელიც ქვეყანას დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისგან დააშორებს.
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ
„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს - ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი შეფასებით, შეიძლება ზედმეტი სიჯიუტით, შეიძლება ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად, ოპოზიცია აყენებს. „მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რაზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ რაც კი რაციონალურია სახელმწიფოებრივად და იურიდიულად შეიძლება იყოს გამართული, ყველაფერზე მოგყვებით. მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის, საარჩვენო რეფორმასთან დაკავშირებით გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ეს შეხვედრა დამატებით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდება. „შევთანხმდებით და მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები შესრულდა, ვფიქრობ ამ შედგამდე მივალთ“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, შეხვედრისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი, მაგრამ მმართველი გუნდი ამ თემაზე არ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მის გათავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი. „პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.
ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიებისას, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს
ხარკოვში,მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიებისას, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ხარკოვის რეგიონული პროკურატორის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისა არიან შენობის მეპატრონე, მოიჯარე და დაწესებულების ადმინისტრატორი. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, დაწესებულება უკანონო იყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ხარკოვში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
იენს სტოლტენბერგი: სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე
„საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „პირველ რიგში, მივესალმები ამერიკის მიერ ვალდებულების აღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე. მე ვერ ვისაუბრებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახელით, თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ტრანსატლანტიური კავშირების მხარდამჭერია, საქართველო კი ამ კავშირების ნაწილია. აშშ მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებდა პარტნიორობას და მხარს უჭერდა ნატოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს წევრობის საკითხზე. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ პანდემიის მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს დიალოგი, გასულ სექტემბერს შევხვდი პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განგვეხილა შავი ზღვის უსაფრთხოება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გავაფართოვეთ არსებითი პაკეტი და გავაძლიერეთ პრაქტიკული თანამშრომლობა. თბილისში გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საზღვაო მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს სანაპირო დაცვას და ველით ამ თანამშრომლობის გაძლიერებას. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის
„NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნშნა, საქართველო NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე თქმით, NATO განიხილავს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, რისი გაკეთება შეუძლიათ შემდგომში. "საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. მიუხედავად Covid-19-ის გამოწვევებსა, NATO და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას. დღევანდელი NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც საქართველოს ეხმარება გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და ერთობლივ უსაფრთხოებაში გააგრძელოს წვლილის შეტანა. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს ჯარები", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი: „რაც გადამწყვეტია, რადგან ის გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ედგარს რინკევიჩსი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დამნაშავე მსჯავრდებულია
„დამნაშავე მსჯავრდებულია“, - ასე შეაფასა ედგარს რინკევიჩსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. „მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართველების უკანონო დაკავებების, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი, არაადამიანური მოპყრობის, წამებისა და საკუთარი სახლებიდან განდევნასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს. დამნაშავე მსჯავრდებულია“, - დაწერა ლატვიელმა დიპლომატმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
საქართველოს პრეზიდენტი: NATO-სთან თანამშრომლობის ახალი არსებითი პაკეტი , პარტნიორობის გაძლიერების დემონსტრაციაა
„NATO-სთან თანამშრომლობის ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა და ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებს”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება უფრო მეტი. „ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქრთველომ ნახა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო. უნდა ვუმადლოდეთ ამ თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლირებას, რომელიც საჭიროა წევრობისათვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად კონფლიქტისა რეგიონში, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და გაზრდილი პროვოკაციებისა, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში. "საქართველო მტკიცედ დგას დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მედეგობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე. „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. ჩღდილო ატლანტიკური ალიანსი გენმდივნის თქმით, NATO განიხილავს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, რისი გაკეთება შეუძლიათ შემდგომში. „საქართველო ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ძლიერი პოლიტიკური, მჭიდრო თანამშრომლობა. მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობენ და დღევანდელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში. ჩვენ გავაფართოეთ არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიოროტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი: „რაც გადამწყვეტია, რადგან ის გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.