ძებნის რეზულტატი:

პანდემიის გამო NDI-ის კვლევა პირველად სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ, დღეს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, რესპოდენტების გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუს გზით მოხდა. ამის შესახებ NDI-ის რელიზშია აღნიშნული. კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პანდემიის გამო, კვლევის მეთოდად სატელეფონო ინტერვიუ პირველად შეირჩა. კვლევის ფარგლებში, სულ 2 053 სატელეფონო ინტერვიუ შედგა,წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI: ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა. პანდემია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელოების 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა" ალან გილამი: უკვე წლებია NDI-ის კვლევები აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ პროგრესს ვერ ხედავს NDI: გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % არ ეთანხმება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ წინსვლას საქართველოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმეთ ილდიზმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიიის განმტკიცებისთვის. მისი თქმით, საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც საფუძველი დაუდო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პასუხობდა ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციებს“. „ერთადერთი, რის გამოც გვინდა, სინანული გამოთქვათ, არის ის, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა საქართველოს ორ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ყველასთვის ცხადი მიზეზების გამო. ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ წინსვლას საქართველოში, ქვეყანაში, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი მისწრაფება. რაც შეეხება არჩევნების შედეგების გამო გამოთქმულ პროტესტს და შეტაკებებს პოლიციასთან, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესის გაგრძელებაში“, - განაცხადა დეპუტატმა. თურქი დეპუტატის თქმით, „საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში დაცული იყო“.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ვიცე პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. „ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

ტინი კოქსი: მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა მხარეს, ჩაერთონ საგნობრივ დიალოგში

ჰოლანდიელი დეპუტატის, ტინი კოქსის თქმით, პოლიტიკური გარემო საქართველოში დაძაბული იყო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და ახლაც, არჩევნების დასრულების შემდეგ. კოქსმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე ისაუბრა. „Covid-ის დროს ჩატარებულმა არჩევნებმა არამარტო თავად მოქალაქეებისთვის გაართულა ხმის მიცემის პროცესი, არამედ ჩვენთვისაც არჩევნებზე დაკვირვება გაართულა. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ. ჩვენ უარის თქმა მოგვიწია ხმის მიცემის დაწყებამდე მისიის ჩასვლაზე და, საბოლოო ჯამში, დელეგაციის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა საქართველოში ჩასვლა. დელეგაციის პოსტელექტორალური ვიზიტი კი ჯერ გადაიდო, ხოლო შემდეგ - გაუქმდა“, - ამბობს დეპუტატი. „სახელმწიფოს უნარი, გაეკონტროლებინა საარჩევნო დაფინანსება, შეზღუდული იყო, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ოდირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების არშესრულებაზე”, - განაცხადა ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო „კონკურენტუნარიანი და შედარებით თავისუფალი”. ტინი კოქსმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ იზიარებს კოლეგების მოწოდებებს, რომლებიც ოპოზიციას ურჩევენ, შეწყვიტონ ბოიკოტი და დაიკავონ ადგილები პარლამენტში. კოქსმა ინიციატივით მიმართა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, რათა გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ. „მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ საგნობრივ დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა“, - განაცხადა ტინი კოქსმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოიქმნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინაცია ასევე 2-ჯერ იქნება საჭირო. კორონავირუსის ახალი სახეობა გაერთიანებულ სამეფოში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მაღალი სიკვდილიანობა არ ახასიათებს. რატომ არის უსაფრთხო Covid-19-ის ვაქცინები - ექსპერტების შეფასება.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან ლავროვის შეხვედრას საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას", - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების შეფასებით, მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. "საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, მათ შორის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილისთვის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების ხელყოფისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინავლის საოკუპაციო რეიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს დღეს შეხვდა. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას.

ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაშვებულა აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, გენდერული ინდენტობა არ უნდა იყოს ამერიკის ჯარში მსახურობის წინაღობა. 2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას კრძალავს. 2020 წლის 22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნება დართო თავისი პოლიტიკა აღასრულოს და ქვეყნის სამხედრო სამსახურში ზოგიერთი ტრანსგენდერის მსახურება აკრძალოს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტის შესახებ, მოჰამად ჯავად ზარიფი საკუთარ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. ზარიფის თქმით, ილჰამ ალიევთან თავისი შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონში ახალი ვითარებაა. ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს,სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს ეწვევა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკება დაასრულა ორმხრივი ურთიერთობის და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ამ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას აპირებს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, კორონავირუსის ახალი ვარიანტები და მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას აჩენს. ევროკომისიის ინიციტივით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს,PCR ტესტის პასუხის წარდგენა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მოუწევს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს. აგრეთვე, ტესტის პასუხთან ერთად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება. ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა. ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. კერძოდ, ბოლო 14 დღეში COVID-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აღემატებოდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს. ასევე გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსუს განსხვავებული ვარიანტი. ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში ჩავა და ლავროვს შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი, თებერვლის დასაწყისში, მოსკოვს ეწვევა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრებს. ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, სხდომაზე მინისტრებმა სწორედ ნავალნის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და ბრიუსელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერი და მისი მხარდამჭერები. „საბჭო ამას ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს, გმობს მასობრივ დაკავებასა და პოლიციის მიერ გამოვლენილ სისასტიკეს ამ უქმეებზე. მოვუწოდებთ რუსეთს, ნავალნისა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა კომისარმა.

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა. ის პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯანეტ იელენი ასევე პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე. ის 2014-2018 წლებში აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა.

პოლიციამ ცოლ-ქმარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ ცოლ-ქმარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", -ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

MODERNA-ს ვაქცინის შემქმნელების თქმით, მათი ვაქცინა ვირუსის ახალ შტამბის წინააღმდეგ ეფექტიანდ მოქმედებს

MODERNA-ს ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია. ამის შესახენ ინფორმაციას Theguardian-ი ავრცელებს. MODERNA-ში აცხადებენ, რომ ვაქცინა იცავს კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტებისგანაც.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10883 პრობაციონერს ეხება

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10883 პრობაციონერს ეხება, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარცელებული ინფორმაციით, პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნა იმ 10883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული. პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს. „ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 3522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი; 5361 მსჯავრდებულს გაუნახევრდება; 1468 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება; 532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს. პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ იმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია შეეხება, 4920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა; 3422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის – ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისაგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა; 891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა); 1650 პირი კი – ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის. დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან საქმის მიღების შემდგომ სასამართლო განიხილავს საქმეებს ინდივიდუალურად და გამოაქვს განჩინება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კანონით მსჯავრდებული ვალდებულია, წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილი წესით 6 თვის ვადაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა სხვა ქვეყნებთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა

თელ-ავივში ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი დაიკეტა. ისრაელმა სხვა ქვეყნებთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამ გზით ქვეყანა ცდილობს ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის შეტანა შეაჩეროს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ავიამიმოსვლა იანვრის ბოლომდე იქნება შეჩერებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა აკრძალვა მინიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1050 გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში COVID -19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 244 446-მდე.

ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1050 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების 1 006  შემთხვევიდან  426 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 79, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1050 გამოჯანმრთელდა.

193 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 545, აჭარაში - 219, იმერეთში - 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 51, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში- 1, იმერეთში - 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 - თბილისში, 118 - აჭარაში, 18 - იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 189, აჭარაში - 98, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 977 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 135 პირი, აჭარაში - 979, იმერეთში - 1 694. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1050 გამოჯანმრთელდა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისი გახსნა

დონალდ ტრამპმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. „დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ოფისი ოფიციალურად გახსნა. ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის კორესპონდენციაზე, საჯარო განცხადებებზე, გამოსვლებსა და ოფიციალური საქმიანობის წარმართვაზე, რომლის მიზანი შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევა და ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებაა. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იქნება ამერიკელი ხალხის დამცველი“, - ნათქვამია განცხადებაში.