ძებნის რეზულტატი:

NDI: ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული პრობლემებიდან, ყველაზე დიდ პრობლემას წამლების საფასური წარმოადგენს

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდპრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. 12% კი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ეროვნულის დონის საკითხებს შორის ყველაზე დიდ პრობლემას სამუშაო ადგილების არარსებობა წარმოადგენს. შემდეგ მოდის სიღრიბე, ფასების ზრდა, ტერიტორიული მთლიანობა და კორონავირუსი. სამშაო ადგილების პრობლემას გამოკითხულთა 46% ასახელებს. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

NDI: მოსახელობის 59% ეკონომიკის ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

NDI-ის ახალი კვლევის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობას, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგომი პრობლემებიდან ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. სწორეს უმუშევრობას ასახელებს გამიკითხულთა 59 %. შემდეგ მოდის გაზრდილი ფასები და სიღარიბე. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლისაგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა,რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა. 4 აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

თბილისის მერია15-მდე ოჯახს ყოფილი სპორტული კოლეჯის შენობის დაცლისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია 15 ოჯახს გაფრთხილებას აძლევს. თუ სოციალურად დაუცველები და დევნილები ჩუბინაშვილის 52 ნომერში მდებარე ყოფილი სპორტული კოლეჯის შენობას არ დატოვებენ, მერია რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს. მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს და ისინი ამ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილები. ამასთან, მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს შესთავაზებენ სოციალური პროგრამებით დახმარებას. "თბილისის მერია მზად არის სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, თბილისში ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს აღნიშნულ ოჯახებს. ასევე, ვუქირავოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელია უიმედოდ ელოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოაღნიშნულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყონებლივ დაიწყონ ქონების და ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის," - განაცხადა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. 15 ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათი განცხადებით, თავის დროზე ისინი აქ ხელისუფლებამ შეასახლა და წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ფართების დაკანონებას.

მექსიკის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

მექსიკის პრეზიდენტი ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადორი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვირუსით ინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა განცხადება დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ გაავრცელა. ობრადორი მისთვის დამახასიათებელ ტურზე იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაავრცელებდა. მექსიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია პანდემიის განმავლობაში, ქვეყანა ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის. პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან საჯაროდ პირბადის ტარებაზე უარს აცხადებდა. ობრადორის თქმით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და თავს კარგად გრძნობს.

NDI: გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზეცუდი ჯერ კიდევ წინ არის. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

NDI: გამოკითხულთა 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, ასევე 41% აცრაზე უარს ამბობს

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებს. თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს. კვლევის მიდევით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. ამავე დროს, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან თანახმა აცრის გაკეთებაზე, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები. ივნისთან შედარებით, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო  უბნებზე  შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 %  არ ეთანხმება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77 პროცენტმა დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო. გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს, რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო. 92 % ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას, გამოკითხულთა 92 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებზე კარგად იყო დაცული, 94 პროცენტი პასუხობს, რომ უბნებზე მოწესრიგებული სიტუაცია იყო, ხოლო 89 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები. გამოკითხულთა შორის ყველაზე აქტიურები არჩევნებზე 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იყვნენ, რომელთა 84-მა პროცენტმა პირველ ტურში გააკეთა საკუთარი არჩევანი. 35-დან 54-მდე წლამდე გამოკითხულებს შორის 79 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 18-34 წლის კატეგორიაში 69 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე. NDI-ის ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

დანიაში ახალი რეგულაციების გაპროტესტებისთვის 240 აქტივისტი დააკავეს

დანიის მასშტაბით სახელმწიფოსი მხრიდან დაწესებულ დამატებით შეზღუდვებს მოსახლეობისგან პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 240 აქტივისტი დააკავა. მოსახლეობის მხირდან პროტესტი ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს მოჰყვა, მათ ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს. აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ, რამდენიმე მაღაზია დაარბიეს და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. სამართალდამცავებს აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწიათ, ადგილობრივი მედიის ცნობით აქციები ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში გაიმართა. რამდენიმე ქალაქში პოლიციას სამხედროების დახმარებაც დასჭირდათ, სიტუაციის გასანეიტრალებლად.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელოების 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა. კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI: გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულმა ყველა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. კითხვა, რომელზეც 76 %-მა დადებითად უპასუხა, დასმული იყო შემდეგი ფორმულირებით: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში . აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა შორის 14 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტის მიერ მოქალაქეთა ინტერესების გატარებისთვის პარტიებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა სხვადასხვა პარტიის მომხრეები იყვნენ. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა ცხრა %.. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, 32 % არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 28 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან. გარდა ამისა, პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 15% კარგად აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%. „ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI: მოსახელობის 46% პრემიერ-მინისტრის, ხოლო 15% პრეზიდენტის საქმიანობას აფასებს დადებითად

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% აფასებს დადებითად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კი 15%. პრეზიდენტის მსგავსად, გამოკითხულთა 15% დადებითად აფასებს პარლამენტის საქმიანობასაც. კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პანდემიის გამო, კვლევის მეთოდად სატელეფონო ინტერვიუ პირველად შეირჩა. კვლევის ფარგლებში, სულ 2 053 სატელეფონო ინტერვიუ შედგა, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაპირისპირება ჩრდილო სიკიმთან მოხდა. ინდოელი მესაზღვრეების თქმით, "მცირედი ინციდენტს" ჰქონდა ადგილი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის დახლოებითი ფართობი 2,500 კილომეტრია, რომელიც ბუტანსა და ნეპალს შორისაა მოქცეული. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საზღვარზე სიტუაცია რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, როდესაც ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის შეტაკებას 20 ინდოელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა, პარლამენტში დაინიცირდა

„საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება. პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლებენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რებილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ დაწესებულების დაშვებული შეცდომით“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი გახარია კაია კალასს: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული  პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა წარმატებით განვითარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერად დანიშვნას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური მილოცვას Twitter-ის ოფიციალკურ გვერდზე აქვეყნებს. გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება. „ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - წერს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი « ლირა », რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. მან ასევე 2013 დააფუძნა « ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ .

ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო უფლებამოსილება 2 თებერვალს შეუწყდებათ

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ ოპოზიციური პარტიებს, საპარლამენტო უფლებამოსილების საბოლოო შეწყვეტამდე, პოზიციის შესაცვლელად რამდენიმე დღეს აძლევს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციური პარტიების და დეპუტატების განცხადებებს 27 და 28 იანვარს განიხილავს და ბიუროს გადასცემს. 2 თებერვალს კი, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანოს, რომ ოპოზიციონერებმა „რაციონალური გადაწყვეტილება“ მიიღონ. „უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება 2 თებერვლამდე რჩებათ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი დიდი ნაწილი ამ ვადის განმავლობაში რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. დღეს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულმა ყველა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა შორის 14 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % ამას არ ეთანხმება. 15 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და საქართველოს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მონიტორინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს "სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მითითებულია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე არის პირდაპირი მითითება, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღეს ასამბლეა ორ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს განიხილავს. „ერთი ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია იმ სადამკვირვებლო მისიის მიერ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. დოკუმენტში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე, არის პირდაპირი მითითება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში. ასევე, ჩვენ განვიხილავთ დღეს მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას, სადაც, საქართველო წლიდან წლამდე, მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. აქ არის საუბარი როგორც ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე, ჩვენთან, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ოკუპაციაზე, რომელსაც ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველოს დელეგაცია ორივე ამ დოკუმენტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. გვექნება მოხსენებები, სადაც პირდაპირ და ღიად ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მივიღეთ აქამდე გატარებული რეფორმების საფუძველზე და ასევე, რას ვგეგმავთ მომავალში, რომ კიდევ უფრო სრულვყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი“,- განაცხადა დეპუტატმა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა

მიმდინარე წლის 25 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს ამის შესახებ Europetime-ს სუს-იდან აცნობეს. გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. სუს-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.