ძებნის რეზულტატი:

აშშ-ში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის პორტრეტი დაიბეჭდება

აშშ-ში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი დაიბეჭდება, რომელიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის, ჰარიეტ ტაბმენი ბოლო ასი წლის განმავლობაში ამერიკულ ბანკნოტებზე გამოსახული პირველი ქალი იქნება. მანამდე 1891-1896 წლების გამოშვების 1-დოლარიან სერტიფიკატზე ყოფილი პირველი ლედის, მარტა ვაშინგტონის გამოსახულება იყო, 1865-1869 წლებში კი 20-დოლარიან ბანკნოტები ინდიელი პრინცესა პოკაჰონტასის პორტრეტით იბეჭდებოდა. ახლა კი 20-დოლარიან ბანკნოტებზე აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, მონათმფლობელის ენდრიუ ჯექსონის გამოსახულებაა. როგორც ცნობილია, ჯეფერსონის გამოსახულების ტაბმენის პორტრეტით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილების ამოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაყოვნა. ჯო ბაიდენმა კი განაცხადა რომ მისი ადმინისტრაცია პორტრეტის შეცვლის პროცედურის დაჩქარების გზას ეძებს.

ავღანეთი ირანის მიმართულებით მატარებლის პირველ სამგზავრო რეისს დანიშნავს

ავღანეთის თქმით, ის პირველ სამგაზრო მატარებელს ირანის მიმართულებით წლის ბოლოს გაუშვებს. ცენტრალური აზიის ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ავღანეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით არ გამოირჩევა. ქვეყნის მთავრობის თქვით, რკინიგზას როგორც გადაზიდვისთვის, ასევე მგზავრების გადაყვანისთვისაც გამოიყენებენ. სარკინიგზო მაგისტრალი ჯერჯერობით არაა დასრულებული, 85 კილომეტრიანი მონაკვეთი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია. მიუხედავად ამისა ირანმა და ავღანეთმა რკინიგზის მაგისტრალი ორი თვის წინ, საზეიმოდ გახსნეს.

გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარეს

2021 წლის 26 იანვარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარეს. პერიოდული მიმოხილვის სესიაზე წევრი ქვეყნების მიერ სამოქალაქო საზოაგდოების მიერ გაზიარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თემა რეკომენდაციის სახით გაჟღერდა. გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განხოციელებული ონლაინ ადვოკატირების კამპანია UPR Info-სა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. სესიაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საქართველოში სასამართლოს რეფორმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოთა მიერ დადებითად შეფასდა. თუმცა, რეკომენდაციების რაოდენობას მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს თემა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ამდენად, სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს გააძლიერონ მუშაობა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. გაერთიანებული სამეფოს რეკომენდაციის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. თავის გამოსვლაში აშშ-ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას, გამოყო პრობლემები, მათ შორის, კლანური მმართველობა, ისაუბრა რეფორმების აუცილებლობაზე, მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით დანიშვნაზე და მოუწოდა სახელმწიფოს, გაითვალისწინოს რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს რეკომენდაციებით მიმართეს: კანადამ, ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიის სამეფომ, ბელგიის სამეფომ, ლატვიის რესპუბლიკამ, ავსტრიის რესპუბლიკამ და სხვა ქვეყნებმა. სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და საქართველოს აღნიშნულ სფეროებში დამატებითი რეკომენდაციები მისცეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დანიის წარმომადგენელმა საქართველოს სექსუალური ძალადობის დეფინიციის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა ურჩია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე განიხილავს. სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ეხებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციასთან, მათ შორის პროსტიტუციასთან, ბრძოლას (სადაც საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება ლანზაროტის კონვენციის მოთხოვნებს), ბავშვობის ასაკში და იძულებით ქორწინებასა და მსხვერპლებისთვის სათანადო დაცვისა და დახმარების აღმოჩენას. სესიაზე ასევე მრავლად გაჟღერდა გამოწვევები თემებზე დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ლგბტქი ადამიანების უფლებები. ზოგადი ხასიათის რეკომენდეციები მოიცავდა საზოგადოებაში ჰომოფობიური სტიგმის დაძლევას (ბრაზილია, ჩილე, არგენტინა), სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, როგორც პრევენციას, ასევე სათანადო გამოძიებას (საფრანგეთი, ბელგია, დანია, ირლანდია, თურქეთი, კანადა, კვიპროსი, ეკუადორი, მექსიკა), ასევე სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემას (გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა) და ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებას, ასევე სოგი-ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (გაერთიანებული სამეფო, ურუგუაი, ავსტრალია, ბრაზილია, დანია, ფიჯი, ისლანდია, ისრაელი). ამასთან, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგი-ს ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად. რეკომენდაციები ასევე უკავშირდება სიძულვილის, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და სათანადო გამოძიებას, მათ შორის ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში (ნიდერლანდების სამეფო, ვენესუელა, ელ-სალვადორი). ასევე მნიშვნელოვანია ლუქსემბურგის მიერ სექსუალური და რეპროდუქციუული ჯანმრთელობის უფლების დაცვის რეკომენდაციის გაჟღერება ყველა ქალის, მათ შორის მოწყვლადი ქალების მიმართ. წევრმა ქვეყნებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბავშვებთა უფლებების ჭრილში სოციალური პროგრამებისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის სერვისების განვითარებაზე. გაჟღერდა რეკომენდაციები ბავშვთა უფლებათა კოდექსის განხორციელების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირთა უფლებების და შშმ პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა შშმ ბავშვთა განათლებაზე წვდომის. რეკოემნდაციები შეეხო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას, კერძოდ, სექსუალური და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უნივერსალურ წვდომას. ყოვლისმომცველ სასკოლო განათლებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სახელმწიფო სტრატეგიის ადეკვატურ იმპლემენტაციას და ზომების გატარებას დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შესამცირებლად. აღნიშნული რეკომენდაციები გასცეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ესპანეთი, შრი ლანკა, ურუგვაი, ეთიოპია, საფრანგეთი, ისლანდია, მექსიკა, ლუქსემბურგი და პანამა. ანგარიშგების პროცესში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით დაყენებული საკითხების ნაწილი გაზიარებულ იქნა გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ და აისახა მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებში. დელეგატებმა საქართველოს მიუთითეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების საჭიროებაზე, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის დამატებითი ოქმი (ელ სალვადორი, ჰონდურასი, ლუქსემბურგი, ვენესუელა), მიგრანტი მუშების და მათი ოჯახის წევრების უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენცია (ბანგლადეში, ელ სალვადორი, ჰონდურასი). საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირებასთან ერთად, UPR-ის ფარგლებში საქართველომ მიიღო რეკომენდაცია გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში დაგვიანებული ანგარიშების გაგზავნასთან დაკავშირებით (რუმინეთი), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტთან მიმართებით, რომლის შესრულების შესახებ საქართველოს ანგარიში ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა წარედგინა. შრომითი უფლებების მიმართულებით რეკომენდაციები შეეხებოდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება (შრი ლანკა), გენდერულად დაბალანსებული შრომითი ანაზღაურება (ბრაზილია) და სამართლიანი შრომითი პირობების უზრუნველყოფა (ნორვეგია). აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება 2021 წლის 1 იანვრიდან ერთ-ერთ მიღწევად დასახელდა, თუმცა არაფერი თქმულა შრომის ინსპექციის ადამიანური და მატერიალური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, რის შესახებაც რეკომენდაცია საქართველომ UPR-ის ფარგლებში უკვე მიიღო (ნორვეგია). UPR-ის წინა ციკლისგან განსხვავებით, მიმდინარე განხილვების ფარგლებში სახელმწიფოების რეკომენდაციებში მოხვდა EMC-ის მიერ საერთაშორისო ანგარიშგებისას დაყენებული საკითხები სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით. კერძოდ, ზოგადი რეკომენდაცია გაიცა უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით (ვენესუელა), ასევე, საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, შეიმუშავოს საცხოვრისის რეგულატორული ჩარჩო, რელევანტური სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების მეშვეობით როგორც უსახლკარო პირებისთვის, ასევე დევნილებისთვის (პარაგვაი). გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და საქართველოს მათი შესრულებისკენ მოუწოდებენ. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანია განხორციელდა UPR Info- სა და ღია საზოგადოების ფოდნის მხარდაჭერით. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები: სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში კოალიცია „თანასწორობისთვის“ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) პლატფორმა სალამი ასოციაცია ჰერა XXI Equality Now

29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი და ირანი აშშ-ს ბირთვული შეთანხმების გადარჩენისკენ მოუწოდებენ

მოსკოვში ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფიმ და სერგეი ლავროვმა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. ლავროვმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ " ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა საერთო სამოქმედო გეგმის გადარჩენაა". ზარიფიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს, რადგან ის "ცდილობს" გეგმის შენარჩუნებას. ზარიფმა რუსეთს ერთიანობისკენ მოუწოდა "JCPOA"- ს(საერთი სამოქმედო გეგმა) დასაცავად იმ რისკებისაგან, რომლებიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გეგმა დატოვა". რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებითაც ზარიფმა შეერთებულ შტატებს "ფუნდამენტური არჩევნის გაკეთებისკენ" მოუწოდა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების მოხსნისა და წინა ადმინისტრაციის ”ჩავარდნილი პოლიტიკის” გამოსწორებისკენ მოუწოდა აშშ-ის, რომელმაც მკაცრი პოზიცია დაიჭირა თეირანის წინააღმდეგ. ირანის ბირთვული შეთანხმებით, ირანს მიეცა საშუალება უარი ეთქვა საკუთარ ბირთვული შეიარაღების ამბიციებზე, სანქციების მოხნსნის სანაცვლოდ. შეთანხმება აშშ-იმ ერთპიროვნულად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დატოვა.

მთავრობა ფიტნეს-ცენტრებს სესხებს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ. „ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუ რა პირობით ჩაერთვებიან ფიტნეს-ცენტრები სესხების სუბსიდირების სახელწმიფო პროგრამაში.

რესტავრირებული თუ „გარემონტებული“  ისტორიული ძეგლები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას, სოციალურ ქსელებშიც ხშირად ნახავთ თანამედროვე ტიპის მიშენებებით გარშემორტყმულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე არც თუ ისე ხარისხიანად რესტავრირებულ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს; რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო პირების მიერ კეთილი ნების ნიშნად რესტავრირებულ უძველეს ტაძრებზე. თუმცა ხშირად, კრიტიკის საგანია სახელმწიფოს მიერ ტენდერში შერჩეული კომპანიების მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი, რაც გელათის ტაძრის მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა - სარესტავრაციო სამუშაოს დასრულებიდან ერთ თვეში ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა. შემსრულებელმა კომპანიამ ხარვეზის გამოსწორებაც ვერ შეძლო. კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა და სხვა კომპანიით ჩაანაცვლა, თუმცა დაზიანებული მხატვრობის ნაწილის აღდგენა ვეღარ მოხერხდება. რატომ გახშირდა ისტორიული ძეგლების თვითნებური რესტავრაცია, რა არის სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოს არაკვალიფიციურად შესრულბის მიზეზი ? - ამ საკითხებზე Europetime ისტორიკოსს ბუბა კუდავას ესაუბრა. _ ბატონო ბუბა, თვითნებური რესტავრაციის შემთხვევაში, თქვენი აზრით, ძირითადი პრობლემა საიდან მოდის? არასათანადო მონიტორინგის, საკანონმდებლო ხარვეზებისა და შესაბამისი უწყებების არასათანადო რეაგირების შედეგია, თუ უფრო ფართო მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეისათვის არ გაგვაჩნია ამ სიმდიდრის მოვლის შესაფერისი შესაძლებლობები, დაფინანსება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და სამოქალაქო განათლება. მიუხედავად განხორციელებული უამრავი სარესტავრაციო პროექტისა, ვერც იმას ვხედავ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა რეალურად იყოს ხელისუფლების პრიორიტეტი. ძალიან გახშირდა თვითნებური რესტავრაციის შემთხვევები - სასულიერო პირთა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ასეთ შემთხვევებში სარესტავრაციო სამუშაო არ უთანხმდება არც სახელმწიფო უწყებებს და არც საპატრიარქოში არსებულ შესაბამის საბჭოს. ამის აღსაკვეთად საჭიროა ძლიერი სამონიტორინგე ჯგუფების არსებობა მუნიციპალურ დონეზე, ცხადია - მჭიდრო კოორდინაციით ცენტრალურ უწყებასთან. ხანდახან პრობლემური გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხიც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს შედარებით კვალიფიციურად ტარდება რესტავრაცია, ვიდრე თვითნებური სამუშაოს დროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კითხვებს ბადებს უშუალო შემსრულებელი კომპანიის გამოცდილება. ვფიქრობ, საჭიროა სატენდერო პირობებისა და შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა, აგრეთვე ქმედითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და განხორციელება. უკვე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოს შემთხვევებში, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ სჯობს დროებით არ აღვადგინოთ და მოვიცადოთ, ვიდრე საკმარისი საკადრო რესურსი არ გვექნება (ეს ცხადია, არ ეხება გადაუდებელ სამუშაოს), ეს დრო და ფინანსები კი ახალი თაობის მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე უცხოელი სპეციალისტებისაგან გამოცდილების მიღების პროცესს დავუთმოთ. ჩემი დაკვირვებით, დღეს ქვეყანას არ ჰყავს იმ რაოდენობით კვალიფიციური კადრები და კომპანიები, რა მასშტაბითაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. -რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული იერსახის დარღვევის შემთხვევებზე? -ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების და საზოგადოების რეაქცია იყოს მკვეთრი. ხშირად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად გვზღუდავს დელიკატური მომენტები, ვინ კოლეგებისა თუ სასულიერო პირების კრიტიკას ერიდება, ვინ - ხელისუფლებისას, სხვა ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტს უწევს ანგარიშს და შედეგად, ვაჩუმათებთ ისტორიული ძეგლების იერსახის დარღვევის შემთხვევებს, ან არასათანადო რეაქცია გვაქვს. არადა, სრულიად ნათელია: რაც უფრო დროული, ჯანსაღი და კონსტრუქციული რეაქცია გვექნება, მით უკეთესი სახელმწიფოსთვისაც და ეკლესიისთვისაც. თუკი რომელიმე კომპანიამ, სპეციალისტმა, სახელმწიფო მოხელემ, ადგილობრივმა მოსახლემ თუ სასულიერო პირმა კანონი ან სარესტავრაციო პრინციპები დაარღია, ამას მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. რაც უფრო მკვეთრი გახდება სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხი, მით უფრო ფრთხილი გახდება ისტორიულ ძეგლებთან მიდგომებიც. - ხშირად განხილვის მიზეზი ხდება ისტორიული ძეგლების თუნდაც მონასტრების ფერადი სახურავებით გადახურვა. მკვეთრი ფერის სახურავები რამდენად შეესაბამება ისტორიულ კონტექსტს? რამდენად არღვევეს სიძველის განცდას და ისტორიული კონტექსტიდან ამოვრდნილის შთაბედჭდილებას ხომ არ ტოვებს? - არის ხოლმე სახურავების ფერზე საუაბრი, თუმცა შუა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები მკვეთრი ფერის კრამიტებსაც იყენებდნენ. იყო სახურავების „აჭრელების“ შემთხვევებიც. მაგალითად, იშხანსა და ხახულში ფერადი სახურავების კვალი დღემდეა შემორჩენილი. პრობლემა თავისთავად სიჭრელე კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენად ავთენტურია მასალა და რამდენად ესთეტურია მიღებული შედეგი. _ გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი და უკვე დარღვეულის გამსწორების შესაძლებლობა თუ არსებობს? _ რამდენიმე გამოსავალს ვხედავ. პირველ რიგში, დიდი ძალისხმევა და თანხებია საჭირო პროფესიული განათლებისთვის. ისეთი მდიდარი მემკვიდრეობის პატრონები ვართ, რომ არ გვაქვს უფლება, არ იყოს ჩვენში პრიორიტეტული სარესტავრაციო მიმართულება - როგორ თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამ დარგს არ აქვს სათანადო დაფინანსება, არ გვაქვს ძლიერი ლაბორატორიები და თანამედროვე აპარატურა, არ არის მჭიდრო ურთიერთობა უცხოეთის სარესტავრაციო ცენტრებთან და კოლეგებთან, ვერ თუ არ ვგზავნით ჩვენს სტუდენტებსა და რესტავრატორებს სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ, ცნობილ სარევსტავრაციო ცენტრებში. ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ გვჭირდება მეტი და ა ხალი კვალიფიციური კადრი, რომელთა ადგილზე მომზადება დიდი ძალისხმევისა და შესაბამისი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნება. -იუნესკო რამდენად ერთვება მსგავსი ტიპის პროგრამებში? არსებობს თუ არა მათგან თანხების მობილიზების შესაძლებლობა? - ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არ იქნება საკმარისი. არსებობს არაერთი საერთაშორისო ფონდი, ორგანიზაცია და პროგრამა, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია როგორც ცალკეული სარესტავრაციო პროექტების განხორციელება, ისე ქართველი სპეციალისტების მომზადება / გადამზადება. ამასაც მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. ცალკე პრობლემაა სამოქალაქო განათლება. ხშირად ძეგლი ზიანდება არასაკმარისი ცოდნისა და გამოუცდელობის გამო. ამ მხრივაც საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტები. უნდა შეიქმნას თემატური პროგრამები, ვიდეორგოლები, შესაბამისი გამოცემები.

ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ, დანით თავდასხმის შედეგად დაჭრეს

ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა რკინიგზის სადგურის მახლობლად მომხდარი თავდასხმის შედეგად. სააგენტო Express-ის თანახმად, პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი. ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის, თავდასხმის მოტივისა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ, უცნობია.

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო Live Mint-ი ავრცელებს. ქვეყანამ გასულ საღამოს რუსული ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ირანის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ვაქცინაციის განკარგულება უკვე გასცა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფიმ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა,რომ ირანი მხოლოდ რუსულ,ინდურ და ჩინურ ვაქცინით აპირებს მოსახლეობის აცრას. ქვეყანა ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის წარმოებასაც აპირებს. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ პანდემიამ სწორედ ირანი დააზარალა. ქვეყანა ვირუსის ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის.

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონა ვირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მინისტრი სახლის პირობებში მკურნალობს. "მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები . ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

საფრანგეთის მთავრობამ მოსახლეობას თვითნაკეთი პირბადის ტარება აუკრძალა

საფრანგეთის მთავრობამ მოსახლეობას თვითნაკეთი პირბადის ტარება აუკრძალა, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შეზღუდვა ასევე ქარხნული წარმოების პირბადეებსაც შეეხება. საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი კონსულის თქმით, აკრძალული იქნება II კატეგორიის პირბადეების ტარებაც, რადგან ის კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს.მთავრობის ინფორმაციით, ასეთი ნიღბები ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ მოსახლეობას ვერ იცავს. მხოლოდ სამი სახის ნიღაბი იქნება რეკომენდებული: ქირურგიული, FFP2 და ქსოვილის ნიღბები, რომლებიც 1 კატეგორიის სტანდარტებზეა დამზადებული. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და აღნიშნული ზომის გატარების მიზეზი მოსახლეობის უფრო მეტად დაცვაა.

თამარ ტალიაშვილი: ევროპარლამენტის მიმდინარე სესია კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. „მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად არჩევა - ეს არის მთლიანად საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების და თანამეგობრობის მხრიდან და კიდევ ერთი კარგი გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციის კუთხით არის მხარდაჭერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ასევე, ეს არის ის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც საუბარი არის საქართველოს პროგრესის შეფასებასთან დაკავშირებით და აქაც ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულებას და მაღალ შეფასებას იმ პროგრესთან და რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენთვის ეროვნულ დონეზე უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ის, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ოპონირების, საქართველოს მიერ ინიცირებული ცვლილებებს აქვს დიდი მხარდაჭერა და ვხედავთ, რომ სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები, მიუხედავად რუსეთის ოპონირებისა, არის მხარდაჭერილი და ჩვენ ვაღწევთ წარმატებას ჩვენი ინიციატივების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონტექსტში გატანასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ბაკურიანი კორონაშეზღუდვების პირობებში

გოგა ჩანადირის სვეტი ბაკურიანი ტურისტულ სეზონს კორონაშეზღუდვებით შეხვდა. ახლა იქ იმდენი დამსვენებელი აღარ არის, რამდენიც წინა წლებში. სასტუმროებიდან კი მხოლოდ კოვიდსასტუმროებია ღია. არც საბაგიროები მუშაობს, რამაც დაბას მოთხილამურეები და დაფებით მოსრიალეები მოაკლო. მეეტლები უმეტესად ცარიელები დადიან. თოვლმავლებიც დიდი დატვირთვით არ ქირავდება. თუმცა, ეს, ალბათ, ერთადერთია, რაზეც ფასები არ შემცირებულა. მაგალითად, ბაკურიანი-ტაბაწყურის ტური კვლავაც 300 ლარი ღირს. დამსვენებლები ბოლო წლებში აშენებული სახლი-სასტუმროებით სარგებლობენ ან ბინებს ქირაობენ. ფასები განახევრებულია, რაც ბაკურიანში ჩასვლის ცდუნებას ნამდვილად ზრდის, მით უფრო მათთვის, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ. ბაკურიანში სასარგებლო ჰავაა. ყოფილ საბჭოთა კავშირის მაშტაბით სათხილამურო დედაქალაქადაც იწოდებოდა. პირველი სათხილამურო საბაგიროც აქ გაიმართა. ბაკურიანი წარდგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად, მაგრამ მაშინ სოკი სოჭით უფრო მოიხიბლა. ბაკურიანში, ისევე როგორც ალბათ სხვა რეგიონებშიც შეინიშნება კოვიდრეგულაციების დარღვევები, არამხოლოდ მომსახურე პერსონალის, არამედ დამსვენებლების მხრიდანაც. სასურველია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კოვიდრეგულაციების აღსრულება სათანადოდ გაკონტროლდეს. დაბაში ყველგან ნახავთ გირჩის მურაბასა და ფიჭვის მტვერს, რაც, თურმე, სასუნთქი ორგანოებისთვის სასარგებლო ყოფილა. ეს ნაწარმი ბოლო წლებში გახდა პოპულარული. წლევანდელი წელი ბაკურიანელებისთვისაც რთული იქნება. ისინი სახელმწიფოსგან კორონაშეზღუდვების შემსუბუქებასა და მხარდაჭერას მოელიან. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და იმ რეგულაციების დაცვაზე, რაც ყველას მოგვეთხოვება. ახალი გადაწყვეტილებით კი, ბაკურიანში, ისევე როგორც სხვა სათხილამურო კურორტებზე, შეზღუდვებმა 1-ლ მარტამდე გადაიწია. ბაკურიანი კი დღეს თოვლიანი და ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მდუმარე დამხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე სენატმა ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე სენატმა ენტონი ბლინკენი დაამტკიცა. ენტონი ბლინკენი აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება. აშშ-ის პირველი დიპლომატის პოზიციაზე დასამტკიცებლად, 100-კაციან სენატში, ბლინკენმა 78 ხმა მიიღო 22-ის წინააღდეგ. ოცდაორივე სენატორი რესპუბლიკელი იყო. ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა. ენტონი ბლინკენი მხარს უჭერ NATO-ს გაფართოებას. 19 იანვარს სენატში გამართული მოსმენის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა ნატოს გაფართოებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, თუ საქართველო NATO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ნატო-ს გაფართოების შესახებ შეკითხვა ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელმა სენატორმა რენდი პოლმა დაუსვა. ბლინკენის განცხადების საპასუხოდ, რენდი პოლმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ში რომ გაწევრიანებულიყო, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის გათვალისწინებით, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა. სენატორმა განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. აღნიშნულ მოსაზრებას ბლინკენი არ დაეთანხმა. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის თქმით, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს. „მე საწინააღმდეგოს ვფიქრობ, რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს NATO-ს მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებაა და ასევე აღნიშნა,რომ მზად არის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს",- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, საუბრის დროს ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და პუტინს განიარაღების ხელშეკრულების(New START) ვადების გადაწევა შესთავაზა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლა და სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა. საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს. როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა. „რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, ხოლო მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებსაც პასუხობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. მან მიულოცა პრეზიდენტს ინაუგურაცია და აღნიშნა,რომ ეს ამერიკის ძლიერი დემოკრატიის სიმტკიცე და აშშ-სა და NATO-ს შორის ურთიერთობების ახალი დასაწყისი იყო. სტოლტენბერგი მიესალმა პრეზიდენტ ბაიდენის აქცენტს ალიანსების აღდგენაზე და ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევებთან გამკლავება ორგანიზაციასა და აშშ-ს ერთად შეუძლიათ. სატელეფონო საუბრისას ყურადღება საერთაშორისო ტერორიზმზე, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობასა და ალიანსის ახალ სირთულეებზე გაამახვილეს.

Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში  მონაწილეობას მიიღებს

დღეს ევროპის საბჭო კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს განიხილავს. ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული. საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას სხდომის მონაწილეებს ქართული დელეგაციის წევრები გააცნობენ. საქართველოს დელეგაციის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია. „COVID-19-თან ბრძოლა და ვაქცინაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მსოფლიოში დგას და რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გვერდს ვერ აუვლიდა. შესაბამისად, დღეს გაიმართება დებატები ამ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე, იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომლებიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას, ასევე იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი ეროვნული გეგმით და იმ პერიოდზე, რომელზეც გათვლილი გვაქვს ვაქცინაციის გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „საუბარია Pfizer-ის ვაქცინის 100 მილიონ დოზასა და Moderna-ს ვაქცინის ანალოგიურ რაოდენობაზე. მოველით, რომ ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას ზაფხულში მივიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა დააზუსტა, რომ ვაქცინის 200 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილია და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მისი ადმინისტრაცია შესყიდვის დადასტურებას შეძლებს. „საერთო ჯამში, ვაქცინების 600 მილიონი დოზა გვექნება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ამერიკელმა გაიაროს ვაქცინაცია შემოდგომის დასაწყისისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. კამალა ჰარისმა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი Moderna-ს ვაქცინით აიცრა. „ვაქცინა გავიკეთე და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. მინდა საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 29 დეკემბერს გაიკეთა.