ძებნის რეზულტატი:
Flydubai საქართველოში ფრენებს განაახლებს
28 იანვრიდან Flydubai განაახლებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველო საერთაშორისო ფრენებს პირველი მარტიდან განაახლებს. მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, ფრენების განახლებატურისტული სეზონის განახლების ერთ-ერთი პირველი ეტაპია. სააგენტოს თქმით, ფრენები კვირის განმავლობაში ორჯერ შესრულდება. Flydubai ამჟამად 95 მიმართულებით დაფრინავს. ნათია თურნავას თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს. „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.
ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო
ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ. ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს
ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანის დაკავებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ. მათი თქმით, დაკავებული "ალტერნატივას" წევრია. შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ. ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს. აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ, თუ მათი მოთხოვნები: ბიზნესისა და ეკონომიკის გახსნა არ შესრულდება. აქციაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დემონსტრაციას შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თვითიზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია. გიორგი ვაშაძის თქმით, ის ჯანმრთელია და ამის დასამტკიცებლად PCR ტესტის პასუხი აქვს. მისივე აზრით, ხელისუფლებამ უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვა დააწესა რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.
გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაყრდნობით შექმნილ მედიკამენტს გამოიყენებს
გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაყრდნობით შექმნილ მედიკამენტს გამოიყენებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც მკურნალობას ამ მეთოდს მიმართავს. იენს სპანის განცხადებით, სწორედ ეს მედიკამენტი გამოიყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის პროცესში. მედიკამენტები გერმანიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს მომავალი კვირიდან დაურიგდებათ. გერმანიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მაღალი რისკის მქონე პაციენტების დაცვას საწყის ეტაპზე სერიოზული გაუარესებისგან. გერმანიამ უკვე შეიძინა მედიკამენტების 200 000 დოზა და მის გამოყენებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ექსპერიმენტალური წამალი გაუკეთდა, სახელწოდებით- REGN-COV2, რომელიც ამერიკულმა კომპანია Regenor-მა შეიმუშავა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინი დიალოგისთვის მზადაა, თუ აშშ-ს ეს სურს
რუსეთი აშშ-ისთან დიალოგის დასაწყებად მზადაა, თუ ბაიდენის ადმინისტრაციის მხირდან სათანადო მზაობას დაინახავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი უდგას, ორ ქვეყანას შორის საკმაოდ ბევრი კონფლიქტის წყარო გაჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბრალდება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშიდება. ამასთან ერთად, აშშ რუსეთისგან მოითხოვს, რუსი ოპოზიციონერის,ალექსეი ნავალნის საპატიმროდან გამოშვებას. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მას ნაყოფიერი დიალოგის იმედი აქვს. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ განხილვის საგანი იქნება იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებაა (New START), რომელსაც ვადა 5 თებერვალს ეწურება. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, მათ ხელშეკრულების გახანგრძლივება დამატებით 5 წლით სურთ.
კალიურანდი: რუსეთმა უნდა გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა უზრუნველყოს
საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა უზრუნველყოს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში. ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან. მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევას, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს, მიეცა შესაძლებლობა ეთნიკური ქართველებისთვის, დაბრუნებოდნენ თავიან საცხოვრებელს. როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც ომი დასრულდა”, – ნათქვამია მარინა კალიურანდის განცხადებაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.
მედია: ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაშვებულ აკრძალვას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Abcnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება. სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს. ცნობისთვის, 2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას კრძალავს. 2020 წლის 22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნება დართო თავისი პოლიტიკა აღასრულოს და ქვეყნის სამხედრო სამსახურში ზოგიერთი ტრანსგენდერის მსახურება აკრძალოს.
თურქეთში, ძაღლი საავადმყოფოში გადაყვანილ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდება
თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ძაღლი საავადმყოფოში გადაყვანილ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქემალ სენტურკი კლინიკაში 14 იანვარს მოათავსეს, იმავე დღეს მისი ძაღლი ბონკუკი სახლიდან გაიპარა და საავადმყოფოს შესასვლელთან დადგა. საავადმყოფოს პერსონალმა ძაღლის პატრონის ვინაობა დაადგინა და ქემალის ოჯახს დაუკავშირდა. პაციენტის ნათესავებმა ძაღლი სახლში დააბრუნეს, თუმცა მეორე დღეს ის კლინიკასთან დაბრუნდა და პატრონს მის გაწერამდე ყოველდღე ელოდებოდა. ოჯახმა ვერ გაარკვია როგორ ახერხებდა ბანკუკი სახლიდან გაპარვას, თუმცა სენტურკების ბინა კლინიკასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მას დიდი მანძილის გავლა არ სჭირდებოდა. ძაღლი კლინიკიდან ქემალთან ერთად, მისი გაწერის შემდეგ წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს
ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის შემოტანის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას Timesofisrae-ი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა უცხოურ თვითმფრინავს ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლა ან ბენ-გურიონის აეროპორტში დაშვება ეკრძალება. გამონაკლისი იქნება სატვირთო და საგანგებო სამსახურების თვითმფრინავებისა და იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე შევლენ. გარდა ამისა, ისრაელიდან ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრობა მკურნალობას, სამუშაოს, იურიდიულ პროცედურებს, ოჯახის წევრის გარდაცვალებასა და ბინადრობის ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებას უკავშირდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჰერმეტულად დალუქავს. „ჩვენ ჰერმეტულად ვხურავთ ქვეყანას. მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ერთი მილიონი მოქალაქე გაივლის ვაქცინაციას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აღნიშნული შეზღუდვა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.
მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტი Twitter-ში ავრცელებს. „სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ვარ. სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ უკვე მკურნალობა დავიწყე. როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ სიტუაციიდან ყველანი გამოვალთ“, - წერს პრეზიდენტი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით. ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი.
ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 3 071 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.
ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს
ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი, კაია კალასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ესტონეთის ორმა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ კვირას დადო შეთანხმება ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ. ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიის“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტიის“ საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს. 15-წევრიან მთავრობაში კალასის პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი, რომელიც 101 ადგილიან რიგიკოგუს პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს. მიმდინარე თვის დასაწყისში, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც კალასის კაბინეტის დანიშვნას უახლოეს დღეებში აპირებს, განაცხადა, რომ ესტონეთში კორონავირუსული მდგომარეობის გაუმჯობესება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების კუთხით ნაბიჯების გადადგმა ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. კაია კალასი იურისტია. ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. კაია კალასი არის „რეფორმის პარტიის“ დამფუძნებლის, სიმ კალასის შვილი. სიმ კალასი კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო. ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრ, იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.
ინფიცირების 298 შემთხვევიდან 107 თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.
195 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 871 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 364 პირი, აჭარაში - 1 125, იმერეთში - 1 846. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს. დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 21:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც "ქართული ოცნების" ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.
გერმანია სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. აღნიშნულ ინფორმაციას Euroweeklynews-ი ავრცელებს. უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში. პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა. როგორც ცნობილია, კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ანტისხეულების ე.წ. მონო-კლონური კოქტეილის 200 ათასი დოზა შეიძინა და მას უახლოეს კვირაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში შეიტანენ. ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის მეთოდს შეერთებულ შტატებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ავადმყოფობისას მიმართეს
NDI: ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, NATO-ს 74%
NDI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში, NATO-ს 74%. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).