ძებნის რეზულტატი:
საქართველოს პარლამენტთან აქციაა
ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების აზრით, ქვეყანა არ უნდა იყოს "დაკონსერვებული" და მთავრობამ ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღადგინოს. გარდა ტრანსპორტის აღდგენისა, ისინი ითხოვენ კომენდანტის საათის გადაწევას 21:00 საათიდან 00:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს.
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან უსაფრთხოების განვითარების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს. 2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით დასრულებაზე, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ 2021 წელს და მომდევნო წლებში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, შეიარაღების მოდერნიზაცია, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი დაესწრნენ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ჰენდრიკ დამსი მეორე ვადით აირჩიეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ მეორე ვადით ბელგიელი დეპუტატი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ჰენდრიკ დამსი ამ თანამდებობაზე პირველად 2020 წელს იყო არჩეული. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში 2007 წლიდან მონაწილეობს. 2020 წლის აგვისტოდან დამსი „ფლამანდიელი ლიბერალ დემოკრატების“ პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
თეა წულუკიანი: დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს
" ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს", - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა. „ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ჯარისკაცებს ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა. ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს. ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
ლანდსბერგი: რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს
„რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს", – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება. „უპირველესად, ჩვენ განვიხილავთ რუსეთში ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციას. პირადად მე მგონია, რომ რუსეთში ცვლილებების მოლოდინი არსებობს, ეს იგრძნობა და სწორედ ამიტომ ნერვიულობს პუტინი, სწორედ ამიტომ დააკავა 3 500-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში და ამიტომ არის დაკავებული ნავალნი, შემდეგ მისი მეუღლეც. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. ევროკავშირს აქვს ეფექტური მექანიზმი, ევროკავშირის გლობალური სასანქციო რეჟიმი, რომლის გამოყენება აუცილებელია, რათა ნათელი იყოს ჩვენი გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს, სადაც უნდა მოხდეს ეს – მინსკში, მოსკოვსა თუ ჰონგ კონგში, ევროკავშირში არ შევეგუებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. როგორც ლანდსბერგისმა აღნიშნა, დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების საკითხსაც. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოსთვის „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაზე იმსჯელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთით და სამხრეთით, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ დასახმარებლად მზად ვართ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ მიზნად ვისახავთ პარტნიორების დახმარებას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გვაქვს ვაქცინები, რომელთაც მათ მივაწვდით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმაღტება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებენ.
მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა
"საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. „წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია .ე.წ. დოზირების საკითხის ახლებულად დარეგულირება რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით,დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ,მცირე და დიდი ოდენობა გაიგივებულია ერთმანეთთან, შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკაში რეალურად როდესაც სხვადასხვა დოზით ნარკოდანაშაულის ჩადენა (მოხმარებასთან დაკავშირებული), ეს რა თქმაუნდა გასაღებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთგვაროვან მიდგომას, რაც უსამართლოა ხშირ შემთხვევაში, არათანაბარ მიდგომას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეს ინიციატივა, რომელიც განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთა მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისიხლისსამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა
რუსულმა ხომალდმა განაახლა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა დააწესა სანქციები გაზსადენზე, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია იძულებული გახდა, მილების ჩალაგება შეეწყვიტა. ამის შემდეგ, ბალტიის ზღვაში მილების ჩალაგება მოსკოვმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ის მიერ დაწყებული პროექტის თითქმის 90% დასრულებულია. 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გემ „ფორტუნასა“ და მისი მფლობელის, კომპანია „კავეტე-რუს“-ის წინააღმდეგ. დანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენების ჩალაგება 120 კილომეტრზე, გერმანიაში კი 28 კილომეტრზეა დარჩენილი. Gazprom-მმა განცხადება ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მამართ არსებულ რისკებზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ჩინეთში, შახტიდან 9 მუშის ცხედარი ამოასვენეს
აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 21 მუშა შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდა, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და ისინი მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდნენ. გუშინ, 24 იანვარს მაშველებმა 11 მუშის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს. ერთი მუშის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს. „პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება. გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალიევმა SOCAR-ის სამართავად სამეთვალყურეო საბჭო შექმნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით TASS.RU ავრცელებს. ბრძანების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 7 ადამიანისგან შედგება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი ინიშნება. როგორც აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული. აგრეთვე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად SOCAR-ის კონკურენტუნარიანობა, მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა, საინვესტიციო ეფექტურობის გაზრდა და აქტივების მნიშვნელოვანი ზრდა იქცა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საბჭო, ამ წუთებში, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომლის მომხსენებელი მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსია. მომხსენებელმა სულ ცოტა ხნის წინ სესიაზე ქართულ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო მუშაობას. ანგარიშის მოსმენას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც ესწრება, რომლისთვისაც, მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, ეს პირველი ვიზიტია.
პროკურატურამ ბათუმში დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციის მონაწილეებმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს. ირაკლი ჩავლეიშვილი 2020 წლის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის პარტიული სიით იყო წარდგენილი. როდესაც ოპოზციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და საკანონდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადეს, ირაკლი ჩავლიშვილმა აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.
ვლადიმერ მილოვი ნავალნის პოზიციაზე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი
"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ალექსეი ნავალნის მოკავშირესთან, ვლადიმერ მილოვთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში გამოცემამ ოპოზიციონერს, ნავალნის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. მილოვის თქმით,მას ნავალნისთან ცხარე დისკუსია ჰქონდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ოპოზიციონერის თქმით, ნავალნის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ შეიცვალა. მილოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ -"როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის(ნავალნი) ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია". მილოვის თქმით, ნავალნი რუსულ აგრესიას მაშინაც და დღესაც გმობს. "2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც",-ამბობს მილოვი. ინტევიუში მილოვი ასევე საუბრობს იმაზე, თუ ვინ არის ალექსეი ნავალნი - ნაციონალისტი თუ ლიბერალი. ვლადიმერ მილოვი ამბობს,რომ ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც ეძახიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამაზე საუბრობს, კანონიერებააა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ. ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.
კორლატინი: ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია
„ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას რუმინელმა ევროპარლამენტარმა ტიტუს კორლატინმა განაცხადა. მან ოპოზიციიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. როგორც ტიტუს კორლატინმა აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ამ რეფორმის ფონზე გაიმართა არჩევნების, რასაც მივესალმება. „ზოგადად, თავისუფლება და ადამიანი ძირითადი უფლებები დაცული იყო. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, თუმცა იყო დარღვევებიც. დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს, რაც საგანგაშოა. ბოლო წლები ამის ტენდენცია შეინიშნება და მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეამსუბუქონ პოლარიზაციის შტრიხები და შეასრულონ საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს“, - განაცხდა კორლატინმა. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა.
ოპოზიცია და უმრავლესობა NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ
საქართველოს შიდაპოლიტიკურ სპექტრში დღევანდელი პოლემიკა, რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად რამდენიმე დღის ვადა მისცა. დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდება იყო, სადაც ასამბლეა ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. NDI-ის კვლევის თანახმად. გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი, შემაშინებელი გარემო იყო, რასაც 92 % არ ეთანხმება. ასევე NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელეობის 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა 9%. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია. როგორც მედიასთან საუბრისას მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების რეიტინგის შესახებ, NDI-ის კვლევის შედეგებმა ოპოზიციური პარტიები უნდა დააფიქროს, თუ რატომ დასაჯა ამომრჩეველმა ისინი უნდობლობის გამოცხადებით. "ლელოს", „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები,"ქართული ოცნების" 31%-ს და ოპოზიციის დაბალ პროცენტს, მოქალაქეების შიშით ხსნიან. „ლელოს“ წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ამომრჩეველი თავისი არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირებას გაურბის, რადგან სატელეფონო კვლევას საქართველოში დიდი ნდობა არა აქვს. „რაც შეეხება პარლამენტის მუშაობაში ჩართვას, ასე დასმულ შეკითხვაზე, როგორც NDI-მ დასვა, მეც ზუსტად ისე ვუპასუხებდი, რომ რა თქმა უნდა, პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. მაგრამ როცა აყალბებ არჩევნებს, როდესაც მესამე ვადით იტაცებ ხელისუფლებას, პარლამენტის ბოიკოტირების გარდა, ოპოზიციას სხვა ქმედითი მექანიზმი არ რჩება საიმისოდ, რომ ასეთი მძაფრი პროტესტი გამოხატოს”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის აზრით, „სატელეფონო გამოკითხვისადმი მოქალაქეების უნდობლობის გამო, NDI-ს კვლევა ზუსტ შედეგს არ იძლევა. „ზოგადად, ეს პრობლემა არის NDI-ის კვლევების პრობლემა, რასაც ჩამტარებლებიც აღიარებენ. ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა. რაც შეეხება კვლევას, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში ყველა პარტია უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობაში ჩართული, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება ნორმალური არ არის. „ეს კვლევაც კი, მიუხედავად ინტერპრეტაციისა, რომელსაც "ქართული ოცნება“ აყენებს, მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. იგივე აზრს აფიქსირებს „ნაციონალური მოძრაობაც“ „ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში საყოველთაო შიშის გათვალისწინებით სატელეფონო საუბრები არ არის უსაფრთხო და სანდო. „მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციის პარტიების შემცირებული რეიტინგი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, NDI-ის მ კვლევამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება და ამომრჩევლის სურვილია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ აზრს იზიარებს პარტია "მოქალაქეებიც". „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას სურს პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი 2 თებერვალს, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილოკორეულ პარლამენტს. „მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცახდება აქვთ დაწერილი, ისედაც არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს”, - განცხადა ნადირაშვილმა. გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2 თებერვლამდე დარჩენილ დღეებში, „გირჩი“ ყველაფერს გავაკეთებთ კოლეგების აზრზე მოსაყვანად, ამისათვის გამოვიყენებთ NDI კვლევის შედეგებსაც,. „მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც „ქოცების“ და „ნაცების“ 9 წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა," - წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში. როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ რჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ცდილობს რეგლამენტით გათვალისიწნებული ვადები ბოლომდე გამოიყენოს, იმისთვის, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. „რეგლამენტით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი NDI-ის კვლევის მეთოდებს უნდობლობას უცხადებს და რეიტინგების გარკვეულ ეპიზოდებს არ ეთანხმება „მინდა, გამოვეხმაურო დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მათ არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას განსახილველად, იწურება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციონერ დეპუტატებს, დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. NDI-ის კვლევის შედეგების გარდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების ლეგიტიმურობაზე, ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე. "საერთაშორისო მისიებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ჩვენ უნდა წავაქეზოთ მმართველი ძალა და ოპოზიცია, რათა დიალოგი გაგრძელონ და ეს პოლარიზაცია აღმოიფხვრას", - განცხადა რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილისას.
SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა
SpaceX-მა კოსმოსში რეკორდული რაოდენობის თანამგზავრი გაუშვა. ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს. Falcon 9-მ, ინდური კომპანიის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და კოსმოსში 143 მცირე ზომის სატელიტი გაუშვა. ილონ მასკის კომპანიამ შეძლო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით კოსმოსში სხვადასხვა კომპანიისთვის განკუთვნილი რამდენიმე თანამგზავრი განათავსა. ხომალდზე SpaceX-ის 10 თანამგზავრია. ყველაზე ბევრი (48 თანამგზავრი) კი კომპანია San Francisco's Planet-ს ეკუთვნის. 2021 წლის 8 იანვარს, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსის ტრანსპორტირების კომპანია SpaceX-მა პირველი წარმატებული ფრენა შეასრულა.
წარმომადგენელთა პალატა სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს დღეს გადასცემს
25 იანვარს სენატს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ბრალდებას წარუდგენენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, სასამართლო სწრაფად და სამართლიანად ჩაივლის. 2021 წლის 8 თებერვალს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის მეორე სასამართლო პროცესზე წარსდგება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დემოკრატი კონგრესმენები და რესპუბლიკელთა ნაწილი კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ადანაშაულებენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი პირადად გადასცემს სენატს იმპიჩმენტის სტატიას, რის შემდეგაც მხარეებს პროცესისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე ექნებათ. შუმერის თქმით, მოსამზადებელი პერიოდის დროს სენატი განიხილავს სხვა "მნიშვნელოვან" საკითხებს, როგორებიცაა: კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად ახალი ზომების მიღება და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კანდიდატების დამტკიცება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.
ალან გილამი: უკვე წლებია NDI-ის კვლევები აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ პროგრესს ვერ ხედავს
“უკვე წლებია, NDI-ის კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს”, - ამის შესახებ NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა განცხადა NDI-ის ახალი კვლევის შედეგები ორგანზიაციამ დღეს გაავრცელა. გილამის თქმით, კვლევის მიხედვით, ქართველი ამომრჩეველი ცხადად გამოხატავს სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ. “ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება. ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. მისივე თქმით, როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო. „მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ,” - აცხადებს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. გილამის განმარტებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. „ კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო”, - აღნიშნულია NDI-ის განცხადებაში. NDI: გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % არ ეთანხმება
NDI: ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა. პანდემია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. "მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლად არჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან. როგორც ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში აცხადებენ, ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლისაგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა,რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობისმხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაციაუცვლელი დარჩა. “უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთანმიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინიცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემებისმოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა. NDI-ის შეფასებით, ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდპრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულსაკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახისწევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სადგაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი). მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა.თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ დაგადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ დასტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთიპოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებულიმოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებულიინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდესმსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოსმასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი.რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
თამარ გაბუნია: მოსახლეობის 60 % ვაქცინაცია უნდა მოხდეს, ჩვეულ რეჟიმში რომ განვაგრძოთ ცხოვრება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60 % ვაქცინაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, 60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს კოვიდამდე ნორმას დაუბრუნდეს და საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს. "თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მოხდეს მობილობის მონიტორინგი. ვაქცინის მოქმედებასა დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი." - აცხადებს თამარ გაბუნია. NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს, თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს. 2020 წლის ივნისთან შედარებით, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა მხოლოდ 3%-ით გაიზარდა.