ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 287-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 246 459-მდე.
ბოლო 24 საათში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 3 127კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირების 723 შემთხვევიდან 321 თბილისში გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა.
171 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში- 2, იმერეთში - 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი, აჭარაში - 859, იმერეთში - 1 586 შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, პოლიციამ 539 ადამიანი დააჯარიმა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 539 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი. „მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტის სამინისტრო, ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ერთად უნდა ვიზრონოთ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუ კოვიდინფიცირების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე იმსჯელებს
თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაჩქარდება. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა პრემიერმა
ორ რუს ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ორ რუს ჩოგბურთელს სოფია დმიტრიევას და ალია მერდეევას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, რუსი ჩოგბურთელები შეჯიბრებებში ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას, ვერც სპორტსმენის და ვერც მწვრთნელის რანგში. ჩოგბურთში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურის -Tennis Integrity Unit-ის ინფორმაციით, სამუდამო დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის მიღებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მერდეევა - ორ უკანონო გარიგებაში მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში დმიტრიევასთან ერთად გავიდა კორტზე, წყვილთა შორის. თავად დმიტრიევას კი ექვს გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე ედავებიან. ამასთან, მის ბრალდებას დაემატა ისიც, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
მედია: მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით დარჩებიან. პოლიციელებმა ნავალნის 20-მდე თანამოაზრის სახლიც გაჩხრიკეს. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხე შექმნეს და ამასთან, აქციაში კოვიდინფიცირებულებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს განმარტებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს
კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 29 იანვრიდან, პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას, პორტუგალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები. 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა ფრენების აკრძალვა პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთს შორისაც.
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, იმ შტატებში, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას აფიქსირებენ, რესპუბლიკური პარტიის რიგები 30 000-მა ადამიანმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვინაიდან შტატების ნაწილი ამ მონაცემებს არ ასაჯაროებს. The Hill-ის ინფორმაციით, პარტიის წევრთა ასეთი გადინება გამოწვეულია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მარცხით და კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვებით. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
ავსტრალია შიდა საზღვრებს ვირუსის 11-დღიანი ნულოვანი გადაცემის მაჩვენებლით ხსნის
კორონავირუსის შემთხვევების შესამცირებლად ჩაკეტილი ავსტრალიის სამი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის საზღვარი დღეიდან გაიხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის რამდენიმე შტატში მკაცრი კარანტინი და სასაზღვრო კონტროლი სიდნეიში ვირუსის სწრაფი გავრცელების შემდეგ ამოქმედდა. ავსტრალიის სამედიცინო სექტორის თქმით, სიდნეის კლასტერი უკვე კონტროლირებადია. სამი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის საზღვარი დეკემბრიდან ჩაკეტილია, დღეიდან მისი გახსნა შესაძლებელი გახდა. მარტის შემდეგ ავსტრალიაში 22,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 909 ლეტალურად დასრულდა. სიდნეიში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა 20 დეკემბერს გამოცხადდა.
სტოლტენბერგმა NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ. ამის შესახებ მან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ქვეყნებს ალიანსის წევრ მოუწოდა ინვესტიციები ჩადონ თანამედროვე შესაძლებლობებში და გააძლიერონ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, როგორიცაა რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმი და ჩინეთის აღზევება. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს ის, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ იქცა, თუმცა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ღირებულებები და წესებზე დაფუძნებული წესრიგი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომაც, მზად უნდა ვიყოთ მომავალი პრობლემების წინაშე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელოდება, რადგან აშშ და ევროპა უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როდესაც ერთად დგანან.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ე.წ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოად გათავისუფლდნენ. მათ 20 ათას, 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლომ თანამდებობის ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქციაა
ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფელებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი უდანაშაულოები არიან და მათი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
ბრიტანეთში კარანტინი მარტამდე გასტანს
ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში კარანტინი 8 მარტამდე გასტანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანეთი კარანტინის რეჟიმში იანვრის დასაწყისიდანაა, პაბები, რესტორნები და სკოლები დაკეტილია. ქვეყანა ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის, ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც სიკვდილიანობის მაჩვენებლით 100,000-ს გადასცდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, კორონავირუსის ახალი უფრო გადამდები შტამი გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა რაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. 11 იანვრიდან ბრიტანეთში გაიხსნება 7 მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი, რამაც უნდა დააჩქაროს მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრის პროცესი.
სინგაპურის პოლიციამ მოზარდი მეჩეთზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით დააკავა
სინგაპურის სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდი დააკავეს, ორ მეჩეთზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მოზარდი "ქრისტიანი ახალგაზრდაა",რომელმაც ონლაინ შეიძინა ტაქტიკური ჟილეტი და ასევე ცივი იარაღის შეძენას აპირებდა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებულის სახლის გაჩხრეკვისას აღმოჩნდა, რომ ის სახლთან ახლოს არსებულ მეჩეთზე ინფორმაციას აგროვებდა და აპირებდა თავდასხმის ონლაინრეჟიმში ჩვენებას. მას ასევე მომზადებული ჰქონდა განცხადებები, ის აპირებდა ერთი წლის წინ მეჩეთზე თავდასხმაში ბრალდებულის შესახებ ესაუბრა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 51 მუსულმანის მკვლელობისთვის. 16 წლის მოზარდი, ყველაზე ახაალგაზრდა პირია,რომელიც ოდესმე დაუკავებია სინგაპური სამართალდამცველებს მუხლით, რომელიც მათ უფლებას აძლებს ორი წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ პირს,რომელიც უსაფრთხოების საშიშროებას წარმოადგენს. პოლიციის თქმით, მოზარდი 2019 წლის დროს დაკავებულმა ბრენტ ტარანტმა შთააგონა. ტარანტს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ახალ ზელანდიის მეჩეთზე თავდასხმისთვის, რა დროსაც 51 მლოცველი მოკლა.
ადამ კინზინგერი: პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ
რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინცინგერის თქმით, ის თავს "მარტოდ" გრძნობს პარტიაში, რადგან ერთადერთი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც ტრამპის ორივე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. „ჩემს პარტიაში თავს ძალიან იზოლირებულად ვგრძნობ. თავს ძალიან იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ. ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეპიკური ბრძოლა გვექნება, რაც პარტიის მომავალს განსაზღვრავს“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა. კინცინგერის თქმით, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე არ ღელავს. "რაიმე პოლიტიკური იმპერიის შექმნა აზრადაც არ მქონია. სწორი ნაბიჯი გადავდგი და ვფიქრობ, ისტორია ამას ასე განსჯის“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა. ადამ კინცინგერი ერთადერი რესპუბლიკელია, რომელმაც ტრამპის ორივე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა და მომხრე იყო "25-ე ჩასწორებით" ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის. სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმე 25 იანვარს წარუდგინეს. 2021 წლის 8 თებერვალს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის მეორე სასამართლო პროცესზე წარსდგება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დემოკრატი კონგრესმენები და რესპუბლიკელთა ნაწილი კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული
"დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების აქცენტი იმ პირების დადგენაზე გაკეთდება, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა. პროკურორის თქმით, დაკავებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. „ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ. დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქციაა