ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა აშშ-რუსეთს შორის მოქმედი New START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივება
რუსეთმა აშშ-სთან მოქმედი ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, 27 იანვარს დაუჭირა მხარი ხელშეკრულების ხუთი წლით გაგრძელებას. 2010 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით, რომელსაც მომავალ კვირაში ეწურებოდა ვადა, იზღუდება სტრატეგიული ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რაოდენობა, რომელთა განლაგებაც შეუძლიათ რუსეთსა და აშშ-ის. ერთი დღით ადრე აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომელსაც არ სჭირდება კონგრესის მხრიდან დამტკიცება. New START-ი ამ ტიპის უკანასკნელი ხელშეკრულებაა, რომელიც მოქმედებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის
ჯანმო: მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ
„მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება. „ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“, – განაცხადა გებრეიესუსმა. ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ მექანიზმს და პროგრამა COVAX-ის გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალქეების აცრა, ზოგან კი ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ. „კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. COVAX-ის ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით. მაგრამ მიუხედვად ამისა, თანამბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ და COVAX-ს გვერდს უვლიან, რაც ვაქინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ. ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია 50 ქვეყანაში მთელი მსოლფიოს მასშტაბით. ყველა მათგანი მდიდარი ქვეყენაა. ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, რომ მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს უკეთებენ ვაქცინებს, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანებიც კი არ აუცრიათ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. მისი თქმით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოში ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ აუნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში. „ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, რომ COVAX-მა დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა დაანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც COVID-19-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. მისი თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.
Twitter-მა და Facebook-მა პუტინის მზარეულის, ევგენი პრიგოჟინის პირადი ანგარიშები დაბლოკეს
პრიგოჟინის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. Twitter-ის თქმით, ანგარიში დაიბლოკა სოცქსელების წესების დარღვევისთვის. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა. Twitter-ის გან განსხვავებით Facebook-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ დაბლოკა ევგენი პრიგოჟინის ანგარიშები. ევგენი პრიგოჟინს პუტინის პირადი მზარეული მედია საშუალებებმა შეარქვეს, გავრცელებული ინფორმაციით ის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და პუტინს ხშირად თან ახლავს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. ახლა საკითხი ბიუროს გადაეცემა, რათა ბიურომ ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. აანონსებენ პროცესების გამწვავებას და რევოლუციურ სცენარზე საუბარსაც არ ერიდებიან. პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდებიან. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოცხადებული რევოლუციური სცენარი ხალხისთვის მიუღებელია და ამას მხარს არავინ დაუჭერს.
ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანს, კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, მექსიკელი ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 80 წლის მილიარდერს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. კარლოს სლიმის შვილის თქმით ის თავს კარგად გრძნობს. მილიარდელის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. Business Insider-ის თქმით, მილიარდელის ქონება დაახლოებით 43,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ნეთანიაჰუ: 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ
"21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია. ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ", - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „27 იანვარს მსოფლიო 6 მილიონ ებრაელ მამაკაცს, ქალსა და ბავშვს იხსენებს, რომლებსაც ნაცისტები და მათი თანამზრახველები ჰოლოკოსტის დროს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე ბნელ მომენტს ვიხსენებთ, როდესაც ევროპის ქვეყანამ თითოეული ებრაელის განადგურების პოლიტიკის განხორციელება გადაწყვიტა“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელების განადგურება ვაკუუმში არ მომხდარა. „ვინც ფიქრობდა, რომ აუშვიცისა და ტრებლინკას შემდეგ კაცობრიობა გაკვეთილს გამოიტანდა და ანტისემიტიზმს მოიშორებდა, შეცდა. 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია. ანტისემიტიზმი დასავლეთის მდიდარ ქვეყნებსა და აღმოსავლეთის განვითარებად ქვეყნებშიცაა. ანტისემიტიზმი ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პოლიტიკაა. ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. 27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული.
ხვალ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
ხვალ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ. სხდომა 17:00 საათზე, მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება.
თურქეთის საზღვარზე ისლამური სახელმწიფოს 12 წევრი დააკავეს
თურქეთისა და სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. დაკავებულთაგან 5 რუსეთის, 4 - უზბეკეთის, 3 კი - ყირგიზეთის მოქალაქეა. ინტერპოლის ცირკულარით ძებნილის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები სირიიდან თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ.
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება შეიძლება, თუ ვირუსის შესაკავებლად ოქროს შუალედს მონახავენ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას რეკომენდაციას აძლევს დააჩქაროს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, თუმცა ართხილებს ისეთი წითელი ხაზი არ გადაკვეთოს, რომელიც ვირუსის უკონტროლოდ გავრცელებას გამოიწვევს. როგორც დღეს მედიასთან საუბრისას ქვეყნის მთავარმა ინფექციონისთმა აღნიშნა, მთავრობამ შეზღუდვების ოქროს შუალედი უნდა გამონახოს. „ერთი მხრივ, ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ნაწილობრივი ლოქდაუნის და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში. ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ამ ტენდენციას ვერ დავუჭერ მხარს. მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდის რისკს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის დაჩქარება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ დაიცავენ მოქალაქეები არსებულ რეგულაციებს. რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილის და ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნათელაშვილმა და ხაბეიშვილმა სადეპუტატო უფლება მოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს და ასევე, სხვადასხვა გამოსვლებში საჯაროდ აქვთ გაცხადებული ამის თაობაზე. მისი თქმით, პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ პირებს, რომელთაც დაადასტურეს წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა, შესაბამისად კომიტეტი უფლებამოსილია იმსჯელოს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს ორივე კანდიდატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.
მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები შეამსუბუქეს
მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ინფორმაციას VOA News-ავრცელებს. დღეიდან, ბიზნესებს აღარ მოეთხოვებათ, რომ მათი დასაქმებულების მინიმუმ 30% სახლიდან მუშაობდეს. ინფორმაციას ქალაქის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებს. სობიანინის თქმით, გასულ კვირას ქალაქში, სადაც 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დღეში 2,000-დან 3,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს მონაცემი მანამდე, დღეში 7,000 იყო. მოსკოვის მერის თქმით, კორონავირუსის მკურნალობაზე ფოკუსირებული საავადმყოფოები, პირველად, ივნისის შემდეგ, თავისუფალია. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით 71,076 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს მონაცემი გაცილებით მაღალია და რუსეთის ხელისუფლება რეალურ მონაცემებს არ ავრცელებს. ძალაში რჩება პირბადეების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჯერ არ არის გადაწყვეტილი გააგრძელებენ თუ არა უნივერსიტეტები ონლაინსწავლას.
ტეხასის ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციის შეჩერებაზე ბაიდენის განკარგულება დაბლოკა
ტრამპის ადმინისტრაციის დროს დანიშნული,ტეხასის ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციის შეჩერებაზე ბაიდენის განკარგულება დაბლოკა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ბევრი იმიგრანტის დეპორტაციის 100 დღით შეჩერებას გულისხმობს. შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე დრიუ ტიპტონმა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტეხასის სამხრეთ ოლქშია დანიშნული, გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბაიდენის განკარგულებას ქვეყნის მასშტაბით ბლოკავს. პარასკევს შეტანილ სარჩელში, ტეხასის მთავარმა პროკურორმა კენ პაქსტონმა თქვა, რომ თუ დეპორტაციის შეჩერება ძალაში შევა, შტატს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. რესპუბლიკელმა პაქსტონმა განაცხადა, რომ ტეხასში იმიგრანტების უკანონოდ დარჩენა განათლების და ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის.
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც. „საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სესიაზე, ჩვენ ვიხილავთ უკვე დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე საქართველოს პარლამენტშიც. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. ქალბატონმა ბურიჩმა ძალიან კარგად იცის ჩვენი გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ასევე, კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზაფხულში განვახორციელეთ და რასაც ძალიან მიესალმებიან. გენერალური მდივანი მიესალმება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს შეთანხმების მიღწევა ამ კუთხითაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.
კოტე სურგულაძე: ვაქცინის მისაღებად, საქართველოს საელჩოს მალტის მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე აქვს
იტალიასა და მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძის ცნობით, საელჩოს მალტის შესაბამის უწყებებთან ვაქცინის მიღების თემაზე კომუნიკაცია უკვე აქვს და ზოგიერთი წყაროდან ამ თემაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდა. აღნიშნული განცხადება საქართველოს ელჩმა ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც დღეს სააკაშვილმა განაცხადა მალტამ ერთი მილიონი ვაქცინით მეტი მიიღო, ვიდრე მას სჭირდებოდა და ამიტომ ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს უნაწილებს, რომელთა კატეგორიაშიც საქართველოც შედის. სააკაშვილის ტქმით, საქართველოს მთავრობამ უფასო ვაქცინის მისაღებად არაფერი მოიმოქმედა. კოტე სურგულაძის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. “საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში მის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენბლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ 19-ვის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის. მათ შორის, კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა. საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” , - აცხადებს კოტე სურგულაძე.
ენტონი ბლინკენი: მსოფლიოს ამერიკის ლიდერობა ესაჭიროება
აშშ-ის ახალმა პირველმა დიპლომატმა სამუშაოს პირველ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა. ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს. პირველი სრული სამუშაო დღის დასაწყისში ენტონი ბლინკინმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა და სტრუქტურის განახლებას დაჰპირდა. „მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო მარტივად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად. მსოფლიო გვიყურებს, მას სურს იმის დანახვა, შეგვიძლია თუ არა მტკიცედ გავუძღვეთ წინ ჩვენს მოკავშირეებს და დიპლომატია ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ; შეგვწევს თუ არა ძალა, რომ დავძლიოთ მსოფლიოში ურთულესი პერიოდი, როგორიცაა: პანდემია, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისი, დემოკრატიის საფრთხეები, რასობრივი უთანასწორობა და საშიშროება ჩვენი მოწინაღმდეგეებისგან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას. ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა. ენტონი ბლინკენი მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას. 19 იანვარს სენატში გამართული მოსმენის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა NATO-ს გაფართოებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, თუ საქართველო NATO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
დღეს პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს
დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას პარლამენტი დაამტკიცებს. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია
28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. როგორც ცნობილია, ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს. რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ნორვეგია საზღვრებს კეტავს
ნორვეგია სხვა ქვეყნებთან საზღვრებს დახურავს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც არ ცხოვრობს ნორვეგიაში”, - თქვა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე. გამონაკლისი შეეხება რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკებს. შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში აუცილებელი მიზეზის გამო შემსვლელ პირებს. „რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მუტირებული ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ნორვეგიაში, დანიასა და ბრიტანეთში. პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს“, - განაცხადა სულბერგმა. ნორვეგიამ შაბათს ოსლოსა და მიმდებარე რაიონებში, ე.წ. „ბრიტანული შტამის“ გავრცელების შესაჩერებლად, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყველა არააუცილებელი პროდუქციის მაღაზია დაიკეტა.
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში. შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.
კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილზეა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან ერთად. ამავე იდექხსში, საქართველო 2018 წელს 58 ქულით 41-ზე ადგილზე იყო, 2019 წელს 56 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილზე გადაინაცვლა, 2020 წელს კი 56 ქულით, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იმყოფება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ყველაზე მაღალი ქულებია ქვთ სკანდინავიის ქვეყნებს, ნიდერლანდებს, გერმანიას, დანიას, სინგაპურს, ახალ ზელანდია. ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბალტიისპირეთის გარდა) კორუფციის დაბალი მაჩვენებლით ლიდერობს. საქართველოზე ქვემოთ პოზიციებს იკავებს ევროკავშირის 9 ქვეყანა. ასევე მეზობელ სომხეთი 49 ქულით მე-60 ადგილზეა, აზერბაიჯანი და რუსეთი 30 ქულით 129-ე ადგილს იკავებენ, თურქეთი 40 ქულით - 86 ადგილს, ხოლო უკრაინა 33 ქულით - 117-ე ადგილს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს იმაზე, რომ მართალია ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის (კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების) მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული. „საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია: არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია; ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში; ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება; პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს; მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე“, -აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას და აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს (ბალტიიისპირეთის გარდა) როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ეს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. „მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი შედეგი შესაბამისი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა, თუმცა წინ ბევრი ლოკალური გამოწვეაა. „კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. ეს კარგი მუშაობის შედეგია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის კარგი მენეჯმენტის, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ლოკალური გამოწვევა წინ გვაქვს“, - განაცხადა მდინარაძემ. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს. კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განმარტებით, იგივე პრობლემები, რის გამოც საქართველოს ისევ 56 ქულა აქვს და პოზიცია ვერ გაიუმჯობესა „საქართველოს ეროვნული ანტირკორუფციული სისტემის შეფასებაშიც გამოვლინდა, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა. „კვლევის შედეგების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,“ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე შემდეგი რეკომენდაციებით: ბოლო წლებში „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს შედეგები ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნების არასებობაზე მიუთითებს. მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე, რომელთა შორის აღსანიშნავია: პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით. საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა. თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე. ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა. კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც 1995 წლიდან ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2020 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.