ძებნის რეზულტატი:

2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა. კერძოდ, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 %-ით ნაკლები). ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5% ქ. თბილისზე, 9,6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9%ი - იმერეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე. ამასთან, სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 134 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ინფორაციას სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლისსაშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდაშემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება,გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავებისსაქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

იუსტიციის სამინისტრო: 2020 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვით მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა, რაც ისტორიული მინიმუმია

2020 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვით მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა, რაც ისტორიული მინიმუმია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში - 15-25. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების უმეტესობა ევროპული სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცხადდება ისე, რომ საქართველოს მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებაც არ არსებობს. ასეთი მცირე რაოდენობის საქმეები 2020 წელს გაეგზავნა სკანდინავიის ქვეყნებს (ნორვეგია, დანია, ფინეთი) და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე პატარა სახელმწიფოებს (ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონაკო, სან მარინო). ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 23 სახელმწიფოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ სასამართლოში ნარჩუნდება საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს წარდგენილი იყო 131 საჩივარი, 2020 წელს – 130, იმის ფონზე, როცა საქართველოს მიმართ 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, ხოლო 2011 წელს – 395. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2010 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის

„საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ. აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.

ნათია თურნავა: მივმართავ ავიაკომპანიებს, თუ მგზავრს არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითმფრინავში არ დაუშვან

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმრობთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ ეს ახალი წესები გააცნონ. „ეს მოგცემს საშუალებას დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი, ვისაც სურს საქართველოს ეწვიოს და დაათვალიეროს. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. ცნობილია, რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.

ამირან გამყრელიძე: ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს

„დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია - 3,5%, ბოლო 7 დღეში - 4.7%, ბოლო 14 დღეში კი 5.8%“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სტაბილიზაციის თვალსაზრისით ბოლო 7 და 14 დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. „ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში - 4%“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პიკი იყო 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს დაუდასტურდა, 637 გამოჯანმრთელდა.

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ინფორმაციას განვოთარების სააგენტო ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება 7 თებერვლიდან. პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - მუნიციპალურ ცენტრებში. "პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით - გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში. პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფერმერები აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებენ.

ნათია თურნავა: ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს

„წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი". განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება ეპიდემიამ განაპირობა. „წინასწარი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება 6 პროცენტით, ეს არის მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. იცით, რომ გარკვეული, მე ვიტყოდი სერიოზული გაჯანსაღება გვქონდა, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ კერძოდ, მეორე ტალღამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს, საქართველოს ეკონომიკასაც თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში, შედეგი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს არის ეპიდემიის გავლენით. მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ტრენდიდან, საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. “საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

თბილისის საკრებულომ ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლები დაამტკიცა

თბილისის საკრებულოში გამგებლები დაამტკიცეს. დღევანდელ სხდომაზე თბილისი მერის მიერ წარდგენილი 4 კანდიდატს განიხილეს. ესენია: გლდანის, ვაკის, კრწანისის და დიდუბის გამგებლები. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, გლდანს – ლევან ნაროუშვილი, ხოლო დიდუბის რაიონს – ლევან ჯღარკავა. შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები 27 იანვარს წარადგინა.

American Airlines-ის თანამშრომლებმა პირბადის არასწორად გაკეთებისთვის ოჯახის 20 წევრი რეისიდან ჩამოსვეს

ჰავაიში მიმავალ რეისზე, American Airlines-ის თანამშრომლებმა პირბადის არასწორად გაკეთებისთვის ოჯახის 20 წევრი რეისიდან ჩამოსვეს. ოცსულიანი ოჯახის ერთ-ერთ წევრს საკუთარი ადგილის დაკავებისას ცხვირიდან ნიღაბი ჩამოძვრა და მხოლოდ პირს უფარავდა, რაც ეკიპაჟის წევრმა შენიშნა და ოჯახს თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვა. მგზავრის, სკოტ უილსონის თქმით, ავიაკომპანიის თანამშრომელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ მათ თვითმფრინავი უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ უნდა მოეხსნათ რეისიდან ოჯახი, რადგან პრეტენზია არავის გამოუთქვამს. „რამდენიმე მგზავრმა მხარი დაგვიჭირა და თქვა,რომ აბსურდული მიზეზის გამო ოჯახი არ უნდა მოეხნსათ რეისიდან", - ამბობს უილსონი. საბოლოოდ, მათ მაინც მოუწიათ თვითმფრინავიდა ჩამოსვლა, რის შემდეგაც სხვადასხვა ავიარეისის საშუალებით დალასისკენ გაფრინდნენ.

როდის გაიხსნება რესტორნები

"ალბათ, გვიანი გაზაფხული იქნება, როდესაც ტურიზმის სექტორში, რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ. იმ დროისთვის, თუ ყველა შევასრულებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და ყველა გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის იმედი მაქვს, თუმცა გარანტია არავის აქვს, რადგან ძალიან ბევრი მოულოდნელობით ხასიათდება ეპიდემიასთან ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ მიღწეული არაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ნამდვილად მძიმეა რესტორნების მდგომარეობა. ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ, გვაქვს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ყველა პრობლემა ვიცით. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გვეძლევა საშუალება, ამა თუ იმ რეგიონისთვის, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. სამწუხაროდ, შეუძლებელია, რომ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიამდე არსებულ ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენს ნაბიჯებს ეტაპობრივობა უნდა ახასიათებდეს. ყოველკვირეულად მოწმდება დადებითობის მაჩვენებელი. დღეს დადებითი ტენდენცია გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად, და აჭარა ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. მესმის, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ რესტორნები, მათ შორის, ღია სივრცეებიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეუთოში წარადგინა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს. ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებებზე. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თაობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა და საკუთრების უფლება. გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. შესაბამისად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ყველა იმ დარღვევაზე, რაც სასამართლომ დაადგინა. ელჩმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებაში ასახული დარღვევები ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე, იმ პირობებში, როდესაც ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვა, ქართველთა სახლების ძარცვა და განადგურება და ასევე, იმ ვითარებაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, კანადის, აშშ-ის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ.

საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული

საქართველოში ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს. "რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საქართველოში შემოსვლა შეეძლება", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება. "ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა თურნავამ. როგორც ცნობილია, ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. ცნობილია,რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის . ცნობილია,რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან ნათია თურნავა: მივმართავ ავიაკომპანიებს, თუ მგზავრს არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითმფრინავში არ დაუშვან

Independent-ი: რომელი ქვეყნები მიიღებენ ვაქცინირებულ ტურისტებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ბევრ ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმზე უარის თქმა უწევს, თუმცა საბედნიეროდ, არიან ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მიიღებენ. ამის შესახებ სტატიას Independent-ი აქვეყნებს. Europetime ამ ჩამონათვალს გთავაზობთ: სეიშელის კუნძულები კუნძულოვანი ქვეყანა აპირებს, სრულიად გააუქმოს შეზღუდვები და ვაქცინირებული ტურისტები ყველანაირი წინაპირობის გარეშე მიიღოს. მთავრობის თქმით, ნებისმიერი მოგზაური დაიშვება ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა, თუმცა მათ ამავდროულად PCR ტესტის უარყოფითი შედეგის ჩვენება მაინც მოუწევთ. რუმინეთი საერთაშორისო ვიზიტორები არ იქნებიან ვალდებულნი, ქვეყანაში ჩასვლისას კარანტინი გაირონ, თუ მათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული. ვიზიტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული და ბოლო ათი დღის განმავლობაში ინფიცირება არ უდასტურდებათ ისლანდია მოგზაურებს ისლანდიაში შესასვლელად „ვაქცინაციის სერთიფიკატი“ დასჭირდებათ. ქვეყნის მთავრობის თქმით, ისლანიდაში მხოლოდ ევროკავშირის მიერ სერთიფიცირებული ვაქცინით აცრილ მგზავრებს შეუშვებენ. კვიპროსი დეკემბერში, კვიპროსი, ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მგზავრებისთვის ქვეყანაში შესვლის პროცედურები (ტესტირება და კარანტინი) გააუქმა. ახალი ინიციატივა ძალაში მარტში შევა, მანამდე საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყნაში შესვლისას, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა მოუწევთ.

ტაილანდში Covid-19 -ის საწინააღმდეგო ზომების დარღვევისთვის 89 ტურისტი დააკავეს

ტაილანდში Covid-19-ის საწინააღმდეგო ზომების დარღვევისთვის 89 ტურისტი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პოლიციამ ტურისტები წვეულებაზე დააკავა. სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, მათ წვეულების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ორგანიზატორებმა მოსაწვევების ონლაინგაყიდვა დაიწყეს. ტაილანდში კორონავირუსის პრევენციული ზომების დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 1,300 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმაა. სამართალდამცველებმა წვეულებაზე 20 ფრანგი, 10 ამერიკელი და ექვსი ბრიტანელი ტურისტი დააკავეს. მათი ნაწილი თავდებით უკვე გაათავისუფლეს. პოლიციის თქმით, უმრავლესობა ტაილანდში „ჩარჩენილი ტურისტია“, რომლებსაც კორონავირუსის გამო სახლში დაბრუნებაზე პრობლემა შეექმნათ.

ცნობილია, 43 სავაჭრო მოლიდან რამდენი აკმაყოფილებს გახსნის მოთხოვნებს

"ახალ პორტალზე, labour.moh.gov.ge ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან, გუშინდელი მონაცემებით, 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ლი თებერვლიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ლი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ბათუმში მე-10 კლასის მოსწავლე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში მე-10 კლასის მოსწავლე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მაია ხაჯიშვილის თქმით, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არის თუმცა ამ დროისთვის ამის შესახებ ვერ ისაუბრებს. „პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს. სამწუხარო ფაქტია. ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში, იმისთვის, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეა. ანუ მეათე კლასელი. ბოლო ერთი წელია აჭარაში სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმზე იყო და შესაბამისად, სკოლაში არ დადიოდა. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, თუმცა უფრო მეტი დეტალისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

გერმანიის მარეგულირებლის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს გადაცილებულთათვის არაა მიზანშეწონილი

გერმანიის მარეგულირებლის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის არაა მიზანშეწონილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი ორგანოს, Robert Koch-ის ინსტიტუტის თქმით, ამ ასაკის ჯგუფისთვის AstraZeneca-ს მხრიდან "არასაკმარისი მონაცემებია" ხელმისაწვდომი. „ცდების პერიოდში, მოხალისეთა მცირე რაოდენობის გამო, ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტურობაზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია",- ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში. მარეგულირებლის თქმით, არასრული მონაცემების გამო, ვაქცინა მხოლოდ 18-დან 64 წლამდე ასაკის ჯგუფისთვისაა რეკომენდებული. ბრიტანული ვაქცინის მწარმოებლის ეფექტურებაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ვერ ახერხებს დოზების სათანადო დროში მიწოდებას. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია „მოქალაქეების“ ორი ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და "მოქალაქეების" პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ხელისუფლებას სამი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. ელისაშვილის თქმით, მათ შორის არის ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება, რომელიც პარლამენტმა პირველ მაისამდე უნდა დაამტკიცოს. "ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ მე და ლევან იოსელიანი ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც "ლაივსტრიმი" წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი", - განაცხადა ელისაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ხელისუფლებამ სამივე საარჩევნო საკითხი პირველი მარტიდან პირველ მაისამდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დატოვებენ პარლამენტს. "შეთანხმების თანახმად, ამ საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტში ინიცირება, პირველი მარტიდან უნდა მოხდეს. პირველ მაისამდე კი უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დავტოვებთ პარლამენტს", - აცხადებს ელისაშვილი. ჟურნალისტების კითხვაზე შედგა თუ არა რაიმე შეთანხმება და იყო თუ არა საუბარი პარტიებისთვის ბარიერის დაწევაზე, ელისაშვილმა განცხადა, რომ სხვა საკითხებზე პასუხისმგებლობა დანარჩენმა ოპოზიციამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. "ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ორმა კაცმა რაც შევძელით სამი საარჩევნო საკითხი გამოვგლიჯეთ ოცნებას. დანარჩენი ოპოზიცია, 54 დეპუტატი არის გარეთ დარჩენილი. ისინიც შემოვიდნენ და იმათმაც იმუშაონ, რომ ეს საკითხებიც გამოჰგლიჯონ ხელისუფლებას. დანარჩენ პუნქტებზე მუშაობა გააგრძელოს დანარჩენმა ოპოზიციამ", - განაცხადა ელისაშვილმა. ამ დროისთვის "მოქალაქეების" გარდა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი - "ევროპელი სოციალისტები" , რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლაზე თანახმაა "გირჩი". "გირჩი" წარმოამდგენლების მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

ეკატერინე დგებუაძე: 1-ლი თებერვლიდან სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არიან

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება", – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქებშიც სწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ“, – აღნიშნა დგებუაძემ. მან სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე. დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში. „ამ ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო პირველი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 პირველ სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.