ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი კახოვკის ჰესზე: რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია, აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე, მთელ კახოვკის ჰესს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან დაბომბვით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მათ მიერვე დანაღმული ჰესი ააფეთქეს. საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა „რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ, რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.
ვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნას, G7-მა და ევროკავშირმა განიხილონ ახალი სანქციები - კიევი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ტერაქტი. კიევმა ასევე მოუწოდა გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს, განიხილოს ინციდენტი და მოითხოვა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ G7-ისა და ევროკავშირისგან, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის სარაკეტო მრეწველობასა და ბირთვულ სექტორზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა ევროკავშირს, ჩართოს თავისი სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელსაც გაჭირვებულთათვის ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის შემდეგ დახმარების უზრუნველყოფა შეუძლია. უწყების შეფასებით, აფეთქება არის ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის კიდევ ერთი მაგალითი. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას. კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6173 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6173 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6173 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7992 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეზე, რუსეთმა ევროპული კონვენცია დაარღვია. საუბარია ნავალნის მოწამვლის საქმეზე, რომელიც დასავლეთის შეფასებით, მკვლელობის მცდელობა იყო. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა ღია გამოძიებაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა ნავალნის სისტემაში საბჭოთა პერიოდის ქიმიური ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ არსებობის „გარკვეული მტკიცებულება“. „რუსეთის გამოძიებას არ შეეძლო შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შესაბამისად, რუსეთს დაევალა ნავალნისთვის 40 000 ევროს (43 000 დოლარი) ანაზღაურება.
სერბეთი დასავლეთისკენ ტრიალდება - FT
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემასთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას. Financial Times-ი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მტკიცე მოკავშირე დასავლეთისკენ ბრუნდება. შეკითხვას, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ნაბიჯი დასავლური ქვეყნების დედაქალაქების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობდა, ემოქმედა „ნეიტრალური გზით“. „მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე ვიცი, რომ ზოგიერთი იარაღი შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არ დახმარებია რუსეთს ომში. „ჩვენ შეუერთდით გაეროს ყველა რეზოლუციას,” - თქვა ვუჩიჩმა გაეროს განცხადებებზე მითითებით, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. „ჩვენ არ ვიქნებით კერა რუსეთში რაღაცის რეექსპორტისთვის“, - დაამატა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, დრო, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყოველ სამ თვეში ესაუბრებოდა, დასრულდა და აღნიშნა, რომ ის ერთი წელია, კრემლთან კონტაქტში არ ყოფილა, გარდა მოსკოვიდან სტუმრების მიღებისა. ”ეს აქამდე არასდროს მომხდარა”, - განმარტა ვუჩიჩმა. „ჩრდილოეთ კოსოვოში სამხედრო ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, დასავლეთის მთავრობებს არ სურთ ევროპაში მორიგი კონფლიქტის რისკის გაწევა”, - აცხადებენ თავის მხრივ, სადაზვერვო ფირმა Janes-ის ანალიტიკოსები, სტეფანო მარასი და ინეს გონსალესი.
რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ, თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო. პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა. ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება. შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
მაიკლ როთთან შეხვედრაზე განვიხილეთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკლ როთს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “შეხვედრა მქონდა მაიკლ როთთან. განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ამ გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა”, - წერს ზურაბიშვილი.
კახოვკის ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია - პაპუაშვილი
კახოვკის ჰესის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა “დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” - წერს პაპუაშვილი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.
უკრაინა კახოვკის დანგრეული ჰიდროელექტროსადგურის ადგილას, ახალ სადგურს ააშენებს - Ukrhydroenergo
როგორც კი ის ტერიტორიას გაათავისუფლებს, უკრაინა ახალ ელექტროსადგურს ააშენებს კახოვკის დანგრეული ჰიდროელექტროსადგურის ადგილას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, განაცხადა 6 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Ukrhydroenergo-ს ხელმძღვანელმა იჰორ სიროტამ. „ჰიდროსტრუქტურები იშლება და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან სწრაფად მოგვიწევს ახალი სადგურის აშენება. ჩვენ ავაშენებთ უფრო ლამაზ და მძლავრ სადგურს იმავე ადგილას", - ციტირებს მის სიტყვებს უკრაინული მედია. ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლება გეგმავს დამატებითი ჭაბურღილების გამართვას ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში სუფთა წყლის მისაღებად. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.
IDFI: რუსეთიდან საწვავის იმპორტს „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „ვისოლი“ და „სოკარი“ ახორციელებენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავს იღებს ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (გალფი), „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI წერს. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს, კვლევის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ კითხვები, თუ რა რაოდენობის საწვავის იმპორტი განახორციელა თითოეულმა მათგანმა რუსეთიდან მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ჩათვლით, ასევე, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს რა პროცენტული წილი უკავია მათ მიერ 2022 წელს იმპორტირებული საწვავის საერთო რაოდენობაში. კომპანიებს დამატებით დაესვათ კითხვები, რა არის მთავარი მიზეზი/მიზეზები, რის გამოც რუსეთიდან ახორციელებენ საწვავის იმპორტს. ამ კითხვებზე არცერთ კომპანიას პასუხი არ გაუცია. „2013 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის ანგარიშში წერდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული დავით კეზერაშვილის ბიზნესების ნაწილი არჩევნების შემდეგ სწორედ დავით იაკობაშვილის მფლობელობაში გადავიდა, სავარაუდოდ, ოფშორულ ზონებში გაფორმებული გარიგებების შედეგად. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წლების განმავლობაში იყო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მფლობელობაში. მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“ შეცვალა, არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილი 2012 წლის ნოემბრის მდგომარეობით არ ირიცხებოდა კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, „გალფში“ თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა“, - წერს IDFI. ანგარიშის მიხედვით, „2012 წლის მარტში ივანიშვილის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ „სტოილენსკაია ნივამ“ რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა იაკობაშვილის ჰოლდინგ ЗАО Русагропроект-ისგან (რუსული აგრარული პროექტი). იაკობაშვილმა ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია 2012 წელს დაადასტურა, მაგრამ არ გაამხილა გარიგების ზუსტი ღირებულება. ბოლო მონაცემებით, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ საცალო ქსელი საქართველოში იზრდება. 2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსკონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების (იჯარით აღება) ნებართვა გასცა“. “პეტროკასის” კავშირები “როსნეფტთან” და სანქცირების საფრთხე - ეს ქვეთავი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ ეხება: „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ წილების 49%-ს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა რუსული ენერგოკომპანია „როსნეფტი“, რომელიც პარალელურად საქმიანობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. 2022 წლის მაისში „პეტროკასმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა „როსნეფტის“ წილები და, შესაბამისად, რუსული ენერგოკომპანია მეწილეებში არ ირიცხებოდა. 2022 წლის ზაფხულში უკრაინულ პლატფორმაზე „ომი და სანქციები“ გაჩნდა ჩანაწერი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ დედა კომპანიის, კვიპროსში რეგისტრირებული PETROCAS ENERGY INTERNATIONAL LIMITED-ისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შესახებ, რომ „მას მჭიდრო კავშირი აქვს რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ის 2018 წლის 26 დეკემბერს იყო კრემლში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელზეც განიხილეს საკითხები სახელმწიფოს ეკონომიკასთან დაკავშირებით. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.” აღნიშნული პლატფორმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ შექმნეს. „პროექტის აღწერის მიხედვით, „ომი და სანქციები“ არის მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულნი არიან რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები და ბიზნესმენები, ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინასთან რუსეთის ომს. ბაზაში შეყვანილთა ნაწილი სანქცირებულია, ნაწილის სანქცირებაზე კი მუშაობა გრძელდება. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ბაზის შექმნის მიზანი ასეთი კომპანიებისა და ბიზნესმენების შესახებ ცნობების შეგროვება და მისი სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაა. „პეტროკასი“ და ბიზნესმენი იაკობაშვილი ბოლო მონაცემებით არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული და ამის შესახებ ამ ეტაპზე არავის უსაუბრია, გარდა უკრაინის ხელისუფლებისა“, - აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში - „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“. კვლევის ფარგლებში IDFI-მ შეისწავლა საქართველოში არსებული 11 წამყვანი სექტორი. 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მსხვილი რუსული კომპანიები და კაპიტალი საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. საერთაშორისო საქნციებმა პირველ რიგში მსხვილ კომპანიებზე იმოქმედეს და კიდევ უფრო შეამცირეს მათი წარმომადგენლობა, რაც, მაგალითად, საბანკო (“ვითიბი”) და საკომუნიკაციო (“ბილაინი”) სექტორების შემთხვევებში გამოვლინდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადი შემოვიდა. „აღნიშნული პირდაპირ აისახა გადმორიცხვებზე, ქართულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე, უძრავ სექტორში ფასების ზრდაზე, ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე და სხვა სფეროებზე. ამ გზით შემოსული კაპიტალი ზრდის რუსული გავლენის საფრთხეებს და საჭიროებს დაკვირვებას და შემდგომ შესწავლას. მთლიანობაში, რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე რთული და მრავალმხრივია: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიგრაციას მოკლე ვადაში მყისიერი ეფექტი გააჩნდეს (მაგალითად - ლარის გამყარება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში), ეს იძლევა შეშფოთების საბაბს და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, გამოიწვიოს ნეგატიური ზემოქმედება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი აღარ უჭირავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება კვლავ საგულისხმოა (განსაკუთრებით აღნიშნული ეხება თბილისის ელექტროენერგიით მომარაგებას)“, - წერს IDFI. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი
ზელენსკიმ რომის პაპის წარმომადგენელი მიიღო და მოუწოდა ვატიკანს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს კიევში რომის პაპის სპეციალურ წარმომადგენელს, კარდინალ მატეო ზუპის შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა წმიდა საყდარს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას და აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას, მათგან ბოლო იყო ხერსონის ოლქში კახოვკის კაშხლის განადგურება. „ეს დანაშაული უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს და სავალალო შედეგები მოჰყვება ადამიანების სიცოცხლისა და გარემოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ განუცხადა კარდინალ ზუპის, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის მიერ წარმოებული ომის გაყინვა არ გამოიწვევს მდგრად მშვიდობას და გაიმეორა, რომ კიევი თავის სამშვიდობო ფორმულას განიხილავს ერთადერთ ეფექტიან გეგმად. ზელენსკის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას, დიპლომატიურ იზოლაციას და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსკოვზე და მოიტანოს სამართლიანი მშვიდობა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდარს შეუძლია, კიევს დაეხმაროს უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაში, რუსეთში დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენაში. რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება წმიდა საყდრის პრესსამსახურმა 20 მაისს განაცხადა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობა დაავალა. ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები და ფართო ქსელი, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გაუხსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტის გზას. 13 მაისს ზელენსკი 2020 წლის შემდეგ პირველად შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში და სთხოვა რომის პაპს, დაეგმო რუსეთის სამხედრო დანაშაულებები. რომის პაპმა ფრანცისკემ მანამდე თქვა, რომ ვატიკანი მზად არის შუამავლობისთვის. რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე განაცხადა, რომ ის მუშაობდა „საიდუმლო მისიაზე“, რათა შეაჩეროს ომი და დააბრუნოს ბავშვები, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა უკრაინიდან.
გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება - მთავრობა
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება. მისივე თანახმად, ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა. მან მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ზელენსკი: ბახმუტში იგზავნება საუკეთესო და უახლესი იარაღი
ბახმუტში იგზავნება საუკეთესო და უახლესი იარაღი, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლელი პარტნიორებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ქალაქის წინასწარ გამაგრება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ბახმუტი არ იყო მომზადებული ფართომასშტაბიანი ომისთვის, ეს პატარა ქალაქია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამხელა ძალები შეიკრიბნენ. „არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ მიმართულებით ადამიანები იღებდნენ საუკეთესო და უახლეს იარაღს, საუკეთესო სისტემებს, საუკეთესო არტილერიას. ვფიქრობ, არის ყველაზე ძლიერი თავდაცვა, რაც შეიძლება დაიგეგმოს, ეს მიმართულება არის დიდი, დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურე, ეს ყველაფერი რომ არ იყოს, თავდაცვა შეუძლებელი იქნებოდა“. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაღუპული დამპყრობლების რაოდენობა, ძირითადად „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების, ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია ბახმუტის დაცვა. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 5 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ბახმუტისკენ მიიწევენ წინ. რუსეთი რვა თვეზე მეტია, წარუმატებლად ცდილობს ბახმუტზე კონტროლის აღებას.
ავსტრალიამ უკრაინას შესაძლოა, 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებელი F/A-18 Hornet-ი გაუგზავნოს - მედია
ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან განიხილავს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ის კიევისთვის გადაცემას. ისინი ავსტრალიის არმიამ ჩამოწერა მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩანაცვლების გამო და ამჟამად თვითმფრინავები შენახულია. უკრაინული მედიის ცობით, ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებენ, წერს Financial Review, მაგრამ ავიატექნიკის შესაძლო გადაცემა შეიძლება, უკრაინასთან ყველაზე მასშტაბური გარიგება აღმოჩდნეს. Financial Review-ს თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, თვითმფრინავები შესაძლოა, ოთხ თვეში მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში. მხარეებს პუბლიკაციის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. Hornet-ი მეოთხე თაობის გამანადგურებელია, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ფინეთში, მალაიზიასა და ქუვეითში. ისინი გამოიყენეს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მათ შორის - ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, რომ მის არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე უკრაინის არმია F-16-ებს მიიღებს. პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. „მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა.
უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
6 ივნისს, უკრაინაში, ნოვა კახოვკაში კაშხალზე მომხდარმა აფეთქებამ, საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მომხდარი ადასტურებს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ახალ განზომილებას და რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევის საწყის ფაზაშია და ამის პარალელურად ხდება „დატბორვით დაშინება“, რომლის შესახებაც, კიევი დიდი ხნის წინ გამოდიოდა გაფრთხილებით და დიდი ალბათობით, უკრაინას სამოქმედო გეგმაც ექნებოდა. ამასთან, დაიწყო თუ არა ომის ახალი ფაზა, ამ საკითხების გარკვევას Europetime უცხოელ მკვლევრებთან შეეცადა. ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ნაუსედა: ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რუსეთისგან სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ
ლიეტუვა იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში, თავს დააღწევს პოსტსაბჭოთა ელექტროსისტემას (BRELL). ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის დასაწყისში ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად გავთიშავთ რუსულ ქსელს", - განაცხადა ლიეტუვის ლიდერმა. ბალტიისპირეთის ქვეყნები ახორციელებენ პროექტს პოლონეთის გავლით ევროპასთან ელექტროგადამცემი ქსელების სინქრონიზაციისთვის, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2025 წელს. ვილნიუსს მიაჩნია, რომ რეგიონში დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე არსებული რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია პროცესის დაჩქარება და სინქრონიზაციის დასრულება 2024 წელს. ევროპასთან დაკავშირების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთდროულად გაითიშებიან BRELL-დან. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის ელექტრო ქსელი დამოუკიდებლად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა
ვოლოდიმირ ზელენსკი: F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. „მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას თვითმფრინავების რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალების გამხელა არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პარტნიორისგან გაიგო, რომ რაოდენობა სერიოზული იქნება. „უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა. ვინაიდან ხანდახან, როგორც იცით, რაღაცაზე ერთზე, ორზე უნდა შეთანხმდეთ, და აქ კი სერიოზული, ძლიერი შეთავაზება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია ქაღალდზე იყოს, შეთანხმება რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ და მაშინ მთელი ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყება და ეს სწრაფი არაა”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბლინკენი ჩინეთში უახლოეს კვირებში ჩავა - Reuters
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ბლინკენი ჩინეთში თებერვალში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო გადადო. ბლინკენის ვიზიტზე რაიმე გეგმის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს. „ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაიგეგმება მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
ფინეთი 9 რუს დიპლომატს აძევებს
ფინეთი გააძევებს ცხრა დიპლომატს რუსეთის საელჩოდან, განაცხადა ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს. მათ სადაზვერვო ფუნქციების შესრულებაში ადანაშაულებენ. „მათი ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. რუსეთის ელჩს უკვე აცნობებს დიპლომატების გაძევების შესახებ.
გაეროს უშიშროების საბჭოში დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ბელორუსს უარი განუცხადეს - Reuters
Reuters-ის ცნობით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ხოლო ბელორუსს უარი განუცხადეს. გაეროს გენერალური ასამბლეის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ორი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოში იქნებიან ალჟირი, გვინეა, სიერა-ლეონე, სლოვენია და სამხრეთ კორეა. კენჭისყრის დროს ალჟირის, გვინეას, სიერა-ლეონეს და სამხრეთ კორეას უშიშროების საბჭოს წევრობა არავის გაუპროტესტებია, სლოვენიამ კი, ბელორუსზე მეტი ხმა მიიღო.