ძებნის რეზულტატი:
მელიქიშვილის ქუჩაზე ავარიის შემდეგ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „საქართველოს" წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლს ავტომანქანა დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად მანქანა აალდა. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკვამლიანება შეიმჩნეოდა რამდენიმე ათეული მეტრიდან. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ცეცხლი ჩააქრო. ავტომანქანა თითქმის სრულად განადგურებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ის კონტაქტური იყო.
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი
„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა თბილისში ვიზიტისას. ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს რეფორმები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას ბევრ სფეროში აქვს პარტნიორული ურთიერთობა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა. ბერბელ ბასი ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
ცოლის მკვლელობის ბრალდებით, 80 წლამდე კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1942 წელს დაბადებული ა.ღ. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკებისას ცოლს - 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. განცხადების თანახმად, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბერბელ ბასი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. ვიზიტის მიზნებზე მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. ამავე ბრიფინგზე ბერბელ ბასმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა რეფორმების გატარების მნიშვნელობას. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ბერბელ ბასმა. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის გააქტიუტება დააანონსა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას,“ – განაცხადა ბერბელ ბასმა.
ერდოღანს ევროკომისიიდან უპასუხეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი განცალკევებული პროცესია
ევროკომისიამ ერდოღანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება ერთმანეთთან გადაჯაჭვული არ არის და ეს პროცესი ერთმანეთისგან განცალკევებით, პარალელურად მიმდინარეობს. „ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მასაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. იგივე პოზიცაი გაიმეორა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ვერ განიხილება. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას 10 ივლისს უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
ჯო ბაიდენი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დახვდა. აშშ-ის პრეზიდენტს თან ახლავს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11 ივლისს გაიხსნება. ბაიდენი და სუნაკი NATO-ს სამიტის წინ აფიქსირებენ, რომ ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები პოლ გობლი: ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის
ნაუსედა: ბალტიის რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს
ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბალტიის რეგიონში კვლავ უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს. ნაუსედა მის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ „რეგიონში ბელორუსიდან წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისგან „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა. „ვაგნერელების“ პოტენციური განლაგების, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების და ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ახალი „აგრესიული რიტორიკის“ გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ჯარი ლიეტუვის საზღვრებთან რამდენიმე საათში აღმოჩნდება. აქ „ძალიან ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა,“ - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოწინავე თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა დაახლოებით, სამი კვირის წინ განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევდა. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
სტოლტენბერგის თქმით, ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თანახმაა მხარი დაუჭიროს შვედეთის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამმხრივი შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“, - წერს თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. NATO-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთი და თურქეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა, როგორც სამმხრივი მუდმივი ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მადრიდის სამიტზე შეიქმნა, ასევე, უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, მინისტრთა დონეზე შეიკრიბება.
NATO რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმაზე შეთანხმდა - Reuters
NATO რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმაზე შეთანხმდა. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, რომელშიც დაწვრილებით არის გაწერილი, რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა ისეთი გეოგრაფიული ადგილების ფორმულირების გამო, როგორიცაა, მაგალითად, კვიპროსი. „ათწლეულების განმავლობაში NATO თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში და პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის რუსეთი“, - წერს Reuters-ი. გაეცანით ვრცლად: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. „უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას," - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები. 10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებდა. სხვა ფრენების გრაფაში კი, მითითებულია, რომ ფრენა გაუქმდა.
უკრაინაში ექვსი წლის ბავშვისთვის გულის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - მედია
პირველად უკრაინაში ექვსი წლის ბავშვს გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს ინსტიტუტი 10 ივლისს. „ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ბავშვი თავს კარგად გრძნობს", - წერს გულის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში. დონორი ოთხი წლის ბიჭი იყო, რომელსაც ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს. გულის ინსტიტუტის ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭის დედას ოპერაციის შემდეგ 6 წლის გოგოს გულისცემის მოსმენის უფლება მიეცა. ტრანსპლანტაცია ჩაატარა კარდიოქირურგმა, გულის ინსტიტუტის დირექტორმა, ბორის თოდუროვმა. მანვე ჩაატარა გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია უკრაინაში, 2001 წელს.
დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება
დღეს, 11 ივლისს NATO-ს სამიტი იხსნება. NATO-ს ცნობით, სამიტის ოფიციალური გახსნა მოსალოდნელია 11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ხოლო მისი დასრულება - 12 ივლისს - ნაშუადღევს. ვილნიუსის შეხვედრას წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. კიდევ ერთი ანონსი კიევს ეკუთვნის, თუმცა ეს ჯერ იენს სტოლტენბერგისგან არ დადასტურებულა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
ISW: უკრაინამ 5 კვირაში დაიბრუნა თითქმის იმდენი ტერიტორია, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ, როცა პირველი იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ². შესაბამისად, უკრაინელებმა ხუთ კვირაში გაათავისუფლეს თითქმის იმდენივე, რამდენიც რუსებმა დაიპყრეს ექვსი თვის განმავლობაში. უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე განაგრძობენ. მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ. ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე. ISW კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების მიერ საჯაროდ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის მიერ ბახმუტის შენარჩუნებას, თუმცა, ქალაქის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.
ზელენსკი: უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას - ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ. ზელენსკის შეფასებით, ვილნიუსის სამიტი შესაძლოა, გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანსს და გლობალურ უსაფრთხოებას. მან ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება „უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება, გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიცია ისმის, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთში მიაჩნიათ, რომ თურქეთი თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ თურქეთი, მთელი რიგი „პროვოკაციული გადაწყვეტილებების“ შემდეგ, თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება. „სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი თანდათან და სტაბილურად აგრძელებს ნეიტრალური ქვეყნიდან არამეგობარ ქვეყნად გადაქცევას“, - აღნიშნა ბონდარევმა. ბონდარევის თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა „აზოვის“ მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას. „თურქეთის ხელისუფლებამ კიევს გადასცა „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქეთში შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე (ეს იყო შეთანხმების ქვაკუთხედი) - თურქეთმა შეგნებულად უგულებელყო ეს, გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას NATO-ში და უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობას“, - განაცხადა ბონდარევმა.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი იენს ბრანდენბურგი საქართველოს ეწვია. ვიზიტი 11-14 ივლისს გაიმართება. გერმანიის საელჩოს ცნობით, მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ბატონ გიორგი ამილახვართან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქალბატონ მზია გიორგობიანთან, ასევე გერმანული ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა ბრანდენბურგი შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორსა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „საქართველო არის გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება კოალიციის ხელშეკრულებით არის შეთანხმებული. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რუსეთის თავდასხმის გეოპოლიტიკური გავლენა აქაც საკმაოდ ნათელია, ამიტომ ჩვენ ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება გვსურს. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მისი სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში. ვგეგმავთ შეთანხმებების გაფორმებას საქართველოსთან ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, მთავარ საკითხებად განვიხილავთ იმ გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლებიც ეხება ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და წყლისა და ენერგიის მდგრადი მომარაგების საკითხები. გარდა ამისა გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული საკვლევი პროგრამები ქართული დაწესებულებებისათვის“, - განაცხადა იენს ბრანდენბურგმა. ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი ასევე ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
რუსეთის ძალების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოგდებულია - უკრაინა
უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში 29 თავდასხმის დრონი, ხუთი სადაზვერვო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება. 11 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 28 ირანული უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს. უკრაინულმა ძალებმა 26 კამიკაძე-დრონი (UAV) და ერთი სადაზვერვო თვითმფრინავი (Zala) ჩამოაგდეს. ამასთან, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. 10 ივლისის დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი და მტრის ერთი ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ვერტმფრენი.
წყნეთში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში 15 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, ღამით თბილისში, წყნეთის დასახლებაში, მოზარდი დენის დარტყმით გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ილია დარჩიაშვილი, NATO-ს სამიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ვილნიუსის NATO-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას. „აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება