ძებნის რეზულტატი:

სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი NATO-ს სამიტზე დღეს ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში სამშაბათს, 11ივლისს ჩავა. „მოხარული ვარ, რომ მივესალმო მას, როგორც დღეს საღამოს, ისე ხვალ NATO-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე", - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს სამიტზე ჟურნალისტებს. სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე  

რატომ იქნება ისტორიული, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

სკანდინავიის ქვეყანა - ნორვეგია ისლანდიასთან და დანიასთან ერთად NATO-ს 12 დამფუძნებელ წევრს შორისაა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ალიანსში გაწევრიანებაზე ასევე განაცხადეს მეზობელმა სკანდინავიურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა. ფინეთი NATO- 31-ე წევრი მიმდინარე წლის აპრილში გახდა, რითაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ალიანსის საზღვრები რუსეთთან - მაგრამ შვედეთის გაწევრიანების მცდელობა თურქეთის „შეშფოთებების“ ფონზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. CNN წერს, რომ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შვედეთის წევრობის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ერთგვარი გარიგებაც კი წამოაყენა და განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთს NATO-ს გაწევრიანების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხსნიდა, თუ ბრიუსელი თავის მხრივ, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზას გაუხსნიდა. თუმცა, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების შემდეგ, ორშაბათს, თურქეთი საბოლოოდ დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტის ისტორიულ ხასიათს. „პირველად ისტორიაში, მთელი სკანდინავიური რეგიონი NATO-ს შიგნით იქნება“, - განაცხადა მან სამშაბათს ვილნისუში. „ამას აქვს ძალიან დადებითი გავლენა იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდაცვას და როგორ შევიტანთ პოზიტიურ წვლილს NATO-ში”, - განუცხადა იონას გარ სტიორემ ჟურნალისტებს სამიტზე ჩასვლისას. Reuters: ფინეთის გაწევრიანება NATO-ს მოკავშირეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის - მაგალითები ორდღიანი სამიტი დღეს, 11 ივნისს დაიწყო.

ზურაბიშვილი: NATO-ს სამიტს პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ, საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

საქართველოს პრეზიზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობას Twitter-ზე პოსტით გამოეხმაურა. „ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ NATO-ს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ. საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!“ - წერს პრეზიდენტი. მან გაიზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის „ტვიტი“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მიიღეს სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე.“ „სიცხადე, გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. - აღნშნავს სალომე ზურაბიშვილი. ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა. სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდასაჭერად  

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“. „ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი. ბერბელ ბასი საქართველოს 10 ივლისს ეწვია. ის დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მან გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვილნიუსის სამიტის კომუნიკე: საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით

NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. მოკავშირეები ასევე მიუთითებენ საკვანძო რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე.  „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.  

სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა

უკრაინისთვის NATO-ს წევრობისკენ მიმავალი გზა ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება NATO-ში მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღე პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მან კვლავ გაიმეორა, რომ NATO-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რათა უკრაინა დააახლოონ NATO-სთან. პირველი ელემენტია რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რათა მოხდეს უკრაინის გადასვლა საბჭოთა ეპოქიდან NATO-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე, რომ დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში, ამასთან დაფარონ კრიტიკული საჭიროებები, როგორიცაა საწვავი, განაღმვითი აღჭურვილობა და მედიკამენტები. ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე „მეორე ელემენტი გახლავთ NATO-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი. მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროების გაუქმებაზე. ეს შეცვლის NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზას და ის ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ გავუგზავნით უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზას წარმოადგენს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გარკვეულწილად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში წასვლამდე გაკეთებულ გაცხადებასაც, რომლითაც ის უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე არსებული ფორმულირების ირგვლივ და აბსურდს უწოდებდა იმას, რომ არ არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული დრო განსაზღვრული. „თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს - ეს დამოკიდებული არა თუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამავე პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა დღეს ასევე დაამტკიცეს თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა. „ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ეს არის შექმნილი ორი საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ვართ – რუსეთი და ტერორიზმი და არის ახალი გეგმები. NATO-ს მიზანია, ჰყავდეს მაღალი მზადყოფნის 300 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც მოიცავს არსებით საჰაერო და საზღვაო ძალებს. თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება მოითხოვს ძლიერი ინდუსტრიულ ბაზას. ლიდერებმა წარადგინეს თავდაცვის მრეწველობის ახალი გეგემა, ეს გააძლიერებს ერთობლივ შესყიდვებს, ბიძგს მისცემს ურთიერთავსებადობას და შექმნის წარმოების და ინვესტიციების შესაძლებლობებს. ამის გასაკეთებლად აუცილებელია მეტი ინვესტიციების დაბანდება თავდაცვაში. ჩვენი ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპასა და კანადაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზრდება 8,3 პროცენტით 2023 წელს. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

ზელენსკი ვილნიუსში: არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის, ვილნიუსში ჩავიდა, ამბობს, რომ ლიეტუვის ქუჩებში მოფრიალე უკრაინის დროშები უკვე მნიშვნელოვან ფაქტორებზე მიუთითებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვას გაბედული პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „აქ, ვილნიუსში, ჩვენ ვხედავთ ევროპის პროგრესს. აქ ხალხმა იცის რა არის უსაფრთხოება და როგორ მიაღწიოს მას. და მათ იციან, რომ უსაფრთხოება ნიშნავს უკრაინასთან ერთად ყოფნას. გმადლობთ ჩვენი თავდაცვის საქმეში დახმარებისთვის და თქვენი მკაფიო, გულწრფელი და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის NATO-ში მოწვევის თაობაზე. სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე, თქვენს თავისუფლებას! არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ვილნიუსში NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქ იმ NATO-ს რწმენით მივიდა, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება.  „დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი NATO-ს რწმენით მოვდიოდი. NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ. „ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა NATO-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.  

რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება

NATO-ს ქვეყნებმა 11 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე მირებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“ - ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება გააკრიტიკა. კიევი მკაფიო გზავნილს ითხოვდა, მის უკმაყოფილებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ფორმულირება იწვევდა. ზელენსკი აბსურდს უწოდებდა იმას, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების და არც მოწვევის კონკრეტული დრო განსაზღვრული არ არის. „ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, - აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი. კომუნიკეში NATO-მ ხაზი გაუსვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად წინსვლის აუცილებლობას, მაგრამ ვადები შედგენილი არ იქნება. მანამდე ზელენსკიმ მიუთითა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის NATO-ში მიწვევის ან გაწევრიანების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ახლა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება, სადაც სამიტი მიმდინარეობს. კიევი აღიარებს, რომ მას არ შეუძლია შეუერთდეს NATO-ს, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, ამ ნაწილში NATO-ს და კიევის პოზიციები თანხვედრაშია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ ალიანსს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე, ომის დასრულების შემდეგ.  სამშაბათს NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გახდება NATO-ს წევრი. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესამდე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  კითხვას, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ დასახელებულა. „NATO-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში  

F-16-ების კოალიცია 11 ქვეყნის მონაწილეობით ოფიციალურად დაფუძნდა

უკრაინა უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელა, 11 ქვეყანასთან ერთად, კოალიციას ქმნის.  „შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე გაწვრთნის, განაცხადა 11 ივლისს თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში რეზნიკოვმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც კოალიციის 11 წევრთან ერთად წვრთნების პირობებია გაწერილი. ეს ქვეყნებია: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიისა და ნიდერლანდების გამოჩენილი ლიდერობისთვის ამ პროცესში“, - განაცხადა რეზნიკოვმა უკრაინული მედიის ცნობით. რეზნიკოვის თქმით, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და დამხმარე პერსონალი, პროგრამა შესაძლოა, სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსაც მოიცავდეს. კოალიციის შექმნაზე მოკავშირეები მაისში შეთანხმდნენ.  უკრაინამ საბჭოთა ეპოქის MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიიღო, მაგრამ უფრო მოწინავე თვითმფრინავების შეძენას ითხოვს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რუსეთისგან ტერიტორიის გასათავისუფლებლად სულ მცირე 48 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში წვრთნას აგვისტოში, დანიაში დაიწყებენ. პარალელურად, სწავლება გაიმართება რუმინეთშიც, სადაც ამ მიზნით სპეციალური საწვრთნელი ცენტრი მოეწყობა.  

რეზნიკოვი: საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის დახმარებას $187 მილიონით გაზრდის

საფრანგეთი კიდევ 170 მილიონ ევროს (დაახლოებით 187 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.  თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე გაამარტივებს უკრაინაში იარაღის შესყიდვისა და მიწოდების პროცესს. გადაწყვეტილება ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე რეზნიკოვისა და სებასტიან ლეკორნუს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია.  მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ პარიზი უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. მოგვიანებით, ფრანგული მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ დახმარების ნაწილი უკრაინას უკვე მიეწოდა. NATO-ს მოკავშირეები ლიეტუვის დედაქალაქში ორდღიან სამიტზე შეხვდნენ.  

ზელენსკიმ ბახმუტიდან ვილნიუსში უკრაინის დროშა ჩაიტანა

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის, ვილნიუსში ჩავიდა, ამბობს, რომ ლიეტუვის ქუჩებში მოფრიალე უკრაინის დროშები უკვე მნიშვნელოვან ფაქტორებზე მიუთითებს. მან ბახმუტიდან ვილნიუსში ჩაიტანა უკრაინის დროშა, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში აღმართეს. ზელენსკის თქმით, ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლაა თავისუფლებისთვის ევროპაში. ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვას გაბედული პოზიციისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „აქ, ვილნიუსში, ჩვენ ვხედავთ ევროპის პროგრესს. აქ ხალხმა იცის რა არის უსაფრთხოება და როგორ მიაღწიოს მას. და მათ იციან, რომ უსაფრთხოება ნიშნავს უკრაინასთან ერთად ყოფნას. გმადლობთ ჩვენი თავდაცვის საქმეში დახმარებისთვის და თქვენი მკაფიო, გულწრფელი და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის NATO-ში მოწვევის თაობაზე. სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე, თქვენს თავისუფლებას! არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ვილნიუსში NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქ იმ NATO-ს რწმენით მივიდა, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება.  „დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი NATO-ს რწმენით მოვდიოდი. NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ. „ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა NATO-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.  

რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში

NATO-ს სამიტის კომუნიკე ბუქარესტის და მის შემდგომი დოკუმენტების მსგავსად იმეორებს, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, თუმცა ერთი განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში ნათქვამია, რომ კიევს ამ გზის გასავლელად წევრობის სამოქმედო გაგმა (MAP) აღარ დასჭირდება და როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, ორსაფეხურიანი გზის ნაცვლად, კიევი ერთ საფეხურს გაივლის. საჭირო დემოკრატიული რეფორმები ორივე ქვეყნის შემთხვევაშია ნახსენები. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი NATO-შია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას,“ - აღნიშნულია კომუნიკეში. მისივე თანახმად, უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება „მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით, ისევე, როგორც დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები,” - წერია კომუნიკეში. ფორმულირება საქართველოს შემთვევაში „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი. ალიანსის გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11 ივლისს გაიმეორა, რომ „დღეს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად NATO-ში შესვლის დრო“, რასაც გარკვეულწილად, დღის განმავლობაში ზელენსკის მიერ ნათქვამი პასუხობს, რომლის თანახმად: „ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება.“  

ზელენსკი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს გამოქვეყნების შემდეგ: ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში, ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია

უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ეს მისი პირველი პოსტია მას შემდეგ, რაც ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. „ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში. ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი - ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ნიდერლანდელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვალისთვის ასევე დაგეგმილია უკრაინა-NATO-ს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა. ვილნიუსის ორდღიანი სამიტი ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.  

ქართული მხარე, „NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმა“

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მისივე თანახმად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით. „ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს NATO-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას. ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.“ ქართული მხარე „მიესალმება, NATO-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.“ „შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველო მიესალმება NATO-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში. „საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებით და როგორც ასპირანტი ქვეყანა უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში.

რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით

NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.  

დიიდ ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ CNN წერს. ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც NATO-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას. პროგრამებს NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დააფინანსებს. „NATO-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.  

ნინო ხარატიშვილის რომან „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის თანახმად, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომან "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდუსერები იმუშავებენ. ერთ-ერთი საპროდუსერო კომპანია, რომელიც "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალის გადაღებაში იქნება ჩართული, ასევე მუშაობდა გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაღებულ ოსკაროსან ფილმზე - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" ერთი ოჯახის საგაა. რომანისთვის, რომელიც 2014 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე, ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს წიგნი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. ცნობისთვის, The Hollywood Reporter წერს, რომ ინგლისურენოვანმა პროექტმა გრანტი გერმანიის რეგიონალური სუბსიდირების ორგანოსგან Medienboard Berlin-Brandenburg-გან მიიღო.  

კულება: უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება „მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - აღნიშნა დმიტრო კულებამ. ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. „უკრაინის მომავალი NATO-შია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”, - წერია კომუნიკეში.  

ფინეთმა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულო დახუროს

ფინეთის პრეზიდენტი მოსკოვის მიერ ფინეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, დემილიტარიზებულ ალანდის არქიპელაგზე რუსეთის საკონსულოს დახურვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Bloombberg-ი წერს. როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ალანდის საკონსულოს დახურვა, საული ნიინისტომ დიპლომატიური მისია აღწერა, როგორც - „ერთი კონსული და მისი მეუღლე.“ „ვნახავთ“, - განუცხადა ნიინისტომ Bloomberg TV-ს. „ტურკუში მათ უფრო დიდი საკონსულო აქვთ და ეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი იქნება.“ „მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ტურკუს საკითხი აშკარად განიხილება,“ - განმარტა ფინეთის პრეზიდენტმა. მან NATO-ში შვედეთის გაწევრიანების სარგებელზეც ისაუბრა. „ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ბალტიის ზღვა მშვიდობიანი იქნება.“ ეს არის მშვიდობის გარანტია ბალტიის ზღვის ქვეყნებისთვის. ეს არის იდეა“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ექსპერტების შეფასებით, ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის უდიდესი ნაწილი ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოსკოვის განცხადებით, „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო. მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს. პრეზიდენტი საული ნიინისტო მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ დიპლომატების გაძევება და სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს შესახებ შეთანხმების გაუქმება არის "მკაცრი და ასიმეტრიული პასუხი" ფინეთის გადაწყვეტილებაზე.ნიინისტო ამბობდა, რომ ფინეთი „ამზადებდა მსგავს ღონისძიებას“ და ფინეთის ქალაქ ტურკუში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვაზე მიანიშნა. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება.  ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.  

დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტს სავარაუდოდ, დატოვებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილავენ. კომიტეტი სხდომას 14 ივლისს გამართავს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საკითხის დაყენების მიზეზია „დეპუტატის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.“ შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.