ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ISW: უკრაინის იერიშებმა რუსეთის ლოგისტიკას ძირი გამოუთხარა
უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეებზე დარტყმისას, რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ძირი გამოუთხარა. ამის შეახებ უკრაინული მედიის ცნობით, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ორგანიზაციის ანალიტიკოსები წერენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ ცოტა სამ მონაკვეთზე. ასევე ISW-ის დაკვირვებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კუპიანსკ-სვატოვო-კრემენნაიას ხაზისა და ბახმუტის რაიონში, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. რაც შეეხება დონეცკის დასავლეთ ნაწილსა და ზაპოროჟიას რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს შორის საზღვრის გასწვრივ და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ოპერაციას, აქ უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ვერ წაიწიეს წინ. რუსეთის ჯარებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კუპიანსკის, ბახმუტის მიდამოებში და ავდეევკა-დონეცკის ხაზზე. დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით რუსების წინსვლის მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, ISW ციტირებს უკრაინის გენერალური შტაბის სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო და უპილოტო სისტემების მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ სერჰი ბარანოვის სიტყვებს, რომ რუსული დანაკარგების 90%-მდე მოდის უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმებზე. მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს შორი მანძილის "ცეცხლოვანი მუშტის" შექმნა, რის გამოც რუსეთის ჯარებს აღარ შეუძლიათ ეფექტიანი კონტრ-ბატარეული ცეცხლის წარმოება.
24 ივლისს დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსს პროგნოზირებენ
WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს
ომის ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სახმელეთო ნაღმებმა - აუფეთქებელ ბომბებთან, საარტილერიო ჭურვებთან და სხვა მომაკვდინებელ ნივთიერებასთან ერთად, უკრაინის ტერიტორია დააბინძურეს. Washington Post-ის თანახმად, ასეთი დანაღმული ტერიტორია დაახლოებით ფლორიდის ან ურუგვაის ზომისაა. „უკრაინა გახდა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანა,“ - წერს ამერიკული გამოცემა. ექსპერტების თქმით, ხსენებული პრობლემის აღმოფხვრას შეიძლება, ათწლეულები და მილიარდობით დოლარი დასჭირდეს. „უკრაინაში საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა უპრეცედენტოა ბოლო 30 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა გრეგ კროუტერმა, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Mines Advisory Group-ის პროგრამების დირექტორმა, რომელიც ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების საერთაშორისო მასშტაბით გაწმენდის საკითხებზე მუშაობს. „უკრაინის დაახლოებით 30 პროცენტი, 67,000 კვადრატულ მილზე მეტი საჭიროებს შრომატევად, ძვირ და საშიშ გაწმენდით ოპერაციებს,“ - ნათქვამია სლოვაკეთში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის ბოლო მოხსენებაში მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ბრძოლა ზუსტი კვლევების ჩატარებას შეუძლებელს ხდის. GLOBSEC-ის შეფასებით, ერთ გამნაღმველს დღეში მხოლოდ 49-დან 82 კვადრატულ ფუტამდე მონაკვეთის გაწმენდა შეუძლია, რაც დამოკიდებულია ასაფეთქებელი ნივთიერებების რელიეფსა და კონცენტრაციაზე. მაგალითად, კამბოჯა ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში ექვემდებარებოდა გაწმენდის ოპერაციებს. კროუტერის შეფასებით, იქ სულ მცირე ხუთი წლის სამუშაო რჩება. კამბოჯაში ნაღმების გამო, ათობით ათასი ადამიანი დასახიჩრდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე, ომის ნარჩენებმა 298 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია, 22 ბავშვი და 632 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს.
უკრაინამ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა
უკრაინამ საკუთარი საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა და ახლა მისი გამოცდის ეტაპზეა. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ უმაღლესი რადას წევრმა იეჰორ ჩერნიევმა განაცხადა. მისივე თქმით, საზენიტო სისტემების ტესტირება ახლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ჩერნიევი არის უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარე. ჩერნიევმა უარი თქვა უკრაინული იარაღის სახელის დაკონკრეტებაზე იმ მოტივით, რომ ტესტირება მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნა რომ რაკეტები „მზადაა." ცნობისთვის, უკრაინამ ამერიკული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები 2023 წლის აპრილში მიიღო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. 17 ივლისის შემდეგ, საპორტო ქალაქებზე შეტევები გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა დანიშნა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინული მხარის თხოვნას დათანხმდა და ახლად შექმნილი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა მოიწვია. ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა განიხილონ ბოლო მოვლენები და უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. „ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. „ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
Bild: აშშ-ში გამოსცადეს დრონი, რომელსაც სტრატოსფეროში ერთ წლამდე დარჩენა შეუძლია
Bild-ის ცნობით, სადაზვერვო დრონი, რომელსაც სტრატოსფეროში დარჩენა ერთ წლამდე შეუძლია, გამოსცადეს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში წარმატებით გამოსცადეს. დრონი - Phasa 35 ბრიტანული თავდაცვის კომპანია - BAE Systems-მა შექმნა. უპილოტო საფრენმა აპარატმა 20 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა ერთ დღეს გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული დრონისთვის სტრატოსფეროში დარჩენის მაქსიმალური დრო ეს არ არის. შემქმნელების თქმით, მზის ბატარეების წყალობით ის შეძლებს ჰაერში დაშვების გარეშე დარჩენას მთელი წლის განმავლობაში.20 კილომეტრის სიმაღლეზე დრონი უხილავია რადარებისთვის, რაც მას პრაქტიკულად მიუღწეველს ხდის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ჩინეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰეილონძიანის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოსთვის განკუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ქიმიურ ნივთიერებებს ასხურებდა. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ისრაელის პრემიერი კლინიკაში გადაიყვანეს
შაბათს ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კლინიაში გადაიყვანეს. BBC-ის ცნობით, მას კარდიოსტიმულატორის იმპლამანტციისთვის მიზნით, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრის Sheba-ს ექიმების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნეთანიაჰუს ჰოსპიტალიზაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში სასამართლო სისტემის სადავო რეფორმას უნდა უყარონ კენჭი. რეფორმის წინააღმდეგ პროტესტებმა მთელი ისრაელი მოივცა. ოპერაციის წინ ვიდეომიმართვისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს „შესანიშნავად“ გრძნობდა, მაგრამ თავისი ექიმების რჩევებს ისმენდა. გასულ კვირას ის სავარაუდოდ, დეჰიტრაციის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს კვირას გაწერენ, თუმცა კვიპროსსა და თურქეთში დაგეგმილი ვიზიტების დრო შეიცვალა.
ლუკაშენკო პოლონეთს „ვაგნერელებით“ ემუქრება: მათ დასავლეთში, „ექსკურსიაზე წასვლა“ სურთ
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს „დასავლეთში, ექსკურსიაზე წასვლა სურთ." ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს. „შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა. როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელორუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო,“ – განაცხადა ლუკაშენკომ. რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ „მორიგ სამხედრო დანაშაულს“ „უმკაცრესად გმობს“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. „უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.
ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. „თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა NATO-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია. მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ,“– განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, განიხილოს და გააანალიზოს ეს საკითხი. „ბუნებრივია, მე ვისურვებდი, რომ ამ თვალსაზრისით თქვენ მხარი დაგვიჭიროთ. თუ ასეთი მხარდაჭერა იქნება და დასავლეთ უკრაინა ამ დახმარებას ითხოვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას აღმოვუჩენთ დახმარებას და მხარდაჭერას,“ - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.
პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი ამოქმედდა
პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, პირველი ორი „ლეოპარდი“ შეკეთებისთვის უკრაინიდან უკვე ჩავიდა. სარემონტო ცენტრის გახსნა მაისში იგეგმებოდა. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, შეფერხება ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით უთანხმოებამ გამოიწვია. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით კი, სადავო საკითხი მხოლოდ ფასს არ ეხებოდა. გერმანელი ტანკების შემქმნელები, სავარაუდოდ, ამტკიცებდნენ, რომ სატანკო ქარხნის გარშემო დავები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჯერ არ არის ნათელი, არის თუ არა გლივიცეს ცენტრი იგივე პოლონურ-გერმანული ერთობლივი საწარმო, რომელზეც ადრე იყო საუბარი. Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინა ფრონტზე ივნისიდან იყენებს.
ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება
ხორვატიაში, ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. აქამდე საქართველოს საელჩო რეზიდენციით ბუდაპეშტში ფუნქციონირებდა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთოერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს,” - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ზაზა გოგსაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
იტალია უკრაინას, ოდესაში ფერიცვალების ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება
იტალია უკრაინას ოდესის ისტორიული ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. უკრაინაში იტალიის საელჩოს განცხადებით, იტალიის ხელისუფლება მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფერიცვალების ტაძრისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში. „ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის, შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას," - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს." ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.
ზელენსკი რუსული ტერორის დამარცხების ერთადერთ გზად, „სრულფასოვან საჰაერო ფარს“ მიიჩნევს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ტერორის დამარცხების ერთადერთ გზად, „სრულფასოვან საჰაერო ფარს“ მიიჩნევს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი - ეს ერთადერთი გზაა რუსული სარაკეტო ტერორის დასამარცხებლად. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, ჩამოვაგდოთ ის რუსული რაკეტებიც კი, რომლითაც ტერორისტები იკვეხნიდნენ. პარტნიორებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარების წყალობით, ჩვენმა ცის დამცველებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მაგრამ მთელი ჩვენი ტერიტორიისთვის, ყველა ჩვენი ქალაქისთვის და თემისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო. მსოფლიო არ უნდა შეეგუოს რუსულ ტერორს - ტერორი უნდა დავამარცხოთ. და ეს შესაძლებელია!" წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% დაიბრუნა - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა თავდაპირველი შეჭრისას დაიპყრო, კიევს „ძალიან მძიმე ბრძოლა“ უწევს მეტის დასაბრუნებლად. „ჯერ კიდევ ადრეული ეტაპია კონტრშეტევის. ეს არ დასრულდება მომდევნო კვირაში ან ორ კვირაში,“ - განაცხადა ბლინკენმა და განმარტა, რომ ამ თვალსაზრისით ალბათ, კიდევ მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
რომის პაპმა რუსეთის პატრიარქს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა - რუსული მედია
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქს, კირილს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მონღოლეთში გეგმავს ვიზიტს და საწვავის შესავსებად თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაჯდება. „აეროპორტი ითვლება სატრანზიტო ზონად, ნეიტრალურად, ეს არ გამოიწვევს წინააღმდეგობას მათთან, ვინც ეწინააღმდეგება პონტიფიკოსის რუსეთში ვიზიტს. თუ ამაზე იქნება პატრიარქის პასუხი, მაშინ ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, 31 აგვისტოს შედგეს პაპის მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე ან 4 სექტემბერს, უკან დაბრუნების დროს,“ – განაცხადა სტაროვერების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე, ლეონიდ სევასტიანოვმა. კომენტარები არ გაკეთებულა არც რუსეთის ეკლესიის და არც ვატიკანის წარმომადგენლების მხრიდან. რომის პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს, კუბაზე, ჰავანის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო რომის კათოლიკური და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურთა პირველი შეხვედრა 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ, როდესაც ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურად გაიყო. 2022 წლის ივნისში პაპმა ფრანცისკე და პატრიარქმა კირილმა შეხვედრა იერუსალიმში დაგეგმეს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აუდიენცია გადაიდო. რომს პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და ომის შეწყვეტისკენ მოწოდებითაც არაერთხელ გამოვიდა. რუსეთის პატრიარქმა კი, მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას. ამის გამო, ის დასავლეთის სანქციების ქვეშაა.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ ოდესაში 25 ისტორიული შენობა დააზიანა - უკრაინა
ოდესის ისტორიულ ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქში 25 ისტორიული შენობა დაზიანდა. ამის შესახებ 23 პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ოლექსი კულება აცხადებს. საუბარია იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში, არქიტექტურის 25 ძეგლის დაზიანებაზე. თავის მხრივ, ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულ ნაგებობებს შორის არის მე-19-მე-20 საუკუნის შენობები. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა
კუნძულ როდოსზე, საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა
კუნძულ როდოსზე, ხანძარმა ათასობით ტურისტს სასტუმროები დატოვება აიძულა საბერძნეთის კუნძულ როდოსზე გაჩენილმა დიდმა ხანძარმა ათასობით ტურისტი აიძულა, რომ სასტუმროები დაეტოვებინა, რაც ბერძენი ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაციის შედეგია. CNN-ის თანახმად, საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათის შემდეგ როდოსზე, დაახლოებით 19,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 16,000 ადამიანი, მათ შორის ტურისტები და მცხოვრებლები სახმელეთო, ხოლო 3,000 - საზღვაო გზით გადაიყვანეს. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სამი აქტიური კერაა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. მეხანძრეების ინფორმაციით, რვა ადამიანი სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტყის ხანძრების ლიკვიდაციას 266 მეხანძრე, 49 სახანძრო მანქანა, ხუთი ვერტმფრენი და 10 თვითმფრინავი ცდილობს. ევროპაში მათ შორის საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი ფიქსირდება.