ძებნის რეზულტატი:
სერბეთი ყირიმის პლატფორმას შეუერთდა
სერბეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, წელს ყირიმის პლატფორმის სამიტს სერბეთი შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას განაცხადა. „მე მაქვს პატივი, მივესალმო ახალ მონაწილეებს ამ მესამე სამიტზე: ბაჰრეინი, სერბეთი, აღმოსალეთ ტიმორი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუნაის კომისია, იუნესკო და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. ჩვენი საერთო მიზანი უცვლელი რჩება - შევქმნათ პირობები ყირიმის განთავისუფლებისთვის,“ - განაცხადა კულებამ სამიტის გახსნაზე. მანამდე კულებამ აღნიშნა, რომ შარშან ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს კიევში ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტი იმართება. უკრაინაში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუზა, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პეტერი ორპო. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართავს. ცნობისთვის, ზურაბიშვილი ხსენებულ სამიტში გასულ წელსაც მონაწილეობდა იგივე ფორმატში. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულები გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამის ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-მა 22 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ნაუსედა: NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებები უკრაინას სექტემბერში გადაეცემა
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებები უკრაინაში სექტემბერში ჩავა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ნაუსედამ, რომელიც კიევში დღეს, 23 აგვისტოს ჩავიდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭერს მხარს. „დღეს კიევში ვუთხარი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვემადე გააგრძელებს. ლიეტუვა NASAMS-ის გამშვებებს უკრაინას მომავალ თვეში გადასცემს,“ - წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. „ყოველთვის მოხარული ვარ, რომ მივესალმები გიტანას ნაუსედას კიევში. მადლობა გადავუხადე გიტანასს ლიეტუვის მხრიდან უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულა, მარცვლეულის ექსპორტი, აღდგენა და სხვა საკითხები. ჩვენ გვაქვს სრული გაგება და მზადყოფნა, ვიმუშაოთ ერთად“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 5 აგვისტოს გამოაცხდა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებებს, საზენიტო თვითმფრინავების სისტემებსა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკრაინას Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენები, L-70 საზენიტო სისტემები, საბრძოლო მასალა, M113 ჯავშანტრანსპორტიორი და ნაღმტყორცნები გადასცა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს დღემდე აგრძელებს.
ზელენსკი: ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების მსგავსად, ყირიმიდან გასვლაზეც დახუჭოს თვალი. „უკრაინული ძალები წინ მიიწევენ. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, წინ მიიწევენ და ეს არის ყველაზე მთავარი. წინ მივდივართ. და როცა რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, უბრალოდ თვალს ხუჭავს ამაზე, მის სისუსტეზე. ასევე, რუსულ საზოგადოებასაც შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე უპასუხა ზოგიერთ „არგუმენტებს“ იმის შესახებ, რომ ყირიმი სავარაუდოდ, „წითელ ხაზს“ წარმოადგენს მოსკოვისთვის, რომლის გადაკვეთამაც, შეიძლება, კრემლის რადიკალური ქმედებები გამოიწვიოს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული გადამწყვეტ სტრატეგიულ როლს ასრულებს. „შავი ზღვა არის გლობალურად საკვების და, შესაბამისად, სოციალური სტაბილურობის გასაღები. ყირიმი შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაღებია. გასაღებს ტერორისტებს ხელში ვერ დავტოვებთ და არც დავტოვებთ. უკრაინას აქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ აღდგება ყირიმში ნორმალური, მშვიდობიანი, სამართლიანი, დემოკრატიული ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავანგრევთ უკრაინის ნახევარკუნძულზე რუსეთის ტირანიას," - განაცხადა ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.
ზურაბიშვილი: ჩემი რწმენაა, საქართველო კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგა. მან უკრაინის გამარჯვების რწმენა გამოთქვა, ქვეყანასა და მის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს რუსეთს - ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ომმა აჩვენა, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს რწმენა, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. „რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი. „ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა.დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება. ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს. ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული. ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება. ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“ განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ზურაბიშვილი ხსენებულ სამიტში გასულ წელსაც მონაწილეობდა იგივე ფორმატში. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.
ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე: უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგა. მან უკრაინის გამარჯვების რწმენა გამოთქვა, ქვეყანასა და მის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს რუსეთს - ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ომმა აჩვენა, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. პრეზიდენტის შეფასებით, ომმა ასევე აჩვენა, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს რწმენა, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. „რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა
ინდოეთმა თავისი კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარეზე დასვა, რითაც მსოფლიოში გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ასეთი წარმატება მიითვალა. CNN წერს, რომ ამ მისიით ინოდეთს შეუძლია, გლობალური სუპერსახელმწიფოს სტატუსი გაამყაროს. ამასთან, BBC-ის ცნობით, ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვა. ხომალდი მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება BRICS-ის სამიტზე, ხომალდის დასმას ვირტუალურად უყურებდა. „ამ სასიხარულო დღესასწაულზე...მინდა, მივმართო მსოფლიოს ყველა ადამიანს. ინდოეთის წარმატებული მისია მთვარეზე მხოლოდ ინდოეთის არ არის. ერთი დედამიწის, ერთი ოჯახის, ერთი მომავლის შესახებ ჩვენი მიდგომა მთელ მსოფლიოში ისმის.“ „ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა საყოველთაოდ მისასალმებელია. ჩვენი მისია სწორედ ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს წარმატება მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ის მომავალში სხვა ქვეყნების მთვარეზე მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა. ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ამ წარმატებულ მისიამდე სამი დღით ადრე, 20 აგვისტოს რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.
როგორ შეიტყუა უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე
გამოცემა Ukrainska Pravda უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტყუა. მედიის ცნობით, უკრაინული სამხედრო დაზვერვა ოპერაციას 6 თვეზე მეტი განმავლობაში ატარებდა. სპეცოპერაცია რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა. კერძოდ, ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. მას Su-27-ისა და Su-30-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ნაწილები გადაჰქონდა. პილოტთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი. სპეცოპერაციის ფარგლებში ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. გადაბირებული პილოტი უკრაინაში დარჩა, სადაც მისი ოჯახის წევრებიც გადაიყვანეს. ახლა პილოტი და მისი ოჯახი უკრაინაში იმყოფებიან. Ukrainska Pravda-ს წყაროები ამბობენ, რომ ვერტმფრენი ახლა კიევშია.
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოთხშაბათს ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. სანქციები 4 რუსი ფიზიკური პირისა და 29 სუბიექტის წინააღმდეგ ამოქმედდება. საუბარია სამხედრო, მრეწველობის, ფინანსთა და ბირთვულ სექტორებზე. ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან. კანადის მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი სანქციების ზუსტი ჩამონათვალი, ამიტომ, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვის ეხება ეს ზომები.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩევნები უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენას იქონიებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ფინანსური დახმარების ტემპზე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა არ შემცირდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ამერიკაში მართლაც რთული წელია მოსალოდნელი, რაც დაკავშირებულია ელექტორალური შეჯიბრების წელთან. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შემცირდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წევრს შორის მართლაც არის წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების შეტანისა და უკრაინის ფინანსური დახმარების ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ამ მოწოდებების მიუხედავად, უკრაინა ამ მხრივ ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. „ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს. მე პირადად ვისაუბრებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯეიკ სალივანის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე განმარტა, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსი დღეს უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სალივანთან. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საკითხს მშვიდობის ფორმულის, იარაღის მიწოდებისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ თვეში რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა წარმომადგენლობით პალატაში შეიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ყველა ფინანსური დახმარების შეჩერებას. თუმცა თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინისთვის მხარდაჭერისთვის საჭირო დამატებითი თანხების გამოყოფას.
საგარეო უწყება მედვედევის განცხადებაზე: ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. „2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს,“ - განაცხადა მედვედევმა. მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე: ვერ შევურიგდებით ოკუპაციას
BBC: პრიგოჟინი რუსეთში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი, ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანიც დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. განახლება: BBC-ის ცნობით, ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, როსავიაციის ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეს სამსახურიც ადასტურებს, რომ ყველა მათგანი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“
უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს
ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის წელიწადი და 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 32 წლის წინ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. მას სამი თვის შემდეგ რეფერენდუმი მოჰყვა. უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში მოსახლეობის აქტივობა 84%-ს შეადგენდა. დამოუკიდებლობას მხარი 98%-მა დაუჭირა. იმავე დღეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად უკრაინელმა ხალხმა ლეონიდ კრავჩუკი აირჩია. უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს წელსაც ომის პირობებში ხვდება. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. კიევში დღეს ოკუპანტების განადგურებული ტექნიკა გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. უკრიანის დედაქალაქში სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისთვის ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი. კიევში ყირიმის პლატორმას ესწრებოდა დღეს პორტუგალიის პრეზიდენტი. ქვეყანას ასევე ეწვია უნგრეთის პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის დღეს საღამოს შეხვდა. უკრაინაში ელოდებიან პარლამენტარებს 14 ქვეყნიდანაც. გუშინ, 23 აგვისტოს უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავდა. უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.წელს, უკრაინის შუაგულში (Pechersk hills) აღმართეს სპეციალური დროშა, რომელიც თავდაცვის მთელ ხაზს გადიოდა და რომელზეც უკრაინელი დამცველები ხელმოწერებს და სურვილებს ტოვებდნენ.„ამ დროშაზე გამოსახულია სპეციალური სიტყვები და ხელმოწერები, რომლებსაც განსაკუთრებული ადამიანები ტოვებენ. ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დამცველები, ჩვენი მეომრები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, უკრაინელებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკრაინისთვის. ეს დროშა იყო ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე. ჩერნიგოვიდან ოდესამდე, უკრაინის თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა საბრძოლო ბრიგადასა და ქვედანაყოფებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ბულგარეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 ევროს გამოუყოფს
ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 150 000 ევრო გამოუყოს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ბულგარეთის თანმიმდევრული პოზიციის დადასტურება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ტანჯვის შემსუბუქებას და უკრაინის მოსახლეობის დახმარებას. ბულგარეთის ჰუმანიტარული დახმარება სამ ნაწილად გადაეცემა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისს, გაეროს ბავშვთა ფონდს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. დაფინანსება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინას დაახლოებით, 100 ერთეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბულგარული მხარე ჯავშანტექნიკას პირდაპირ კიევს გადასცემს და არა შუამავლების მეშვეობით, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ბულგარეთის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას. ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდა. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico
რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები
რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი” საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას რვა ცხედარია ნაპოვნი. არ არის დადასტურებული, იყო თუ არა მათ შორის პრიგოჟინი. „რია ნოვოსტის” ცნობით, თვითმფრინავი კომპანია „მნტ-აეროს” ეკუთვნოდა, რომელიც ბიზნეს ფრენებზე სპეციალიზდება. გამოძიებას „როსავიაციის” მიერ შექმნილი სპეციალური კომისია აწარმოებს. რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამი პილოტი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური. მისივე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაციის“ ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კომიტეტის განცხადებით, საქმე ეფუძნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება. „დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებების კომპლექსი ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.“ რას წერენ სხვა წყაროები RBC: გამოძიება განიხილავს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა ვერსიას, მათ შორის „გარე გავლენის“ ჩათვლით. „განიხილება მომხდარის ყველა ვერსია, მათ შორის პილოტის შეცდომა, ტექნიკური პრობლემები და გარე გავლენა, - განუცხადა RBC-ს სამართალდამცავ უწყებაში წყარომ. ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს. პრიგოჟინი კი, მოკლულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო Meduza-სთან ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა „მას ნამდვილად არ გაკვირვებია.“ მისი თქმით, აჯანყების მცდელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა „გამოიტანა დასკვნები“ და პრიგოჟინის „სანდო და მართვად ადამიანად“ განხილვა შეწყვიტა. თავის მხრივ, მოსკოვის რეგიონის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, 23 აგვისტოს შუადღისას, პრიგოჟინი სავარაუდოდ, მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციისა და მოსკოვის მერიის წარმომადგენლებს "კვების საკითხებთან დაკავშირებით[საბიუჯეტო დაწესებულებებში] შეხვდა. კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან PMC Wagner-ის შემქმნელთან, მრავალი წლის განმავლობაში აწვდიდა საკვებს სხვადასხვა საბიუჯეტო ინსტიტუტს, სახელმწიფო კონტრაქტების საფუძველზე. კრემლთან დაახლოებული ორი წყარო ასევე გაკვირვებულია იმით, რომ პრიგოჟინმა, აჯანყების შემდეგაც კი განაგრძო ასეთი ბიზნესის წარმოება რუსეთში - და „დასკვნები ვერ გამოიტანა." თანამოსაუბრეებმა უარი თქვეს კომენტარზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება, დაინტერესებული იყოს პრიგოჟინის შესაძლო მკვლელობით. მანამდე (თუნდაც არეულობის მცდელობამდე), Meduza-ს წყაროები არ გამორიცხავდნენ, რომ PMC-ის დამფუძნებლის საქმიანობა „უშიშროების ძალებს შეეჩერებინათ.“ ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ თუნდაც პრიგოჟინის სიკვდილი დადასტურდეს, ეს სერიოზულად არ იმოქმედებს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. „ის იყო იმ მომენტის გმირი,“ - ამბობს ერთ-ერთი წყარო. მართლაც, ლევადა ცენტრის გამოკითხვების თანახმად, პრიგოჟინი უკვე ჩამორჩა ათეულობით პოლიტიკოსს, რომელთა მიმართაც რუსებმა ნდობა გამოაცხადეს. თუმცა, კრემლთან დაახლოებულმა თანამოსაუბრეებმა არ გამორიცხეს, რომ პრიგოჟინს შეეძლო, გადარჩენილიყო: მას ჰყავს ინფორმატორები სხვადასხვა სტრუქტურაში, ამიტომ უნდა დაველოდოთ“. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ გარდაცვალება დადასტურდება, მაშინ, სავარაუდოდ, ამაში უკრაინის სპეცსამსახურებს დაადანაშაულებენ. Meduza ასევე წერს, რომ ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის ცხედრები "წინასწარ იდენტიფიცირებულია." ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კომისიის წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყებიან, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ, ააფეთქეს. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი Meduza-სთან გააკეთა. ის ამბობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პრიგოჟინის გარდაცვალების სწრაფი დადასტურება უკიდურესად გასაკვირია. მისი შეფასებით, რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ბაიდენი: რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას
„არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი „პრიგოჟინის თვითმრინავის“ კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. „შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები დღესვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა.
„როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო
ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და ამავე სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფთა სიას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (“როსავიაცია”) ავრცელებს. „გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.“ რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები
პოდოლიაკი: პროგოჟინმა საკუთარი „სიკვდილის ორდერს“ ხელი თავად მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნას ეხმაურება. მისი შეფასებით, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს.“ „ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.” პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. „ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები