ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი: უკრაინელების გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის. „მინდა, მივულოცო ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღე. 24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მტკიცებულება და უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - 18 თვიანი ულმობელი აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ვიხსენებთ თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თქვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი საყვარელი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სწორედ თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის," - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება, ხელში ჩაიგდოს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, „დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.“ „ვფიქრობ, ისინი ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ ეს ბიჭები ძირითადად დამოუკიდებლად გააგრძელებ ოპერირებას. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ ისინი დაიწყებენ ვაგნერის გაკონტოლებას აფრიკაში, აზიაში და სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული. ვფიქრობ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფში მყოფმა პირებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ცხოვრებაზეც,“ - განუცხადა პენატამ CNN-ს. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ევგენი პრიგოჟონის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით თითქმის დარწმუნებით წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია ერთადერთი, ვისაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა შეეძლო. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფაასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, „პრიგოჟინის დასჯა“ გადაეწყვიტათ თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო. ასევე ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, საჯარო მცდელობაა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რომელიც „ვაგნერის" ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო, მან და თავდაცვის უწყებამ განიცადეს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ თანახმად, პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არამხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ სუსტი ლიდერი არ არის, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ბომბი თუ რაკეტა? Meduza-ს ანალიზი „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნაზე
ბომბი თუ რაკეტა? კრემლის გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება Meduza აანალიზებს ადრეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ „რამ ჩამოაგდო „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი.“ Meduza-ს თანახმად, ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „რაღაც აფეთქებამ ჩამოაგდო.“ თუმცა გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ეს ბომბი თვითმფრინავის შიგნით, თუ სარაკეტო თავდასხმა გარედან. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წყარომ სატელევიზიო ქსელ Tsargra-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი "ააფეთქეს", რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ჩამოაგდეს (თუმცა რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი კვლავ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას). ავარიის ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია ღრუბელი, რომელიც მიწა-ჰაერის რაკეტის „ნაკვალევს“ წააგავს. ამასთან, ავარიის ადგილიდან დაბალი ხარისხის სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ნამსხვრევი შეიცავს ხვრელებს, რომლებიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწა-ჰაერის კლასის რაკეტის ქობინის წინასწარ ჩამოყალიბებული ფრაგმენტებით. ეს ხვრელები არ ჩანს ნამსხვრევებზე, რომლებიც თვითმფრინავის მთავარი ფიუზელაჟიდან (თვითმფრინავის კორპუსი) უფრო მოშორებით დაეცა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქება თვითმფრინავის შიგნით მოხდა: Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა დაცემამდე 28000 ფუტის სიმაღლეს მიაღწია. ბევრ საჰაერო თავდაცვის სისტემას კი, ამ სიმაღლეზე თვითმფრინავებზე დარტყმის მიტანა არ შეუძლია. მაგალითად, გასროლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ვინმესთვის, ადგილზე (როგორიცაა უკრაინის სპეცრაზმი) გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. სინამდვილეში, ნებისმიერი სახის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევდა მიზანს ასე მაღლა. სულ მცირე, ამას საშუალო მანძილის სისტემა (როგორიცაა ბუკი) დასჭირდებოდა, რომელიც ასევე განლაგებული იყო სამიზნე თვითმფრინავის საჰაერო ბილიკის სიახლოვეს.ამ სისტემების უფრო დიდი დიაპაზონის მქონე მძლავრი რაკეტები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა თვითმფრინავს, ვიდრე ეს თვითმხილველების კადრებიდან ჩანს. მაგალითად, თუ 70 კილოგრამიანი ქობინი და მისი 7000 ქვეტყვია Embraer ERJ-135-ის ზომის თვითმფრინავს დაეჯახებოდა, ფიუზელაჟი სავარაუდოდ, მიწაზე „ერთ ადგილას“ არ დაეცემოდა,“ - წერს Meduza. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“ „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. 2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი. ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს." „გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!" - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter პოსტში.
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია მიიღო. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. „კონსტიტუციით დამკვიდრდა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ხოლო სახელმწიფოებრივ მიზნად განისაზღვრა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. 1995 წლის კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, 2017-2018 წლების კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ამკვიდრებს თანამედროვე ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას. 1995 წლის კონსტიტუცია ეყრდნობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის პირველი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში. „24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს - სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას. საქართველოს კონსტიტუცია - ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან - დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის. ეს დღე - ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის - ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად”, - აღნიშნავს თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24 გავრცელებულ განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით, ADY Container-მა ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ტვირთები ახალი მარშრუტით, თურქეთის პორტებიდან (დერინცა, მერსინი, ალსანჩაკი, მარპორტი, ევიაპი) საქართველოს პორტების ფოთისა და ბათუმის მიმართულებით გადაიზიდება. პორტებში, კონტეინერები პლატფორმებზე გადაიტვირთება და სარკინიგზო ტრანსპორტით ბაქოს პორტში მიიტანენ. შემდეგ ტვირთი გაიგზავნება აქტაუს (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტებში, იქიდან კი რკინიგზით, ცენტრალური აზიის მიმართულებით წავა. ეს ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას დანიშნულების სადგურებზე და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას,“ - ნათქვამია ADY Container-ის განცხადებაში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
20-დან 24 აგვისტომდე თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი. გერმანიის საელჩოს ცნობით, ბენიამინ ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან. ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა. ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმარებისადმი მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. „რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ბენიამინ ლიმბახმა.
„ვაგნერის“ „მარშიდან“ „თვითმფრინავის კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები
23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი - Embraer Legacy 600 ჩამოვარდა. „როსავიაციამ“ მალევე დაადასტურა, რომ თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები ბომბი თუ რაკეტა? Meduza-ს ანალიზი პრიგოჟინის Embraer ERJ-135-ის ჩამოვარდნაზე Embraer-ის ჩამოვარდნას მალევე მოჰყვა საერთშორისო რეაქციები. „არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმრინავის კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. „შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები გუშინვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. „ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით კი, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. „ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.” პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის. სხვა გამოხმაურებები ასეთია: ესტონეთის პრემიერი: თუ ეს ასეა, ეს აჩვენებს, რომ პუტინი ოპონენტებს ანადგურებს და ეს აშინებს ყველას, ვინც ფიქრობს, გამოხატოს განსხვავებული აზრი. ბრიტანელი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი: იმ სისწრაფემ, რომლითაც რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ ფრენის დროს ჩამოვარდა, უნდა გვითხრას ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მიანიშნებს რომ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის. პუტინი აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის და ამ ადამიანების სიას პრიგოჟინიც დაემატა. პუტინისთვის არის ერთი მიუტევებელი ცოდვა: პუტინისა და რუსეთის ღალატი. ის აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის, მათ შორის ბრიტანეთის სანაპიროებზე, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი. ახლა ამ სიას ევგენი პრიგოჟინი დაემატა. „მაგნიტსკის აქტის„ ავტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი: ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ. პაველ ლუზინი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი, აშშ: მიუხედავად ყოველგვარი ვარაუდისა, მოკლა თუ არა პრიგოჟინი პუტინმა მისი ბრძანებით, თუ მისი თვითმფრინავი განადგურდა, ეს მოვლენა აჩვენებს, რომ რუსული ელიტა არ არის ერთიანი; რომ წინააღმდეგობები კრემლში იზრდება; რომ რუსეთის ხელმძღვანელობის სხვადასხვა შტოს შორის კოორდინაცია მართლაც ცუდი კოორდინაციაა. ბოლოს და ბოლოს, თუ ვლადიმერ პუტინი ასეთი ძლიერია, რატომ არ დააკავა მან პრიგოჟინი? ცნობისთვის, პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. ინფორმაციისთვის, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ 2023 წლის 23-24 ივნისს ორგანიზებული „ამბოხების“ შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სუროვიკინმა მაშინ ვიდეომიმართვა ჩაწერა და „ვაგნერელებს" დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. მედიაში 22 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 23 აგვისტოს, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა. მომზადებულია Reuters-ისა და Meduza-ს მიხედვით.
ზელენსკიმ უკრანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული ხალხის დღესასწაულია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: "სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა შევმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?" დღეს მე მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის," - აღნიშნავს ზელენსკი.
შამბა მედვედევის განცხადებაზე: აფხაზეთში არ არსებობს „პოლიტიკური ძალა“, რომელიც რუსეთთან შეერთებას გვთავაზობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. „ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ლოგიკური მისწრაფებაა, გაერთიანდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან და ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ არ გვყავს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გვთავაზობენ," - განაცხადა შამბამ. შამბას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ყველა პოლიტიკური ძალა" რუსეთთან მჭიდრო და სამოკავშირეო ურთიერთობას ემხრობა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს,“ - განაცხადა მედვედევმა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა. ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. „ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 50 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა
სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ახალი წინადადბები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება,“ – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია. „ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში დაიწყო იმ მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, ასევე სხვა პირებისაც. ასევე, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება გეგმა, რათა ლაჩინის დერეფანი ცალმხრივად გაიხსნას, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა. ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალსაც განაცხადა, რომ სომხეთმა დაასრულა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა. ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც თავის მხრივ, აზერბაიჯანი უარყოფს. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაცია უკრაინის საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით ჩატარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა გააკეთა. იუსოვის განცხადებით, მიზნები მიღწეულია და პერსონალის დანაკარგები არ დაფიქსირებულა. „სპეციალური ოპერაცია გრძელდება, ჩვენ ყველა დეტალს არ ვამხელთ,“ - განმარტა იუსოვმა. მისი თქმით, მტერმა დანაკარგები განიცადა, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ არსებობს. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. იმავდროულად, Крым.Реалии ტარხანკუტის კონცხზე მდებარე სოფელ მაიაკთან აფეთქების შესახებ იტყობინება. მისივე ცნობით, ბრძოლა იყო ავიაციისა და საზღვაო საშუალებების მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა დროებით ოკუპირებული ყირიმის სოფელ მაიაკშია განლაგებული. ამასთან, Nebo-M და Kasta-2E2 სარადარო სისტემები განლაგებულია ტარხანკუტის ნახევარკუნძულზე.
ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს თქვენ გვერდით დგას ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
თურქულმა Baykar-მა უკრაინას დრონი აჩუქა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თურქულმა კომპანია Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებს Bayraktar TV2-ის ტიპის დრონი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. „24 აგვისტოს უკრაინულმა დაზვერვამ ცნობილი დრონების მწარმოებლისგან საჩუქრად Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო. ეს არ არის პირველი ასეთი საჩუქარი. 25 იანვარს Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვას გადასცა ორი თვითმფრინავი - Bayraktar TB2. ამიტომ, ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას ამ რთულ დროს. დღესასწაულისთვის საუკეთესო საჩუქარია ახალი იარაღი, რომელიც დაეხმარება მტრის განადგურებას და დაიცავს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,“ - წერს დაზვერვა. Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ერმაკი: უკრაინა გამარჯვებასთან ახლოსაა
უკრაინა მეორედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ძალების მიერ ოკუპაციის პირობებში, თუმცა, უკრაინელები გაერთიანებულები არიან და გამარჯვება „ახლოსა,“ DW-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი აცხადებს. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერმაკმა ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უკრაინელი ხალხის განწყობასა და კიევის მხარდაჭერის დონეზე, რომელსაც უცხოეთი უზრუნველყოფს. „არ დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ მოგვცეს სამი დღე [რუსების შემოჭრის წინააღმდეგ], შემდეგ რამდენიმე თვე. ახლა კი წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენ არამხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, არამედ ვათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიასაც,“ - განაცხადა ერმაკმა. „მეჩვენება, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვართ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ,“ - განაგრძობს ერმაკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კიევი ვერ მოისვენებს, ვიდრე უკრაინის მიწის უკანასკნელი სანტიმეტრი რუსებისგან არ გათავისუფლდება. „არაფერი გვსურს იმაზე მეტად, ვიდრე გამარჯვება და მშვიდობის დაბრუნება ჩვენს მიწაზე.“ „ჩვენი პოზიცია ნათელია, ყველასთვის ცნობილია: ვიდრე რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოლაპარაკების საკითხი არ განიხილება,“ - ამბობს ანდრი ერმაკი.
გენშტაბი: უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებული შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. სამხრეთით მელიტოპოლის ღერძის გასწვრივ, უკრაინულმა ჯარებმა მიაღწიეს წინსვლას ნოვოპროკოპივიას მიმართულებით და დაიკავეს პოზიციები. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, უკრაინის ჯარები რობოტინოს ნაწილს იკავებენ. უკრაინული მედიის ცნბობით, აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ქალაქის ბახმუტის სამხრეთით, ახალი ტერიტორია აიღეს. 21 აგვისტოს მალიარი ამბობდა, რომ უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. გენერალური შტაბის უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები ცდილობდნენ წარუმატებელი წინსვლას დონეცკის ოლქის ავდიივკის, მარინკასა და ნოვომიხაილივკის მიმართულებით, რის შედეგადაც, დიდი დანაკარგები განიცადეს. უკრაინული ძალები ასევე აგრძელებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის გარშემო. ცნობისთვის, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი 24 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთში განლაგებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება „ლიმანსა“ და „სოლედარს“ ეწვია. „თქვენ ყოველდღე იტანთ შეტევებს, თავად მიიწევთ წინ. ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ გადავიდეთ შეტევაზე. თქვენ ხართ ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენლები. სწორედ აქ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, თქვენ ცდილობთ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას,“ - განაცხადა გენერალმა სირსკიმ ფრონტის ხაზზე მყოფ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრაზე. გენერალმა სირსკიმ უკრაინელ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ჯილდოები გადასცა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ამ ომის პირობებში მეორედ აღნიშნავს.
სი ძინპინი: ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივისთვის $10 მილიარდიან ფონდს შექმნის
ჩინეთი შექმნის $10 მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება. ეს დაპირება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გასცა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე შექმნიან ახალ $10-მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივებს განახორციელებს. „ჩინეთმა უზრუნველყო განვითარების დიდი რესურსები. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე მდგრადი განვითარებისთვის შექმნიან სპეციალურ ფონდს, რომლის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იქნება,“ - განაცხადა სი ძინპინმა. BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში." რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.